ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს მეტოქეებმა შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებებმა ბოლო ტესტ მატჩები გამართეს
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებებმა ბოლო ტესტ მატჩები გამართეს.

შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა ედინბურგში, "მერიფილდზე" ბოლო ხანს საგრძნობლად მომძლავრებულ იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და 23: 12 მოუგო. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერსო და დაძაბული გამოდგა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მოდანზე პატარა შეხლა-შემოხლაც გაიმართა.

"სკოტების" თავკაცის სამწუხაროდ, მატჩის მსვლელობისას დაშავდა და ახალ ზელანდიაში ვერ გაემგზავრება უკანახაზელი ნიკი ვოლკერი. აღსანიშნავია, რომ "ნარშავების" შერკინებამ, "სკუადრა აძურას" ნაქებ მორკინალებს არაფერი დაუთმო. საწყის ათ წუთში კი, საკუთარი ქომაგებით შეგულიანებული შოტლანდიელი მორაგბეები სრულ უპირატესობას ფლობდნენ.

შედეგამაც არ დააყოვნა. ენდი რობინსონის ბიჭები ერთი კვირის წინათ გამართული მატჩისაგნ განსხვავებით, ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ. ანგარიში მე-2 წუთზე მგეზავმა დენ პარქსმა საჯარიმოთი გახსნა - 3:0. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ გამოცდილმა შოტლანდიელმა მატჩი ფაქტობრივად უშეცდომოდ ჩაატარა. ფეხით ბურთი შესანიშნავად გადაჰქონდა მეტოქის მოედანში, რასაც მასპინძლებისთვის ტაქტიკური უპირატესობა მოჰქონდა.

მე-10 წუთზე "ნარშავბმა" შესანიშნავი შეტევა განახორციელეს და პირველხაზელმა ალასდაირ დიკინსონმა ლელო მიითვალა, პარქსმა გარდასახა - 10:0. იტალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩაგდებული 10 წუთის შემდეგ, საგრძნობლად გამოცოცხლდენენ და 24-ე წუთზე ტომაზო ბენვენტის ლელოთი, რომელიც მირკო ბერგამასკომ გარდასახა, ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს - 7:10. თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე პარქსმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ექვსი ქულა გახადა - 13:7.

მეორე ტაიმში თამაში უფრო აქტიურად იტალიელებმა დაიწყეს და ანგარიშში დაწინაურებაც შეეძლოთ, თუმცა 48-ე წუთზე ფაბიო სემენცატოს ლელო ბერგამასკომ ვერ გარდასახა და ანგარიშში სხვაობის მხოლოდ მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს - 12:13.

"სკოტებს" დიდხანს არ უცდიათ და ოთხ წუთში ლელო უკვე მათმა ცხრა ნომერმა მაიკ ბლერმა მიითვალა, ბერგამასკოსგან განსხვავებით პარქსმა ზუსტად გარდასახა - 20:12. მანვე სამ წუთში საჯარიმოც გაიტანა 23:12.

მატჩის დასრულებამდე 25 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ მეტოქეებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.

არგენტინის ნაკრებმა კი ევროპაში სტუმრობისას მხოლოდ ერთი ტესტ მატჩი გამართეს. "პუმებმა" კარდიფში, მილენიუმზე უელსის ნაკრებთან 13:28 წააგეს.

მიუხედვად იმისა, რომ ანგარიში 28-ე წუთზე არგენტინელთა მგეზავმა ფელიპე კონტეპომიმ საჯარიმოთი გახსნა, მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში დომინრენდნენ. პირველი ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში უელსელებმა ორი ლელო გაიტანეს. ჯერ თავი მესამეხაზელმა ენდი პაუელმა გამოიჩინა, მერე სამ წუთში ლელო მეორეხაზელმა ალუნ-ვინ ჯოუნზმა გაიტანა. ორივეჯერ მგეზავმა ჯეიმზ ჰუკმა გარდასახა - 14:3, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახევარში ჰუკმა კიდევ სამი საჯარიმო გაიტანა, თუმცა 71-ე წუთზე გარემარბ ჯორჯ ნორსის მიერ გატანილი ლელო ვერ გარდასახა. არგენტინელებმა თავის მხრივ თითო საჯარიმო და ლელო მიითვალეს. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე "პუმებმა" მეტოქის ლელოდან 10 მეტრში დერფნიდან მოლი ააგორეს და ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში შეცვლაზე შესული შერკინების ბურჯი როდრიგო რონსერო იყო. კონტეპიმიმ გარდასახა - 13:28.

შოტლანდია-იტალია 23:12

შოტლანდია (15-9) ლამონტი, ევანსი, ნიკ დე ლუკა, მორისონი, დენიელი (ვოლკერი 56) , პარქსი (კასიტერი 56), ბლერი. (1-8) დიკინსონი, ლაუსონი (ჰოლი 70), ლოუ (მურეი 54), ჰაინსი, კელოკი, ბრაუნი, ბარკლი, ვერნონი (რენი74).

2ლ: დიკინსონი, ბლერი. 3ს,2გ: პარქსი

უელსი-არგენტინა 28:13

არგენტინა (15-9) როდრიგესი, აგულა, ბოსხი, ფერნანდესი, კამაჩო (იმჰოფი 41), კონტეპომი, ვერგალო. (1-8) რონსერო, ლედესმა (კრევი 50), ფიგალო (სკელსო 41), კარისა (გალარსა 69), ალბასეტე, კაბელო, ფერნანდეს ლობე, ლეგუსამონი (კამპოსი 66).

ლ:სკელსო, 2ს,გ: კონტეპომი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის