„ეკიპი“ წერს, რომ ზურიკო დავითაშვილს და ლუკას სტასენს წასვლა უნდათ, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ კარი გამოუკეტა:

„გასულ სეზონში „მწვანეების“ ორ საუკეთესო ბომბარდირს, ზურიკო დავითაშვილს და ლუკას სტასენს ზაფხულის ბოლომდე გუნდის დატოვების სურვილი აქვთ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას ლიგა 1-ში უმალ დასაბრუნებლად მათი დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ისინი ერთ ნავში არიან და გადახტომა უნდათ, რათა ცურვა უმაღლეს დონეზე განაგრძონ. 20 წლის ბელგიელი ჯერ კიდევ აღდგენის სტადიაშია, 24 წლის ქართველს კი კუნთის პრობლემა აქვს და ამიტომ „ლავალთან“ პირველი ტურის მატჩში მისი მონაწილეობა რთულად წარმოსადგენია.

კლუბი, რომელიც ერთ წელზე მეტია კანადელი მილიარდერის ლარი ტანენბაუმის საკუთრებაშია, საბანკო ანგარიშის შესავსებად არ თვლის საჭიროდ თავისი მთავარი აქტივების გაყიდვას. გუნდის ახალ ლიდერებს დიდი ამბიციები გააჩნიათ და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადებად რჩებიან. გასულ წელს 19 წლის მატის ამუგუ „ჩელსის“ 15 მილიონ ევროდ მიჰყიდეს (ახლა სტრასბურგში თამაშობს), თუმცა ამ ორ ფეხბურთელთან მიმართებაში სრულიად სხვა დამოკიდებულებაა.

ისინი კლუბთან კონტრაქტით 2028 წლის ზაფხულამდე არიან დაკავშირებული, „სენტ-ეტიენიდან“ ლიგა 1-ში გასულ სეზონში გოლების უმეტესობა გაიტანეს და ერთი წლის განმავლობაში მათი სატრანსფერო ღირებულება სამჯერ მეტად გაიზარდა - სტასენის 5 მილიონიდან 18 მილიონამდე, ხოლო დავითაშვილის 3 მილიონიდან 10 მილიონამდე. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ორივეს ფასმა ლიგა 2-შიც შესაძებელია მოიმატოს და გასხვისებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ბელგიელის და ქართველის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას მიიღებენ“.

Noko
ჰაჰა საოცრება თუ გინდა, ლიგა 2 შიც 3 გაშვებული გოლით დაიწყეს და პენალტიც აიკიდეს😃
კობა
რა პრეტენზიები აქ დავითაშვილს? სად უნდა წასვლა რომელ ჩემპიონატში რამეს გამკეთებელია ვინმემ იცის? ტყავში ვერ ეტევა ვერ ისვენებს და ამოხდება სული ზამენაში ჯდომით, ქოჩორაშვილზე უარესი დაემართება მაგას სადაც არუნდა წავიდეს, კაცს ტანკს ეძახდნენ გუნდში და ჩავიდა ახალ გუნდში და გადაღლილია დედა აღარ ყავსო, ქოჩორაშვილს რომ ეგ მოუვა დავითაშვილ ქარაქუცას რა დაემართება? წასვლა უნდა ხო იუვეს, ინტერს, ატლეტიკოს უნდა!!

ორი კი არა,ერთი ნორმალური მცველიც ეყოფოდა,გუნდის ლიგა 1-ში დასარჩენად.ორი კარგი მცველით კი,ათეულში შესასვლელადაც იბრძოლებდა.შეტევაში ხომ ნორმალურად თამაშობდნენ და არც მეკარე ჰყავდათ, საგინებელი.
Givi
შეიძლება გუნდს არ უჭირს, მაგრამ მეორე ლიგაში ასეთი დონის მოთამაშეები ტეხავს, ამიტომ არის რომ კოტრაქტის დადების დროს უნდა იყოს ჩადებული პუნქტი, რომ თუ გავარდება გუნდი არ გადაყვება, ასე რომ აქ აგენტების ბრალიც არის...
ნიკი
ისე ყველა Თავის დონის კლუბებᲨი არიან. ზურიკოს, რომ 100% საᲗამაᲨო პრაქტიკა ჰქონდეს უნდა გადავიდეს ლიგა1(სერია1, პრიმერა) აუტსაიდერᲨი რომელიც Შემდეგ სეზონᲨი ან დაქვეიᲗდება ან გადარᲩება. Ჩაკვემ ᲨეიᲫლება გაქაᲩოს ტოპ5-ის საᲨუალო გუნდᲨი. მიქაუტაᲫე ისედაც საკმაოდ მაᲦალ დონის კლუბᲨი ᲗამაᲨობს, სე რომ გრანდების გარდა ნებისმიერ გუნდᲨი არ დაიკარგება. გურამი აქ რა სახსენებელი იყო? მას დიდი მადლობა პროფესიონალიზმისᲗვის, რომ საერᲗოდ მინდორზე გამოდის, ბევრო გვყავს ვინც ამ ასაკᲨი კიდევ ᲗამაᲨობს?
ცოფიანი სპილო
არ თქვა, ის ბატუბინსიკა თუ რაცღა უბედურება რომ ჰყავთ, მის ადგილას ე-ლიგის მცველებიც უკეთ ითამაშებდნენ, ეგეთი ფეხმრუდე ფეხბურთელი ცოტა თუ მოიძებნება, იმათი გიჟი მწვრთნელი კიდე ყოველ თამაშზე აყენებდა. და ასეთმა მდიდარმა თუ შეიძინა, რითი ვერ გაამაგრა დაცვის ხაზი 2-3 საშუალო ტრანსფერით, არ ჭირდებოდა ამას რაღაც ასტრონომიული თანხები, დარჩებოდნენ კიდეც მაგ ლიგა 1-ში. ეხლა მესმის სტასენის და ჩვენი აბრეზიჩის, არ უნდათ ვალანსიენებთან და ლავალებთან ფეხების მტვრევა, მარა კონტრაქტში რატო არ ჩადეს პუნქტი, რომ ქვედა ლიგაში გავარდნის შემთხვევაში ან გაანათხოვრებენ უფრო მაღალი ლიგის გუნდში, ან სულაც გაყიდიან. ეხლა იყოს სადაც არის, მოაკითხოს თავის აგენტს, სად პოულობენ მასეთ უვიცებს, მე უკეთეს პირობებს მოვითხოვდი, ეგენი კიდე ფულზე არიან დახამებულები და ყველაფერზე ხელს აწერენ...
Noko
ამათაც კიდე თუ ფული არ აინტერესებთ და მილიარდერი ჰყავს მფლობელი, ეყიდათ ერთი ორი ნორმალური მცველი წინა სეზონში. ის რა უბედურება იყო, ლამის ყოველ თამაშში პენალტს იკიდებდნენ და 3-4 ბურთს უშვებდნენ.
lado
ისე რომ დაეტიოს სადაც არის არაა!! გამომივიდა ახლა ესეც კვარა ან მისი დონის ფეხბურთელი....აგერ ქოჩორას მაგალითი,იყო ზუსტად იქ სადაც უნდა ყოფილიყო-წავიდა პორტუში და კი ზის ახლა ღრმა ზაპასში. დავითაშვილი ზუსტადაც იქ არის რადაც არის მისი ადგილი,ისე როგორც ჩაკვე,ლოჩოშვილი,კიტე,კაშია, მიქაუტაძე და კიდევ სხვა წვრილფეხობა...ესენიც ახლა არ მყავდნენ კვარა და მამარდა....
შაქრო პაპა
კუნთის ტრავმა არა კიდევ შაკიკი. ეს რა იციან როცა ფეხბურთელს არ უნდა თამაში. ოსიმენის თავგადასავალი განმეორდება აქაც დიდი ალბათობით.
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც..." - კაპელო გატუზოს გაშვების წინააღმდეგია
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"დავითაშვილს და სტასენს "სენტ-ეტიენის" დატოვება უნდათ - სიტუაცია იძაბება" - ფრანგული მედია
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
უარი რუსებს ძალიან მომხიბვლელ წინადადებაზე - რატომ არ მიჰყიდა დავითაშვილს გუნდმა მოსკოვის ცსკ-ს ერთ-ერთი ლიდერი
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
ზურიკო მომავალ სეზონში კვლავ "სენტ ეტიენში" იქნება? - რას წერს Peuple Vert დავითაშვილის შესახებ
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
მავთულხლართი ზურიკოს შესანარჩუნებლად - "სენტ-ეტიენი" ქართველის "სტრასბურგში" გასხვისების წინააღმდეგია