"ზესტაფონის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც იმერულ კლუბს რასიზმისთვის ფიფაში უჩივლა, უკან დაბრუნება მოისურვა
უცნაური ამბავია - 29 წლის გაბონელ პოლ კესანის საქართველოში, კერძოდ კი, "ზესტაფონში" დაბრუნება სურს. ეს მოულოდნელი ამბავი კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გაგვიმხილა.

გაბონის ნაკრების კაპიტანი (35 მატჩი) საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში 2007-08 წლების სეზონში გამოდიოდა, 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ჩვენებურ ქომაგს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა.

თუმცა შემდეგ უმადურობითაც გამოირჩა - "ზესტაფონს" ფიფაში რასიზმის ბრალდებით უჩივლა. ფიფამაც მისი მხარე დაიჭირა და არა "ზესტაფონის", რომლის თავკაცსაც დღემდე ვერ გაუგია, თუ გაბონელს წასვლა უნდოდა, რა შუაში იყო რასიზმი?

აფრიკელი ფეხბურთელი ხასიათით შაქარი არ იყო, ქართული უწმაწურობებიც კარგად ისწავლა და თანაგუნდელებს ჭირვეულობისას ხშირად აგონებდა ვერმოსათმენს. ამან არაერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნა, ერთი ასეთი კი მისი გალახვითაც დასრულდა. კესანის ჭკუაზე მოსაყვანი შემოლაწუნება რასიზმად მოეჩვენა და გაუვიდა კიდეც.

სხვათა შორის, აფრიკელებმა რასიზმის მოტივით კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნა კარგად აპრობირებულ მეთოდად აქციეს და ფიფაშიც მიხვდნენ, რომ ბევრი მათგანი უსაფუძვლო პრეტენზიას აყენებს. თბილისში ყოფნისას ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კოკაიას პირობა მისცა, რომ ვითარებას გაარკვევდა და იმის გამო, რომ კესანის უცხოეთში წასვლა სურდა, ფიფა კონტრაქტის დარღვევის უფლებას არ მისცემდა.

თუმცა მალევე ფიფას მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერების კომიტეტმა პოლ კესანის ებრაულ "ჰაპოელში" ტრანსფერის ნება დართო, ქართულ კლუბთან ხელშეკრულება კი ბათილად სცნო.

2009 წლიდან კესანი საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ "ისტრში" გამოდიოდა, ეტყობა, იქ დამკვიდრება გაუჭირდა და ევროთასებზე გასულ "ზესტაფონში" დაბრუნება ამიტომ მოისურვა. თუმცა "ზესტაფონის" პრეზიდენტი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და არც გაემტყუნება - ასეთ მოთამაშეს ვერ ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა