შოტლანდიის ეროვნული გუნდის ინგლისელმა თავკაცმა, ენდი რობინსონმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქის, შოტლანდიის ეროვნული გუნდის ინგლისელმა თავკაცმა, ენდი რობინსონმა 30-კაციანი შემადგენლობა გააცხადა.

მსოფლიოს თასზე წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა გამოცდილი მესამეხაზელი (N:8) ჯონი ბიტი, რომლის ნაკრებში ყოფნის აუცილებლობაზე შოტლანდიურ მედიაში ბევრი იწერებოდა, თუმცა რობინსონმა თავისებურად გადაწყვიტა. "სკოტებს" ახალ ზელანდიაში მორკინალი ალისტერ კელოკი უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 34 კეპი მოუხვეჭია. ის "ნარშავებს" იმ ისტორიულ მატჩში "ყოჩობდა", როცა ორი წლის წინათ "მერიფილდზე" ავსტრალიის ნაკრებს მოუგეს.

შოტლანდიელთა რიგებში ყველაზე ახალგაზრდაა ქერათმიანი მეორეხაზელი რიჩი გრეი, რომელსაც 22 წელი ხვალ შეუსრულდება. გრეის პროგრესი ბოლო ხანს სწორედ რომ თვალსაჩინოა და ლამის ერთადერთია "სკოტთა" შორის, რომელსაც ნებისმიერი გუნდის დაცვის ხაზის გაჭრა ძალუძს.

ამასთან ერთად, "ნარშავებში" საკმაოდ არიან გამოცდილი ასაკოვანი მოთამაშეებიც. მათში ყველაზე სახელოვანია მგეზავი კრის პატერსონი, რომელისთვისაც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება მეოთხე იქნება. მას ეროვნულ ნაკრებში 105 კეპი აქვს მოხვეჭილი.

საინტერესოა, რომ ნაკრებში 13 კლუბის მოთამაშე მოხვდა. 30 მორაგბედან ნახევარი შოტლანდიაში თამაშობს, ნახევარიც ლეგიონერები არიან.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც გუნდის თოთოეულმა მოთამაშემ მოსამზადებელ პერიოდში გამოავლინა. სამწუხაროდ, რვა მორაგბეს დავემშვიდობეთ, მაგრამ ვინც შევარჩიეთ, დარწმუნებულნი ვართ, მზად არიან თავიანთი ქვეყნის ღირსების დასაცავად ყველაფერი იღონონ" - თქვა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიელები საქართველოს ნაკრებს 14 სექტემბერს ინვერქარგილში დაუპირისპირდებიან.

შოტლანდიის ნაკრები

შერკინება: ჯონ ბარკლი, კელი ბრაუნი, გოფ კროსი, ალისტერ დიკინსონი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმ ჰამილტონი, ნათან ჰაინსი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლოუ, ევან მურეი, როს რენი, ალისტერ სტროკოში, რიჩი ვერნონი.

უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, კრის კასიტერი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, გრემ მორისონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, რორი ლაუსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა