ხუთშაბათის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დღეს, 23 აგვისტოს დაიწყო, ხოლო ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია
ხუთშაბათს, 25 აგვისტოს 21 საათზე უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში თბილისის "დინამო" ეროვნულ სტადიონზე ათენის "აეკ"-ს უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დღეს, 23 აგვისტოს დაიწყო. ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია. ბილეთის შეძენა სტადიონის სალაროებში და მეტროპოლიტენის სადგურებთან მდებარე ექსპრესის პრესის გავრცელების ჯიხურებში არის შესაძლებელი.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება სტადიონზე შესვლის წესებს, რომელიც მოცემული იქნება ბილეთის მეორე მხარეს.

გაცნობებთ, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ტრიბუნების ბილეთების ფასი 3 ლარია. სამხრეთი ტრიბუნის წითელი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე ცაბაძის ქუჩის მხრიდან მოხვდება (კარი 2-3). ჩრდილოეთი ტრიბუნის ყვითელი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე მეტერეველის ქუჩის მხრიდან მოხვდება (ყოფილი საგურამოს ქუჩა, კარი 5-6).

დასავლეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნების მეორე იარუსის ბილეთების ფასი 5 ლარია. დასავლეთი ტრიბუნის ლურჯი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე დავით ყიფიანის ქუჩის მხრიდან მოხვდება (კარი 1). აღმოსავლეთი ტრიბუნის მწვანე ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე წერეთლის პროსპექტის მხრიდან შევა (კარი 4-5).

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ტრიბუნების პირველი იარუსის ბილეთების ფასი 7 ლარია. დასავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსის და ასევე მეორე იარუსის 8-9 სექტორის ლურჯი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე დავით ყიფიანის ქუჩის მხრიდან მოხვდება (კარი 1). აღმოსავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსის 14-15 სექტორის მწვანე ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე წერეთლის პროსპექტის მხრიდან მოხვდება (კარი 4-5).

fcdinamo.ge

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა