ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი „კაირატსა“ და „სელტიკს“ შორის, ისევე როგორც პირველი შეხვედრა გლაზგოში 0:0 დასრულდა, მეტოქეებმა გოლი დამატებით დროშიც ვერ გაიტანეს, პენალტების სერიაში კი ყაზახურმა გუნდმა გაიმარჯვა.

"კაირატის" 21 წლის მეკარემ ტემირლან ანარბეკოვმა თამაშისას რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და სამი თერთმეტმეტრიანიც მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ის სათადარიგო გოლკიპერია და პირველი დაპირისპირების 75-ე წუთზე ტრავმირებული ალექსანდრ ზარუცკი შეცვალა.

"კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. 2015/16-ის სეზონში ტურნირზე მონაწილეობა მეორე ყაზახურმა კლუბმა, "ასტანამ" მიიღო.

მასპინძელთა რიგებში ლუკა გადრანი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა, ხოლო გიორგი ზარია ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.

ალმათი. „ცენტრალი“

კაირატი - სელტიკი  0:0 (პენ 3:2)

• ufrosi

https://www.youtube.com/watch?v=ycE0ya-rM2w

• ვოვა ქოჩლაძე

ერთი მოკრძალებული კაზახური გუნდის ჩ??ლიგის ჯგუფში გასვლა კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად გადამწყვეტია საქმისადმი პროფესიულად მიდგომა, სწორი მენეჯმენტი,სწორი სახემწიფო პოლიტიკა, ჩინოვნიკების კეთილსინდისიერება, კორუფციის,ნეპოტიზმისა და აგრეთვე ჩაწყოდილი თამაშების სრულად აღმოფქრვა,,ფინანსები მხოლოდ ამის შემდეგ მოდის, თუ არა და როგორ მოახერხა 11 მლ-ნი ევროს ღირებულების ფეხბურთელებით დაკომპლექტებურმა გუნდმა ჩ/ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრა, რომელსაც ყველასათვის უცნობი მწრთნელი ჰყავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფეხსაცმელების რეალიზაციით იყო დაკავებული. დარწმუნებული ვარ ჩვენს ტორპედო ქაღალდზე გაცილებით ძვირია და მწრთნელიც გაცილებით ცნობადი და ძვირადღირებულია. პრინციპში მეტს არც უნდა ველოდოთ, ამას წინად ფედერაციის პრეზიდენტი ტელევიზიით ფეხი-ზეხზე შემოდგმული სერიოზული სახით, გაკვირვებული პასუხობდა-ჩვენ,ფედერაცია რა შუაში ვართო, როდესაც ქართული კლუბების ფიასკოზე დაუსვეს მოკრძალებული კითხვა. არა და ყოველწლიურად მილიონობით ხალხის ფულს ასხავენ ვითომდა ფეხბურთის განვითარების ფონდში-შედეგი ნული...კაცმა რომ თქვას არც აინტერესებთ, ვინნ მოკითხავთ როო!! ხალხის წინაში მათ ვალდებულება არ აქვთ და ვინც შეიძლება მოკოთხოს მასთან დალაგებული აქვთ. ერთადერთი რეფორმა რაც ჩაატარეს, გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდნენ, სულ ეს იყო.....ჰჰჰოოო კიდევ!! ევროტურნირებზე მონაწილეობისაა ქართველ ფეხბურთელებს მაისურებძე გვარები ქართულად დააწერეს, ვითომ დიდი პატრიოტები და ქართული ტრდიციების მიმდევრები არიან, აგერ კაზახები,სომხები,აზერები,ებრაელები თუ გერმანელები ლათინურად აწერენ მაისურებზე ფეხბურთელების გვარებს - საწყლები ძირითად ბადეში ვერ შედიან ააიი!! ეს ისე, ამით არც არაფერი შავდება, მაგრამ მაინც სიროობა და პროვინციალიზმი მგონია...

• პრო*დასავლელი

და ამ დროს კალაძე თბილისს წველის იმის მაგივრად ფეხბურთი სთვის მიეხედათ ....მაგრამ იცით რაა?? დიდ ნაწილს ვეტერან ფეხბურთელების აქვთ შური და ეგო რომ თავისზე მეტი არავინ მიაღწიოს ერთეულები ზრდიან ახალ თაობას სულაქველიძესავით

• რაბუ

გასული არაა ? რა შეუშლის ხელს )) ღმერთმა გაუმარჯოს მაგარი გუნდია ძალიან

• გოჩა

წესით და კანონით სრულიად დამწვარი უნდა ვიყო სირცხვილისგან,მაგრამ ვენაცვალე ჩვენს კლუბებს გადამარჩინეს.დიდი ხნის წინ გამიწყვიტეს შუბლის ძარღვი.

• კოტე

ყაზახებს ვულოცავ. იქ ბიზნესმენები სპორტით ბევრად დაინტერესებულები არიან, ვიდრე საქართველოში და გუნდებს აფინანსებენ. ჩვენთან კერძო კლუბების მეპატრონეები ფულს ზოგავენ და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას იღებენ, კიდევ მეტ დაფინანსებას ითხოვენ. გამოდის, საქართველოში კერძო კლუბები სახელმწიფოს ხარჯზე არიან.

• გირჩის თანაშემწე -ს

აი ამ ჩემს თუარგჯერა მე რადავამთავრე :) ბოტი რომიქნები "კაცი" და შემოგაგდებენ საიტზე მაგარი განათელბა და სულიერი აღზრდა გექნებათ მიღებული ))))

• ქუთაისის ს

ბატონო ქუთაისის გთხოვთ მიპასუხოთ ვინ ჩამოიყვანა ბატონი პერსონალური პენსიონერი ,მამადუ სახო,ის კაცი პენსიაზეა გასული დიდი ხანია,არ შეიძლებოდა საქართველოში ახალგაზრდა ტალანტი მაგ ადგილზე, თუ ფულის მოტეხვის,ანუ ატკატის ამბავი,აი ეს უნდა გააკონტროლოს სფფ მ,

• ს

ჩვენები სპეციალურად არ გადიან ევრო ტურნირებზე მაგათმა იციან რო იქ გაათხოვებენ.

• მერაბი ჩხოროწყუ გარახა

ყაზახეთს ვულოცავ, მაგრამ მაგათ გაუმართლა ჟრებიმ ,ვიღაც სელტიკი შეხვდათ,აი ევროპის გრანდები რომ შეხვედროდათ , მაგალითად ლევადია,ან რიგა,ან რედ იმპსი გიბლარტარის გრანდი, კლაკსვიკზე და ლუქსემბურგის დიუფერანჟზე არაფერს არ ვამბობ, იმედი მაქვს ფედერაციაში მიიღებენ ზომებს, საქართველოში ბევრი ტალანტი ფეხბურთელია, ტალანტების ქვეყანა ვართ,სწორად უნდა გამოვიყენოთ ტალანტები,

• ფარერა

აი დღეს თუ ყარაბახიც გავიდა, მართლა გავგიჟდები.

• გეგის

ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ

• დემე

კობიაშვილი სთვის მიგველოცოს უეფას პრეზიდენტობა.. ქართული ფეხბურთი ბოსტანში დონეზე რომაა და ფული რეებში იხარჯება

• მალხაზ ჯობავა

ვულოცავ კაირატს. დავანებოთ თავი ახლა ამ კაირატს და ვთქვათ რომ, ასი წლის წინ 1925 წელას შეიქმნა თბილისის დინამო, სხვები შემდეგ და შემდეგ და რა შედეგებს დებენ ჩვენი გუნდები ბოლო ათი წელია კი ვხედავთ დ თახმდებით იმაში რომ მკვდარია კიარა კვტარია ჩვენი საკლუბო ფეხბურთი. ჰოდა იმის თქმა მინდა რომ, ბუდოგლიმტი შეიქმნა ათი წლის წინ და მეთერთმეტე წელს გადის ჩ.ლ. ჯგუფურ ტურნირზე, თან მხოლო ორადორი ლეგიონერით, ერთი რუსი მეკარე და მეორე ისიც სკანდინავიელი შვედი. ახლა ვინმემ გააგებინეთ მაგ ჩიტ / ჩიტი რას ნიშნავს ქოცების ენაზე ყველამ იცის / კობიაშვილს, ტყუილად რომ ლანძღავს ჭიაბერაშვილს, ჩავიდეს და კითხოს იმ ბუდოგლიმტის, მესვეურებს როგორ მიაღწიეს 10 წელიწადში ამას და თვითონ 2012 დან რო ვერ აკეთებს ვერაფერს გარდა სამ ადგილზე ჯდომისა, ხოდა სანამ სამიდან ერთზე არ დაჯდება, დაჯდეს ფეხბურთის მესვეურებთან, ჟურნალისტებთან, გულშემატკივრებთან ერთად, /ოღონდ მოსყიდულებთან არა/ და ერთად მოიფიქრონ ქართული ფეხბურთის გადარჩენის გზები.

• ქუთაისი

როგორც ყოველთვის,ემოციური კომენტარები,დაფიქრების გარეშე...კაირატის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს მხოლოდ სამი ყაზახი ფეხბურთელი...ერთი მეკარე,ერთი მცველი და ერთიც ნახევარმცველი...კაირატი ეგრევე უცხოელ ფეხბურთელს ყიდულობს ძირითადი შემადგენლობისთვის,რითაც ადგილობრივ ფეხბურთელებს არ ეძლევათ განვითარების საშუალება...შესაბამისად მათი ეროვნული ნაკრები სუსტია...დღეს კაირატი გაცილებით ძლიერია,ვიდრე ყაზახეთის ნაკრები...ასეთივე სიტუაციაა სომხეთსა და აზერბაიჯანში...სომხებს ჰყავთ ნოა,აზერებს გაბალა,ორივე ლეგიონერებით გადატენილი...და უსუსტესი ნაკრებები...გინდათ ასეთი სიტუაცია?...მაშინ დავაკომპლექტოთ ჩვენი წამყვანი კლუბები მთლიანად ლეგიონერებით...მოვხვდებით ლიგაზე ჯგუფში,სადაც წავაგებთ ყველა თამაშს,გავალთ ბოლო ადგილზე...და ამის პარალელურად გვეყოლება უსუსტესი ნაკრები...აი ისეთი,ცოტა ხნის უკან სომხეთი რომ გვესტუმრა...ქართულ ფეხბურთში ბევრი რამაა შესაცვლელი,მაგრამ არა მთლიანად ლეგიონერებით დაკომპლექტებული კლუბების მიმართულებით.

• გეგი

ვულოცავ ყაზახებს ყოჩაღ! აი ჩვენ კი.... ჩვენ.... ეჰჰ... :(((

• რეალისტი

კაირატს დინამო გასეირნებით უგებდა ყოველთვის, ახლა კი ჩვენი გუნდებთან შედარებით ისეთივე გრანდი გახდა, როგორც რეალი, ბაიერნი ან ლივერპული. საინტერესოა ამ კლუბის ბიუჯეტი რამდენიჯერ აღემატება ჩვენი კლუბების ბიუჯეტს, თუ მხოლოდ ამაშია საქმე. ფეხბურთის ნიჭი ჩვენ გენეტიკაში გვაქვს. ყაზახეთისთვის კი ეს მხოლოდ სპორტის სახეობაა. ფსკერი გავხვრიტეთ უკვე. რადიკალური ზომებია მისაღები...

• დავითი

ხომ გამოჩნდა რომ სულაც არაა აუცილებელი ძვირად ღირებული ლეგიონერები იყოს გუნდში შედეგის მისაღწევად? ადგილობრივმა 21 წლის ბიჭმა (ისიც მეორე მეკარე) თავის გმირობით და ასევე გუნდის ყველა მოთამაშის თავდადებამ დაამარცხვა ევროპის ისეთი დიდი გუნდი როგორიც სელტიკია და გავიდა ფინალურ ეტაოპზე. ხომ შეიძლება ჩვენთანაც მიეცეს შანსი ქართველ ახალგაზრდა ბიჭებს და შევეშვათ ამ მობერებულ ლეგიონერებს? შედეგი აქამდე მაინც არ არის და სამომავლო საქმე მაინც გაკეთდება. ასევე არ უნდა გაიყიდოს ყველა ნიჭიერი ბავშვი ეგრევე ევროპულ გუნდში, სადაც პრაქტიკა არ ექნება და იკარგება ასეთი ტალანტები...

• APT 16

ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ის არის, გადრანი რომელიც გუნდის დაცვის ლიდერი იყოო, რატომ გაიქცა ფლეი-ოფამდე გუნდიდან , თანაც საად? ისრაელშიი? ლიგაზე თამაშს ფული ამჯობინაა? აგენტიც ძალიან მაგარი ჰყოლია, შეეძლო ისტორიის ნაწილი ყოფილიყო და ყოველთვის გაიხსენებენ რომ ლიგაზე თამაშის ნაცვლად, ამდენი წლის მერე გუნდიდან იმ დროს წავიდა როცა არ უნდა წასულიყოო! ლოგიკაში არ ჯდება, თუმცა წარმატებები, ყველამ თავის საქმე უკეთ იცის!

• თავადი

ხარობს და ასე გახარებული ამყოფოს ღმერთმა,დაიმსახურეს და რატომაც არა? ჩვენ დავდგეთ, ერთმანეთს ვუყუროთ,არაფრის მომცემი სიტყვებით თავბრუ ვახვიოთ ერთმანეთს. ვაი ჩვენს პატრონს,ვაი მართლა ჩვენს პატრონს.

• გირჩის თანაშემწე

არმჯერა შენ დაამთავრე სკოლა? - არ მჯერა!

• კონტრე

იმასაც ვერ იტყვი რომ გაუმართლად ან დაცვაში იყვნენ მიჯაჭვულები არა სრულიად დამსახურებულად გავიდნენ ჯგუფურ ეტაპზე

• Დინამოელი

Ამხანაგი ლევან, ფედერაციის სახელით მილოცვის წერილი მაინც გაუგზავნეს მოძმე ყაზახ ხალხს. Სხვა რა საქმე გაქვს?

• დავით 67

ვულოცავ ყაზახებს ამ დიდ მიღწევას. ნამდვილად დაიმსახურეს. ჩვენს გუნდებს საერთოდ რატომ ადრით. სად კაირატი და სად ყველა ერთად აღებული კრისტალბეთ ლიგა. ეგ ისეთივე შედარებაა ბარსელონა რომ შეადარო ნიჟნი ტაგილის კამაზს! გინდა ფინანსურად და გინდა ფეხბურთის დონით. დღეს მოედნის ყველა მონაკვეთზე იბრძოდნენ. ერთი შეცდომა არ დაუშვიათ დაცვაში.

• იბერიელი

ვულოცავ ჩვენს კაზახ მეგობრებს, ვუსურვებ წარმატებებს,ვისი ბრალია რომ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ასეთ მდგომარეობაშია მივიღე კრიტიკა, ფედერაცია რა შუაშია თურმე, მეგობრებო ვაყენებ წინადადებას ფეხბურთის რეფორმების გატარება ვთხოვოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს,ან კომუნალური განყოფილების კომიტეტს, ბოდიში თუ ვინმე ვაწყენინე მაგრამ სასწრაფოდ მისაღებია ზომები, ვკითხოთ პროფესიონალებს , ვეტერანებს,სპეციალისტებს, გამოვცვალოთ ფორმატი, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, ლიმიტი მეხუთე ხარისხის ლეგიონერებზე, მადლობა,

• ალექს

არადა სატრანსფერო ღირებულებით დიდად არ აღემატება ჩვენს წყალწაღებულ გუნდებს. ესეიგი ფურცელზე რა წერია არ აქვს ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ კი პირველი ეტაპების გადალახვას ათასში ერთხელ ვახერხებთ. ცხადია რომ ის ე.წ. დაბალი დონე სხვა მიზეზებითაა განპირობებული. არავითარი მილიონიანი ლეგიონერები და ტრანსფერები არ გვჭირდება რომ წარმატებას მივაღწიოთ. გამოიფხიკეთ ყურები და თვალები ფედერაცია,კლუბების თავკაცობავ და ფეხბურთელებო- აგერ ბრწყინვალე მაგალითი!

• საჩინო

ამის სემდეგ გამართლება აქვს ჩვენი გუნდების უილაჯო და უსუსურ გამოსვლებს,ზოგიერთები ათას მიზეზს,რომ ასახელებენ გასამართლებლად? თურმე ფედერაცია არაფერ შუაშია(თუ ხელმძღვანელი ორგანო არაფერ შუაშია,მაშ ვინ არის დამნაშავე?),დაფინანსება არ ყოფილა საკმარისი(ლეგიონერებს როგორ ყიდულობენ?),და ა.შ ჭაობშია ქვეყანა და ჭაობშია ყველა დარგი ,ყველა მიმართულება და ფეხბურთი გამონაკლისი ხომ არ იქნება? არჩევნები ახლოვდება და არცერთი მონაწილე პროგრამას არ გვაცნობს ,როგორ აპირებენ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.ნაწყვეტ-ნაწყვეტად,იწილო-ბიწილოთი გვიმღვრევენ ტვინებს(ფაქტიურად არაფრის ძირეულად შეცვლას არ აპირებენ და ხელისუფლებაში მოსვლა და სკამებზე მოჯდომა კი ,იცოცხლეთო სწადიათ).მარტო სპორტის მიმართულებით (განსაკუთრებით ფეხბურთის) რამხელა რეზერვი და პოტენციალია(თითქმის ყოველი ზრდასრული მამაკაცი,ყოველი მეოთხე ,ხომ მიმდევარია).გვითხარი ,დადე რეალური გეგმა,სპორტის ჩიხიდან გამოყვანისა და გამარჯვება ხომ თითქმის გარანტირებული გექნება,მაგრამ ამის აზრი ვინ მისცათ,დაბანგულიბი არიან დასავლური ნარატივებით და რქებით უნდათ მიაღწიონ საწადელს.ეეჰ!

• იხვი

სანამ სახელმწიფო მოხოდავდა ქართულ საკლუბო ფეხბურთს, სიტუაცია უკეთესი იყო. მახსოვს ზესტაფონს როგორ საშინლად არ გაუმართლა ავსტრიის ჩემპიონ შტურმთან, მერე ბრიუგესთან მსაჯებმა მოკლეს მაგრამ მაინც იბრძოლა. დინამო, დილა იყვნენ ევროპის ლიგასთან ერთ ნაბიჯზე. იმ წლებში გასვლა უფრო ძნელი იყო, მაგრამ მაშინ მინიმუმ ერთი გუნდი ევროპის ლიგის მეოთხე ეტაპზე იყო ჩვენთვის ნორმა. ახლა პირველ ეტაპს კონფერენც ლიგაზე ვერ ცდებიან ჩვენი გუნდები. 2010იანების პირველ ნახევარში რომ გვქონდა, იმ დონეზე რომ იყოს ქართული კლუბები, ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც შეიძლებოდა გასვლა. მაგრამ მოვიდა სახელმწიფო ფეხბურთში, მოიყვანა ძღვენიჭამიები და გააქცია ინვესტორები. თუ ვინმეს გგონიათ ეს არ დაეტყობა ნაკრებს, ცდებით. წავა ეს თაობა, გაიზრდებიან ახლები ამ ჭაობში და სანაკრებო ფეხბურთშიც იმ დონეზე ავღმოჩნდებით, რომელშიც საკლუბოზე ვართ.

• nika

ევროპულ ტურნირზე შუა აზიის გუნდიც კი ახერხებს გასვლას. გააუქმეთ ეს ჩემპიონატი და დატოვეთ მარტო აკადემიები. ნიჭიერი ფეხბურთელები გყავდეს და გუნებს თავს ვერ აბამდე, უსაქმურობისა და კორუფციის უმაღლესი დონეა ალბათ.

• ჯელა

ვისი ბრალია?)))

• ტორო

ვაფასებ ჩადებულ შრომას, ძალიან კარგი. ქაირთსაც გაუმარჯოს, პაფოსსაც და ყარაბაღსაც. სადაც ფეხბურთი უყვართ და აფასებენ ყველგან ასეთ შედეგს დებენ. ჩვენ ვიძახოთ იქნებ ის შეგხვდეს უფრო სუსტია და მეორე აგვცდეს. მაგრამ რათ გინდა სუსტიც სახეს გვაძრობს. იბერიას კონფერენსის ბადეში ჰყავდა ლევადია, დიფერენჟი და ბოლოს დრიტა. მეტი გამართლება რა გინდა. მე მაინც ვფიქრობ სანამ დინამო თბილისს არ ეშველება საკლუბო ფეხბურთი სულ ასე ჭაობში იქნება

• დავითი

ეს კობიაშვილს ანახეთ,იქნებ შერცხვეს მაინც.ვაი ჩვენს პატროონს

• SOS

კობიაშვილს არ გააგებინოთ ძაან ინერვიულებს😂🤦

• ზურიკო

ვისი ბრალია? )))

• ks

ასეთი გუნდი როარგეყოლება სირცხვილია! მარა აქ ბავშვებს ჯერ ფულებს ატყავებენ აიმედბენ ზოგმა სკოლაც ვერდაამთავრა და მერე ჰაიდა ქუჩაში! მოიყვანებენ მერე სადღაც ჯუნგლებსი მორბენალ უვიცებს ....ტრანსფერმარკეტზე რომ ფასი არაქვთ დააბოლებენ ხალხს და აივსება იმედებით ყველა მარა კარგახანია არმჯერა.... არმჯერა ამათი ზღაპრები.... დაიწყებენ ახლა ფულს ხარჯავს კაციო !!! არაკადროთ რამეო და გყავდეთ!! გიყვარდეთ!!!

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია

ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა

ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ მარკეტინგული ხრიკი?

"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა

კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ

ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო

ქოჩორაშვილი შეცვლაზე და "სპორტინგის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება

პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება

"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა

სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება

"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია

[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - კიტეიშვილმა ისევ გაიტანა, "შტურმმა" ისევ გაიმარჯვა

გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა

"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა

"პატარა ეშმაკივითაა" - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

"ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ფანები ქართველი მეკარის თამაშს?

[VIDEO] "თუ "კაირატი" "რეალს" დაამარცხებს, ყველა ფეხბურთელს მანქანას გადავცემ" - ყაზახი ბიზნესმენი

სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "სპორტინგმა" "კაირატს" სძლია

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "ბაიერნმა", "ბრიუგემ", "ბენფიკამ" და "ფეიენოორდმა" გაიმარჯვეს [VIDEO]

[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე

ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს

ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: 1/8-ფინალში "ბაიერნი", "ბენფიკა" და "ბრიუგე" გავიდნენ [VIDEO]

"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს