საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს ესპანელებთან მატჩში ქუთაისელი გულშემატკივრების იმედი აქვს
1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანელ თანატოლებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დაუხვდება. იტალიის სერია ბ-ს "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე იმედოვნებს, რომ ქუთათურები სტადიონს შეავსებენ.

"ქუთაისში ჩემი მეგობარი თორნიკე თარხნიშვილი თამაშობს. ველაპარაკე და გამიხარდა, როცა მითხრა, ქუთაისში კარგი ბალახი დააგესო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ესპანელებს ხეირიან მინდორზე შევხვდეთ, რათა ჩვენი ფეხბურთის ჩვენების საშუალება მოგვეცეს.

ძალიან მინდოდა ქუთაისში თამაში, რადგან ვიცი, რომ იქაურებმა გულიანი მხარდაჭერა იციან და სტადიონი ივსება. ესპანელებთან კი სავსე სტადიონი ჰაერივით გვჭირდება", - თქვა მჭედლიძემ.

თავად ლევანმა კი 20 აგვისტოს იტალიის თასზე "სამპოდორიასთან" მატჩი (რომელიც "ემპოლიმ" 2:1 მოიგო) ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ამბობს, რომ საშიში არაფერია: "ახლა უკეთ ვარ. "სამპდორიასთან" იმიტომ ვერ ვითამაშე, რომ ტრავმის გამო სამი დღე არ მივარჯიშია. მხარი ამომივარდა და ჩამისვეს. როდესაც ორთაბრძოლისას მეჯახებოდნენ, ძალიან მტკიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწებებული ხელით ვთამაშობდი. არ მინდოდა ვარჯიშის შეწყვეტა, მაგრამ ბოლოს ესპანეთთან მატჩი გამახსენდა და თავად ვთხოვე მწვრთნელს, უნდა დავისვენო-მეთქი. თუმცა ხვალ, 24 აგვისტოს გუნდთან ერთად ვივარჯიშებ და საშიშიც არაფერია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papuna
იმედია ესპანეთს რო გაუტანს მაშინ...
უძლევი
ამ ბიჭსაც ხომ ტრავმები არ ასვენებენ რა! ხან კოჭი, ხან მუხლი, ხან წვივი, ხან მყისი, ხან ბეჭი, ხან საზარდული, ხან რა და ხან რა!!! როდის უნდა იყოს რო წავიკითხოთ მისი 100% ჯანმრთელობის შესახებ და ჩაბარდეს მისი ტრამვები წარსულს??? გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას!
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა