ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ რუსეთმა ამხანაგური მატჩში ლიტვის ნაკრები კვლავ დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე რუსეთმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ლიტვის ნაკრები კვლავ დაამარცხა. რუსებმა ამას წინათ მოსკოვში მოუგეს ლიტველებს, ახლა კი სტუმრადაც მიაღწიეს წარმატებას.

მასპინძელბმა პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი სტუმრების იყო – რუსეთმა 29:17 იმარჯვა და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საბოლოოდ დევიდ ბლატის დამოძღვრილმა სლავებმა 88:80 მოიგეს.

რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში სტაბილურობით ვიტალი ფრიდზონი გამოირჩევა, რომელიც გამუდმებით სცდება 10-ქულიან ზღვარს. მართალია, იგი ამჯერად მატჩის ბომბარდირი არ გამხდარა, თუმცა რუსებში მხოლოდ 16 ქულის მომხვეჭ ტიმოფეი მოზგოვს ჩამორჩა. ფრიდზონის ანგარიშზე 14 ქულა გახლდათ, ხოლო ანდრეი კირილენკომ 13-ს მოიყარა თავი.

ამასობაში ამხანაგური მატჩი გამართა ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვენიამაც, რომელიც ესპანეთთან 61:73 დამარცხდა.

ამხანაგური მატჩი

ლიტვა-რუსეთი 80:88

29:25, 17:29, 16:18, 18:16

რუსეთი: მოზგოვი (16), ფრიდზონი (14), კირილენკო (13), ვორონცევიჩი (11), შვედი (11), ხრიაპა (9), ბიკოვი (7), მონია (3), შაბალკინი (2). ვიალცევი (2), ხვოსტოვი, პანკრაშოვი, ვორონოვი

ესპანეთი-სლოვენია 73:61

16:14, 20:11, 19:17, 18:19

სლოვენია: სმოდიში (11), გორან დრაგიჩი (11), ზორან დრაგიჩი (10), ლაკოვიჩი (8), ლორბეკი (8), ბეჩიროვიჩი (4), შლოკარი (4), იაგოდნიკი (2), მურიჩი (2), ოზბოლტი (1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა