მისია შესრულებულია – საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ელიტარულ 16 ნაკრებში დარჩა და მომავალ წელსაც, ზედიზედ მესამედ, A დივიზიონში იასპარეზებს. საქართველომ ეს მოახერხა საკუთარ ქვეყანაში, ქართველი გულშემატკივრების თვალწინ და ეს ქართული კალათბურთის ისტორიის კიდევ ერთი, ახალი და საამაყო ფურცელია.

ჩვენი ქვეყანა პირველად მასპინძლობს ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს და იმიტომ არა, რომ ფიბა-სთან ერთად ფედერაცია ტურნირის ორგანიზატორია – ევრობასკეტი ორგანიზების მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობს და ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს გუნდების დაბინავება, სერვისი თუ თამაშების ტექნიკურ-ინტელექტუალური მომსახურება, ყველაფერი უშეცდომოდ და ფიბა-სგან მაღალი შეფასებით ხორციელდება.

ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია შეფასებას მოგვიანებით, ტურნირის დასრულების შემდეგ დადებს, მანამდე კი ქართველებს ზეიმის საშუალება გვაქვს და ამის მიზეზი ჩვენი ნაკრების წარმატებაა. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: ძალთა რეალური შეფასებით, არავინ ელოდა საქართველოს ჩემპიონობას, ანდაც პლეი ოფის სიღრმეში გასვლას. ჩვენი მიზანი თავიდანვე ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. საქართველოს ჯგუფში ჰყავდა ევროპული კალათბურთის მოწინავე ქვეყნების – ესპანეთის, სერბეთისა და გერმანიის ნაკრებები, რომლებთანაც დიდი სხვაობებით წააგო. თუმცა ესპანეთთან ტურნირის პირველ შეხვედრაში ჩატარებულმა ძლიერმა პირველმა ნახევარმა იმედი ჩაგვისახა, რომ მიზნის მიღწევა რეალური იყო.

ჯგუფური ეტაპის მეორე და მესამე შეხვედრებში, განსაკუთრებით კი პლეი ოფის პირველ რაუნდში ლატვიასთან, ჩვენი ნაკრები დიდი სხვაობებით დამარცხდა და არაერთი ქომაგი თუ ვაიქომაგი კრიტიკულად განიმსჭვალა. ნიკა ბურჯანაძის, ბექა ბექაიასა და გიორგი გოგალაძის შრომამ და ვარჯიშებმა ნაყოფი მაშინვე გამოიღო, როცა საქართველო ჯგუფში დასარჩენ საკვალიფიკაციო ეტაპში გადაერთო და პირველივე შანსი, რითაც ერთი მოგებით ელიტაში დარჩენას მოახერხებდა, გამოიყენა.

ეს მოხდა ისრაელთან მატჩში, რომელიც 9-16 ადგილებისთვის დაწყებული საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა გახლდათ. შეგახსენებთ ფორმატს: ტურნირში მონაწილე 16 ნაკრები პლეი ოფში (მერვედფინალში) წყვილდება, თუმცა მანამდე ჯგუფურ ეტაპს თამაშობს და დაკავებული ადგილების შესაბამისად ხდება ნაკრებების საპლეიოფო ბადეში დაწყვილება. ანუ ძლიერები სუსტებს ხვდებიან, რათა რეალური ფავორიტები თავიდანვე ერთმანეთს არ შეეჩეხონ და პლეი ოფის საინტერესო დასკვნითი თამაშები მივიღოთ.

ამიტომაც იყო, ჯგუფში 3 წაგების შემდეგ საქართველო მერვედფინალში პარალელურ ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ლატვიის ნაკრებს რომ შეხვდა. ჩვენები ლატვიელებს ამ ზაფხულს, მოსამზადებელ ციკლში ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ დიდი სხვაობით წააგეს. ბალტიისპირელები ტურნირის ფავორიტები არიან და საქართველოსაც დამსახურებულად – ისევ დიდი სხვაობით მოუგეს.

მერვედფინალში გამარჯვებულმა გუნდებმა – საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, ლიეტუვამ, სერბეთმა, თურქეთმა, სლოვენიამ და ლატვიამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელეს, წაგებულები კი 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. საკვალიფიკაციოს მიზანი გუნდების სიძლიერის მიხედვით განაწილება გახლავთ, რადგან ტურნირის ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდი ელიტას დატოვებს და მომავალ წელს B დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონის საგზური 2 წლის წინ, რუმინეთში გამართულ B დივიზიონში მოიპოვა. მაშინ მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველებმა მასპინძელი რუმინეთი დაამარცხეს და მომდევნო – 2024 წელს საბერძნეთში გამართულ A დივიზიონში იასპარეზეს. საქართველომ შარშანდელ ტურნირშიც წააგო ჯგუფის სამივე თამაშიც და მერვედფინალიც, რის შემდეგაც 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. ქართველებმა საკვალიფიკაციოს პირველი შეხვედრა ფინეთთან დაძაბულ ბროძლაში 75:78 დათმეს და გავარდნის ზღვარზე აღმოჩნდნენ – მე-13 ადგილის დასაკავებლად, რომლის უკანაც სამივე გუნდი B დივიზიონში ვარდებოდა, დარჩენილი ორივე მატჩის მოგება იყო საჭირო. ჩვენმა ნაკრებმა ხორვატიაც (90:81) დაამარცხა და პოლონეთიც (75:57), რისი წყალობითაც ელიტაში დარჩა.

წლეულს კი საქართველო 16-წლამდელთა ევრობასკეტს მასპინძლობს და მიზანი შარშანდელზე ადრიანად, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე მატჩში შესრულდა. საქართველოს ნაკრებმა ისრაელს თითქმის უიმედო შეხვედრა შემოუტრიალა, რომელსაც თავიდან დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩამორჩა და რომ არა, ბოლო წუთებზე გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობა, ისევ შარშანდელ ვითარებაში აღმოვჩდნებოდით: დარჩენილი 2 შეხვედრის აუცილებლად მოგება იქნებოდა საჭირო ელიტაში დასარჩენი უკანასკნელი, მე-13 ადგილის დასაკავებლად.

საქართველომ ეს შეძლო, ბიჭებმა ეს მოახერხეს და ქომაგები, ქართული კალათბურთის რეალური გულშემატკივრები გაახარეს. ახლა საქართველო ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს და მორიგ მატჩში საბერძნეთს ხვდება. მე-9 ადგილისთვის ბრძოლის პარალელურ ბადეში ერთმანეთს რუმინეთი და გერმანია ხვდებიან. ჩვენი ბიჭები მაქსიმუმისთვის იბრძოლებენ, თუმცა რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავონ, მე-9 თუ მე-12, მისია შესრულებულია. რაც შეეხება ტურნირის საორგანიზაციო მხარეს, ფიბა დასკვნას ტურნირის დასრულების შემდეგ დადებს და დარწმუნებულები ვართ, შედეგი ამ კუთხითაც დადებითი იქნება.

GBF.GE

Მართლა როგორ არი უსუსური
თან მაგ ლიეტუვამ (ეგრე ჰქვია ახლა ლიტვას) ფინალი ითამაშა სერბეთთან და პირველი ტაიმი მოუგო.
ზაზა
ფედერაციაო რასაკეთებსო ვინც ამას წერთ რომელი ფედერაციას გულისხმობთ ოცი წელი რომ ბაირამობდენ ფაჩულიას თაობას ამოფარებული თუ დღევანდელს გუშინ რომ მოვიდა სანამ ის ძველი ფედერაციის მესვეურები არ ჩამოცილდებიან ქართულ კალათბურთს მანამდე არაფერი არ შეიცვლება სანიკიძე ვერახერხებს ამ ხალხის წინაღმდეგობის დაძლევას რაც ძლიან ცუდია u16,u18,u20 რომელმა ითამაშა ღირსეულად მარტო u16-ს რომ ვაკრიტიკებთ რა u18-ი,და u20-ი ბ დივიზიონში დაფრინავდნენ? ასაკობრივებს უცხოელი მწვრთნელები ჭირდება.და ძველი ფედერაციის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს მთლიანად ახალმა თაობამ უნდა ივარგოს.მეტი პროფესიონალიზმი და მეტი საქმის მკეთებელი ხალხი უნდა მოვიდეს.აგერ ძიუდო ქევხიშვილს დასცინოდნენ ამ ხუთი წლის უკან რა ქალთა ძიუდო აუტყდაო ხოდა აგერ ეთომ კი დააიპონა მთელი მსოფლიო.
ვააა
ისრაელმა ჯგუფში მოუგო ესტონთს და მერე ოვერტაიმში ერთი ქულით წააგო ლიტვასთან და უსუსური როგორ არის?
ისევ ირაკლის
ისევ ცდებით, ფედერაციას არავინ იცავს, პირიქით ვამბობ რომ უნდა ემუშავათ როგორც წინა ასაკზე იმუშავეს, რომ ნაკრები უკეთეს ფორმაში შეხვედროდა ა ლიგის გუნდებს, არც ლატვიასთან წაგებული 52 ქულა მგონია რომ ნორმალურია, მაგრამ სერბეთი-ესპანეთი-გერმანია გვყავდა ჯგუფში და რა მაინტერესებს იცი, თუ ჩვენ ასაკობრივ ჩემპიონატს უყურებთ რატომ ქონდა ვინმეს მოლოდინი რომ ესპანეთთან ან სერბეთთან ქულა-ქულაზე უნდა ეთამაშათ? გერმანიამაც წააგო ორივესთან 20 და 25 ქულით და ეგენიც ლუზერები არიან? ნახეთ ერთი რა ხდება ფედერაციის ფორუმებზე. მამისტოლა ხალხი დგას და ბოღმას ანთხევს ბავშვებზე, რატო არ მოუგეს ბარსელონა-რეალში მოთამაშე ბავშვებს. აქაც იგივეა, ოხ, რატო არ დადეთ სტატია როცა აგებდნენ აქაც რო გვენთხია ბოღმაო - აი ეს განწყობაა. ჩვენთან საკალათბურთო აკადემიები გადაჭედილია და ამ დროს თბილისში ცარიელ დარბაზებში თამაშობენ ეს ბარსელონა-რეალის ვარსკვლავები და კიდევ 15 გუნდი და მაყურებელი მარტო საქართველოს თამაშზეა. 5 დღე ვერ გამოძებნეს რომ ეს თამაშები მაინც ნახონ ლაივში. პრობლემაზე თვალი კი არ უნდა დავხუჭოთ - თანაც ვერც დახუჭავ იმდენია, იმაზე ვილაპარაკოთ რა ვუშველოთ ამ პრობლამას. ესენი ცუდები არიან, ისინი კარგები, ეს არ წაეყვანა, ის წაეყვანა ნიშნავს რო ჯორდანები გვყავს ლიგაში და ვერ იყენებენ. ჰოდა იმიტომ გიპასუხეთ რომ მწარე რეაქცია თუ გაქვთ ესეიგი შეწუხდით და გული შეგტკივათ. თქვენც დაეხმარეთ თუნდაც იმით რომ პრობლემა დაანახოთ ვისაც აინტერესებს, თქვენი გამოსავალი დაწერეთ, იქნებ წაიკითხოს ვინმემ და გამოიყენოს.
U-16
ხატიაშვილი 2008 იანია, ფაჩულიაც, ვერანაირად ვერ ითამაშებდნენ თექვსმეტწლამდელებს.
ნუგზარი
ვითომ გულშემატკივრებო - საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორისაა და ეს კარგი შედეგია. ვისაც სხვა აზრი გაქვთ კალათბურთში არაფერი გაგეგებათ. უფრო მეტიც ამ გუნდში შეეძლო ეთამაშა მათე ხატიაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ,ორი წლით უფროსებთან ითამაშა. ასევე ამ გუნდში შეეძლოთ ეთამაშათ საბა და ზაზა ფაჩულიებს. ძალიან კარგი ბიჭები გვაყვას და 4-5 წელიწადში ნაკრებს ბევრი კარგი ახალგაზრდა შეავსებს. იარეთ ასაკობრივი ჩემპიონატის თამაშებზე, უგულშემატკივრეთ ბავშევებს და თავი დაანებეთ ორღობის დედაკაცივით ჭორაობას!!!!!
ირაკლი
რაშია საქმე, იცით...რა არასწორი შედარება მომყავს, წლევანდელ და შარშანდელ 16 წლამდელთა გუნდს რომ ერთმანეთს ვადრი? აბა 20 წლამდელებს ხომ არ შევადრი? ეს რა ლოგიკაა? ზოგადად კი საერთოდ სხვა რამეზეა ეს პოსტი და სხვაგან გადაგაქვთ საუბარი. თუ ვერ მიხვდით, დავწერ ბატოონო, ბავშვები საერთოდ არაფერ შუაშია:))) შთაბეჭდილება მრჩება, თან გინდათ დაიცვათ ისინი, ვინც აქამდე მიიყვანა საქმე ქართულ კალათბურთში, კალათბურთის ფედრაციის განცხადება გადმოუკოპირებია ჟურნალისტს და ისინი ურცხვად წერენ ამ წარმატებაზე! თან, ნუ თქვენ ამ ჟურნალისტივით ხომ არ დაწერთ 50 ქულით ლატვიასთან თბილისში წაგება ნორმალურიაო, ამიტომ რაღაცას ირიბად ცდილობთ:))) აზრი ამ დაცვის? :))ესაა არგუმენტები? :))) კაი ჩემო ძმაო, პრობლემებზე თვალის დახუჭვით და ტაშის კვრით დაღუპული ბევრი საქმე ვნახე ამ ქვეყანაში, გაკეთებული ვერც ერთი:))
რაშია საქმე, იცით...
შეხედეთ, პრობლემაზე გინდათ ილაპარაკოთ და ეგრევე არასწორი შედარებები მოგყავთ, რაც ნიშნავს რომ სუბიექტური ხართ ან არაინფორმირებული: 1. შარშანდელ ნაკრები ჯერ კიდევ ზუროსის ასისტენტი რომ იყო იმის ჩამოყალიბებულია მილოში ან მალოში ერქვა მგონი, ანუ მინიმუმ 4 წელი არსებიბდა და თუ ასაკობრივებს ყურადღება აქცევთ წელიწადში რამდენიმე ევროპულ ტურნირს თამაშობდნენ - ისევ დევს ეგ ინფორმაცის ფედერაციის სსიტებზე. ამ ბავშვების შეკრება წელს დაიწყეს და აქამდე ერთი ტურნირი აქვთ ნათამაშევი. 2 შარშანდელ გუნდში სამი მოთამაშე იყო ვინც წინა წელს ევრობასკეტზე ითამაშა და მაგ სამიდან ორი უკვე შარშან ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვარჯიშობდა, წლევანდელებიდან სუყველა პირველად თამაშობს ევროპის ჩემპიონტს, როგორც ამბობენ ქოუჩებიც პირველად წვრთნისნ ნაკრებს, 3. შარშანდელ გუნდს დიდი ნაკრებებიდან მარტო საფრხნგეთი ყავდა ჯგუფში და ისევე უშანსოდ წააგო, როგორც ამათ წააგეს დიდ გუნდებთან. რა გასაკვირია ამ ყველაფრის მეფე, რომ ის გუნდი უფრო უკეთესად გსმოიყურებოდა და რა საჭიიროა ასეთი შედარება ესენი სხვისები არიან და ისინი ჩვენები?საერთაშორისო გამოცდილების ნაკლებობა ამათ ნამდვილად აქვთ და სიკვდილის ჯგუფში რომ მოხვდნენ ეგ ცსლკეა კიდევ. თუ პრობლენებზე საუბარი გინდათ და ეგ საჭიროა, ისე ისაუბრეთ რომ თქვენ თვითონ არ გსმოიყურებოდეთ მიკერძოებულად. Სხვა პრობლემა ვერ ნახეთ ქართული კალათბურთში ბხვშვები რომ არ ადაროთ ერთმანეთს, მითუმეტეს შედეგი ამათ უკეთესი აქვთ უკვე!
გვეღადავებით ხო? ))))
ეს ქართული კალათბურთის ისტორიის კიდევ ერთი, ახალი და საამაყო ფურცელია.))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
კატასტროფა
კატასტროფაა სუფთა რომ ერთი გამარჯვებით უი მაგრები ვართ.ამ სპორტული გვერდს ვეკითხები რატო არ დაწერეს როცა აგებდნენ და ნადგურდნებოდნენ.ერთი მოიგეს და გამოაქვეყნეს ვითომ ღმერთები იყვნენ კალათბურთის 3 ბავშვის კისერზე გადაირა დანარჩენები აბსოლიტური ნული.
ბუხუტი
შენ პატარა აზრი დაატანე. ვაი გულშემატკივარი შენნაირებია: 40 და 50 ქულით განადგურების შემდეგ, არაუშავსო რომ გაიძახით. აბა უნდა მოგვწონებოდა საშინაო არენაზე 4 თამაშის უშანსოდ წაგება?! გააგრძელე ამ უმსგავსობის გაპრავება. ეს თაობაც წავა ნაკრებიდან და მერე უყურე 30-40 ქულიან გასხმებს საშუალო დონის გუნდებთან.
გივი
წინა თამაშებში რომ განადგურდნენ და არც ერთი პოსტი არ დაწერილა ახლა რა. თამაშსს ვუნ უყურა კატასტოფა იყო და რატო 14 ქულიან უპირატესობას ბოლო მეოთხედში რომ გაანიავებ ისც უსუსრ ისრაელთან ხომ ძალიან დაბალი დონე ვართ.ფორტუნამ გაგვიმართლა.ახლა ატეხავან გააპიარებენ ამ ბიჭებს ვითომ ჩემპიონები გახდნენ და 18 ბშიც ესენი იქნებიან და ბ ლიგაში ისევ 12 ადგილი და ზევით.ვაი კალათბურთო. რა გიხარიათ.
ირაკლი
თურმე, ვინც აკრიტიკებს საქართველოს ნაკრების მიერ საკუთარ მოედანზე ოთხი თამაშის საშუალოდ 30 ქულით წაგებას და ზოგადად ქართულ კალათბურთში შექმნილ ვითრებას, როცა ასაკობრივ ნაკრებებს წელს საშინელი შედეგები აქვთ, ისინი ვაიგულშემატკივრები ვართ და ჟურნალისტი, რომელიც ტაშით და ჯოს ჯოს ძახილით არ იმჩნევს იმ უზარმაზარი პრობლემებს, რაც კალათბურთში გვაქვს და ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს ლატვიასთან საკუთარ მოედანზე 50 ქულით წაგებას, ის თავის საქმის პროფესიონალია, არა ? ამას ჩემი აზრით,ვაი ჟურნალისტიკა ქვია! შარშანდელს რომ ვადარებთ, კი გავიდა მაშინ მეცამეტეზე 16 წლამდელთა ნაკრები, მაგრამ ის ხარისხიანად თამაშობდა ყველასთან, მოუგო ხორვატებს, პოლონელებს, ფინეთთან უფრო შემთხევით, საერთაშორისო თამაშების პრაქტიკის არქონის გამო წააგო, თორემ, მათაც მთელი შეხვედრა ჯობდა. სამწუხაროდ შარშანდელი და ახლნდელი ნაკრების თამაშის ხარისხს შორისაც საკმაო სხვაობაა, ახლანდელი ჩამოუვარდება, თუმცა ნიჭერი ბავშვები აქაც გვყავს. მაგრამ პრობლემებზე თვალის დახუჭვა და მასზე მოლაპარაკე გულშემატკივრების შეუარცხყოფა (ვაი გულშემატკივრის ძახილი) ასეთი, მართლა პატივსაცემი სპორტული საიტისთვის, როგორიც Sportall.ge-ა, ნამდვილად მოულოდნელი და ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია! ჯოს ჯოს, ძახილით და უკრიტიკო დამოკიდებულებით ერთადერთს რასაც მივაღწევთ, იქნება მხოლოდ კიდევ უფრო მეტი დეგრადაცია! ბოდიში ასე მწარე რეაქციისთვის, მაგრამ არ მგონია, რომ ვტყუოდე!
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება „პროტური ფოთი 2025“
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
"თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება" - ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 - საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს - მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა