ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] არიის - საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!

[VIDEO] არიის - საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 2025 წლის ევრობასკეტის C ჯგუფის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 83:69 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ნაკრების კაპიტანი მაინც ითამაშა. საქართველოს ნაკრების ძირითადი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.

ჯიკიჩის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო, კარგად გამოვიყურებოდით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს პირველი მეოთხედი 20:17 მოუგო.

ინიციატივა არც მეორე მეოთხედში დავთმეთ, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მოქმედ ევროპის ჩემპიონს პირველი ტაიმი მოუგო.

მეორე ტაიმში ჯიკიჩის შეგირდებმა თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესეს. მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძემ მეორე მეოთხედის სტარტზე მესამე ჯარიმა მიიღო, იგი გიორგი შერმადინმა ღირსეულად შეცვალა და გუნდური თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებს ლიდერობა ეჭვქვეშ არცერთხელ დაუყენებია. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობა არ დაუთმია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, "ტორონტო რაპტორსის" ახალწვეულმა საკუთარ ნაკრებს 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.

მიუხედავად 4 პერსონალური ფოლისა, რის გამოც გოგამ მოედანზე შედარებით ნაკლები დრო, 23 წუთი გაატარა, ბითაძემ 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კამარ ბოლდუინმა 12 ქულა ჩააგდო, 11 დუდა სანაძემ, 6 ბექა ბურჯანაძემ (პლუს 6 მოხსნა და 7 პასი), 4 გიორგი შერმადინმა, 2 კი რატი ანდრონიკაშვილმა.

ესპანელთგან ხუანჩო ერნანგომესმა 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე მატჩს 30 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ესპანეთის ნაკრები 30 აგვისტოს ბოსნია და ჰერცეგოვინას, თბილისის დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება.

• nikolozi

გილოცავთ მარიამობას და ამ ისტორიულ გამარჯვებას, გადავერთოთ შემდეგ თამაშებზე და მეტ სიხარულს ვუსურვებ კალათბურთელებსაც და სრულიად საქართველოსაც, წარმატებები ბიჭებო

• ზაზა

ჰეითერები არსადაც არაწასულან აქარიანდა ნაკრების ფეხისდაცდენას ელოდებიან პოლონეთი, და,ბელგია კიდე ესპანეთის საპირწონე ვერასდროს ვერიქნებიან კალათბურთში ასერომ ეგეთი მაგარი სტარტი საქართველოს ევროთასებზე არქონია.იმედია იტალიასაც მივაყოლებთ.

• George

ჯიკიჩმა თუ მართლა დამალა თამაში ამხანაგურებში, მაშინ ნაღდად სუპერ-პრაფესორა ყოფილა! ხუმრობა იქეთ იყო და ძალიან გამაკვირვა ჩვენმა ნაკრებმა დაცვაში ასეთი კონცენტრირებული თამაშით. როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გააკეთეს მიღებული გაკვეთილებიდან. თანაც, როცა გუნდს მისი კაპიტანი ემატება, ნაკრები სულ სხვანაირად თამაშობს (მათ შორის ისინიც, ვისგანაც ნაკლებს მოველით). ასე რომ, ბრავო ბიჭებო! ახლა მაგ "მაკარონნიკები"-ს ჯიბრი ამოგვაყრევინეთ და მერე ცოტა განტვირთვაც შესაძლებელია

• Levani

კაი რა ქართული კალათბურთის დონე,ესაა ჩვენი საოცარი გენი-ისევე როგორც რაგბიში და ძიუდო-ჭიდაობაში. ახლა საკალათბურთო ბუმი ვერ დადგება ამერიკასავით,მაგრამ 10 დიდ მაგარ ბიჭს სულ ვიპოვით სხვებს რო მოვუგოთ. ფეხბურთშიც მასე არაა თუ რა. ყველა სპორტში დონე კიდე მაშინ აიწევს როცა ხალხი არ გაიქცევა ქვეყნიდან და აქ ღირსეულად იცხოვრებს-ეგ ერთი უდაოა

• fani

თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო! გილოცავთ ყველას, ევროპის მოქმედი ჩემპიონის დამარცხებას და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებ მთელ ჩვენს საკალათბურგო შტაბს (მოთამაშეებსა და მწვრთნელებს). თოკო ნამდვილი კაპიტანია, სხვებმაც სული და გული ჩადეს ამ თამაშში და დავიმსახურეთ გამარჯვება. წინ ბიჭებო, გული მიგრძნობს რომ ეს ჩვენი საუკეთესო ევრობასკეტი იქნება!

• მადლობა

რაც ფეხბურთში ესპანეთმა დაგვმართა- რაგბით და კალათბურთით დედა ვუტირეთ:)))))

• S.K.K-ს

რატომ პირველ ევრონასკეტზე პირველი მოგების მერე გავედით.

• ირაკლი

მოგებაზე მეტად ის გამიხარდა ჩვენრბის მაისურზე საქართველო ქართულად რომ ეწერათ. ღმერთმა გაახაროს ვინც ეს მოიფიქრა ✊✊✊

• მამუკა

მარიამობა დღეს სხვაგვარად არც შეიძლებოდა, გილოცავთ სრულიად საქართველოს მარიამობას და გამარჯვებას.

• ისე მაინც

ხო, მეც ეგ მიკვირს, მაგრამ მაინც ხომ უნდა გამოხტეს ვიღაც "უარყოფითი", არა?! 😁

• ისე მაინც

თუმცა მაინც ესპანეთია...

• მადლობა ბიჭებო. ყველას გილოცავთ

ამას გვიმალავდით ბიჭებოო.?? 😁 ოტალია ვინ ფეხებია ესპანეთი გავაბუეთ.

• Gio

არ არის ესნიშნისგებით ლაპარაკი საჭირო. ვინც შეცვლაზე შეციდა ერთი ქულა თუ მაინც აიღო.დაწვრილებით არ მოვყვები, მაგრამ ქართული კალათბურთი რომ სავალალო დღეშია ამას ესპანეთთან მოგება ვერ გადაფარავს.მოკლედ, მომავალი არ ჩანს.

• Gio

ეგ თამაში ლონდარიძემ მოიგო...

• დავით

შენ მართლა ჟორა. გიორგი ვერასოდეს გახდები

• დავით 67

რაბუ-ს.შენ ვერ გაიგე მე რა დავწერე! აქ ესპანეთი და გოლდენ სტეიტი არ მიგულისხმია. უნდა იყო მოტივირებული ყველაფერში. კიდევ თუ ვერ გაიგე, ვეღარ აგიხსნი სხვანაირად

• რაბუ

მოდი რა დაანებე ამ სადღეგრძელოებს თავი. მეც მასე ვფიქრობდი და ბევრი გულშემატკივარი რომ შენგელიას უნდა დაესვენა და რა მერე ამით? ცუდი ხალხი ვართ თუ არ გვიყვარს ნაკრები?. ჩვენც ახლა ესპანეთს ყველა თამაშს არ ვუგებდეთ. ლოგიკური იყო ის რასაც ვფიქრობდით.

• S.K.K.

Fantastic! გილოცავთ გამარჯვებას, გილოცავთ მარიამობას. მაგრამ ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით. ევროზე პირველ თამაშს თითქმის ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. თუ კარგად მახსოვს ბელგია - პლიუს 24 ქულა, პოლონეთი - პლიუს 17 ქულა, ლიტვა დავამარცხეთ, მაგრამ მერე ჯგუფიდან ვეღარ გავდიოდით. თუმცა ჯიკიჩის მაინც მჯერა - სერბულ-იუგოსლავური კალათბურთის (ევროპის 8 გზის და მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონის) წარმომადგენელი. აბა ჰე!

• ფრანჩესკო

საქართველოს გაუმარჯოს

• მასტერს

მშვენივრად დავიწყეთ! გილოცავთ გამარჯვებას და მარიამობას ყველას! გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ორმაგად გამეხარდა რომ კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ. Წარმატება ბიჭებო!

• დათო

გრაფი დეკუ სწორეა, ნაღდი გულშემატკივარია, შეცდომებზე ყურადღება უნდა გაამახვილონ. ეს ესპანეთი თაობათა ცვლას განიცდის და საზომად არ გამოდგება

• ბესო

მადლობა ყველა კალათბურთელს და მათ შტაბს . ასე დიდებულად რომ მოგვილოცეს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული . წარმატებები შემდეგ შეხვედრებში !!!

• duo

ეს ორი დისლაქერა ღადაობაა! გავიმარჯვეთ ხალხნო რა არ გახარებთ! წარმატებები ნაკრებს , სიხარული ერთმანეთს! დავტკბეთ რა

• დავით 67

სადა ხართ ერთი ხალხი წინასწარ წაგებას რომ უწინასწარმეტყველებდით გუნდს? მაინც აზრი არა აქვს ესპანეთან, არაფერი გამოვა, სუსტ გუნდებთან შემოვინახოთ შენგელია და ა.შ. ხომ ვამბობდი ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამას მე კი არა მსოფლიოს ყველა წარმატებული ადამიანი გეტყვით. წარმატებას ბრძოლის გარეშე ჯერ არავის მიუღწევია

• llcl

დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს, შეგეწიოთ ღვთისმშობლის მადლი! დიდებული საჩუქარი გაგვიკეთეს ბიჭებმა და მწვრთნელმა! ყველა მათგანს უღრმესი მადლობა, განსაკუთრებით კაპიტანს! ღმერთმა სულ გამარჯვებულები გატაროთ!

• ნიკა

ესპანეთი თავის თავს არ გავდა,არ წაუვიდათ თამაში,მაგრამ ჩვენ მაგრად ვითამაშეთ,ბავშვური შეცდომების გარეშე!

• ჟორა 2-ს

არ გვინდა რა ადამიანის ბულინგი, მითუმეტეს ასეთი თამაშის მერე.

• ირაკლი აფხაიძე

ასე პრაგმატულად მოთამაშე ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს. ყოჩაღ ჯიკიჩს, რა ოპტიმალურად გადაანაწილა მოთამაშეთა რესურსიც და დროც. სწორ დროს აღებული სწორი ტაიმ-აუტები და ტაქტიკის ცვლა - 10/10. NBA-ელებმა ითამაშეს იდეალურად. სათადარიგოებმაც მაქსიმუმი გამოწურეს. ლეგიონერი პროგრესირებს. ამ ყველა კომპონენტის ერთობლიობამ განაპირობა მოგება. გილოცავთ მარიამობას! გილოცავთ ჩვენების გამარჯვებას!

• ქართველი

მშვიდად ეხლა მთავარია, დაივიწყოთ უნდა ნელნელა ეს თამაში და კონცერტირდეთ იტალიაზე. რაც უფრო მაღალ პოზიციას დავიკავებთ ჯგუფში მით უკეთესი იქნება. ჯიგრებიხართ

• ლაშა

სპორტში გამარჯვების ხიბლი იმაშია რომ ქვეყანა გაერთიანოს, წითელს, შავს, ყვითელს, მდიდარს, ღარიბს, მაღალს, დაბალს, ქოცს, ნაცს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს და გვაბედნიერებდეს, ამის ნაცვლად ყველა წარმატების შემდეგ მუდამ ვიღაცაზე დაგეშილი ხალხი გამოდის წინა პლანზე რომელიც ცდილობს სხვას ნიშნი მოუგოს აბა შენ შარშან რა თქვი ნაკრებზე, აბა ის როგორ იყო აბა ეს როგორ იყო. ვისწავლოთ ერთად რაღაცის შერგება და გამარკვებით სიამოვნების მიღება

• Aleko

espanetma dzalian cudad itamasha magram es saqartvelos damsaxurebaa exla sheidzleba magali adgilia unda davikavot evropis chempionatze iqneb rame medalic avigot. bolosdabolos am gunds aqvs imxela gamocdileba dagrovebuli ukve rom sheidzleba. aba tqven icit

• ჟორა 2

ლონდარიძე დაგვაკლდა, თორემ უფრო მეტი ანგარიშით მოვიგებით

• გიგი

არ ველოდი მართლა,ყოჩაღ ჯიკიჩს რა კარგად გადანაწილდა დრო ლიდერებს,საერთოდ ძალიან კარგად წარმართა თამაში,ამაში ისიც დაეხმარა რო ესპანელებს არ წაუვიდათ სროლა!

• ჟორა

მასეთი ფარა, ეგერ ბალახობს რუსთაველზე ხშირად.

• ჟორა

გილოცავთ ბიჭებო, თქვენ საკუთარ თავს გადაახტით. გილოცავ საქართველო. ხედავთ რა იცის სამიანების ზუსტად სროლამ? ამის გარეშე კალათბურთში მოგება არ არსებოს. ახლა ჯგუფიდან გასავლელად საჭიროა სწორად შეარჩიოთ თქვენი საკბილო გუნდი და დაამარცხოთ. გაიხსენეთ წინა ევროპაზე ლიტვა კი დაამარცხეთ, მაგრამ უშუალო კონკურენტ უკრაინას ვერ მოვუგეთ, ეს არ უნდა განმეორდეს.

• მერაბი ჩხოროწყუ

გილოცავთ ყველას ჩვენო ლამაზო სამშობლოვ , წინ გამარჯვებისკენ, ჩვენი მფარველი მარიამ ღვთისმშობელი ჩვენთან იყო, ყველას გილოცავთ მეგობრებო მარიამობას,და საქართველოს გამარჯვებას,

• შოთა

გცოდნიათ თამაში და სად იყავით აქამდე:D

• ზაკო

აბა გამოდით უნდა დაგთვალოთ თოკოს და ამ ბიჭების ავადმომხსენებლები, სანაიას მიმდევრებო თოკო ცსკაში რატო წავიდაო, აი ამიტომ რომ ნაკრებში სულს და გულს დებს და მაშინაც ნაკრების ინტერესები დააყენა პირველ ადგილზე და ქვეყნის სიყვარულის გულისთვის დადო თავი დღესაც, ტრავმიანმა და უთამაშებელმა სასწაული მუხტი შესძინა ბიჭებს. ბრავო ყველას იამაყეთ ამ ბიჭებით

• S.K.K.

თამაშის დაწყების დრო შემეშალა. არა უშავს ახლა ვუყურებ. ნაკლები ნერვები, ზოგი ჭირი მარგებელია. ბრავო საქართველო, ბრავო ჯიკიჩ

• გრაფი დუკუ

ყველა მოგება მისალოცია და მეც ვულოცავ სულით და გულით მაგრამ, საერთო რეალიზაციის 46% მაშფოთებს ორქულიანების 58% მომწონს სამქულიანების 30% ვაკრიტიკებ ჯარიმების 69% კრიტიკასაც ვერ უძლებს უნდა მოუმატონ ჩვენებმა, თორემ დასუსტებული და მარტო სახელ/გვარ-დარჩენილი ესპანეთი საზომი არაა და სხვები არ გვაპატიებენ. წინ ბიჭებო!!!

• ლევანი

დედა რა იყო ეს ააა, გენაცვალეთ ბიჭებო, გენაცვალეეეთ! გილოცავთ ყველას! დიდება საქართველოს!

• საქართველო

გილოცავთ მარიამობას და ამ დიდ მოგებას ერთად,არაუშავს მოკრიტიკეებო გამოჩნდით და მიულოცეთ თქვენც მაინც ქართველები ხართ რაც არ უნდა იყოს

• ალექს

ერიჰაა! ცოტა დაძაბულ ბრძოლაში მაინც მოეგოთ, ბოლობოლო ევროპის ჩემპიონია მოქმედი :)) გილოცავთ, მარიამობა დღეს ბრწყინვალე გამარჯვებას!

• duo

რამდენი უცებ ქომაგი ხდება ნაკრების:)))) ვამბობდი აცალეთ მოსამზადებელი,აცალეთ. ახლა კარგია ხომ კალათბურთი?

• ვახო...

ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მართლაც, რომ უდიდეს და უმნიშვნოვალეს გამარჯვებას! უდიდესი წარმატებები ჩვენს ბიჭებს მომავალშიც!...

ბრავო. სუპერპროფესიონალი ქართველების ყურება დიდი სიამოვნებაა .

• L.J.

Tqven gaixaret bichebo!!!!

• Pepelu

როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს კაშიას ასაკიდან დაწყებული ჯიკიჩის ბლანჟით დამთავრებული არაფერი არ მოგწონს!! აშკარად არსებიბს ხალხი ვისთვისაც ქვეყნის წარმატება მიუღებელია!!

• Beto

მაგ ანლაიქის დამწერსაც უნდა დანქი თავზე :))) უქომაგე ნაკრებს და იმხიარულე

• სოსო

აუუ, ეს ძმები ჰერნანგომესები ხო ვერ შევაჩერეთ რა

• Beto

აკი ვერაფერს შვრებიანო? ახლა აქომაგდა ბევრი უცებ! მაზგაჩები

• ბარაქა გოგი

ბარაქა, ბარაქა!!!

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს

დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

"ფინალში "ნაპოლისთან" შეხვედრა?" - ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს

[VIDEO] "კვარა" "ატალანტასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველს პრიზი გადასცეს

[VIDEO] "კვარა" და პსჟ მთელი ბრწყინვალებით - "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა დიდებულად დაიწყო

[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს

"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!

WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი

Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ

BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო

"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი

ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

"წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი "ხულიგანს" ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს" - ესპანეთი გაოგნებულია

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე პოლონეთისგან მარცხს გადაურჩა

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო

ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა

კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?

ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!