მოგეხსენებათ, ბელგიელი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, "ვალენსიამ" ქართველი შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენასთან დაკავშირებით ღია სურვილი გამოთქვა და "უოტფორდთან" მოლაპარაკებები არათუ დაიწყო, არამედ დასასრულისკენ მიდის.

გიორგი ჩაკვეტაძე მთელი სეზონის განმავლობაში წინ ძალიან ღირებული მოთამაშე გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ქართველი, ასევე მთლიანად გუნდი შედეგიანი მოქმედებებით მოიკოჭლებდა, ჩაკვეტაძის კრეატიულობა და მარგი ქმედებიანობა თვალთახედვის არედან არავის გამორჩენია. "უოტფორდის" სათამაშო მდგომარეობისთვის ახლა მეტად სამწუხარო გარემოება ის გახლავთ, რომ ქართველი ტრავმის გამო რამდენიმე ხანს იუქმებს, მაგრამ, ხელი ამან შესაძლოა საქართველოს ნაკრების წევრის ჰერტფორდშირში დარჩენის ამბავს შეუწყოს.

ჩაკვეტაძის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა Sky Sports-ის ჟურნალისტმა დონ გუდმანმა:

"დიახ, ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ალბათ, "ვალენსიას" თავკაცმა კარლოს კორბერანმაც ის "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში" მუშაობისას შენიშნა.

ვფიქრობ, რადგან "უოტფორდის" მფლობელმა ჟინო პოცომ თქვა, რომ მათ ცოტა მეტი მუშაობა მართებთ, რათა პრემიერ ლიგაში დაბრუნდნენ, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი საუკეთესო მოთამაშეები არ უნდა გაყიდონ. მით უფრო, ჩაკვეტაძისნაირი ფეხბურთელი, რომელმაც, განსაკუთრებით, გასულ სეზონში დაგვანახა, თუ რამდენად შემქმნელია ის.

მას გოლების გატანის მხრივ, ისევე, როგორც, დანარჩენ გუნდს, პრობლემა ჰქონდა, მაგრამ "შავ-ყვითლებმა" ამჟამად რამდენიმე კარგი ფორვარდი დაიმატეს...

ასე რომ, პირადად მე მას აუცილებლად შევინარჩუნებდი, რითიც "უოტფორდს" პრემიერ ლიგაში დაბრუნების ამბიცია გაეზრდებოდა."

გიორგი ჩაკვეტაძემ წინა სეზონში ჩემპიონშიპის ეგიდით ორი გოლი მიითვალა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა, მომენტების შექმნის მაჩვენებლით კი დივიზიონში ერთ-ერთი მოწინავე იყო.

ჩაკვეტაძე რომ ესპანეთისკენ მიილტივის, ეს ლოგიკურია: გიორგი 26 წლისაა და მას სურს ფეხბურთის უფრო დიდ სცენაზე ითამაშოს, როდესაც ის ფორმის პიკშია.

ისევ ტავოლიერის დავიმოწმებ და შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასა" და ჩაკვეტაძეს შორის ფინანსურ დეტალებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, თუმცა, ქართველის ინგლისიდან გადაბარგების ამბავი მისი ამ ტრავმის გამო ნაკლებრეალურია.

zura222
სამწუხაროდ ჩაკვე ვეღა გადავა ტოპ გუნდში (( ტრავმების მიმართაა ძალიან მიდრეკილი და ასეთები არავის არსჭირდება მთლად მესი-რონალდუსავითაც რომ იყოს მაგრამ ტრავმების გამო სეზონში მხოლოდ 3-4 თამმაში ჩაატაროს
გია
რასაკვირველია ჩაკვე ჩვენო დროის ერთერთი უნიჭიერესი მოთამაშეა. ყველამ ვიცით რა რთული სათამაშოა ფეხბურთი. უნდა გაგიმართლოს, რომ სერიოზული ტრამვები არ შეგვხდეს. ამის წინაპირობების ჩემპიონატი, შენი ანატომიური აგებულება, ტექნიკურ მოთამაშეზე ნადირობა ბდა სხვა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩაკვე ამ უიღბლობიდან გაძლიერებული გამოვა და იმ დიდ ფეხბურთს იტამაშებს, რომელიც მაგ ნკიჭის ფეხბურთელს შეეფერება. იღბალი და წარმატებები და ჩვენი გულები გაეხარებინოს.
პენსიაზე ტიპი დაანებეთ თავი
ეგ უკვე ჩამოწერილია
tngh
"ჩაკვესთვის" ვალენსია ფრიად სასურველი ვარიანტი იქნება... ცუდია, თუ ეს ვარიანტი ჩაიშლება. ისე, "ვალენსიასთვისაც" არ იქნება "ჩაკვე" ცუდი ვარიანტი.
ღატაკი
მეტი სადღა უნდა გაიწიოს? კი ცხოვრობს ბიჭი არხეინად ინგლისში და კუდიც ყავარზე აქვს გადებული.)))
С
ევროპის ჩემპიონატზე უკვე გაიცნეს და კიდევ უფრო წინ წაიწევს მალე ასე თუ გააგრძელა. უნიჭიერესია გიორგი
მითხარ სად, სად, სად გეძებოოო?......
ბიჯო, რა გახდა მაგ ბიჭის მოძებნა და სიმართლის გარკვევა. პუტინს დაუკავშირდებოდა აქამდე კაცი, ეგ რა აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა. ალბათ მესი და რონალდო არ იმალებიან ეგრე. ან ეგ სანიოლა რაში იღებს ხელფასს, ან კიდევ ფედერაცია. ითამაშებს, არ ითამაშებს, ტრავმა აქვს თუ უგონებენ, გადადის თუ რჩება, ხაჭაპური უფრო უყვარს, თუ ხინკალი ურჩევნია. დააწყდა ხალხს ნერვები! ვაააჰ!
გიორგი
ჩაკვე ერთერთი დიდი ტალანტი და დიდი საფეხბურთო ნიჭის მქონე ფეხბურთელია და უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. სამწუხაროდ მას გარკვეულმა არამასზე დამოკიდებულმა გარემოებებმა შეუშალეს ხელი ამაში, თუმცა მჯერა რომ ჯერ დაკარგული არაფერია და თავის მონდომებით და გულშემატკივრის მხარდაჭერით კიდევ ბევრ ლამაზ საფეხბურთო ზეიმს შემოგვთავაზებს. წარმატებები გიორგის.
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა