Sport24.ua უკრაინელი სამხედროს "ტელეგრამზე" მოყოლილ ისტორიას ავრცელებს, რომელიც პსჟ-ის სტადიონზე ლიგა 1-ის მე-2 ტურის მატჩისისას მოხდა. მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამ ადამიანს სტადიდონის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დროშის ჩამოხსნა მოსთხოვეს.

"ჯარისკაცი ვარ და შვებულებაში გადავწყვიტე, საუკეთესო ევროპულ სტადიონებზე წავსულიყავი. პირველი მატჩისთვის პარიზში, "პარკ დე პრენსის" სტადიონს ვესტუმრე. სტადიონის წინ 25 ევროდ "პსჟ"-ის შარფი ვიყიდე.

ტრიბუნაზე შესვლისას ჩვენი ქვეყნის დროშა შემოვიხვიე. 5 წუთის შემდეგ, "სტიუარდები" მოვიდნენ და ტრიბუნებიდან გასვლა მთხოვეს. როდესაც გამოვედით, მკითხეს ვისი დროშა იყო, რაზეც ვუთხარი, რომ ეს უკრაინა და ილია ზაბარნი იყო და მითხრეს, რომ ტრიბუნაზე დაბრუნებაზე შემეძლო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

კიდევ ათი წუთის შემდეგ, "სტიუარდები" და რამდენიმე უფრო მაღალი რანგის ადამიანი მოვიდნენ. ისევ გარეთ გავედით, ვკითხე: "რა პრობლემაა?" - მათ მთხოვეს აეხსნათ, თუ რა სიმბოლიკა იყო დროშაზე. ჩვენი სამკაპი დროშაზე იყო გამოსახული! ფრანგულად კარგად არ ვლაპარაკობ, ამიტომ მათ ტელეფონის საშუალებით ავუხსენი რას ნიშნავს ჩვენი გერბი.

როდესაც დროშას ვაფრიალებდი, ტყვიაგაუმტარ ჟილეტში ჩაცმული დაცვის თანამშრომელი მომიახლოვდა. როგორც შემდეგ გავიგე, ის მატჩის უსაფრთხოების ერთ-ერთი მენეჯერი იყო.

ის ემოციურად უხსნიდა რაღაცას გარშემომყოფებს ფრანგულად. ვკითხე: "რა ხდება?" რაზეც მშვიდად მიპასუხა: "ძვირფასო, ერთი წუთით მაცადეთ". სწორედ იმ წამს განსაკუთრებული მადლიერება ვიგრძენი. მან, როგორც ჩანს, კამერებზე შენიშნა ეს სიტუაცია და გადაწყვიტა ჩარეულიყო.

აღმოჩნდა, რომ ის უკრაინელი იყო, თუმცა პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. ამით მივხვდი რომ ის დახმარებას ცდილობდა. ოფიციალურ პირებთან მისი გულმხურვალე საუბრის შემდეგ ფეხბურთის ყურება გავაგრძელე.

მისი ჩარევის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, თუმცა დაძაბულობა მალევე განახლდა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ კიდევ ერთი დაცვის თანამშრომელი მოვიდა და მთხოვა დროშის ჩამოხსნა. უარი ვუთხარი. მალევე ისევ ის უკრაინელი მოვიდა და სიტუაცია მოაგვარა.

შემდეგ უკვე მთელი დელეგაცია მოვიდა ტრიბუნაზე, ერთ-ერთი მათგანი კი "სმოკინგში" იყო. როდესაც ჩემი თანამემამულე ცდილობდა მათთვის დროშის მნიშვნელობის ახსნას, მათ შორის ერთმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.

უკრაინელი უსაფრთხოების ოფიცერი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ პსჟ-ის ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვდა დროშის ჩამოხსნას. მის თვალებში მათ მიმართ ზიზღი ნათლად ჩანდა, მაგრამ ის სამსახურში იყო და ყველაფერს ვიგებდი.

მე მას ვუთხარი, რომ სამხედრო ვარ და ვკითხე, ესმოდა თუ არა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. მან მიპასუხა: "დიახ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა". ავდექი და მოვიხსენი პსჟ-ის შარფი.

ერთ-ერთ მცველს აშკარად სურდა, რომ უკრაინის დროშაც ჩამომეხსნა. ტრიბუნიდან რომ გამოვდიოდი, პსჟ-ის შარფი მას გადავუგდე და ვუთხარი: "გაჩუქე" - მისი შეშინებული მზერა კი ყველაზე ძვირფასი იყო.

უკრაინელები არასოდეს ნებდებიან. სტადიონი შესვენებამდე დავტოვე. მტკივნეული იყო იმის შეგრძნება, რომ ილია ზაბარნი, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი, მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მაყურებლის ნაწილს თითქოს პირველად ესმოდა უკრაინის შესახებ. ომზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ", - ჰყვება სამხედრო.

ბონდო
ეს ტიპი მიხვდა, რომ უკრაინა ევროპაში ჰკიდიათ!
უვიცი
რა სისულელეა!!!
საქართველო
ანალოგიური ხდება გერმანიაში,ხალხი მხარს უჭერს უკვე რამდენი ხანია ომის შეჩერებას, ზელენსკის ხსენებაზე ისეთი აგრესია უჩნდებათ,რომ ვერ აგიღწერს,რადგან ესეთ მდგომარეობაში ჩააგდო უკრაინელი ხალხი,რათქმაუნდა არც პუტინი ეხატებათ გულზე,რამოდენიმე კვირის წინ ბერლინში ჩავიდა ზელენსკი და 90% გერმანელი ხალხის იმას წერდა,ისევ სამათხოვროდ ჩამოვიდაო, სამწუხაროდ საქართველოში ხალხმა არ იცი რეალური განწყობა ევროპელი ხალხის და ტვ იმედებით და ტვ პირველებით მიღებული პროპაგანდით მოძრაობენ. ევროპელ ხალხს სურს ომის სასერაფოდ გაჩერება პირველივე დღიდან,თუმცა ჩვენთან სჯერათ რომ ქალბატონი ურსულა დაეხმარება უკრაინას და რუსეთს დაამარცხებენ. რისი თავი აქვთ მართლა ამ კორუმპირებული ევროკავშირის პოლიტიკოსებს,ტრამპთან შეხვედრისას ტ...ში კუილს ვერ იკავებდნენ.ქართველს როგორ უნდა უყვარდეს რუსეთი,წარმოდგენელია,მაგრამ რეალობის შეგრძნება ხომ არ უნდა დავკარგოთ,დიდი იმპერიაა,სამწუხაროდ,აგერ 10 წელიწადზე მეტი გავიდა სანქციებში და უბედურებებშია,ხალხი და ქვეყანა მაინც ჩვეულებრივად ცხოვრობს არაფერი დაკლებიათ,პირიქით ევროპელი ხალხი ჩავარდა რთულ მდგომარეობაში,გაუძვირდათ ყველაფერი. მოკლედ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს,ღმერთმა დაიფაროს საქართველო და მსოფლიო,მარიამობას გილოცავთ
NN
ამ უკრაინელნელებს გონიათ მთელი მსოფლიო მათ გარშემო ბრუნავს
ჟორა
თუ ჯარისკაცი ხარ წადი იომე და ბლატაობა ს თავი დაანებე ამდენი ადამიანი უბედურება და ესენი ქულებს იწერენ „გმირობებში“
სისონია ჩარგაძე
აგონიაშია!

როტაცია რა არის შე გონებაშეზღუდულო იცი?
RR
მოვა დრო და ყველა მოღალატე მიიღებს საკადრის პასუხს.
zaza-ს
გეტყობა ჯართან ახლოსაც კი არ ჩაგივლია. ჯობდა არაფერი დაგეწერა.
დავით 67
შემოლაგდნენ! იცით ხომ ვის ვგულისხმობ. დროშა ქვეყნის სიმბოლოა, მითუმეტეს გმირი ხალხის ქვეყნის დროშას ბინძური ხელებით და ენით ნუ შეურაცხყოფთ!
aburjga-ს
ამას რატომ არ გვიყვები, რომ ქართველებმა თავიანთ დროშას ოთხი პატარა ჯვარი ამოვახიეთ და რაც დარჩა, ინგლისს ვაჩუქეთ?
გელა
იმ სულით და საქციელით მაიმუნი ვინისიუსის არ იყოს (კანის ფერს არ ვეხები.ყველა რასის ადამიანს პატივს ვცემ)რო წაიღო ტვინი და თვითონ რასისტი როა,ესე იქცევიან ეს უკრაინელებიც.კიბატონო საშინელებაა ომი და ვწუხვარ,მაგრამ ესეც არ შეიძლება.ყველაფერს სათავისოდ უყურებენ და იყენებენ.არც აქ გვაძლევენ დაცინვას და ქედმაღლობას.არაერთი ვიდეო დევს ამათი თავზე გადაჯმა(უკაცრვად)როა დაფიქსირებული
032
აბურგჯა ეგრე სად განგანათლეს ნიჟნი ტაგილში თუ ვერხნიში, ალბათ სერედინაში.
zaza
იცით რა მიკვირს? ტიპი იძახის სამხედრო ვარო.თუ სამხედრო ხარ და შენს ქვეყანაში საშინელი ომია შვებულებაში და სტადიონზე რა გინდა და რატომ არ ხარ იმ უკრაინელებთან ერთად სამშობლოს რომ იცავენ საკუთარი სიცოცხლის ფასად,მაგრამ ეგ ისეთივე მეომარია როგორებიც ოხრად არიან ბათუმის და კვარიათის პლიაჟებზე და რესტორნებში ანუ ჩვეულებრივი დეზერტირია რა.
aburjga-ს
იქნებ მშობელი დედა რუსეთის დროშისა და ჰიმნის ისტორიაც მოგვიყვე. საიუზის ჰიმნს რომ უკრავენ ყოველ დილით 5 საათზე, ხომ უსმენ სმირნაზე გაჭიმული? )))
ტიტე
ეს ჩვენ გვარწმუნებენ ვიღაც-ვიღაცეები რომ საქართველო ქართველებზე უფრო ფრანგებს, ინგლისელებს, გერმანელებს, ლიეტუველებს, ლატვიელებს, ესტონელებს და ა.შ უყვართ (უკრაინელებსაც ასე არწმუნებენ, თუმცა არც საღად მოაზროვნე ქართველს და არც უკრაინელს ეს არ სჯერა), ეს ხალხი გვარწმუნებდა რომ 30 წლის განმავლობაში მარცხნივ უნდა გვეთხარა გვირაბი ნატოსკენ (სიტყვა თხრა პრეზიდენტყოფილს უყვარს), რომელიც სინამდვილეში მარჯვნივ იყო და ზებუ შემოჰკრავდა ზარს (მეტი არ გვეტკინა არაფერი მანამდე ჩვენ და საქართველოს) გამარჯვებისას და ნატოს კარების გაღების ნიშნად. როგორ მიკვირს კიდევ რომ ვერ ხვდება ბევრი. ისე არ გამიკვირდება საფრანგეთში ამას სპეციალურად რომ აკეთებდნენ, რადგან ბატონ მაკრონს, რომელიც ვენებს იჭრის ლიბერალიზმის (სინამდვილეში ფსევდოლიბერალიზმის ანუ ლიბერალური ფაშიზმის) იდეის მსოფლიოში გასავრცელებლად ფრანგი მოსახლეობის 16%-იც არ უჭერს მხარს და სხვა ქვეყნებს „ნოტაციებს“ უკითხავს დემოკრატიის არსზე, სწორედ ეს გამწარებული „თეთრი“ ფრანგები არიან ალბათ პროტესტის გრძნობა რომ უჩნდებათ. განა უკრაინა ან მისი სიმბოლიკა რაიმე შუაშია ამ შემთხვევაში, უბრალოდ იმხელა ზიზღი აქვთ ფრანგული პოლიტიკის ხალხს, ცდილობენ ყველაფერს შეეწინააღმდეგონ რაც მათ მხარდაჭერასთან იგივდება.
უფროსი
სამწუხაროდ, უკრაინა ტელეგრამიზებულია. ყველა უკრაინელ პოლიტიკოსს, ჟურნალისტსა და სამხედრო ლიდერს აქვს Telegram-არხი. და თუ რომელიმე უკრაინული გამოცემა აქვეყნებს ყალბ მოთხრობას (FSB-ს პროვოკაციას) Telegram-ის რომელიმე არხიდან, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავიჯეროთ.
aburjga
შეხედეთ შვედეთის დროშას და უკრაინის დროშას! მსგავსებას დააკვირდით. ამ დროშას მაშინ დაედო სათავე, როცა მაზეპამ მის მფარველს და მეგობარს უღალატა და ომში მიემხრო შვედეთის მეფე კარლXII-ს. როცა მაზეპას ბრძოლის ველზე უნდა მიეყვანა შეპირებული მგონი 10 ათასი მეომარი და 500 კაცით მივიდა, კარლმა ჰკითხა თქვენი საბრძოლო ალამი-დროშა სადააო?! და რადგან სხვა არ იყო ჩამოუხია თავის დროშაზე პატარა ნაჭერი და გადასცა მომავალ უკრაინელებს!
ჯელა
მრავლისმეტყველი სტატიაა.შემდეგ ჯერზე ტურგენევის მუმუ ან ძმები გრიმების 12 ყვავი მოგვიყევით
შიო
"Telegram" ვისი არხია, რა შუაშია. ინფორმაცია უკრაინულ სპორტულ საიტ Sport24.ua-ზე გამოქვეყნდა. უკრაინის დროშა საფრანგეთში ბევრმა საერთოდ არ იცის. ან რატომ უნდა იცოდეს?
ლევანი
უკრაინის დროშა კი არა, უკრაინა სად არის მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის.
unagi
მერე ეგეთი ცვედანი ქვეყანა, პატარა ბავშვივით ჭკუას რომ გასწავლის და შენი ქვეყნის დაჩაგვრას ცდილობს არ გიტყდება? თუ დემოკრატია ყველაფერს აიტანს? ერთი თუ დაგაგდეს მუხლებზე მერე აღარც წამოგაყენებენ!!
ლექსო
უცნაური ის არის, ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, მათი პრობლემები ყველას უნდა აინტერესებდეს და გაიზიაროს. დასავლეთ ევროპასა და მთელ ამერიკის კონტინეტზე რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას ისე უყურებენ, როგორც ჩვენ ინდოეთ-პაკისტანისას და ასე ვთქვათ, აბსოლუტური უმრავლესობა მინიმალურ ინფორმაციასაც არ ფლობს.
უფროსი
ტელეგრამი არის რუსული რესურსი. მისი შემქმნელი, ამხანაგი დუროვი, არის ფსბ-ს პოლკოვნიკი. ამ პლატფორმაზე ძალიან ბევრი არხი ისეთ ცრუ ისტორიებს აქვეყნებს, რომელიც მოეწონება უკრაინელებსა და ქართველებს. ასე ცდილობენ ფსბ-ს პროვოკატორები თქვენს მოზიდვას Telegram-ში.
სტატუს ქუო
ევროპელები და განსაკუთრებით ფრანგები ცვედანები არიან.მათ უკვე დაუთმეს სამშობლო არაბებს და ზანგებს.ახია მათზე.
დიმიტრი
დაახლოებით 5-6 წლის წინ იგივე შემემთხვა იტალიაში, საქართველოს დროშა არ შემატანინეს, უფრო სწორად მომთხოვეს მისი ზურგჩანთაში შენახვა, ძალიან დავიძაბე, მაგრამ უსაფრთხოების მოთხოვნა სხვანაირად მუშაობს, ასობით სტიუარდი მუშაობს სტადიონზე და მათ გარკვეული დავალება აქვთ, სიმართლე გითხრათ რა კონკრეტულად მოთხოვნა აქვთ არ ვიცი, მაგრამ ხშირია შემთხვევა როდესაც ან არ-აღიარებული "სახელმწიფოების" დროშებს აფრიალებენ, ან სეპარატისტული სახელმწიფოს დროშებს აფრიალებენ, ხან კიდევ რაღაც მსგავსით უნდათ ყურადღების მიქცევა, ამიტომ სტადიონის ადმინისტრაცია თავს იზღვევს როგორც ფინანსური ჯარიმისგან, ასევე შესაძლო დაძაბულობისგან, მახსოვს იყო შემთხვევა ალბანეთში სტადიონზე მატჩის დაწყებამდე კოსოვოს დროშა დრონით მიიტანეს თუ რაღაც მსგავსი იყო, რასაც სერიოზული სკანდალი მოყვა. ჩემთვის დროშა რომ ჩამოერთმიათ გადაწყვეტილი მქონდა სტადიონზე არ შევსულიყავი, ევროკავშირის ქვეყნების, ასევე აშშ, კანადა, ბრაზილია და მსგავსი დროშები ძირითადად იციან და პრობლემას არ ქმნიან, სხვებზე არის ხოლმე ასეთი გაუგებრობა, დაცვის ყველა თანამშრომელი ამაში ვერ ერკვევა და როდესაც უფრო მაღალი დონე ერთვება თავის თანაშრომელს მხარს უჭერენ ხოლმე. შეიძლება იფიქრეს, რომ უკრაინის დროშას შესაძლოა რუს გულშემატკივრებთან რამე დაძაბულობა და ამ ამბავს მეტი ესკალაციაც მოყოლოდა, სავარაუდოდ ეს მიზეზი იყო და არ მგონია ვინმე უკრაინის წინააღმდეგ იყოს. საერთოდ სისულელეა თითქოს არავინ იცის უკრაინა რუსეთთან ომში რომ არის, უბრალოდ მათ მატჩების უსაფრთხოდ ჩატარება უნდათ, არავის უნდა სტადიონზე დაძაბულობა და ზედმეტი არეულობა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
"მათი ბოლომდე მჯერა" - ენრიკემ ზაბარნი და შევალიე დაიცვა
Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს