კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტური დაიწყო. ლიდერმა იბერია 1999-მა ტორპედოსთან 0:0 ითამაშა, ხოლო თელავისა და კოლხეთი 1913-ის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. გუნდებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირებს.

იბერია 1999 0:0 ტორპედო

მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა წინა ტურში თელაველებთან წააგო, ამჯერად კი ტორპედოსთან უგოლო ფრე ითამაშა. მომენტები ვნახეთ, რამდენჯერმე ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინა ქუთაისელები: თორნიკე ახვლედიანს, იური ტაბატაძეს, ნიკოლოზ დადიანსა და ლუკა სილაგაძეს აუღო რთული ბურთები. ბოლოს კი ტორპედოს ჰქონდა შანსი, ცოტნე ნადარაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.

ერთიც: გორის დილა თუ ამ ტურში გაიმარჯვებს, იბერია 1999-თან ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებს.

თელავი 1:1 კოლხეთი 1913

ბოლო და ბოლოსწინა ადგილოსნების შეხვედრა ფრედ დასრულდა. ასე რომ, სხვაობა იგივეა, თელაველები ორი ქულით უსწრებენ ფოთელებს.

კოლხეთი 1913 პირველ ტაიმში დაწინაურდა ნიკოლოზ ქუთათელაძის ლამაზი გოლით. 24 წლის შემტევმა შორიდან გაიტანა. ეს ქუთათელაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მასპინძლებმა 76-ე წუთზე გაათანაბრეს, კერძოდ, გუნდის კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიაყოლა თავური - 1:1.

erovnuliliga.ge

ჟორა
გადამრევს ეს ხალხი, ფეხბურთელს ფედერაციის სხდომა და დადგენილებები კი არ უნდა, კარგი ხელფასი და პირობები უნდა. ხვიჩას 11 მილიონს რომ უხდიან იმიტომაც დაფრინავს, 3-4 ათას დოლარიანი ხელფასით კი მეტი არ გვეკუთვნი.
ჯორჯო ბიძია
სადაც ჩვენ ვართ 52 -ე ადგილზე მაგას ქვია ტრ... ყოფნა
მერაბი ჩხოროწყუ
მეგობრებო ყველას გეთანხმებით, ერთი ამიხსნას ვინმემ,იყო თუ არა ფედერაციას სხდომა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ევროპის გამოსვლის შემდეგ,რა დასკვნა გამოიტანეს,და რა ამოცანაა დაგეგმილი, იქნება თუ არა რეფორმების გატარება,გადავალთ თუ არა შემოდგომა გაზაფხულზე, მაინც ცუდად ვთამაშობთ და რატომ უნდა ვიწვალოთ სიცხეში თამაშით, ხომ უნდა განვიხილოთ ეს საკითხები ,და მივიღოთ გადაწყვეტილება, მადლობა წინასწარ,
tngh
ვიყავი "იბერია"-"ტორპედოს" თამაშზე. თამაშს უთაისიდან ჩამოსული "ჯუნგლებიც" ესწრებოდნენ. პირველიდან ბოლო წუთამდე საკუთარი გუნდის მწვრთნელს, ნოთამაშეებს და ხელმძღვანელობას აგინებდნენ უშვერი სიტყვებით. ასეთ პირობებში ყველას გაუჭირდება გუნდში მუშაობა და შედეგის მიღწევა. ნუთუ ამისთვის ჩამოვიდნენ ამხელა მანძილზე???
gel-100
გასაკვირია რა უქნეს იბერიას ისეთი ზედ ევროტურნირების დაწყებამდე რო გუნდი რომელიც ზედიზედ 30-თამაშს არ აგებდა ჩემპიონი გახდა და წელსაც დიდი ჰანდიკაპით ლიდერობდა ჩემპიონატს ისე დააჩაჩანაკეს რო შიდა ჩემპიონატშიც კი ვეღარაფერს შვება და აუტსაიდერებთანაც კი ვეღარ იგებს და დაჟე აგებს კიდეც თამაშებს,,არარატ არმენიასთან გასვლაზე მოგებული 3-0 დან რო გამოიგდეს თავი და შემდეგ ეტაპზე სომხები გაუშვეს იმის მერე მძულს ეგ გუნდი და ყოველთვის შიშით უყურებ რო რაიმე არ იმაიმუნონ და აჰა ახლა ლევადია კიდე,იმედია ეგ გუნდი ვეღარასდროს გახდება საქართველოს ჩემპიონი რადგან უკვე მერამდენედ გუნდი ევროტურნირების დაწყების წინ დაასუსტეს და გაძლიერების ნაცვლად ის ფეხბურთელებიც გაუშვეს ან არ ათამაშეს რომელი ფეხბურთელებიც მთელი სეზონი ძირითადში იყვნენ,
გია
ფედერაციამ უნდა აგოს პასუხი ჩემპიონატის ასე გაფარჩაკებისთვის
რაბუ
ჩავრთე ცოტა ხნით თამაში და ეგრევე გამოვრთე გულის რევის შეგრძნება მქონდა
სიმართლე
მძორ-ლიგა
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა