ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა

"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა

<p>Youtube-ზე გადაცემა "საფეხბურთო სამართლის ექსპერტის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ. სალუქვაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქართული გუნდები ევროტურნირებზე გასვლას ვერ ახერხებენ.</p> <p>&nbsp;</p> <p>"გეგმა მენეჯმენტი არ არსებობს, ეს მესმის, მაგრამ მთავარი რაც არის და ეს ჩემი ვარაუდია, არ არსებობს ნება, განა ის, რომ უნდათ და ვერ გადიან, უბრალოდ არ უნდათ გასვლა. როგორ გითხრათ, ბაყაყების ქვეყანაა ფეხბურთში ჩვენთან. ბაყაყს რომ ჭაობი დაუშრო და აუშენო კარგი გაზონი და კარგი ოაზისი შეუქმნა, ვერ გაძლებს, რადგან მას ჭაობში ყოფნა უნდა, რომ იქ იყიყინოს.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ძალიან ბევრი პატიოსანი და გულანთებული ადამიანია, ფედერაციას არ ვეხები, მაგრამ ჩვენთან ფეხბურთში დიდი ნაწილი მუშაობენ ბაყაყები, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა და იმ თავისი დივიდენდების იქედან მიღება, როგორც კი ეს ჭაობი დაშრება, ქართულ ფეხბურთში ეგენი უმუშევრები იქნებიან და არავის არ დასჭირდება.</p> <p>&nbsp;</p> <p>იქ უამრავი ფაქტებია, შეკრებაზე წასვლიდან დაწყებული, რომ ვიღაც ბალკანელი 6 თვით ადრე იყიდის თურქეთში რაღაც ნაკლებად სერიოზულ საშეკრებო ტერიტორიას და იქ გადახდილი აქვს იაფი და 6 თვეში ის ძვირდება და მერე გვაძლევს ჩვენ, ამ მარჟას რომ იჭერს სხვაობას, იქედან სავარაუდოდ წილს უხდის იმას, (სავარაუდოდ) ვინც იმ კლუბში გადაწყვეტილებას იღებს, რომ იქ წავიდეს გუნდი.</p> <p>&nbsp;</p> <p>მე რომ ვნახე, რასაც ეგეთ ადგილებზე დადიან ქართული გუნდები შეკრებაზე, იმ თანხით მარბელაზე წახვალ და "ბაზელს", "რაპიდს" და "შტუტგარტს" შეხვდები თუ მოინდომებ, მაგრამ ქართული გუნდები მიდიან თურქეთში და რაღაც "ოლექსანდრიას" და გაუგონარ გუნდებს ეთამაშებიან. რატომ? იმიტომ, რომ ისიც კმაყოფილია და ესეც კმაყოფილია, ყველა კმაყოფილია... ჩამოვალთ მერე და გვინდა, რომ სასწაულები მოვახდინოთ", - განაცხადა სალუქვაძემ.</p>

  • Toriceli

    martali xar Levan, caobia saklubo fexburti.

  • ირაკლი

    ძნელია არ დაეთანხმო ბატონ სალუქვაძეს. ქართული საკლუბი ფეხბურთი კრიტიკის მიღმაა. ნეპოტიზმი, დაბალი დონის მენეჯმენტი და პირობები მოტივაციას უკარგავენ ფეხბურთელებს. არა და საკმაო თნახებია გამოყოფილი საიმისოდ მაინც, რომ ფეხბურთელთა სელექცია ჯანსაღად წარიმართოს და მოთამაშეს ხელფასი გადაუხადონ

  • Simartlia

    ყველამ ერთხმად ვაღიროთ ეს ფედერაცია რაც მოვიდა 2-ეტაპი არ გადაგვილახია ევრო ტურნირებზე…ჩემპიონთა ლიგაზე კიდე 1-ეტაპი?! აბა მითხქრით ვისი ბრალია?? რო შემოიღონ წესები რო 22-წლამდე ფეხბურთელის გასხვისება არ შეიძლება ძალიან წაადგება ჩვენს ჩემპიონატს მაგრამ თვითონ ფედერაციაში უზიან წილებში!!!! და კიდევ დამიჯერეთ ამ ფედერაციის დამსახურება არ არის ნაკრებია ევროპის ჩემპიონატზე თამაშიი ეს არის კვარაცხელიას და მისიი ჟილკიანი მეგობრების დამსახურება!!!

  • ჯონდო

    სად აქვს მაგის ერთი ადგილი :-)

  • ჯონდო

    მართლა ჟორა ხარ.

  • ბუხუტი

    ჩვენები :) კი, სულ თქვენები იყვნენ. ახლაც თქვენები არიან. მოყვარულთა ჩემპიონატი რანაირად გვაქვს. აბა იმ 40 მილიონს ვის ახარჯავენ?! ნეტა მართლა მოყვარულთა ჩემპიონატი იყოს.

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ძველ გულშემატკივრებს ახსოვთ კანადა-სსრ კავშირის შეხვედრები ჰოკეიში. პირველი შეხვედრა ჩვენებმა თუ არ ვცდები 8-2 მოიგო. კანადელი ჟურნალისტები იცინოდნენ, ესაა მოყვარული ჰოკეისტების თამაშიო? სუპერ ვარსკვლავები არიანო, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მათი ხელფასი 400-500 დოლარი იყო განაცხადეს: "მართლა მოყვარულები ყოფილანო". დიახ ბატონებო მოყვარულთა ჩემპიონატი გვაქვს და მეტი რა გინდათ ამათგან?

  • გოგა

    არა ფედერაცის ბრალი არა, ჩემი ბრალია:) თუ ამბობ ბოლომდე თქვი სათქმელი, ფედერაცის ბრალია აბა ვისი ბრალია

  • ვახტანგი

    ამიტომ ჩვენი ჩემპიონატი უნდა გახდეს სამოყვარულო. ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ასაკობრივი ჩემპიონატები 21 წლამდე. 21 წლის შემდეგ თუ ვინმე ნორმალური იქნება, გადავიდეს უცხოურ პროფესიონალურ ლიგებში, ხოლო ვინც მაგ დონეს ვერ გაქაჩავს თუ სურვილი ექნება ითამაშოს მოყვარულად ან თავი დაანებოს ფეხბურთს და სწავლას ან სხვა საქმეს მიხედოს კერძო სექტორმა თუ უნდა გააკეთოს პროფესიონალური გუნდები და თავისი ფული რაშიც უნდა იმაში დახარჯონ. ბიუჯეტის უაზრო ფლაგვა უნდა შეწყდეს!

  • ქობულეთიდან

    ანუ გამოდის რომ ბაყაყები გვყავს მოსაძებნი და გამოსავლენი? არაო, ფედერაციას არ ვეხებიო...გამოდის რომ ფედერაცია არაფერ შუაში ყოფილა და იმ ბაყაყებს რომლებიც ასე შემოესივნენ ქართულ ფეხბურთს, სხვა ვინმეს ბრალი ყოფილა და არა ფედერაციის. საინტერესოა...

  • ნაპოლეონი

    დაუყოვნებლივ გადადგეს ბაყაყი

  • zviadi-ს

    ოჰ, არ იცის საწყალმა ნამდვილი გომბეშოები სად ბინადრობენ....)) ჯოხის გადატეხა უნდათ ალბათ ვინმე დაბალ ღობეზე და გამოაგორეს ეს ხვითო.

  • zviadi

    ფედერაციას რატომ არ ეხები, იქედან წილი გაქვს? ყველა სიბინძურე ზუსტად ფედერაციიდან მოდის

  • jorj

    არასდროს არ იქნება წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული კლუბები როდესაც ზიან ბიუჯეტის ფულებზე..................

  • Levani

    ისე ვიღაცამ დაწერა კლუბებში ძველი ნიანგებია მომჯდარიო. თუ ლოგიკურად გავყვებით ყოველ წელს უარესი მდგომარეობა გვაქვს და თუ ვინმე ძველი კადრია ესეიგი ამაზე უკეთეს დონეზე აქვს ნამუშევარი-მარტივი ლოგიკაა

  • ბუხუტი

    ფედერაციამ რა გააჯეთა?! ვინაა ფედერაციის დამსახურება?! კვარა, ჟორჟი თუ მამარდა?! რომელია ქართული ჩემპიონატის პროდუქტი?! მაგ ფედერაციამ 500 მილიონი რომ შეტენა კლუბებს და იქ დასაქმებულ პარტ. აქტივს, დაგავიწყდა?! ფედერაციას აუშენებია სტადიონები. სტადიონები ააშენა ჩვენმა გადახდილმა გადასახადებმა. ისე, ზუგდიდის სტადიონში გადაყრილი მილიონებიც მოიკითხეთ. მარა, ფედერაციის გამპრავებლები მოქმედებთ პრინციპით: წარმატება ჩვენი, გასხმა ჩვენს გარდა ყველას ბრალია.

  • nedved

    სანამ არ გაუქმდება დაფინანსება, და ნულიდან არ დაიწყება ყველაფრის შენება იქამდე ვიქნებით ესე ჩაკეტილ წრეზე. ფედერაციაში 10-მდე აქვთ ხელფასები მაღალჩინოსნებს, ფეხბურთელებს 3-4 მინიმუმ აქვთ. მე თქვენ გეკითხებით ვის აქვს საქართველოში 4 ათასი ხელფასი რო ფეხბურთელს ქონდეს რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს აბსოლიტურად? ქვეყანაში სადაც ჯარისკაცის, დაჟე ოფიცრის ხელფასი არის 1200-1500 ლარი, რატო უნდა იღებდეს ჩვენი ქვესკნელ ლიგის ფეხბურთელი აბსოლიტურად უსარგებლო საქმის კეთებაში 4000 ლარს? ნუ გამომიხტებით ეხლა ფეხბურთელების ოჯახის წევრები და ნათესავები

  • იბერიელი

    კი ბატონო ლევან, ბევრი ბაყაყები აღმოჩნდა მაგრამ, როგორ დავაშროთ ეს ჭაობი რომ ბაყაყები გაქრნენ , რატომ არ ვამბობთ, გაკეთდეს პროფ ლიგა, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, მოვიწვიოთ ვთხოვოთ პატივცემული თემურ ქეცბაია , ჯიგარი კაცია ვიცი რომ დაგვეხმარება, იცის ეს ამბავი კარგად, ჩვენი კაცი იყო შერიფის სტაფში და ახლაც არის მე მგონი,დაველაპარაკოთ ყველას ვისაც გული სტკივა ქართული ფეხბურთზე,ახლა დროა უნდა დავიწყოთ , თორემ სამი ქვეყანა დარჩა ბოლო ადგილამდე ,დავამყარებთ რეკორდს,55 ადგილით, მადლობა ყველას გულშემატკივარს,

  • Rable

    "ფედერაციას არ ვეხები" -რომ ამბობ -მცირე არგუმენტი მაინც უნდა დადო რატომ და რა მოგწონს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებში, რამდენი წელია ერთი მენეჯმენტია და რეგრესისკე რომივდივართ ფედერაცია არაფერი؟؟؟ -ამას იმიტომ, ხომ არ ამბობხ სალუქვაძე, რომ პირდაპირ, თუ ირიბად, თვითონაც "თბილადაა" ამ ფედერაციის პირობებში... ყველაფერი "დასარესტარტებელია"... ლუქსემბურგი და ფარერების დონეზე დავეშვით. საკლუბო ფეხბურთი აღარ გვაქვს.

  • ლიფსიტებზე მონადირე

    ანუ, კორუფცია ლიფსიტებიდან იწყებაო ლევანამ, რა შუაშია აქ ან პარლამენტი, ან ფედერაციაო.:) დაავიწყდა ალბათ ვინ და როგორ ირჩევს ფედერაციის პრეზიდენტს. რომ სწორედ მაგ ფარჩაკი გუნდების დელეგატები უყრიან კენჭს. ერთი სასვინიეთია, მაგიტომაცაა ქვეყანა ბოლო ადგილზე. მაპუტუში უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ. მალე დამთავრდება ნეპოტიზმი ქვეყანაში!

  • ფიცი მწამს, ბაყაყი მაკვირვებს))

    ლიოვა, სანიოლს ხიზანიშვილი ნასედკად ვინ ჩაუსვა სამწვრთნელო შტაბში? ))) ფედერაცია არ ერევა არსად? გვეღადავები? )) ბაყაყი თავიდან ყარს ლევან. დიდი ბიჭი ხარ უკვე და უნდა იცოდე ეს მოზამბიკური ანდაზა.)))

  • მდაა

    გასაოცარი ხალხი ხართ აქ ზოგ-ზიგიერთები ტორპედომ იბერიამ დილამ გაახსეს და მიადგნენ და ფედერაციას აგინებთ …კი ერთი მხვრივ საგინებელია იმ პონტში რომ ამ ვითომ “ საფეხბურთო კლუბებს ( გროვას )” განვითარების ფონდიდან ფულს აძლევს …შეწყვიტეეეთ ვინც გადარჩება რამდენიც გადარჩება იმათმა ითამაშონ და მითუმეტეს დაიცლება ქვეყანა ამდენი უვარგისი ლეგიონრებიდან ითამაშებენ ქართველები და ფული მაინც არ გავა ქვეყნიდან …ფედერაციამ მიხედოს რაც მათ ეხება ეძიონ ემიგრანტა შვილები ჩამოიყვანონ ნაკრებში ამ ჭაობში გაზრდილებს უეჭველი აჯობებს აქ თუ არ გაასწრო 16-17 წლამდის შემდეგში კლავენ ეს ნა…..რი კლუბები დამარხეს კვირკველია კარგ დროს გაასწრეს ისევ ივაშვილმა და გულიაშვილმა მაგრად მეცოდებიან ის ინგუში ბავშვი ფეიქრიშვილი აქ რომ დაბრუნდნენ…ასევე ფედერაციამ მიხედოს ბილეთების ნორმალურ გაყიდვას ააშენონ დროზე ის სტადიონი რომ ფიფიას ხუშტურებს დააღწიონ თავი ….!!! რაც შეეხება კლუბებს და ფედერაციას რა შეხება აქვს ქოც კობიშვილს და ნაც ფიფიას ?? ან ებრაელთა დილას ? ან სომხბების თელავს ?! ასევე ხეჩიკიანის იბერისთან ?! თუნდაც ტორპედოსთან ..?! ფედერაცია მხოლოდ იმიტომ არის საგინებელი რომ უკონტროლოდ აძლევს ამ ბაყაყებს ფულებს !!! რაც შეეხება ბატონ ლევანს მშვენივრად იცის რა და როგორ ხდება კლუბებში იმიტომ რომ თვითონ კარგა ხანს ეგეთივე ბაყაყი და როდესაც წომოიყიყინებ ცოტათი ეგ არც მართალია და არც ლამაზი თუ გააღე პირი მაშინ ამოაფრქვიე ყველაფერი რაც და ვინც იცი ….გამოვივდა ეგეც ანგელოზი სილქლიბერასტა ტვ-დან და იმ მაჟორ-ბებერს გადაეცი ან ყბა მოკეტოს ( როგორც თქვენმა ბევრმა კომენტატორ-მოლაყბეებმა ყოფილმა თუ მოქმედმა ) ან დააიხვიოს თავის საყვერელ და არნახულ შვედეთში თურმე შვედეთი მაგარი ქვეყანაა და საქართველო ბანძი …აუეე მაგარი ხალხი თავისი ნებით არ ცხოვრობენ სელაპებთან და თეთრ დათვებთან სადაც დღეს და ღამეს ვერ გაარჩევ ერთმანეთში სადაც არის რეგიონები საკუთარ ქვეყანაში ვერც პოლიციელი და ვერც სამხედრო ვერ შედის არაფერს ვამბობ თვითონ შვედებზე …რომლებიც როგორც შეღამდება ( არადა ზამთარში 3-4 საათზე ღამდება ) ქუჩებში ვერ გამოდიან შიშით რომ ან არაბებმა ან ზანგებმა არ იხმარონ …ხომ და ლევან თუ პირი გააღე ან თქვი ყველა და ყველაფერი თუ არა და მაგ როთის ბუდეს მიხედე არ გიტყდება ცოლშვილიან კაცს იმ ხალხთან მუშაობა და ურთიერთობა ვინც როთის მიტინგებზე დარბოდნენ და ვინც მაგათ გულშემატკივრობდნენ …?! მაჟორ-ბებერი თურმე გაბრაზებულ-გაოგნებულია თურმე ვიღაც “ ვითომ კაცია “ ( ნაღდად არ ვიცი ვინ ჩემი ….ეა) და მაგიტომაც ვართ ბანძი ქვეყანა და შვედეთი ანგელიზივით ქვეყანა !!!

  • კახი

    ზუსტადაც ფედერაცია ყველაფერს აკეთებს რომ ქართული ფეხბურთი იყოს მაღალ დონეზე. ამას მოწმობს ნაკრებების წარმატება როგორც ვაჟთა ისე ქალთასაც ეხმარებიან. კლუბებში კი ძველი ნიანგები არიან ჩაგუბებულნი და საშველს არ აძლებენ ქართულ ფეხბურთს.

  • ტატო

    ფედერაციას რაც ეხება ის საქმე ძალიან კარგადაა ორგანიზებული, ყველა ასაკობრივი ნაკრები, ქალთა ფეხბურთი, დარბაზის ფეხბურთი, აკადემიები, ბაზები, ინფრასტრუქტურა, მინდვრები. უზარმაზარი სამუშაოე გაწეული და შედეგებიც ძალიან კარგი გვაქსვ იმ სფეროში რაც ფედერაციის პასუხისმგებლობაა, იმიტომაც არ ეხება ფედერაციას. საკლუბო ფეხბურთი ცალკე დგას, ფედერაცია ვერ ჩაერევა კერძო კლუბების მენეჯმენტში, სწორედ კერძო კლუბების მენეჯმენტშია ჭაობი და ამაზე საუბრობს ლევანიც. ფედერაციამ რაც შეიძლებოდა კლუბებს ყველაფერი გაუკეთა, ძალიან ბევრი ახალი სატადიონი აშენდა, თამაშების ტრანსლირება და ტელე შეფუთვა გააკეთა, მსაჯების გადამზადება, გარიგებული თამაშების კონტროლი და ჩემპიიონატის მაღალ დონეზე ორგანიზება, ამის იქეთ ფედერაცია საკლუბო ფეხბურთში ვერ ჩაერევა, კლუბების მფლობელებმა უნდა მომართონ სწორი მენეჯმენტი.

  • goga

    სამოყვარულო ლიგა, სხვა საშველი არ არის. ფული რომ გაქრება, ყველანაირი სქემა მოიშლება და ვითომ მწვრთნელები, ვითომ ფეხბურთელები და ვითომ მენეჯერები წამში აორთქლდებიან. დარჩებიან ფეხბურთის მოყვარულები და ამაზე უარესი რაც ახლაა, ნაღდათ არ იქნება.

  • Ბიძინა სააკაშვილი

    Ხო ფედერაციას არ შეეხო, გულჩვილი ხალხია ეგენი

  • მიმინო

    და რატომ არ ეხები ფედერაციას? თევზი თავიდან ყროლდება

  • გიორგი

    'ფედერაციას არ ვეხები' როგორ უნდა გავიგო, ბაყაყები მარტო მის გარეთაა აქაურ ფეხბურთში სალუქვაძის ჩათვლით?

  • toy

    ასეთი 100%-იანი სიმართლე არავის უთქვამს, ერთ დავამატებდი ოღონდ ბაყაყები არა ესენი ვირთხებია.

  • Levani

    ისე სხვა ქვეყნებს აქვთ საკლუბო ფეხბურთი? ის გუნდები კვიპროსის ან,ლატვიიდან,ყაზახეთ-აზერბაიჯან-სომხეთიდან და ა.შ. 1-2 ადგილობრივი კადრია 95% გუნდის არიან ლეგიონერები რომლებიც ტოპ5 ჩემპიონატს ვერ თამაშობენ და ჭამენ ამათ ფულს და ჭკვიანი კაცია რომანს ფიფია რომელსაც ასე ლანძღავთ რო თავის ფულს არ აჭმევს ვიღაც გარსიებს და ბაიანოებს-პირიქით,ასპარეზზე უშვებს ბიჭებს რომლებიც ხვალ ნაკრებში გამოგვადგება. აგერ ტორპედო-კუბამეტრობით ფული უკვე დახარჯეს და შედეგი 0. ან ვინ მოგცემს გარანტიას რომ "სწორად" დახარჯვას შედეგი მოყვება-ფეხბყრთია და იმ შენმა 5მილიონიანმა ლეგიონერმაც შეიძლება წააგოს ვიღაც მორიგ აკტობესთან- რა სლოვანი ცოტას ხარჯავს ქაირათმა რო გამოაგდო? ამას წინათ ზენიტის თამაშს შევხედე-დამაინტერესა ბედოშვილი რო გადავიდა იქ რა დონეათქო ზენიტი-ცეესკა იყო და შემადგენლობაში 7ბრაზილიელი 2 კოლუმბიელი და ერთი რუსი,მოსტოვოის შვილი რომელიც აზრზე არაა ფეხბურთის და მამამისის შვილობისთვის ათამაშებენ. ის ბრაზილიელებიც ტყუილად იღებენ გაზპრომის რუბლებს-მარტო სეირნობენ სტადიონზე. ანუ საბოლოო დასკვნა-ჩვენი ბიუჯეტიდან გადახდილი ფული არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხმარდეს ვიღაც 4-ე ხარისხის ლეგიონერებს-ეგ ტრანსფერები საერთოდ გამოსაძიებელია რა მაფიაა. საბოლოოდ მაინც არ გვეშველება,მაგრამ თავს მაინც არ მოვიტყუებთ.

  • გიორგი

    იძებნება ბაყაყი, მპოვნელი დასაჩუქრდება!

  • ს

    რაც მთავრობასი არიან ისაა ფეხბურთის მართველობაშიც :)

  • გიორგი

    როგორ მიყვარს ასეთი კომენტარები - ამას არ ვეხები, იმას არ ვეხები, ფედერაციაშიც კარგი ხალხია, მაგრაააამ - ვიღაც ბაყაყები ყოფილა და სულ იმათი ბრალია ყველაფერი. კაი ჩემი ძმა, ვეძებოთ ეგ ბაყაყი კიდევ 30 წელი. ერთი ქეცბაიამ თქვა სიმართლე და კი წასასვლელად გაუხადეთ საქმე. იჯექით ეხლა ჯიგარი ჟურნალისტები და საფეხბურთო სამყარო, იძახეთ ამას არ ვეხები, იმას არ ვეხები და ეძებეთ ბაყაყები. მერე გამოადგნობენ 500 მლნ-იან განვითარების გეგმას და იმას გამოხრავთ ყველა შეხმატკბილებულად, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცით ვინც საფეხბურთო სამყაროში ტრიალებთ, მაგრამ ჯიგარ-გაგება-კაცობას ამოფარებული ნიანგის ცრემლებს ღვრით სოციალურ ქსელებში

  • llcl

    ბაყაყი ბაყაყის ტყავს არ დახევსო!))))))))))))) ბიჭო თუ აკრიტიკებ, გააკრიტიკე, ეს ვითომ კრიტიკა და მოვალეობის მოხდის მიზნით ხმის ამოღება, გაჩუმდი მაინც და წყნარად იჯექი ჭაობში! გააუქმეთ ბაყაყების დაფინანსება ჩვენი ფულით, დაფინანსდეს მთლიანად 18 წლამდე ბავშვთა ფეხბურთი, გახდეს უფასო ყველასთვის, თავისი ეკიპირებით, დაფინანსდეს სტადიონების მშენებლობა და აკადემიების, ნაცების დომენტას მიჰყვეს ქოცების გლდანის მაჟორიტაი, ერთი ბერძენიშვილი არიან ეგენი, გახდეს ეროვნული ლიგა სამოყვარულო, თუ კერძო პირს სულვილი ექნება, თავისი სახსრებით შექმნას პროფესიული კლუბი. ფედერაციაში 20 კაცზე მეტი არაა საჭირო, გეყოთ თქვლეფა, უნდა ჩატარდეს ძალიან ბევრი ქუჩის ფეხბურთის ტურნირები, უნდა იყოს პროგრამები თუ როგორ დავაბრუნოთ ეზოს ფეხბურთი მასიურად, იქ იბადებოდნენ ნამდვილი ტალანტები, მოკლე მონაკვეთში მოტყუება და დრიბლინგი!

  • გიორგი

    საერთოდ ამ ქვეყანაში საკუთარი აზრის გამოთქმა უმადური საქმეა, რადგან თუ ვინმეს არ მოეწონა შენი მოსაზრება, დაუყონებლივ შეურაწყობაზე გადადის. არადა ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთის აზრის პატივისცემა აუცილებელია. ახლა რაც შეეხება ბატონი ლევანის გამოთქმულ მოსაზრებას, რთქმაუნდა ძალიან ძნელია, რომ არ დაეთანხმო, თუმცა თვითონ როცა იყო დინამოს სპორტული დირექტორი, რამე წარმატებას მიაღწია კლუბმა?

  • riki

    რაც ეს სახელმწიფო ფონდი თუ პროგრამა შეიქმნა რომელიც ასე პროსტა ფულებს ურიგებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ყოველ წელს უკან და უკან მიდის საკლუბო ფეხბურთი. ასე რომ უნდა დამთავრდეს ჩვენი ფულით მათი დაფინანსება, მშივრები რომ დარჩებიან თაგვებივით გამოსავლის გზების ძებნას დაიწყებენ!

  • Roma

    აქამდე ხმას რატომ არავინ იღებდით? თუ წელსვე ბევრ ბაყაყს არ მოვაშორებთ გუნდებს მომავალში უარესი შედეგი გვექნება და მერე აზრიც აღარ ექნება. დაიჭირეთ ყველა ვინც ჩემ ფულს ტყუილად ჭამს. თუ რამეს შეცლით და ვიღაცეებს მოაცილებთ გუნდებს მაყურებელიც დაბრუნდება და შედეგიც მოვა. მაგრამ ისეთ ჭაობში ვართ სულ მინიმუმ 5 წელი უნდა იმ საფეხურზე ასასვლელად სადაც 2 წლის წინათ ვიყავით.

  • ****

    დიახ, ეს მართლაც ასეა და შენც ერთ-ერთი ბაყაყი ხარ, რომელიც პრობლემის სათავეს (ფედერაციას) მუდამ გვერდს უვლის. მოკლედ ყოველმხრივ არამზადების გროვა.

  • ?!

    აჰა! ამოყიყინდა ჭაობიდან ლევანაც!

თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს

სამედიცინო შემოწმება გაიარა, ყავის დასალევად გავიდა და აღარ გამოჩენილა - ოჩოას უცნაური ტრანსფერის ამბავი

[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა

დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია

მეორე ბრძოლა UFC-ში - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია

თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება „პროტური ფოთი 2025“

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

"თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება" - ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა

ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა

Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!

ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს - მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია

მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია - დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ

"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა

"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება