ქალებს შორის არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის ფინალში ამერიკის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

ქალებს შორის არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის ფინალში ამერიკის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. გადამწყვეტი მატჩი ნოემბერში სან დიეგოში გაიმართება - აშშ მოქმედ ჩემპიონ იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს.

ამერიკელთა შემადგენლობაში თამაშის სურვილი გამოთქვეს დებმა - ვენუს და სერენა უილიამსმებმა. მათ გარდა გუნდში იქნებიან - მელანი ოუდინი, ბეტანი მატეკი და ლიზელ ჰუბერი. სწორედ ამ სამი ჩოგბურთელის კისერზე გადაიარა ფედერაციის თასის წინა ეტაპებმა. ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერი-ჯო ფერნანდესმა ამ შემადგენლობას ბოლო წლებში საუკეთესო უწოდა.

სერენასა და ვენუსს ფედერაციის თასზე 2007 წლის შემდეგ არ უთამაშიათ, ამერიკას კი ამ ტურნირზე 2000 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია. სხვათა შორის, შარშანაც ფინალში აშშ და იტალია შეხვდნენ ერთმანეთს და უილიამსების გარეშე ამერიკელებმა ვერაფერი გააწყვეს ფრანჩესკა სკიავონესა და ფლავია პენეტას წინააღმდეგ. 2009 წლის ფინალში სერენა უილიამსი აპირებდა თამაშს, მაგრამ ბოლო მომენტში დაღლილობა მოიმიზეზა და იტალიაში არ გაემგზავრა.

სერენა WTA-ის რეიტინგის ლიდერია, ვენუსი მეოთხე ადგილს იკავებს კლასიფიკაციაში, ოუდინი 42-ე ნომერია, მატეკი - 97-ე. რაც შეეხება ჰუბერს, ის წყვილთა რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა