კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „რასინგი“ 1:0 დაამარცხა.

ლუქსემბურგში 2:1 გამარჯვების შემდეგ, გორული გუნდი უპირატესობას ფლობდა, 34-ე წუთზე კი სტუმრები მეკარე რომენ რუფიეს გაძევების გამო, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. „დილა“ ბევრს უტევდა და შეცვლაზე შესულმა იბრაჰიმა დრამემ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.

მეორე ეტაპზე „დილა“ „რიგას“ დაუპირისპირდება - 24 ივლისს გასვლაზე, 31 ივლისს კი სახლში.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - რასინგი 1:0

გოლი: დრამე (90+1)

გაძევება: რუფიე (34, რასინგი)

დილა: კერესელიძე, რუხაძე, არაუჟო, ეტოუ, ჩაბრაძე, კონტე, ანდრონიკაშვილი, ედუძი (ბუღრიძე 68), ფარულავა (ტიბუე 88), ბასინგა, შეყილაძე (დრამე 86)

ufrosi
https://www.youtube.com/watch?v=utqQdysAV0A
ufrosi
https://www.youtube.com/watch?v=HcS5iRsar2Y
ვალერი ლომსაძე
გორის დილა რაღაცით 80-ნი წლების დასაწყისში თბილისის დინამოს გავს. ევროსარბიელზე რაღაცნაირად წყნარად ხარ. წარმატებები დილას მომავალ შეხვედრებში
მწარე
გილოცავთ. გისურვებთ რიგასთან წარმატებას. თუმცა ხო იცით...
ვაჟა
გილოცავთ გორელებო გამარჯვებას, წარმატებები
გგ
მატჩამდე რა ინფორმაციაც მქონდა, არცერთ არხს არ გამოუთქვამს ტრანსლირების სურვილი. თავის გვერდზე სტრიმის გაშვებას აპირებდნენ, თუმცა ხმის გარეშე, რადგან უეფას მოთხოვნებთან იყო გარკვეული შეუსაბამობა (კონკრეტულად რა, - არ ვიცი). მეტი ვეღარ მივადევნე თვალი, თუ საერთოდ არ დადეს ლაივი, ესე იგი უეფასთან გადაამოწმეს და არ მისცეს უფლება; ან/და ტექნიკური ხასიათის პრობლემებია. თავად გორელებს რაც შეეხება, მადლობა მათ! მორიგ ჯერზე ითამაშეს ჯიგრიანად! ვულოცავ და შემდეგ ეტაპზეც წარმატებულ გამოსვლას ველი!
დილა
უეფა რეგულაციით არ შეიძლება იუთუბზე ან ფეისბუქზე პირდაპირი ეთერი.

ვულოცავ გორელებს.ეს კლუბი ყოველთვის ძალიან შეზღუდულია შესაძლებლობებში,მაგრამ რაც აქვს,ყოველთვის ბოლომდე იყენებს და თუკი ვინმე იმსახურებს მათი მატჩების ჩვენებას,ეს გორელები არიან.რა თქმა უნდა ყველა კლუბის თამაშის ჩვენება უნდა ხდებოდეს და სირცხვილი ქართულ ტელევიზიებს.ტელევიზიები არ აჩვენებენ,მაგრამ ინტერნეტში ლაივ სტრიმის ჩვენებას,ან თუნდაც ფეისბუკ გვერდზე ჩართვას რაღა ედგა წინ,ამაზე პასუხის გაცემას მაინც აღარ ვიმსახურებთ?თვითონ დილას მაინც დაედო,საკუთარ ფეისბუკ გვერდზე,სტრიმი.
a a
დღევანდელ თამაშზე სიგნალი უფასოდ იძლეოდა გორის დილა, სამწუხაროდ არცერთმა ქართულმა ტელევიზიამ არ გამოხატა სურვილი პირდაპირი ტრანსლირების. პირველი არხი რომელიც ჩვენი ხალხის ფულით ფინანსდება პირიქით იქით ითხოვს ფულს რო თამაში აჩვენოს.
რეზზ
გილოცავთ ჯგუფში უნდა მოვხვდეთ რამენაირად. პ.ს პირდაპირი ტრანსლაცია რატომ არ იყო?
toy
ვიდეო არაა?
Roma
გილოცავთ გორელებს. ყოჩაღ კარგია რომ ორივე თამაში მოიგეს და ქულები შემატეს ქართულ კლუბებს უეფაში. დავიჯერო ასეთი ძვირია გორის დილას თამაშების ტრანსილაცია რომ რომელიმე სპორტულ არხს ეჩვენებინა?
მერაბი ჩხოროწყუ
გორელებო გილოცავთ , თქვენი მჯეროდა, რიგასაც მოუგებთ,
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
კონფერენსლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს