ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ - საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse

ყველაფერი, რაც ევრობასკეტზე უნდა იცოდეთ - საქართველოს ნაკრების უპირატესობა, 3 ფავორიტი და ე.წ. Dark Horse

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, უფრო მეტად ცნობილი როგორც "ევრობასკეტი", 2025 წელს უკვე 42-ედ გაიმართება. ტურნირი, რომელსაც ევროპის კალათბურთის მთავარ ტიტულადაა წოდებული, 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასპინძლობას ოთხი ქვეყანა გაუწევს – კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), პოლონეთი (კატოვიცე) და ლატვია (რიგა). სწორედ რიგა იქნება ის ქალაქი, სადაც გაიმართება ფინალური ეტაპი და ჩემპიონი გამოვლინდება.

ორი სიტყვით შევეხოთ წარსულს... ევრობასკეტის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის – პირველი ტურნირი 1935 წელს, ჟენევაში ჩატარდა და მასში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა. ლატვიამ გამარჯვება არავის დაუთმო, მეორე ადგილზე ესპანეთი გავიდა. მას შემდეგ ჩემპიონატი უზარმაზარ სპორტულ მოვლენად გადაიქცა, რომელმაც ევროპის კალათბურთის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 24 ეროვნული ნაკრები იღებს მონაწილეობას.

ფორმატი ასეთია: მონაწილეები გაიყოფიან ოთხ ჯგუფად, ჯგუფური ეტაპის შემდეგ კი საუკეთესო 4 გუნდი (6-დან) გადაინაცვლებს პლეი-ოფში, კერძოდ მერვედფინალიდან ფინალამდე. ევრობასკეტი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს არა მხოლოდ კონტინენტური ტიტულის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ის გავლენას ახდენს მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

წლების განმავლობაში ჩემპიონატის ტრიუმფატორები ხშირად განსაზღვრავდნენ მთლიანად ევროპის კალათბურთის განვითარებას. საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ნაკრებები იყვნენ, ბოლო ათწლეულებში კი წამყვან ადგილს ესპანეთი (3), სლოვენია (1) და საფრანგეთი (1) იკავებენ.

წლევანდელი ევროპირველობა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან მასპინძლობს ოთხი განსხვავებული ქვეყანა, რაც ტურნირს მეტ მასშტაბსა და მრავალფეროვნებას სძენს. ოთხივე ქვეყანაში მზადება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა, რადგან ევროპული კალათბურთის მთავარი სცენის მიღება არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის მოვლენაა.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეჯგუფში ჩვენს ნაკრებს არ გაუმართლად - ბოსნია ჰერცოგოვინა, კვიპროსი, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი. ეს 2 უკანასკნელი გერმანია, სლოვენიასა და სერბეთთან ერთად მთლიანად ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტებად არიან შერაცხულნი.

განრიგი

28 აგვისტო – vs ესპანეთი

30 აგვისტო – vs იტალია

31 აგვისტო – vs საბერძნეთი

2 სექტემბერი – vs კვიპროსი

4 სექტემბერი – vs ბოსნია და ჰერცეგოვინა

შემადგენლობა: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.

ერთის მხრივ, შემადგენლობა დაბალანსებულია, გვყავს გამოკვეთილი ლიდერი - შენგელია, მამუკელაშვილი, ბითაძე, უბერებელი შერმადინი და ლეგიონერი, რომელიც კაპიტანთან ერთად ყოველთვის კარგად თამაშობს, თუმცა ძიძიჩის შეგირდებმა ბოლო 6 დაპირისპირებიდან 6-ივე წააგეს. უარყოფითი ფონით ევროპირველობაზე გასვლა კი დასანანია, თუმცა მთელ საქართველოს სჯერა, რომ ბიჭები სხვა მოტივაციით გავლენ და მაქსიმალურად შორ მიზანს დაისახავენ და მიაღწევენ იმ მწვერვალამდე, სადაც არასდროს ვყოფილვართ. ტესტ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ შენგელიას გარეშე გუნდი რადიკალურად განსხვავებულ და სუსტ კალათბურთს აჩვენებს, თითქოს და უჭირთ მთავარი მწვრთნელის დახაზული ტაქტიკის მოედანზე გადატანა. ბოლდუინმაც სუსტი მატჩები ჩაატარა, ლეგიონერი თავის თავს არ ჰგავდა. ტრადიციულად პერიმეტრის დაცვა და შეტევა გვიჭირს, თუმცა ჩვენც გვაქვს უპირატესობები, როგორიცაა მამუკელაშვილის ინდივიდუალიზმი, ბითაძის დიდოსტატური ორმხრივი თამაში და შერმადინის გამოცდილება. გეგმა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის 4 საუკეთესოში უნდა მოვხვდეთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ბოლო 2 მატჩის მოგებით მომდევნო ეტაპზე გავალთ...

3 ფავორიტი

ჩატარდა გამოკითხვა და უდიდესი უპირატესობით, 73.1%-ით გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ პირველობას სერბეთი არავის დაუთმობს. შემადგელობას რომ გადავხედავთ მსგავსად დაბალანსებული გუნდის მოძიება იშვიათია, ჰყავთ სუპერვარსკვლავი და მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი, ნიკოლა იოკიჩი, NBA-ის არაერთგზის საუკეთესო მოთამაშეს მხარს ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოვიჩი, მარკო გუდურიჩი, ვასილი მიჩიჩი, ნიკოლა მილუტინოვი და სხვა სპორტსმენები აუბამენ. სერბეთის ნაკრები ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის კომბინირებული თამაშით, დისციპლინა და მწვრთნელის თითოეული დავალების მოედანზე სწორად გადატანა კი ფავორიტობას ამტკიცებს, არ უნდა დაგვავიწყდეს პერიმეტრიდან შეტევაც. რაც შეეხება სუსტ წერტილს, რთულად სათქმელია, თუმცა რეალობა ასეთია, შეზღუდე ნიკოლა იოკიჩი და შენ გაიმარჯვებ, თუმცა იოკიჩის შეზღუდვა რამდენად შესაძლებელია თქვენთვითონ განსაჯეთ.

სერბეთის განრიგი:

ესტონეთი (27 აგვისტო), პორტუგალია (29 აგვისტო), ლატვია (30 აგვისტო), ჩეხეთი (1-ლი სექტემბერი) და თურქეთი (3 სექტემბერი).

ფავორიტთა სიაში მეორე ადგილზე გერმანია გავიდა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რიგებში საუკეთესო კალათბურთელი დენის შროდერი გახლავთ, მხარს ძმები ვაგნერები, ობსტი, დანიელ ტაისი, ბონგა და სხვა ევროპული თუ ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავები უბამენ. უპირატესობას დაბალანსებული შეტევა და დაცვა ქმნის, წარმატების ფორმულა კი სისწრაფესა და პერიმეტრზეა დამოკიდებული.

გერმანიის განრიგი:

მონტენეგრო (27 აგვისტო), შვედეთი (29 აგვისტო), ლიეტუვა (30 აგვისტო), დიდი ბრიტანეთი (1-ლი სექტემბერი) და ფინეთი (3 სექტემბერი).

მესამე ფავორიტად კი ესპანეთი სახელდება, თითქოს და შემადგენლობით არც თუ ისე გამორჩეული ვარსკვლავებით ან თუნდაც სახელებით, თუმცა ევროპირველობის მოქმედი გამარჯვებულების ზოგადად სპორტული სტილი აქცევთ მათ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. მთავარი ვარსკვლავი? ძმები ჰერნანგომესები, რომელთა აფეთქებამაც გასულ ათწლეულში მესამე ტიტული მოუტანა "ლა როხას". რა არის ესპანური კალათბურთის უპირატესობა? პასუხი ერთია, ფსიქოლოგია ან გამარჯვებულის მენტალიტეტი, თქვენ რომელიც მოგეწონებათ ის აირჩიეთ. დალაგებული, კარგად განსწავლული ტაქტიკური ერთიანობა, სისწრაფე, კარგი პერიმეტრი, დაუოკებელი სურვილი გამარჯვებისა და რაც მთავარია სერხიო სკარიოლოს ამ სპორტისადმი განსწავლულობა და თამაშის კითხვა აქცევს "ლა როხას" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად.

ესპანეთის განრიგი:

საქართველო (28 აგვისტო), ბოსნია ჰერცოგოვინა (30 აგვისტო), კვიპროსი (31 აგვისტო), იტალია (2 სექტემბერი) და საბერძნეთი (4 სექტემბერი).

რაც შეეხება ფარულ ფავორიტს (Dark Horse):

ფარული ფავორიტის დასახელება ყოველთვის რთულია, იქნებ საბერძნეთი ან სლოვენია? ან იქნებ შესუსტებული, მაგრამ მაინც მაღალი კლასის საფრანგეთი? ვფიქრობ, ეს ნაკრებები ე.წ. Dark Horse-ად არ მოიაზრებიან და მათგან წარმატების მიღწევაც არავის გაუკვირდებათ. აი ჩუმი ფავორიტი კი ვფიქრობ, თურქეთის ნაკრებია. რა აქცევთ მათ საშიშ და არასასურველ მეტოქედ?

NBA-ის ვარსკვლავი ცენტრი, ალფერენ სენგუნის სათამაშო კლასი, მოედნის ხედვა და ინტელექტი თურქეთის ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, "ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელის მსგავსად, დიდი წარდგენა არც ჩედი ოსმანს სჭირდება, რომელსაც ზურგს NBA-ის გამოცდილება უმაგრებს და ამჟამად "პანათინაიკოსის" ერთ-ერთი ლიდერია. უკვე მრავალი წელია, რაც თურქეთის ნაკრებს ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი - შეინ ლარკინი ჰყავთ. ვფიქრობ, თურქების მთავარი პლუსი სამწამიანში დომინაციასთან და პერიმეტრის ძლიერ დაცვასთან ერთად, გუნდის შეთამაშებულობაა. უდავოა, რომ წლევანდელ ევრობასკეტზე თურქეთის ნაკრების მიზანი რაც შეიძლება შორს გასვლა იქნება.

წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

• status quo

კარგია გამარჯვება, გილოცავთ.მაგრამ მოჯაჰედების ნაკრებს უფრო ჰგავხართ ამ გაბურძგნულ წვერებში.

• გოგი

სატრაბახო არაფერი გვაქვს ჯერ, ნამეტანი ჰერი ჰერი ქარს უკუღმა წაიყვანსო, ფრუსტრაციამდე არაფერი გვიკლია, ვამხნევთ ჩვენს გუნდს და იტალიასთან ვერაფერი ღირებული ვერ გვაჩვენეს, მინც აკლიათ კლასი და არ გვყავს სერიოზული მოთამაშეები

საოცარი ფოტოა. მოვლილი აქვთ, მაგრამ თმას შეჭრა უნდა და წვერს გაპარსვა. ძალიან დამთრგუნველია შავი წვერი და გრძელი თმა. დაღლილი, უენერგიო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ მთავარია იღბლიანი თამაშები ვუსურვოთ.

• aburjga-ს

მარგარიტა სიმონიანს მიწერე, გამოგიგზავნის.

• aburjga

ტელევიზორი გამიფუჭდა! მოხელემ მითხრა 5 სექტემბრამდე ვერ გაგიკეთებო? რაც რაღა ვთქვა და ძალიან გამეხარდა!

ყველას მოვლილი აქვს წვერი,ქართველების გარდა,ქართველი სპორტსმენები ჩრდილო კავკასიელებს დაემსგავსნენ!!

• ნინი

ოხ რა ბიჭები ყავთ ესპანელებს🔥ტურნირის ყველაზე სიმპათიური ნაკრები,მოკლედ ყველაფერში ჩემპიონები არიან.💫"მარტივი თამაშია კალათბურთი.10 ადამიანი 45 წუთის განმავლობაში ბურთით დარბის და ბოლოს,ესპანეთი ყოველთვის იგებს!!

• ვახო

შეხედეთ სხვა კალათბურთელები როგორ ესთეთიურად გამოიყურებიან და მოვლილად,ჩვენები კი ძაან მოუვლელი,ბიჭებო წვერს რო ატარებთ მაგ წვერს მოვლა უნდა!!

• ლიზა

ჩემი ბოო კრუზი❤️

• ჟორა

თუ სწორად დაიგეგმება ვის თავი უნდა შევაკლათ და ვისთან ლაითად ვითამაშოთ, აუცილებლად გავალთ. კიდევ გაგახსენებთ წინა ჩემპიონატს სადაც ფავორიტ ლიტვას თავი შევაკალით და მოუგეთ, შემდეგ კი უშუალო მეტოქეებთან თამაშები დავთმეთ, პირიქი რომ მოვქცეულიყავით, გავიდოდით.

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია

"ყველაზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ

"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს

დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს

სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში

ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს

[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში

[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ

"დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს" - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე

"შტურმი" კიტეიშვილი გარეშე სახლში დამარცხდა

როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა და რა ხდება პსჟ-ს ლაზარეთში?

[VIDEO] დონარუმას ფანტასტიკური მოგერიებები და ჰოლანის დუბლი - "მანჩესტერული დერბი" "სიტის" გამარჯვებით დასრულდა

წიტაიშვილი აბუაშვილმა შეცვალა - "მეცმა" ფრედ ითამაშა

[VIDEO] ნადირობა ხვიჩაზე - პსჟ-ს კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა

[PHOTOS] ტრავმირებული კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალეს

გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" გაიმარჯვა

[VIDEO] ისევ მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" "ბარნლის" სალაჰის გატანილი პენალტით მოუგო

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?

"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა