საქართველოს რაგბის კავშირის მსაჯთა კორპუსის ინიციატივითა და რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფისმხარდაჭერით, გუშინ „ავჭალაზე“ ჭაბუკთა ა ლიგის (2008-2009 წლებში დაბადებულები) აღმოსავლეთის გუნდების კაპიტნებსა და ვიცე-კაპიტნებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მსაჯთა ედუკატორი უჩა ნარიმანიძე უძღვებოდა, რომელიც პასუხისმგებელია რეგიონული ლიგის, დუბლშემადგენლობის (23-წლამდე), ჭაბუკთა ა და ბ ლიგის მატჩებზე მსაჯთა დანიშვნაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ის მსაჯებიც, რომლებიც მომავალ სეზონში ჭაბუკთა ა ლიგას მოემსახურებიან და უშუალო შეხება ექნებათ კაპიტნებთან.

„ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ყველა გუნდის წარმომადგენელი დაესწრო. გვსურდა ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულიყო და გვესაუბრა იმ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, რომლებიც გასულ სეზონში იყო. კაპიტნების სურვილია, რომ თანამსაჯები უფრო მეტად ჩაერთონ თამაშში. ჩვენის მხრივ მათ გავაცანით, თუ როგორია ჩვენი შიდა განაწესი და ხაზი გავუსვით მთავარ მოთხოვნას, რომ მსაჯთან კომუნიკაცია ქონდეს მხოლოდ გუნდის კაპიტანს“.

„მსაჯი მოედანზე იმიტომ კი არაა, რომ ვინმე დასაჯოს. არის შემთხვევები, როდესაც წესები ირღვევა, თუმცა მას მატჩის მსვლელობაზე გავლენა არ აქვს და ამ დროს მსაჯი არავის აჯარიმებს, რათა თამაში უფრო დინამიური იყოს, რაც ქართულ რაგბს კიდევ უფრო წინ წაწევს. კაპიტნებს და ვიცე-კაპიტნებს შევთავაზეთ, რომ ტელეფონში ქონდეთ მსოფლიო რაგბის წესების აპლიკაციები, მათ რეგულარულად გაეცნონ და უკეთ შეისწავლონ თამაშის წესები. ასევე შევთანხმდით, რომ მორიგი შეხვედრა ზამთრის შესვენებისას გაიმართება და ვიმედოვნებთ მაშინ კაპიტნების მხრიდან მრავლად იქნება შეკითხვები“ - აღნიშნა უჩა ნარიმანიძემ.

„ა ლიგის კაპიტნებთან შეხვედრისას შედგა საუბარი წესებსა და მომავალ სეზონთან დაკავშირებით. ამ შეხვედრის მიზანია, რომ თამაში უფრო დინამიური და სამართლიანი გახდეს, ეს ყველაფერი კი ქართული რაგბის განვითარებას ემსახურება“ - თქვა განვითარების დირექტორმა ჯაბა მალაღურაძემ.

აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი ზღვარის ცვლილების შემდეგ, წელს ჭაბუკთა ა ლიგაში სარეკორდო რაოდენობის - 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ორ - ოქროს და ვერცხლის დივიზიონებში არიან გადანაწილებული.

თავის მხრივ, პირველ ეტაპზე ოქროს ლიგის 14 გუნდი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. პირველ ჯგუფში თბილისის ‘ლელო’, ‘აკადემია’, ‘არმია’ და ‘ლოკომოტივი’, ასევე ფოთის ‘ფოთი’, ბოლნისის ‘ყოჩები’ და ქუთაისის ‘არესი’; ხოლო მეორე ჯგუფში თბილისის ‘ხვამლი’, ‘რაშები’ და ‘ლელო 2’, ქუთაისის ‘აია’, ბათუმის ‘ბათუმი’, მარნეულის ‘არმაზი’ და რუსთავის ‘ხარები’ ითამაშებენ.

ვერცხლის დივიზიონში გუნდები რეგიონული პრინციპით არიან დაყოფილი. დასავლეთში 9 მონაწილეა: ჩაქვის ‘ჩაქვი’, ჩოხატაურის ‘ღონე’, ოზურგეთის ‘არწივები’,ზუგდიდის ‘ზუგდიდი’, საჩხერის ‘ჯრუჭი’, ჭიათურის ‘ჭიათურა’, ქობულეთის ‘პონტო’, წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ბათუმის ‘ბათუმი 2’. აღმოსავლეთში 7 გუნდია: თბილისის ‘ტაო-წიქარა’ და ‘ლელო 3’, ‘ალაზანი-თიანეთი’, გორის ‘გორი’, ბოლნისის ‘ყოჩები 2’, თელავის ‘ჭადარი’ და ბორჯომის ‘ბორჯომი’.

წყარო: Rugby.ge

რაგბის კავშირს
მსოფლიოს ჩემპიონატი მიდის იქნებ რამე დაწეროთ და გაგვაგებინოთ თუ მარტო საქართველოს ამბები გაინტერესებთ ეს ისე ზრდილობიანათ ვწერ შემდეგში ვნახოთ
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს