იტალიის სერია "ა" ქართველების გარეშე უკვე წარმოუდგენელი გახდა, არადა, ცოტა ხანი ასეც იყო, სანამ საბა გოგლიჩიძე "უდინეზეში" არ ჩაირიცხა.

21 წლის გოგლიჩიძის პროგრესს ჩვენ თვალწინ ვხედავდით, ის იტალიურ ფეხბურთს იოლად მოერგო. მართალია, მისმა გუნდმა მოუკლო და დაქვეითდა, მაგრამ შეუძლებელი იყო, ქართველი მცველის თამაშის წაკითხვა, ორთაბრძოლებში შესვლა და პასის კულტურა არ შეემჩნიათ. ასეც მოხდა.

შესაძლოა, "უდინეზე" "მილანი" და "იუვენტუსი" არაა, მაგრამ 21 წლის ბიჭისთვის ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, უფრო სტაბილურ და ძლიერ გუნდში. აქედან იტალიური გრანდები მართლაც ახლოსაა, თუნდაც მილანი არც ტერიტორიულადაა შორს. ამასობაში, საქართველოს ნაკრებში მისი მნიშვნელობა სულ უფრო გაიზრდება.

"უდინეზეს" საერთაშორისო ტიტული აქვს. 2000-01 წლებში დღეს გაუქმებული ინტერტოტოს თასზე გაიმარჯვა. ამ გუნდის მეტსახელი "პატარა ზებრებია." სტადიონის სახელმა ცვლილება განიცადა და ახლა ასე იკითხება "ბლუენერჯი - სტადიო ფრიული". აქ მალე პსჟ ევროპის სუპერთასისთვის იბრძოლებს.

უდინელებს გასული სეზონი წარმატებული არ ჰქონიათ, მაგრამ აქ გერმანელ კოსტა რუნიაიჩს მაინც ენდნენ. ეს სპეციალისტი სამი ცენტრალური მცველით თამაში, რაც საბა გოგლიჩიძისთვის ასე ნაცნობია. მარჯვენა ცენტრალურო მცველი გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდის" ყოფილი წევრი, უკვე 34 წლის ბელგიელი კრისტიან კაბასელეა. "ლიდსში" წავიდა სლოვენიელი იაკა ბიჟოლი. ჩვენებური სასტარტოში ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს.

"უდინეზეს" ყველაზე გამოცდილი სახელოვანი და ტიტულოვანი ფეხბურთელი 36 წლის ჩილელი, ალექსის სანჩესია.

9 აგვისტოს ბრემენის "ვერდერთან" ორი ამხანაგური მატჩია, სადაც თამაშის საშუალება ყველას მიეცემა და მათ შორის, გოგლიჩიძეც უნდა ვნახოთ, ტრავმის გამო რომ გაუცდა. 18 აგვისტოს "კოპა იტალიაზე" "კარარეზესთან" შეხვედრაა, რასაც 25 აგვისტოს სერია "ა"-ს სტარტი და "ვერონას" მასპინძლობა მოჰყვება. 31 აგვისტოს "ინტერთან" სტუმრობაა, ამის შემდეგ კი საბა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

gel-100
ალბათ საბასთვის ასე სჯობდა,მისი პროგრესისთვის აუცილებელია უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა რასაც უდინეზეში აუცილებლად მიიღებს და 2 სეზონში ნებისმიერ გრანდში შეეძლება თამაში და რიგიც დაუდგება დღევანდელისგან განსხვავებით,,ახლაც შეეძლო ბრძოლა მარა მაინც ვერ გარისკეს და ვერ გამოუცხადეს ნდობა საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდა ტალანტს გრანდებმა მით უმეტეს მისი გუნდი გავარდა და სუსტი სეზონი ქონდა

ახლა,მილანში ან იუვენტუსში,სავარაუდოდ ძირითადში ადგილისათვის ბრძოლა მოუწევდა,თანაც აუტსაიდერის პოზიციიდან.აქ კი,ბევრს ითამაშებს და ერთ სეზონში,სრულიად კონკურენტუნარიან ფეხბურთელს მივიღებთ,რომელიც კიდევ ერთი წლის შემდეგ,ყველა ლიგასა თუ კლუბში შესძლებს თამაშს.აქ საბა,იქ გოჩოლა,კიდევ იქით,წიტაიშვილი,რომელიც მცველადაც თამაშობს.უკვე სამი ახალგაზრდა მცველი გვყავს ტოპ ლიგაში და ყოველი ახალი ფეხბურთელი ასეთ ლიგებში,საქართველოს ნაკრების დამატებითი შანსია.უკვე ნელნელა იკვეთება გაახალგაზრდავებული დაცვის ხაზის შემადგენლობა.რა თქმა უნდა ირაკლი აზაროვიც მათ მარაქას უნდა მივაკუთვნოთ და გამოცდილი მცველებიც ხომ ჯერ კიდევ კარგ ფორმაში არიან.უკვე 7 კაცი გვყავს,ტოპ 5-ში,ქოჩორა და კიტე,ისეთ გუნდებში არიან,რომლებიც ამ ტოპ ლიგებშიც წარმატებით ითამაშებდნენ,ზურიკოც ალბათ მაინც დააღწევს თავს,სენტ ეტიენს.ლოჩოშვილი და ჩაკვე,ძლიერი მეორე ლიგებიდან,რომლებიც ნაკრების თამაშს აუმჯობესებენ და წესით,ეს წინა წლის ნაკრებზე უკეთესი გუნდი უნდა გახდეს.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო