დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სტეიდიუმზე“ იქაურ კლუბს, „ჩიტასს“ დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა.

ჩიტასი 24-20 საქართველო

ლელოები:19, 74, მახაზა; 31, ბრიცი -- 40+1, 42, აფციაური გარდასახვა:იასპერი(3/3) -- აბჟანდაძე(2/2)ჯარიმა :იასპერი(1/1) -- აბჟანდაძე(2/2)

შეხვედრის პირველი 18-20 წუთი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი ქართველთა ნახევარზე ხდებოდა. მე-19 წუთზე სამხრეთაფრიკელი გარემარბების წყალობით ანგარიში გაიხსნა: ცენტრში შემოწეულმა ბენი ბრიცმა „ბორჯღალოსნების“ დაცვის ხაზი გაარღვია და ბურთი მარჯვნივ ნტოკოზო მახაზას გადააწოდა, რომელსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია.

თამაშის განახლებისთანავე ლელოს გატანის შანსი მოგვეცა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. 31-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე მეტოქის ათიანმა ეთან უენტსელმა ბურთი ფეხით შეგვიცურა, რომელსაც ბენი ბრიცი თავისი კარგი სისწრაფის ხარჯზე დაეწია და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. თითქოს, პირველი ორმოცი წუთი ასეც უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბოლო შეტევაში სრული კონცენტრაცია მოვიკრიბეთ და მიძალებების შემდეგ ფრთაზე გატანილი ბურთი შალვა აფციაურმა ჩათვლის მოედანში დაამიწა.

მეორე ნახევრის პირველივე წუთზე მასპინძლები ჩვენს 5-მეტრიან ზონაში აღმოჩნდნენ , მაგრამ შეტევისას მათი პასი აფციაურმა ჩაჭრა და მთელი 80 მეტრის დაფარვის შემდეგ მეორე ლელო მიითვალა. აქედან მალევე ჩვენს ნახევარზე სამხრეთაფრიკელებმა ჯარიმა გამოიმუშავეს და კვლავ წინ გაიჭრნენ, ამჯერად - სამი ქულით. ლელოს დადების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში რიგით 37-ე კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ ქულება თავად გამოემუშავა და თედო აბჟანდაძემ ჯერ 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 4 წუთის შემდეგ კი მატჩში პირველად დავწინაურდით.

დანარჩენი წუთები კვლავ გარდამალი უპირატესობით წარიმართა. 74-ე წუთზე აფრიკელებმა მარჯვენა ფლანგზე მეტობა შეიქმნეს და მახაზას შეჩერება ვერც ამჯერად მოხერხდა. მათი დამრტყმელი ქოენ იასპერი ყოველ ჯერზე ზუსტი გამოდგა. ბოლო წუთზე ვუტევდით კიდეც, მაგრამ ბურთი დაიკარგა და „ჩიტასმა“ თავისი დაარსებიდან 130 წლის იუბილე გამარჯვებით აღნიშნა.

პირველ ტაიმში „ჩიტასის“ მოთამაშეებმა, ხაზზე კარგ თამაშთან ერთად, ფიზიკურ კონტაქტშიც დაგვჯაბნეს: მოლში ბურთს გვიჭედავდნენ და უპირატესობას რაქშიც ფლობდნენ. შესვენების შემდეგ კი „ჩიტასი“ ამ კომპონენტშიც შედარებით გავანეიტრალეთ, შეცდომებიც დავაშვებინეთ და ხაზზე თამაშიც გამოვასწორეთ, მაგრამ ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა...

საბოლოო ჯამში, იმის თქმა შეგვიძლია, რომ გადახალისებული შემადგენლობით სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი დომინანტის გუნდის ძირითად ბირთვს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, რაც ძალზედ დასაფასებელია!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისის დასკვნით ტესტ-მატჩს 19 ივლისს, ნელსფრუიტში, „მბომბელა სთეიდიუმზე“ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.

შემადგენლობები:

საქართველო

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი( პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი)*, 6. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი)

ხაზი: 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), 10. თედო აბჯანდაძე (ორიაკი, კაპ.), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი)*, 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი)

სათადარიგო: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი)*, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (კასტრი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი)

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი(ინგლისი)

ჩიტასი

შერკინება: 1. ჰერკუს ვან ვიკი, 2. მარკო იანსე ვან რენსბურგი, 3. ფრენკი დოს რეისი, 4. პიტერ იანსენ ვან ვიურენი, 5. ვიქტორ სეკეკეტე(კაპ.), 6. გიდეონ ვან დერ მერვე, 7. პიერ რაიმონდ იუსი, 8. ნეელს ვოლშენკი

ხაზი: 9. რეუან კრუგერი, 10. ეთან უენტსელი, 11. ბენი ბრიცი, 12. ალი მგიჟიმა, 13. მარკო იანსენ ვან ვიურენი, 14. ნტოკოზო მახაზა, 15. ქოენ იასპერისათადარიგო: 16. ვერნონ პაულო, 17. კამერონ დოსონი, 18. ბენ პიტუ, 19. სისონკე ვუმაზონკე, 20. დენიელ მაარტენსი, 21. იანდრე ნელი, 22. კარელ იან კოეტზეე, 23. კლეიტონ ბლუმეტიე

მთავარი მწვრთნელი: რუან პიენარი (სამხრეთ აფრიკა)

მსაჯი: კრისტოფერ ალისონი (სამხრეთ აფრიკა), გვერდითი მსაჯები: ტიაან ენგელბრეხტი და ეშტონ ოქჰიუსი (ორივე სამხრეთ აფრიკა), ვიდეო რეფერი: ედრიან ჯეიკობსი (სამხრეთ აფრიკა)

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ

არაფერი შეგეშალოთ,სამხრეთ აფრიკის ნაკრები,პირველი,მეორე,მესამე და ალბათ მეოთხე ნაკრებიც,საქართველოს ნაკრებზე ძლიერი იქნება.ჩვენგან განსხვავებით,მაღალი კლასის მორაგბეთა ძალიან დიდი რესურსი აქვთ.აგერ,ჩიტასთან თამაშმაც დაგვანახა.
ნიკო
მუდმივად მტირალა პესიმისტებისთვის დავამატებ, იტალიამ, რომელიც 26 სეზონია ექვს ერში თამაშობს, 45-0 ხოლო ჩვენს ლიგაში მოთამაშე პორტუგალიამ 106-7 წააგო ირლანდიასთან. აბა მაგათ თავი უნდა მოიკლან, ან ტყემალაძე მოკლან პირდაპირ:))))

ნიკო, რომ ამბობთ, ჩვენები მეორე შემადგენლობით იყვნენო, აფრიკელები პირველით იყვნენ? მათი საუკეთესო მოთამაშეები თავიანთ ნაკრებებში არ არიან ამ ტესტებზე? თუ არ არიან, ალბათ კიდევ უარესი, ასეთ გუნდს რეიტინგსიის მე-11 ნომერი რატომ ვეთამაშებით?
ნიკო
ერთა თასს კოკერელის ხელში ვიგებთ დიდი უპირატესობით, შავმა ლომმა უელსის და საფრანგეთის გუნდს მოუყგო, წინა მსოფლიოზე ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით, ეხლა ჯგუფიდან გასვლა და მეოთხედფინალია მიზანი. აქ ტირილი და წუწუნი სრულიად უსაფუძვლოა, 2027 წელს მსოფლიოზე გამოჩნდება, შედეგიანია თუ არა ეხლანდელი სამწვრთნელო გუნდი. ისე, სამხრეთ აფრიკულ გუნდთან,მით უმეტეს მეორე შემაფგენლობით როდის მოგვიგია, აქ რომ შემოიხიეთ ტანსაცმელი? ვეღარ დაბრუნდება აბუ და მიშა, გაიგეთ!
ჰაჰა
წაგებას მიეჩვივნენ. წაგებას ეგუებიან. წაგება მისაღები გახდა.
დკ
13 მოთამაშე შავი ლომიდან, სხვა კლუბებიდან ვერ აარჩიეს რეგბისტები? ეს რა გამოდის საქ. ნაკრები თუ შავი ლომი? ამათ ლომობის არაფერი ეტყობათ. საფრანგეთში მგონი 100 რეგბისტი თამაშობს და ნაკრები ვერ შეკრეს.
სურიკ 22-ს
სურიკ, სომხებსაც გყავთ რაგბის გუნდი?
Zaali
ჩვენი გუნდის თამაში კოკერელის ხელში სულ უფრო უსახური ხდება, მოსაცილებელია ეგ კაცი ნაკრებიდან.
zura222
არ ძმაო რაა დამთავრდა 15 წლიანი ზღაპარი ((( ჩვენი რაგბი უკან უკან მიდის ბოლო 7-6 წელი @ არადა რა მაგრები ვიყავით 10-15 წლის წიინ! ნაღდად ვიყავით ათეულის ღირსეული წევრები და იტალია და შოტლანდია რომ შეგვხვედროდა მაგალითად 2007-8-11-12-15 წლებში დავანგრევდით ორივეს და 6 ერს სხვა გზა არ ექნებოდა მიგვიღებდნენ მეშვიდე წევრად!
გგ
იტყვი რამეს და - ჩასაფრებული ხართო, არ იტყვი და - ურემი რომ გადაბრუნდება, მანამდე სად იყავითო… არადა ისეთივე ქომაგები ვართ, როგორიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ქომაგია: ჩვენი გუნდის მოგება გვიხარია და წაგება გვწყინს. დინამიკაში თუ დავაკვირდებით, ქოქრილის ხელში უსახურად გამოვდივართ, განსაკუთრებით, - ზედა ეშელონის გუნდებთან. ირლანდიასთან სახლში ასე “კბილების გარეშე” არ უნდა ითამაშო (თან გუნდის მესამედი დებიუტანტი ჰყავდათ!), 6 ერზე რომ აცხადებ პრეტენზიას; აღარაფერს ვამბობ კლუბთან წაგებაზე, რაც არ უნდა “ერთ-ერთი საუკეთესო” იყოს. და ერთ კვირაში რა იქნება მისაღები შედეგი მოქმედ ჩემპიონთან? 20-30 ქულით წაგება? 30-40? ვინმე ხედავთ, საით მიდის ნაკრები, რას ვაშენებთ?
ბოროტი ბეჰემოტი
19-ში ვისიამოვნოთ ბოლო ტესტ-მატჩით უმაღლესი დონის გუნდთან, რადგან მომდევნო წლიდან ბობოლებს ჩვენთვის აღარ ეცლებათ
გიორგ
სირცხვილია!!! შედეგი არა, თამაშის ხარისხი!
რიჩარდ მაკმაისა
რიჩარდ ( დიქ) ქოქ რილ მატჩის და არა მარტო გამორჩეული მოთამასეები ხატიაშვილი და თაფლაძე
ზაზა
ახალ გუნდს ვაშენებთ😀, ვინმემ იცის, როდის აშენდება?
Star lord
თანაბარ ბრძოლაში, გმირულად, წვიმაში. სულ ასე გმირულად როგორ ვაგებთ?
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?