ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კაირატმა“ საკუთარ მოედანზე „სლოვანს“ 1:0 სძლია.

მასპინძელთა გუნდში ლუკა გადრანი მწვრთნელმა რაფაელ ურაზბახტინმა სათადარიგოთა შორის დატოვა, გიორგი ზარია კი დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ იყო. სტუმართა რიგებში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

65-ე წუთზე ნახევარმცველ რაჰიმ იბრაჰიმის გაძევების გამო, „სლოვანი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ყაზახურმა გუნდმა შეტევები გააძლიერა და გამარჯვების გოლიც გაიტანა - მას შემდეგ, რაც დანილ იგნატენკომ საჯარიმოში ვალერი გრომიკო წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც 16 წლის თავდამსხმელმა დასტან საპტაევმა ზუსტად შესრულა.

კომპენსირებულ დროში არბიტრმა წითელი ბარათი სლოვაკური გუნდის მწვრთნელს ვლადიმერ ვაისს უჩვენა. sportnet-ი და hetrik-ი იტყობინებიან, რომ ვაისი ნიდერლანდელ არბიტრს სერდარ გეზიუბიუკს შეუვარდა, ისე ხმამაღლა შეაგინა, სლოვაკეთშიც კი გაიგეს და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს. სხვათა შორის, ვაისი ვიდრე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებდა, 2013-2015 წლებში „კაირატის“ თავკაცი იყო.

საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.

ამ გუნდებს შორის გამარჯვებული პლეი-ოფში „სელტიკს“ დაუპირისპირდება, დამარცხებული კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება და „იანგ ბოიზს“ შეხვდება.

ალმათი. „ცენტრალი“

კაირატი - სლოვანი 1:0

გოლი: სატპაევი (90, პენ)

გაძევება: იბრაჰიმი (65, სლოვანი)

ძალიან კარგი პოსტია!gel-100,ბილწსიტყვაობის გარეშეც დიდებულად გადმოსცემ შენ სათქმელს და იქნებ სულ ასე წერო.გინებით უფრო მართალი ვერ გახდები,მხოლოდ საპასუხო აგრესიას იწვევს,სწორი არგუმენტი კი,საწინააღმდეგოდ განწყობილსაც შენ მხარეზე გადმოიყვანს.ამ ერთმანეთს დატაკებულ ქვეყანაში,ესეც საქმეა!
gel-100
ბრმების და უმადურობის სკოლა დამთავრებულ ხალხს ვეკითხები გახსოვთ სანიოლამდე და თუნდაც ვაისამდე მოთამაშე საქართველოს ნაკრებიი?? ლიტვა-ლატვია რო ყველგან გვიგებდა სადაც დაგვიჭერდაა?? ყველას გვინდა უცებ გავიღვიძოთ და მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონები გავხდეთ მარა ეგ რო 1-2 დღეში არ ხდება ეგ ბევრმა არ იცის როგორც გამოჩნდა და ბევრმა ისიც არ იცის რა ფეხბურთს თამაშობდა და რა შედეგი ქონდა ჩვენს ნაკრებს წლების განმავლობაში, ნაკრები რომელიც სტაბილურად ლიტვა-ლატვია-ესტონეთის დონის გუნდებს ვერ უგებდა და მაკედონიასთან, მონტენეგროსთან, ბოსნიასთან, უკრაინასთან, საბერძნეთთან და მსგავსი დონის ნაკრებებთან თითქმის სულ აგებდა ულაპარაკოდ უცებ მოგინდათ მწვერვალების დაპყრობა და არაფრად აგდებთ იმ მწვრთნელს რომელმაც ეს მაჩანჩალა გუნდი ისე მოამზადა ევროზე ათამაშა ჯგუფიდან გაიყვანა და ყველა საქართველოს დებიუტანტობაზე ალაპარაკა გავკარი თქვენს უმადურობას და დაუნახავობას,,ხოო კიდევ ერთი აქ რო წერთ მაგარი მწვრთნელი გვინდაო და ზოგი ისეთ სიგიჟეში გადახვედით მწვრთნელმა კიარა კვარამ და ბიჭებმა გვათამაშეს ევროპის ჩემპიონატზეო აგერ წელს მადრიდის რეალმა ვერაფერი მოიგო იმის გამო რო მწვრთნელს შეეშალა რაღაცეები და რატო ვერ მოიგეს რეალის ფეხბურთელებმა ვერაფერი უმწვრთნელოდ?? მაგარ მწვრთნელს რაც შეეხება რომელ სირს გგონიათ რო ალონსო, კლოპი, სლოტი, ენრიკე, გვარდიოლა, მარესკა ან ინძაგი იხვეწება ჩვენი ნაკრების გაწვრთნას და ჩვენი ფედერაცია უარზეა?? ცოტა ლოგიკური აზრები აკომენტარეთ ნუ დაფრინავთ ცაში,
LL-ს
თანაც რუსულად უნდა ეგინებინა ხო, მაგ კურდღელს? გამარჯობასაც რომ არ კადრულობდა რომ ესწავლა და პრესკონფერენციებზეც რუსულად გვმოძღვრავდა. ისე წავიდა, ერთხელ არ უღიარებია თავისი შეცდომა. იმ მაკედონიასთანაც მარცხის მთავარი შემოქმედი ეგ და მაგის ჩამომთრეველი მთავრობა იყო, ხალხი რომ არ დაუშვა თამაშზე. თურმე საქართველო ყვარებია ბიჭს. ქართველებს დაეხმარაო, აქ მიამიტები წერდნენ. რატომ არ წაიყვანა კაშიას და ჩაკვეს მეტი სხვა ბიჭი. თავის თავის მტერი კი არ იყო თემურასავით. ვინც გამოცდილი ჰყავდა და ვის პოტენციალშიც იყო დარწმუნებული, მხოლოდ ისინი წაიყვანა მაგ რუსმა.
LL
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვისაც უნდა ეგინებინა მაკედონიასთან რომ წააგეს, ქეცბა ხო აგინებდა და სწორიც იყო
იეზიდი
სანამ ქოციანობაა, როგორ შეიძლება ვინმე გიყვარდეს? სიძულვილის ენა მათ გამოიგონეს და ამიტომაცაა რომ ვერ იტანენ ქართველები ერთმანეთს
ეგრეა-ს
რატომ არ ეყვარებათ საქართველო? კარგს ჭამენ, კარგს სვამენ და ბოლოს ჯიბესავსე მილიონერებს ღირსების ორდენებით და მადლობებით აცილებენ.))))))))))
ეგრეა-ს
აბა რა. კაბო-ვერდეებთან და ტაილანდებთან სპარინგები არის კულტურა და პროფესიონალიზმი. ერთი პრეტენზია არ გამოუთქვამს სანიოლს რომ მეტოქეებად ნორმალური ევროპული ნაკრები არა გვყავს. ნეტავ რის ბრალია, ხომ ვერ გვეტყვი? იქნებ მაგ სამწვრთნელო შტაბის პოლიტიკურ კუთვნილებას ეწირება ეროვნული ნაკრების მომზადება და შესაბამისად შედეგებიც, ამაზე გიფიქრიათ ვინმეს?

ევროპის ჩემპიონატის 5 საუკეთესო მატჩიდან 3,საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ჩატარდა და იმ ნაკრებისაგან,რომელშიც მხოლოდ ორი ფეხბურთელი თამაშობს ტოპ-5-ში,მწვრთნელის ხელს თუ ვერ ხედავთ,დალტონიკი ყოფილხართ.ვაისს აგინებენ და სწორედ ვაისმა შეკრა ეგ ნაკრები,ერთ ოჯახად გადააქცია და ერთმანეთისთვის თავს დებენ,არაბიძეს კი,პიროვნული პრობლემები აქვს და დიდხანს ვერსად ჩერდება.მეც ვწერ,რომ ნიჭი აქვს,მაგრამ ნიჭს შრომა და გამოყენება უნდა.აგერ დღევანდელი კვარაცხელია,იმით გახდა სუპერვარსკვლავი,რომ გუნდის ინტერესებისათვის მოედნის მთელ ფართობზე ერთნაირად იბრძვის.არაბას ხვიჩაზე მეტი ტალანტი აქვს?ვერც ქინქლაძეს უახლოვდება ტალანტით და მანაც კი ვერ ითამაშა დიდხანს მაღალ დონეზე,რადგან სირბილი და ვარჯიში დიდად არ უყვარდა.არაბიძეს კიდევ შეუძლია ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი,მაგრამ საამისოდ სულ სხვანაირად უნდა იფიქროს და ფეხბურთისადმი დამოკიდებულება ძირეულად შეცვალოს.ეს მისი გასაკეთებელია და სხვა ვერ გააკეთებს.
ეგრეა
ვაისი არის კარგი სპეციალისტი, უყვარს საქართველო,ვილიმ კი მსოფლიოს გააცნო ქართული ფეხბურთი და დაწერა ისტორია, თქვენი უკულტურობაა სიტყვა პრაქტიკანტის საერთოდ გულისხმობა,
გიორგის რო გამოეხმაურა იმას(იგივე შადიმანოვიჩს)
რა დღეში ხარ აკაცუკ?ერთ კითვაზე გამეცი პასუხი:რატო გძულთ ასე ქართველი და საქართველოს წარმატება?
გიორგი-ს
მაგან კი არ გვათამაშა ხვიჩამ და ბიჭებმა გვათამაშეს. ევროპაზე კი გამოჩნდა რასაც წარმოადგენს. რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი, რაც მამარდას უბრახუნეს კარში და ბიჭი ამის გამო კინაღამ საუკეთესო მეკარედ დასახელდა. პორტუგალიის მეორე გუნდთან, ისიც 10-კაციანთან(რონალდო მხოლოდ დადიოდა) გამარჯვება, აქ არაა მოსატანი. ცოცხალი თავით არ ათამაშებდა თავიდან ლობჟანიძეს, ჟორჟს, სანამ ხალხმა არ მოითხოვა. პრინციპულად არ იძახებს არაბიძეს. აი, სულ არ გვახატია მაგის პირადული, როცა საქმე ნაკრებს ეხება? წავა ფედერაცია, მიყვება ხურდაში სანიოლიც. ეგ ამ შესარჩევის გამქაჩავი არ არის, ტყუილად დაიკარგება წლები...მერე იტყვის, ძლიერ ჯგუფში მოვხვდითო, ინტენსივობაო, ჩვენ ჯერ ვსწავლობთ და ვიზრდებითო, მიზეზები არ გამოელევათ.
TT
რას ერჩი ვაისს, პირველად ვაისს დროს ვნახეთ მეტ-ნაკლებად დისციპლინირებული ნაკრები და რეალური შედეგებიც გაგვიჩნდა. ვაისმა დაგვამგვანა ნაკრებს, მანამდე იყო სრული ანარქია
გიორგი
სწორედ მაგ “პრაქტიკანტმა” გვათამაშა პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე. მაგრამ უმადურ ადამიანს რა გამოლევს!

იბრაჰიმმა სულელურად გააძევებინა თავი,თუმცა მეორე გაფრთხილების მიცემაც არ იყო სავალდებულო.პენალტის დანიშვნის ეპიზოდი რამდენჯერმე ვნახე და დარწმუნებული ვარ,თავდამსხმელმა მაისურზე შეხება იგრძნო თუ არა,მაშინვე ჩაყვინთა.სულ ცოტა 80%-ში,მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა,რადგან ამაზე გაცილებით ძლიერ კონტაქტზეც კი თვალს ხუჭავენ.ეს 90 წუთზე მოხდა,მერე თამაშგარედან გატანილი გოლი,კინაღამ ჩათვალეს და ამის შემდეგ კიდევ აეჭვოდ რომ მოიქცა მსაჯი,ვაისს ნერვებმა უმტყუნა.არასოდეს მინახია, ვაისი წყობილებიდან ასე გამოსული.მის შვილზეც კარგად ინადირეს და ეტყობა ამანაც იმოქმედა.
რა დღეში ჩაგვაგდეს
ქაირატის მწვრთნელს რომ ნაკრების მწვრთნელად მოიწვევ და თანაც დიდი ხნით, იქა ხარ დამთავრებული. იგივე ითქმის პრაქტიკანტ სანიოლზეც. არადა რა მაგარი თაობა გვეკარგება. აფსუს, ეხლა ერთი მაგარი მწვრთნელი გვყვავდეს....
კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს შიდა ასპარეზზე პირველი გოლი სურთ - არშემდგარი ქართული დუელი
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "სპორტინგმა" "კაირატს" სძლია
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს
იურიჩი: "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
დაბრუნდება თუ არა ევროპაში? - მესიმ გადაწყვეტილება მიიღო
61 წელი ციხეში - ესპანეთში მწვრთნელი დასაჯეს
"კვარა" - არასასიამოვნო აურიდან ლიდერობამდე ფორმის პიკის პერსპექტივით
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
"ფინალში "ნაპოლისთან" შეხვედრა?" - ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
[VIDEO] "კვარა" "ატალანტასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველს პრიზი გადასცეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატალანტასთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარა" და პსჟ მთელი ბრწყინვალებით - "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა დიდებულად დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "სპორტინგმა" "კაირატს" სძლია
"ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე!" - კაშიასა და კანკავას წინაშე ქედს იხრიან...
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"სლოვანის" გულშემატკივრებს უნდათ, გუნდი ვლადიმირ ვაისმა ჩაიბაროს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
არჩილ ბერიძემ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა... [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება