წარმატების მუდმივი ფორმულა არ არსებობს, თუკი მისკენ სავალ გზაზე საჭირო და მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შეიტან. საფეხბურთო ტაქტიკებშიც გვინახავს, როცა ესა თუ ის ამოიწურება, იოლად გასაშიფრი გახდება, მისმა შემქმნელმა რამე თუ არ მოიფიქრა, ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა. ეს გვარდიოლას შემთხვევაშიც იგრძნობოდა, მისი იდეალური "ბარსადან" სანამ ბევრი რამ არ დაიხვეწა, იდეალურ "სიტიმდე" ვერ მივედით.

რა იქნება პსჟ-ს შემთხვევაში? გუნდს შიდა ასპარეზზე რეალური კონკურენტი არ ჰყავს. "მონაკო" კი გაძლიერდა, მაგრამ რთული იქნება, მათ პარიზელებზე ნაკლები ქულა დაკარგონ. ამის მიუხედავად, ლუის ენრიკემ და მისმა გუნდმა საზომები გაზარდეს და მათგან კვლავ ლაღ და დამაჯერებელ თამაშსა და შედეგს ელიან, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რასაც ესპანელ მწვრთნელ დაანახებდა, განსაკუთრებით "ბოტაფოგოსთან" მატჩში, ისაა, რომ შესაძლებელი ყოფილა, მათზე დაბალი რანგის გუნდმა, ზედმეტი სიხისტითა და დაცვაში მწყობრი თამაშით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს მოუგოს. საფრანგეთის ჩემპიონატში კი ამ სტილის საკმაოდ ბევრი მეტოქეა.

ენრიკეს შეტევების გამრავალფეროვნება მოუწევს. გასაგებია, გუნდი დატოვებულ სივრცეებს კარგად იყენებს, მაგრამ საკუთარი კლასის დემონსტრირება შეზღუდულ არეალშიც მოუწევს. აქ ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობისა და განსხვავებულის ეფექტი იქნება. "ჩელსისთან" ფინალში რამდენჯერმე უკანდახეული დემბელე ვნახეთ, ვინც თანაგუნდელებს პასებს სიღრმიდან აწვდიდა და ეს იქნებ ერთი საინტერესო გზა იყოს.

სავსებით შესაძლებელია, სასარგებლო სიახლე იყოს ხვიჩა კვარაცხელიას დაახლოებით ისე გამოყენება, როგორაც ამას ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლი აკეთებდა - დაცვითი ფუნქციებიდან გათავისუფლებული "კვარა", ვინც ორფორვარდიან ტაქტიკაში წინაა და სისწრაფით უპირატესობას ქმნის. ასეთ შემთხვევაში მაშინ პსჟ ბურთით ნაკლებად უნდა წარმოვიდგინოთ, ის მოწინააღმდეგეს უნდა დაუთმოს, ნახევარდაცვაში მოპოვების შემდეგ კი კონტრშეტევა სწრაფად წამოიწყონ. მეტოქის ზემოთ "ატყუებისა" და შემდეგ სივრცეების გამოყენებას პარიზული გუნდი პერიოდულად ისედაც მშვენივდად ახერხებს.

რადგანაც ორფორვარდიანი ტაქტიკა დავუშვით, მაშინ აქ უფრო შედეგიანი ფეხბურთელი უნდა იყოს, ვიდრე პორტუგალიელი რამოშია. როცა ენრიკეს მოძრავი შემტევი სამეულით თამაში უალტერნატივოდ გადაწყვეტილი ჰქონდა, სათადარიგოთა შორის უფრო მაღალი კლასის ფორვარდი არ დაჯდებოდა, მეტი დროის მიცემის პირობებში კი ეს შესაძლებელი იქნება. თუკი გუნდი მოინდომებს, ფინანსურად არ გაუჭირდებათ, ვისაც მოისურვებენ, მოსაწონი პირობები შესთავაზონ. მთავარია, ის ენრიკეს გემოვნებაში ჯდებოდეს და გუნდი გააძლიეროს და არა ერთიანობა დაარღვიოს. შესაძლოა, 20 წლის მაროკოელმა ფორვარდმა ილიეს ჰუსნიმ ძირითად გუნდში მეტი დრო მიიღოს, ვინც იჯარიდან დაუბრუნდა.

"ჩელსისთან" შეხვედრაში ლუისი ალბათ დაფიქრდა, რომ ერთი განსხვავებული, უფრო ძალისმიერი ნახევარცველი "შავი დღისთვის" სჭირდება. შესაძლოა, ეს მთლად კაისედო არ იყოს, მაგრამ მაინც, რაც ესპანელის ხელში ნამდვილად "ახალი" "პსჟ" და საჭირო დროს გეგმა "ბ" იქნება. საინტერესოა, რენატო სანჩესს კვლავ იჯარით გაუშვებენ თუ არა.

"ლევერკუზენში" ნორდი მუკიელემ სამ ცენტრალურ მცველში თამაშის დიდი გამოცდილება მიიღო და გუნდში დაბრუნებული 27 წლის ფეხბურთელი იქნებ ენრიკეს ამ საქმეში გამოადგეს და გუნდმა სამი უანახაზელით თამაში დატესტოს. ამ შემთხვევაში, ჰაკიმისა და მენდეშსაც მეტი თავისუფლება ექნებათ, შემტევებს კი, უპირველესად, ხვიჩა კვარაცხელიას, დაცაში თამაში უფრო ნაკლებად დასჭირდებათ.

ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს განვიხილავთ, მაგრამ ერთი ფაქტია, რაც ენრიკემაც კარგად იცის - ცვლილებები საჭიროა!..

ვახსიმონტო
საფეხბურთო სამყაროში არაფერია. დღევანდელი ფეხბურთი კი ორკესტრსა ჰგავს სადაც დირიჟორი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი უნდა მოამზადოს არა არსებული პარტიტურის შესრულებისკენ არამედ ინდივიდუალურად თვითეული მატჩისთვის შექმნას განსხვავებული ქარგა , ცვალოს რიტმი და ტემპი ტაქტიკა და სტრატეგია, მართოს გუნდის ემოციური განწყობა. განსაკუთრებით საკვანძო მატჩებისათვის მარტო ფიზიკის და თუნდაც ტექნიკის ხარჯზე ყველგან ფონს ვერ გახვალ.
ვახსიმონტო
პსჟ ს ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო შემსრულებელი ფეხბურთელები,რომელთათვის მიუწვდომელი საფეხბურთო სამყაროში არაფერია. დღევანდელი ფეხბურთი კი ორკესტრსა ჰგავს სადაც დირიჟორი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი უნდა მოამზადოს არა არსებული პარტიტურის შესრულებისკენ არამედ ინდივიდუალურად თვითეული მატჩისთვის შექმნას განსხვავებული ქარგა , ცვალოს რიტმი და ტემპი ტაქტიკა და სტრატეგია, მართოს გუნდის ემოციური განწყობა. განსაკუთრებით საკვანძო მატჩებისათვის მარტო ფიზიკის და თუნდაც ტექნიკის ხარჯზე ყველგან ფონს ვერ გახვალ.

არა მგონია რო პსჟ კიდევ მიაღწევს დიდ სიმაღლეებს, ნაციონალებივით დაყვინთავენ, ხვიჩა სხვაგან უნდა გადავიდეს მაგალითად სადმე ესპანეთში ან ისევ იტალიაში
zura222
სამწუხაროთ პესეჟე ვეღარ იპესეჟევებს ამ სეზონში, გუნდმა ქვევიდ ვარდნა დაიწყო და ეს გამოჩდა ამერიკაში, მოკლეთ ვინც ამ ამერიკას გადაეყრება ყველა ძირს ვარდება.
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში