ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა

[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ საკუთარ მოედანზე „რიგასთან“  ფრეს დასჯერდა (3:3), ორი შეხვედრის ჯამში 4:5 მარცხი განიცადა და ტურნირიდან გამოვარდა.

ლატვიაში 1:2 წაგების შემდეგ „დილამ“ შეუტია და არაუჟომ თავურით დააწინაურა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ტაიმის ბოლოს სტუმრებს გალომ პენალტი მოუპოვა და რამირესმა ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „რიგას“ კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე კერესელიძემ გადაარჩინა, მალე კი „დილა“ ბასინგამ წინ გაიყვანა. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს, ისევ მიეცათ შანსები, ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა კერესელიძე, თუმცა მუსამ მაინც შეძლო თანაფარდობის აღდგენა. გორული გუნდი შტურმზე გადავიდა და შედეგსაც მიაღწია - კიკაბიძის ჩაწოდებულ ბურთს ზვიედრისის კარში შეცვლაზე შესულმა ანოფმა თავით მიუჩინა ადგილი. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გორელთა კარი ჩერნომორდნიმ დალაშქრა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - რიგა 3:3

გოლები: 1:0 არაუჟო (15), 1:1 რამირესი (45+7, პენ), 2:1 ბასინგა (51), 2:2 მუსა (64), 3:2 ანოფი (81), 3:3 ჩერნომორდნი (90+6)

დილა: კერესელიძე, რუხაძე (ილორი 90+4), ეტოუ, არაუჟო, ჩაბრაძე (კიკაბიძე 27), კონტე, ანდრონიკაშვილი, ფარულავა, შეყილაძე (ანოფი 72), ედუძი, ბასინგა

• kaxa

გორის დილა მართლაც ყველაზე საინტერესო გუნდია, მაყურებლისთვის სანახაობრივი მატჩიც ჩაატარა. მაგრამ ტრენერი ჰყავს უვიცი, შესაძლებლობებს სწორად ვერ იყენებს, და მგონია მოწინააღმდეგე გუნდის შესაძლებლობების არანაირი სტრატეგიული გათვლა, ანალიზი არ ჩაუტარებია, თორემ ფეხბურთში ყველაზე ჩაუხედავი კაცის თვალისთვისაც ადვილად შესამჩნევი რამ არ გამორჩებოდა: რიგას ერთადერთი უპირატესობა სტანდარტულები და ჩაწოდებაზე თავით თამაში ჰქონდა. ამ უპირატესობის განეიტრალება კი შეიძლებოდა ფლანგური შეტევებით:საუკეთესო დაცვა ხომ შეტევის გაძლიერებაა. როცა ფარულავა შეცდომას შეცდომაზე უშვებს, არ შეცვლი და დრამე არ შემოგყავს, ფლანგის მცველად ტიბუეს არ ათამაშებ, ვერ გაგიგია ეტო რომ არ უნდა დააყენო სასტავში და ბუღრიძეს ზამენაზე ტოვებ ისე, რომ ვერ ხვდები როგორ გამოიყენო ამ დროს ფიზკურად ძლიერი ტექნიკური ფეხბურთელი, მაშინ რაის ტრენერი ხარ? სტაფის რომელიმე ქართველ თანამშრომელს რო გაეყვანა გუნდი, მგონი უკეთესი შედეგი ექნებოდა.

• გოგა

არის სიმართლის მარცვალი გიას კომენტარში,კვარაცხელიას ჩაკვეტაძეს და კიდევ რამოდენიმეს რომ არ გაესწროთ აქედან არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ დაეცემოდნენ ამ მოძუნძულე ფეხბურთელების დონეზე,უარს იტყვიან აზერები და სომხები თორემ მართლა შეიძლება ისე როგორც კალათბურთშია ვითიბი ლიგა აქ ჩამოყალიბდეს კავკასიის ჩემპიონატი მეტი მუღამიც ექნება და იქნებ ამ უნიჭოებმაც ის მაინც შეიგნონ რომ მოედანზე ძუნძულის ნაცვლად პაწა ფეხს უნდა აუჩქარო

• გია

სანამ ამ ფარჩაკ ჩემპიონატს სხვა ქვეყნის ან ქვეყნების ჩეპიონატთან არ გავაერთიანებთ კიდევ უარესია მოსალოდნელი,ვიტალი, ყიფიანი,ვოვა ,რამაზი,ან კიდევ უდრო ძველი თაობა მესხი სიომა სიჭინავა და კიდევ უამრავი სხვა იმიტომ იყვნენ მსოფლიო დონის რომ ყოველ კვირას უწევდათ თამაში სტრელცოვთან ვორონინთან ბლოხინთან ჩერენკოვთან დასაევთან,აქ კი პივის ბაკლებით ხელში ალავერდს გადადიან ერთმანეთთან მოედანზე,

• Cheroeli

ფრთხილად იყავით ცოლად არ მოვიყვანო.

იბერიას ფრის შემდეგ,იმედი გამოვთქვი,სამი საშინაო თამაშიდან ერთმა მაინც რომ მოიგოს,ან ორი ფრე ვითამაშოთ,უკვე ძველ ქულას შევინარჩუნებთ და იქნებ 4 გუნდიან კვოტაში დავრჩეთო,მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხეს.ჩვენ გუნდებში,გორი ტრადიციულად ყველაზე მებრძოლი გუნდია და იმედიც უფრო მეტად მათ უკავშირდებოდა.3 გოლიც გავიტანეთ,სამჯერ დავწინაურდით,მაგრამ სამივეჯერ გავათანაბრებინეთ და ცხადია,აქ პრეტენზიები,უკანა ხაზს უნდა წარვუდგინოთ.საერთოდ ჩვენ გუნდებს წესად აქვთ,რაწამს სასურველ ანგარიშს მიაღწევენ,იქვე წყვეტენ აქტიურობას და უკან ჯდებიან.მერე კი,ეგეც უკვე წესად გვაქვს,რომ უნდა გავუშვათ და საქმე სახელმეორეოდ გავიხადოთ.ერთი მაინტერესებს,დილას მატჩები არ აჩვენეს,კალენდარი არ შეუცვალეს,სხვა გუნდებისაგან განსხვავებით და ეს რას ნიშნავს? უკვე ნაღდია,რომ ჩვენი კვოტა,ევროტურნირებზე 3 კლუბამდე შემცირდება და შესაძლოა ეს უკეთესიც იყოს.რაკი შედეგი ყოველთვის უარყოფითია,ნერვების წყვეტა უფრო ნაკლები გვექნება.უკვე ცხადზე ცხადია,რომ ეროვნულ ჩემპიონატში რაღაცა რადიკალურადაა შესაცვლელი.ნახევარწლიანი გუნდები უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრაა და რაიმე წინსვლაზე ოცნებაც კი,სასაცილოა.იქნებ რომელიმე კლუბში,მწვრთნელი კი არა,საკმაოდ კლასიანი მენეჯერი მოვიყვანოთ და ვაცალოთ მუშაობა.შევამციროთ ლეგიონერების ლიმიტი და რაოდენობაზე კი არა,ხარისხზე გავაკეთოთ აქცენტი.ამით მეტ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გაეხსნება გზა,ძირითადი შემადგენლობისაკენ და უკეთესი ლეგიონერების გვერდით,უფრო სწრაფადაც გაიზრდებიან.დავაწესოთ რაღაცა ზღვრული ასაკი,რომელზე ახალგაზრდაც უცხოეთში წასასვლელად შეზღუდული იქნება,თუ ვთქვათ ტოპ-7 ლიგის გუნდიდან არ ეყოლება მსურველი.ტოპ -7 აქ პირობითია,შესაძლოა სხვა ვარიანტებიც და ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.ალბათ ფეხბურთელების,მწვრთნელების კარუსელებსაც უნდა დაუწესდეს შეზღუდვა და ვაიძულოთ,უფრო სტაბილური გახადონ გუნდის შემადგენლობები.უნდა დაწესდეს რაღაცა თანხა,რომლის ვერ მოზიდვის შემთხვევაში,გუნდის მენეჯმენტი უნდა ავტომატურად ჩამოშორდეს კლუბის მართვას.სახელმწიფოსაგან გამოყოფილი ფული,უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურის,აკადემიის შენახვას და განვითარებას.უნდა განვითარდეს კლუბების სამედიცინო სამსახური და აღდგენითი ტექნოლოგიები...ვერ დავიწყებ მტკიცებას,რომ რასაც აქ ვწერ,ეს არის პანაცეა,მაგრამ ცვლილელები აუცილებელია და რაკი უარესი აღარ იქნება და უკვე ფსკერზე ვართ,ჩემზე უფრო ჭკვიანმა და საქმეში ჩახედულმა სპეციალისტებმა შეიმუშაონ რაღაც ხნიანი განვითარების და ცვლილებების გეგმა,რომლის შესრულება სავადებულო გახდება ქართული კლუბებისათვის და მაკონტროლებელი ორგანოც შეიქმნება,რომელიც ამავე დროს კონსულტაციებით დაეხმარება კლუბებს.უნდა მოხერხდეს საფეხბურთო მენეჯერების მომზადება და დასაქმება.ამაში უეფა და ფიფაც შეიძლება დავიხმაროთ.სახელმწიფომ უნდა შექმნას კანონმდებლობა,რომელიც წააქეზებს მეწარმეებისგან სპორტის დაფინანსებას.ბევრის გაკეთება შეიძლება,თუ მცოდნე და გულშემატკივარი ხალხი დასაქმდება,ამ ცვლილებების განსახორციელებლად.

• თბილისელი

ეხლა კობიაშვილს რომ ჰკითხო, გეტყვით ევროპის ჩემპიონატზე ხომ ვითამაშეთო...სიმართლე თუ გვაინტერესებს ევროპის ჩემპიონატზე თუ 54 მდე გაზრდას,მაშინ მუდამ ვითამაშებთ.ასევეა გინდა კალათბურთში,გინდა წყალბურთში და ახლა მრავალ სახეობაში. ერთი რაგბში არ გვიმართლებს და ვერ გადააქციეს 12 ერის ლიგად,თორემ მანდაც მუდამ მივიღებდით მონაწილეობას და დიდი შანსი გვექნებოდა მე 11 ადგილზე გასვლის.

• ამატაკი

ასე ყველა ამოუხსნელი რებუსი რავა ჩვენ უნდა აგვეკიდოს!როგორც ჩანს აქაც ქათმისა და კვერცხის ამბავია. სიდან იწყება ფეხბურთი, სტადიონზე მოსული გულშემატკივრით თუ ფეხბურთის მკეთებელი ხალხით? რა იცით ხალხო, რას მიხვდები, იქნება და აქაც იმ ოხერი დიფ-სთეითის ხელი არ ერიოს:! აბა სომხებმა და ყაზახებმა, აზეიბარჯანმა და მოლდოველებმა, ბალტიელებმა და უზბეკებმაც კი გააგორეს ბურთი. მაინცდამაინც ჩვენ გადვიჭერით ფილოსოფიურ დისკურსში. ეს ჩვენი ბიჭებიც დინჯად და აუჩქარებლად, დაფიქრებულად მოძრაობენ მოედანზე. დასაფიქრებელი თემებიც იმდენი აქვთ ალბათ, რომ ფეხბურთიზა ვეღარ მეიცალენ ეტყობა. სხვამხრივ აბა რაფრად უნდა მოგიბრუნდეს ენა: ამდენი ღვაწლმოსილი და დამსახურებული ხალხი ქმნის ქართულ ფეხბურთს, მაგენიზა მადლობის მეტი რა გვეთქმის. დოუნახაობაც ვერაა კაი საქციელი. წელებზე ფეხს იდგამს ხალხი და ამხელა მეცადინეობის კვალად მოგვასწრებენ ერთ დღე იქნება იმ საჯანდაბე კონფერენსის ჯგუფს! მანამდე თუ არ იმაიმუნენ "იქ" და სულ მთლად არ გაგვიუქმენ. მათებური ხრიკების გადამკიდე ყველაფერს უნდა მოელოდო! არ უხარია არაკეთილმოსირნეს ჩვენი კარგი და მაგიტომაცაა რომ ვერ გევიმართეთ წელში! ამას ყველა უნდა დოვუფიქრდეთ ალბათ.

• პავლე

უგერგილობა, უთავბოლობა, უვიცობა. ეს ყველაფერი მეტად და მეტად ჩანს. ამას ემატება ზედმეტი თავაწეულობა და უდისციპლინობა თავად ქართველი ფეხბურთელების მხრიდან. მე-11 ნომერი - ფარულავა. ჯერ იყო და პენალტი აიკიდა, მერე ის ჯარიმა, რასაც ბოლო წუთზე გოლი მოჰყვა. რამდენჯერმე მანამდე თავად თანაგუნდელებმა მისცეს შენიშვნა. ხელი აიქნია...ბოსკამპის ცნობილი ფრაზა გაახსენდა მენტალობაზე... არაფერი არ გამოვა ასე

• ჯეკო

გვიშველეეეეთ!

• ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!

მაგ გულშემატკივრების ფულს ჭამენ მე-9 წელია. იმ ფონდიდან, ნახევარი მილიარდია შეჭმული.

• Roma

ბათუმი გაიხსენე ძმაო როგორ იყო. ეროვნულ (სამოყვარულოა ალბათ) ჩემპიონატზე და გინდა ევროსარბიელის დროს 2 წლის განმავლობაში ყოველთვის ვავსებდით სტადიონს. ისეთი გარემო იყო სტადიონზე 5 ათასი კაცი ტურისტად მოდიოდა გარემო აინტერესებდა და არა ფეხბურთი. მერე რა ქნეს გუნდი? ფული გააკეთეს და დაშალეს ეგრევე. ახლა ის თქვით ღირსია გულშემატკივრობის.რაც გუნდები გვყავს ის შედეგი და ზუსტად ის გულშემატკივრობაააა. ტფუი ქართულ კლუბებს განურჩევლად

• ის კაცი გამოიყვანეთ

დღეს პრევიუზე რომ დააკომენტარა,რატომ გათვალეთ გუნდებიო. არადა, დალოცვა იყო, ერთი მაინც გავიდესო

• ნაპოლეონი

კომენტარებში იცოცხლე ძალიან მაგრები ვართ.ირლანდია ჩამოვიდა რაგბიში და პირველი ტაიმის ბოლომდე ხალხი სტადიონზე შედიოდა. . .აი ეს ხალხი ითხოვს შედეგებს. . .30 წელია ეხვეწებიან 2 საათით ადრე მოდითო მარა ,სტადიონის დაცვა და სტიუარდები ჩიპსების ჩამორთმევას ვერ ადიან.ბილეთები ერთ საათში გაიყიდა ესპანეთთან ,მარა როცა გულშემატკივართა 40 % პროცენტი შევიდა სტადიონზე უკვე 3-0 ვაგებდით. . .ქართველი გულშემატკივარი არც ამ ნაყარ გუნდებს არ იმსახურებს საერთოდ. . .

• სოკრატე

სასწრაფოდ მისახედია ეროვნული ლიგა! ძალიან დასუსტდა საქართველოს ჩემპიონატი, ქართულ ფეხბურთს დიდიხანია შუა ძილშია როგორც ქართული გულშემატკივარი ტკბილ სიზმრებში. გულშემატკივარი თავიდანვე უნდა გულშემატკივრობდეს გუნდს და არა ევრო შესარჩევი ციკლის დროს + სტადიონზე არ უნდა ეძინოს! "რაც გულშემატკივარი ის ქართული ფეხბურთი"რომ გუნდს მხოლოდ გამარჯვების დროს უნდა უგულშემატკივრო. კარგი გულშემატკივარი გუნდს მაშინაც აქეზებს, როცა ის მარცხდება.მატჩისდროსაც იყავით აქტიური, იმღერე, იყვირე და შექმენი ისეთი გარემო, რომ გუნდმა შენი ენერგია იგრძნოს. ეგრე დაძინებული ქომაგობითაც წინ ვერასოდეს ვერ წავა ქართული ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატს არ უნდა ერქვას კრისტალბეთი, კროკო ბეთი, ....... (მანდ უკვე ნათლად ჩანს სად კეთდება მთავარი ფსონები) მაგიტომაც საშინლად დაეცა ქართული ფეხბურთის დონე! ბევრი სწორი სამუშაოები გასაკეთებელი საქართველოს ჩემპიონატზე. უაზრო დაფინასებებით ფეხბურთის დონე წინ ვერასოდეს ვერ წავა!

• ჯ.გ.

ვაღიაროთ,ჩვენ არ ვიცით ფეხბურთის თამაში,ჩვენმა კლუბებმა არ იციან როგორ ეთამაშონ მეტოქეებს,ბალტიისპირელებიც გვიგებს თავისუფლად,თითქოს აქაურ სიცხეში უნდა გასჭირვებოდათ თამაში,მაგრამ არა,მოტივაცია აჩვენეს,მიზანსაც მიაღწიეს!

• Giorgi

მოკლედ ყოველ ევროპის შესარჩევზე მომავალი წლის იმედით ვართ ვისაც ფეხბურთი გვიყვარს. ვინც თამაში ნახეთ დაინახავდით უამრავ შეცდომას ყველა ასპეკტში, შეტევა ხო საერთოდ ნული ან ეს სამი გოლი როგორ გაიტანეს მიკვირს. 11 ნომერი მგონი ფარულავა ხო? პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა კარში ორჯერვე ააცილა მერე პენალტი აიკიდა ბოლო წუთს ტაიმის, და მთლად დაღუპა გუნდი ბოლო წუთზე ჯარიმა აიკიდა და გაგვიტანეს, მწვრთნელი იმიტო ხარ რო მსგავსი სიტუაცია შეაფასო და შეცვალო ფეხბურთელი, ეს თამაში მწვრთნელმა და ფარულავამ წააგო. იმედია მომავლ წელს რაღაც გვეღირსება.

• llcl

შესანიშნავია გლდანის მაჟორიტარო დეპუტატო! ოდნავ რომ გამართლებოდა ტორპედოს და განმეორებითი თამაში კვიპროსში ყოფილიყო, თბილისის დროით აგვისტოსაც ევროტურნირებზე შევხვდებოდით! კალაძის წარდგენას თუ ესწრებოდით ბატონო ლევან?

• ვახო

გორის დილა ყველაზე სიმპატიური ქართული კლუბია, წარმატებები მომავალში !

• თორნიკე

სამარცხვინოა ქართული საკლუბო ფეხბურთი. იბერია სამარცხვინო გუნდი უნიათო მწვრთნელით. სპაერი საერთოდ არაა სახსენებელი. ტორპედო გულის ამრევი. დილამ იბრძოლა მარტო და მაინც გავარდა. სამი გუნდით ვიქნებით აწი ევროთასებზე და ეგეც ზედმეტი მგონია. სამარცხვინოები არიან ყველა ქართული გუნდი

• ირაკლი

საკლუბო ფეხბურთი აღარ არის. ეს ნაკრებზე აისახება

• ზურა

ჩოხატაურის გუნდი ევროტურნირებზე არ მონაწილეობს?

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა

[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა

"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს

Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა

თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა

18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში

რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?

სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა

"ნახეთ, როგორ მოიქცა?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენი გააკრიტიკა

"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა

"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება

დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის

[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

დავით სხირტლაძე ტრნავას "სპარტაკიდან" "რიგაში" გადავიდა

"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება

მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა