უმნიშვნელოვანეს სანაკრებო პაუზამდე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ბოლო საკლუბო მატჩები აქვთ. ვგულშემატკივრობთ, ისინი კარგ სათამაშო ტონუსში იყვნენ, სამშობლოში შედეგიანები ჩამოვიდნენ, ამავდროულად - სრულიად ჯანმრთელები.

ტოპლიგებში ტურის გახსნის პატივი გიორგი გოჩოლეიშვილს პარასკევს ერგო (ჰამბურგი - სტ. პაული 0:2). ქართველი ფეხბურთელი ორი გაფრთხილების გამო გააძევეს. მეორე ყვითელი ბარათი მსაჯთან კამათს მოჰყვა. ვერ მოიგო ლუკა ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა", მაგრამ ქართველის შეფასება საუკეთესო (7.8) იყო.

განსაკუთრებული ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. პსჟ-ის ფეხბურთელმა ახლადადწყებულ სეზონში ცოტა ითამაშა, რისი მიზეზი ტრავმაც იყო. ძალიან დამღლელი პერიოდის შემდეგ "კვარა" ოპტიმალური კონდიციების დაბრუნებას ცდილობს და ნაკრებამდე ამ საქმეში "ტულუზასთან" სტუმრობა უნდა დაეხმაროს, სადაც ახალ სეზონში პირველ სასტარტო და თურქეთამდე ბოლო მატჩს ველით - დღეს, 30 აგვისტოს, ჩვენი დროით 23:05 საათზე.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და ბურთების ბალანსი პარიზელებს უარესი გააჩნიათ. ლუის ენრიკეს გუნდი იდეალური ფორმისგან შორსაა, მაგრამ 2015-16 წლების შემდეგ პირველად შეუძლიათ, საწყისი სამი ტური გოლგაუშვებლად დაასრულონ. სანაკრებო პაუზის შედეგ უფრო რთული ამბები და ჩემპიონთა ლიგა იწყება.

"სთედიუმ ტულუზაზე" პარიზელებს უკვე ხუთი მატჩია, არ წაუგიათ, 2024 წლის მაისში კი შინ დამარცხდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში "ტულუზას" როცა დაუპირისპირდა, დემბელეს არყოფნაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე იყო, უსმანის შემოსვლის შემდეგ კი მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა გაიტანა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:

შევალიე-ჰაკიმი,ზაბარნი,ბერალდო,მენდეში-ნევეში,ვიტინია,რუისი-დუე,დემბელე,კვარაცხელია.

გუშინ ასე გვეწერა - თუკი მანამდე ქართველი ფორვარდის ტრანსფერი არ ვნახეთ, რისი შანსიც არსებობს, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" ტურის ცენტრალურ მატჩში "მარსელს" უმასპინძლებს. მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლა მალე უნდა გაოფიციალურდეს, მის ესპანურ დებიუტს კი სანაკრებო მატჩების შემდეგ ველით. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, კლუბს გიორგის გაშვება უწევს, არადა, ქართველს აქაურობა როგორ უყვარს.

საფრანგეთში კვირას, 19:15 საათზე, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის "მეცი" "პარიზს" ესტუმრება, რის შემდეგაც ჩვენებურები ნაკრებში გამოემგზავრებიან. ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "გრენობლს" დღეს, 22:00 საათზე უმასპინძლებს.

იტალიის სერია "ა"-ში კვირას, 22:45 საათზე, "ინტერი" "უდინეზეს" დაუხვდება და იმედია, საბა გოგლიჩიძე ითამაშებს, სანაკრებო მატჩების წინ მისი პრაქტიკა ძალიან გვჭირდება.

დღეს - გერმანიის ბუნდესლიგაში 17:30 საათზე, ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ლაიპციგს" ესტუმრება; 21:30 საათზე, ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "გრაცერს" გასვლაზე ეთამაშება; 23:30 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგისა" და "პორტუს" დაპირისპირება გველის. ხვალ დილით, გამთენიისას, 04:30 საათზე, საბა ლობჟანიძის "ატლანტა" "ნეშვილს" მეტოქის მოედანზე შეხვდება. შემდეგ საბას გრძელი გზა ელის.

რაც შეეხება ინგლისსა და გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულს", ტურის ცენტრალური მატჩი "არსენალთან" კვირას, 19:30 საათზეა.

გოჩოლა ცდილობს ძირითადში დამკვიდრებას და ეტყობა მეტი სურვილისაგან ძალიან ნერვებზე მჯდარი თამაშობდა.მეორე გაფრთხილება რატომ მისცეს?ახლა მგონი ბავარიასთან თამაშის გამოტოვება მოუწევს და ნაკრების წინ,ეს თამაში ძალიან სჭირდებოდა.მეორე გოლის ეპიზოდში,ბურთი მან ვერ გაიყოლა,ორ მეტოქესთან ბრძოლაში და იქიდან გამოშლილმა კონტრშეტევამ,მეორე გოლი მოუტანა მეტოქეს.ფაქტია,გოჩოლეიშვილს დაცვაში აუცილებლად სჭირდება დაზღვევა.ზოგადად დაზღვევა ყველას სჭირდება,მაგრამ როცა არ გყავს,ცოტა სხვანაირად,უნდა ეთამაშო მეტოქეს.უკანმოუხედავად მიახტე,მოგატყუონ და მთელი სივრცე თავისუფალი დარჩეს,ჩვეულებრივ ძალიან ცუდად სრულდება ხოლმე.გიო,მგონი შინაგანად მაინც არ არის მცველი და ამიტომ ზოგჯერ ეს ავიწყდება ხოლმე.მისი სტიქია,წინ გაქცევა და შეტევის გაძლიერებაა.საკუთარ გუნდში პოზიციური დაცვის გაუმჯობესებაზე თუ არ ამუშავეს,მუდამ მტრისთვისაც და მოყვარესთვისაც საფრთხის შემცველ ნაღმად დარჩება.ჰამბურგში ჩაკვე როცა თამაშობდა,თითქმის არ ჩანდა კრეატივი,მხოლოდ ფიზიკა და ბრძოლა იყო მათი იარაღი.არც დღეს ჩანს ძალიან წინ წასული.კლოზე მოაზროვნე,უმაღლესი კლასის თავდამსხმელი იყო და იმედი ვიქონიოთ,შეძლებს თამაშის დალაგებას შეტევაშიც და დაცვაშიც.გიომ დაცვაში პოზიციის სწორად შერჩევა თუ ისწავლა და ასწავლეს,მისი სარგებელი გაორმაგდება.სწორედ ამას ვუსურვებ.
Asea
მალე რუბინში
გიგო პაპა
ძალიან აჟიტირებული მომეჩვენა გოჩო. ისე იქცეოდა, თითქოს წლებია უკვე ჰამბურგის შეუცვლელი ფეხბურთელი იყოს. იქეთ გულშემატკივრებს ხელებით მოუწოდებდა აქტიურობისკენ, ისედაც თავდაყირა იდგა ხალხი. ან მსაჯთან კამათს როდიდან დაეჩვია? ერთი სანერვიულო ყვითლების გამო ლოჩო გვყავდა, მგონი მეორე ეს დაგვემატა. სულ შეტევაზეა დაგეშილი და აგვიანებს უკან დაბრუნებას.
ჯება
აქ რომ ეწერა გამიკვირდა მაგრამ თურმე მართლა გადადის მიქაუტაძე.ვილიარეალიო
lasha
მე ვფიქრობ ყველა მომზადებული ჩამოვა ნაკრებში
თუ კვარაცხელიას ტრანსფერი არ გამოვა - არტეტას და "არსენალს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვთ
ბრიტანეთში გავლენიანი წყარო ადასტურებს - "არსენალისთვის" ზაფხულში კვარაცხელია მთავარი სამიზნეა
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ-მ თავისას მიაღწია - "ლანსთან" მატჩი გადატანილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
სალაჰი და მესი ერთად? - ეგვიპტელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
ქოჩორაშვილი განაცხადს მიღმა - "სპორტინგმა" გაჭირვებით მოიგო
კვარაცხელია: დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
ბრიტანეთში გავლენიანი წყარო ადასტურებს - "არსენალისთვის" ზაფხულში კვარაცხელია მთავარი სამიზნეა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" სტუმრად "იუვენტუსს" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
თუ კვარაცხელიას ტრანსფერი არ გამოვა - არტეტას და "არსენალს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვთ
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] ფრე მადრიდში - მამარდაშვილს თანაგუნდელმა გაუტანა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
ქოჩორაშვილის "ლევანტემ" "სარაგოსას" მოუგო და ლა ლიგისკენ მიიწევს
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა