პოზნანში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პოლონური საგანაცხადო კომიტეტის წარმომადგენელმა იულიუშ გლუსსკიმ განაცხადა, რომ კონტინენტის მორიგი პირველობის ოფიციალური თილისმის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.

პოზნანში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პოლონური საგანაცხადო კომიტეტის წარმომადგენელმა იულიუშ გლუსსკიმ განაცხადა, რომ კონტინენტის მორიგი პირველობის ოფიციალური თილისმის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.

გლუსსკის თქმით, თილისმა უკრაინული და პოლონური კულტურების ელემენტების გამოყენებით შეიქმნება. ასევე გაირკვა, რომ ჩატარებული ტენდერის შედეგად, ამ სიმბოლოს დაპროექტებისა და შექმნის ექსკლუზიური უფლებები ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ Warner Brothers-მა დაისაკუთრა.

"უეფა ტურნირზე განსაკუთრებულ უფლებებს ფლობს და გადაწყვეტილებების მიღება მხარეებთან, ანუ ჩემპიონატის ორგანიზატორ ქვეყნებთან კონსულტაციისა და შეთანხმების გარეშეც შეუძლია. უკრაინულ და პოლონურ კულტურებს შორის გარკვეულ ასპექტებში მსგავსება მართლაც არსებობს, მაგრამ არცთუ იოლი იქნება ისეთი თილისმის შექმნა, რომელიც ორივე კულტურის შესაბამისი იქნებოდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტურნირების თილისმები ძირითადად ბავშვებზე გათვლით იქმნება. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ თილისმის საცდელი ვარიანტი ასახავს იმის ტენდენციებს, თუ რით ერთობიან თანამედროვე ბავშვები", – დასძინა გლუსსკიმ.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს