საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სანტა კრუზის “სანტიაგო მარტინის” არენაზე ესპანეთთან თამაშის წინა დღეს, სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მანამდე, დილის 11 საათზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა არასრული შემადგენლობა ავარჯიშა, რადგან წინა დღის მგზავრობის შემდეგ ვეტერან კალათბურთელებს – გიორგი შერმადინს, თორნიკე შენგელიას, დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს დასვენების საშუალება მისცა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები კანარის კუნძულებზე იმყოფება, რომლის დედაქალაქ სანტა კრუზში 30 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს გახლავთ მოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩი. პირველი შეხვედრა ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 27 ნოემბერს, თბილისში გამართა, სადაც უკრაინასთან დამარცხდა და ახლა, მომდევნო მატჩში ფავორიტ ესპანეთს დაუპირისპირდება.

ესპანელები კუნძულ ტენერიფეზე გვმასპინძლობენ, იქ სადაც საკალათბურთო ამბავში გიორგი შერმადინი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ლა ლაგუნა ტენერფემ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასები ქართველი ცენტრი ლიდერობით მოიგო და კლუბში 7-წლიანი სტაჟის შემდეგ იქ ის ყველა ქომაგს ძალიან უყვარს.

შერმადინთან ერთად ესპანეთის ზედიზედ მეორედ (ისტორიაში მესამედ) ძლევას შეეცდებიან ასევე ესპანეთში მოთამაშე თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, მათე ხატიაშვილი, თად მაკფადენი და ჩვენი ნაკრების სხვა წევრები – კახა ჯინჭარაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე და სანდრო სანაძე.

სწორედ ეს 12 კალათბურთელი იქნება დღეს ესპანეთთან მატჩის განაცხადში. კიდევ 2 მოთამაშე – გიორგი კობახიძე და ლუკა მაზიაშვილი ესპანეთში არიან, თუმცა ისინი ალეკსანდარ ჯიკიჩმა ძირითად შემადგენლობაში არ შეიყვანა.

ესპანეთის ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირი პირველი მატჩი სტუმრად დანიას 10 ქულით მოუგო და უკრაინასთან ერთად ჩვენი ჯგუფის ლიდერია. ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი თბილისი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხი განახორციელებს.

GBF.GE

ეს მწვრთნელი რატო აკეთებს ამ შეცვლებს ? ვერა რაა არც ესმის ნაკრების მოთამაშეების და სადღაც სხვაგან არის
ბექა
გაუშვით მწვრთნელი სახლში. სანამ კიდევ ბევრ სირცხვილს გვაჭმევს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო