როგორც გუშინ გაცნობეთ, ცნობილმა მექსიკელმა ფეხბურთელმა ხავიერ ერნანდესმა იგივე "ჩიჩარიტომ", სკანდალური განცხადება გააკეთა, მან ქალებს მამაკაცების პატივისცემისკენ მოუწოდა.

"ქალებო, მამაკაცები უნდა მიიღოთ და მათ პატივი უნდა სცეთ. ეძებთ კაცს, რომელიც თქვენზე იზრუნებს, მაგრამ სახლის დალაგებას ჩაგვრას უწოდებთ?!, ცდილობთ საზოგადოებაში დაამკვიდროთ აზრი, რომ მამაკაცები ქალებს ჩაგრავენ, სინამდვილეში კი პირიქითაა და თქვენ ახდენთ ზეწოლას ჩვენზე", - თქვა ჩიჩარიტომ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მის ამ განცხადებას მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი გამოეხმაურა: ჩიჩარიტო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერ ბევრი აქვს სასწავლი. მე ვარ დედა, ბებია და დიასახლისი, მაგრამ ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც ვარ, ქალებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ, რაც სურთ", - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

ჩიჩარიტომ ამ თემასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ვინმესთვის ტკივილის მიყენება არ სურდა.

"ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მხარი დამიჭირა და ჩემი ხედვები გაიზიარა. ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც გული ვატკინე, ეს აზრადაც არ მქონია.

როგორც მამას და მამაკაცს მსურდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დამეფიქსირებინა.

მწამს, რომ ცვლილება საკუთარი თავიდან იწყება. ამ შესაძლებლობას ვიყენებ, რათა გავიზარდო, უკეთესად გავიაზრო ყველაფერი და განვაგრძო საკუთარი თავის განვითარება, რათა გავხდე ჩემი საუკეთესო ვერსია - სიწრფელეზე, ოჯახის სიყვარულზე, ჩემს ღირებულებებსა და თქვენდამი სიყვარულზე დაფუძნებული. მადლობას გიხდით გაგებისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის ამ გზაზე," – დაწერა ერნანდესმა სოციალურ ქსელში.

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მექსიკის ნაკრებს მუნდიალზე 2 ვარსკვლავი დააკლდება
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
ჩიჩარიტო: დაუჯერებელია, მე ამხელა ხელფასი მაქვს, ექიმებს კი - არაფერი
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
ჩიჩარიტო "ლოს ანჟელეს გალაქსიში" გადავიდა
ჩიჩარიტო მშობლებთან საუბრისას ატირდა: "გალაქსიში" მივდივარ მამიკო, ევროპულ ოცნებას ვტოვებ... [VIDEO]