თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განცხადება გაავრცელა:

"მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ეროვნულ ლიგასთან დაკავიშრებით, რომელიც ქართული ფეხბურთის ნებისმიერ სუბიექტისა და გულშემატკივრის მთავარი საზრუნავი და გულისტკივილია.რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, უფრო მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი, მინიმუმ ერთი ან ორი კლუბი, რომელიც მუდმივად ითამაშებს ევროტურნირებზე. მე, როგორც დინამო თბილისის პრეზიდენტი ვაცნობიერებ, რომ ამ საკითხზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გულშემატკივარს, სწორედ ჩვენი კლუბის მიმართ აქვს.

ამასთანავე თავს ვალდებულად ვთვლი, გულშემატკივრის წინაშე ვიყო პირნათელი და ღიად ვისაუბრო იმ ფაქტორებზე, რამაც უკანასკნელ წლებში პრობლემები შეგვიქმნა.დინამო თბილისმა 2016 წლიდან დაკარგა მთავარი შემოსავლის წყარო და დამფინანსებელი, რუსთავის აზოტის სახით, რომლის მისაკუთრება თავის მხრივ, განაპირობა საქართველოს ბანკის ჯგუფისა და ამ ჯგუფთან დაკავშირებული სუბიექტების რეიდერულმა მოქმედებებმა. დინამო თბილისი ფინანსურად სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დასუსტდა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი კლუბის და აკადემიის ხარისხიანი მუშაობის წყალობით, ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეიძინა ათობით მზა ფეხბურთელი, რამაც საბოლოოდ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა! ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, 21-წლამდელებმა კი, ზედიზედ ორჯერ იასპარეზეს კონტინენტის პირველობაზე (2023, 2025). ამ წარმატებაში, ლომის წილი სწორედ დინამო თბილისის აკადემიის აღსაზრდელებმა დაიდეს.2016 წლამდე დინამო თბილისმა ორჯერ ითამაშა უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, მომდევნო წლებში, ჩვენს კლუბს სტაბილურად განვითარების და ფინანსურად გაძლიერების შანსი გაუქრა, რამაც დინამო თბილისის ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლებელი გახადა.დინამო თბილისის წინაშე არსებული პრობლემების გარდა, ნათლად ჩანს, რომ ფინანსური გაძლიერება სჭირდება ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ნებისმიერ გუნდს. სხვადასხვა მფლობელის, მენეჯმნენტისა თუ სამწვრთნელო შტაბის პირობებში, ფაქტია, რომ ქართული გუნდები ევროპულ დონეზე წარმატებას ვერ აღწევენ.

მე მიმაჩნია, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნული ლიგის არათანმიმდევრულ განვითარებას რაც გამოხატულია მის არაკომერციულ მოდელში.დღევანდელი ფეხბურთი სატელევიზიო ტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლის გარეშე არც ერთ ქვეყანაში არ ვითარდება. ამ პროდუქტის შექმნა ავტომატურად იწვევს სპონსორების, გულშემატკივრისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების მეტ ინტერესს ეროვნული ლიგის, კლუბებისა თუ ფეხბურთელების მიმართ. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამის საბაზისო პირობა კლუბებისთვის და დაინტერესებული ჯგუფებისთვის უკვე შექმნა, მაგრამ ახლა, სხვა საფეხურზე გადასასვლელად საჭიროა ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ფინანსები ჩაიდოს, რაც მხოლოდ ფონდის პროგრამით ვერ განხორციელდება. ნათელია, რომ ის ფინანსური რესურსი, რომელიც დღევანდელ საკლუბო ფეხბურთშია, არასაკმარისია ეროვნული ლიგის მდგრადი განვითარებისა და კლუბების გაძლიერებისთვის.შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს მხარდაჭერა, სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება იმ ბიზნესმენების რიცხვი, რომლებიც საკუთარი კლუბების განვითარებისთვის, ყველაფერს აკეთებენ. კლუბების მფლობელები არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს ათწლეულებია ემსახურებიან და მისი განვითარებისთვის საკუთარი ფინანსური რესურსის დახარჯვას არ ერიდებიან.

მიმაჩინა, რომ ხალხი, რომელმაც ქართული საკლუბო ფეხბურთი გარკვეულ სიმაღლემდე აიყვანა, უფრო მეტ მხარდაჭერას და პატივისცემას იმსახურებს.უკანასკნელ წლებში, ჩვენი ქვეყნის ბიზნეს სექტორში არაერთი კომპანია განვითარდა, შეიქმნა სხვადასხვა ჰოლდინგი, გარკვეული ბრენდების წლიური შემოსავალი აღემატება ასეულობით მილიონ ლარს და ამის პარალელურად, ძალზე მცირეა იმ კომპანიებისა და ბრენდების რიცხვი, რომელიც ქართული ფეხბურთით, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდის განვითარებით ინტერესდება. იქნებ დადგა დრო, რომ სახელმწიფომ აიღოს ინიციატივა და შექმნას მოდელი, რომელიც წაახალისებს ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ფეხბურთში შესაბამისს ინვესტიციას განახორციელებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების, განათლების ხელშეწყობისა თუ ეროვნული ლიგის გაძლიერების მიმართულებით.ამ შემთხვევაში, მე არ ვახმოვანებ მხოლოდ ერთი კერძო კლუბის პოზიციას, არამედ იმ ბიზნესმენებისა და მმართველების გულისტკივილსაც, რომელთაც საკუთარი სახსრებით ტრადიციული კლუბები და აკადემიები, ათწლეულების განმავლობაში შეუნარჩუნეს ჩვენს ფეხბურთს.2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და დინამო თბილისს ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო. დარწმუნებული ვარ ეს დაგვაბრუნებს იმ რელსებზე, რომელზეც კლუბი 2011 წლიდან დადგა, განახლებული ინფრასტრუქტურით, ვიტალი დარასელიას სახელობის ახალი აკადემიითა და მიდგომებით, რომელმაც ქართული ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. აქვე, მინდა მთელ კლუბს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სტაფს და აკადემიის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო მათი ერთგული და პროფესიონალური მუშაობისთვის.

რომან ფიფია - დინამო თბილისის პრეზიდენტი

წყარო: FC Dinamo Tbilisi

გიგო
მე მგონია ფიფიასი კი არა, შენი ნაბოდვარის წაკითხვა არ ღირს. ამ კაცმა არა ერთხელ განაცხადა ვთმობ დინამოს და მოდით მიხედეთო, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. ნახე ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობა და ნახავ რომ მათი 70% დინამოს აკადემიის გაზრდილია. დინამოც საკუთარი კადრებითაა დაკომპლექტებული სხვას რას ითხოვთ ამ კაცისგან? ნათქვამია, დაუნახავობა ყველაზე დიდი ცოდვააო.
მდაა-ს
ისე ხო ჯანმრთელად ხარ?
C
ამ კაცის ბოდვის კოთხვა არ მინდა და ვინმემ იქნებ უბრალოდ ეს მოთხრათ: მიდის დინამოდან ეს სუბიექტი ? თუ მიდის აიხსნება ჩემი პირობა და დინამოს მატჩების ყურება შემეძლება. ასევე არის შანსი რომ აღორძინდეს დინამო. ამის ხელში განადგურდა მთავარი კლუბი და შედეგად ჩემპიონატიც (ვიცი რომ აკადემია კარგია)
საქართველო
ყველა ნიჭიერ ბავშვს იპარავენ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბიდან სხვადასხვა ასაკში, 13-14 წლის ბიჭს რომ წაიყვან, 2-3 წელიწადში უკვე დინამოში I ან დინამო II გყავს,როცა მანამდე 7-8 წელი სხვა კლუბმა იმუშავა მის განვითარებაზე და შენ იბრალებ ჩემი აკადემიის აღზრდილიაო,ცოტა უხერხულია. რაც ეს მონოპოლია წავიდა ბავშვთა ფეხბურთში,იმის შემდეგ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საქართველოს ჩემპიონატში,ესეც ერთ-ერთი მიზეზია ესეთი დაბალი დონის და ტემპის თამაშების,აბა გადახედეთ რა ანგარიშებით იგებენ დინამოს და საბურთალოს აკადემიები თავის ასაკობრივ ტურნირზე,როდესაც დიდი ანგარიშით იმარჯვებ ან მარცხდები მოტივაცია,ინტენსივობა,ტემპი და ა.შ. ყველაფერი იკლებს,შემდეგ გადადიხარ დიდებში,გადიხარ ევროთასზე და ლევადიასთან დამატებითი დროის 30 წუთი დასეირნობ მოედანზე
მდაა
კარგი იქნებოდა ეგ თან უამრავი ფულიანი სოხუმლი ვიცი გინდათ ევროპაში გინდ ამერიკაში და მითუმეტეს რუსეთში ….მაგრამ ყველას ენანება ფული და თან ეს ხალხი თავს გრძნობენ რომ მათ საქართველომ ჯერ უღალატა და მიუგდეს აფხაზ-რუს-ჩეჩნებს საძიძგნად ვინც გადარჩა და საქართველოში ჩამოაღწია მათ საქართველოს ყველა კუთხეში ეგრე დახვდეს …ფუუუ ეს ლტოლვილები იქ სიკვდილი აქ ზიზღი სოხუმში რომ ხალხს ბავშვებს და ქალებს ხოცავდნენ თბილისში და სხვა ქალაქებშიც რესტორნებში ქეიფობდნენ ხალხი ( დღეს რომ არის ამდენი რესტორანი ეგრე არ იყო მაშინ მაგრამ საკმარისიც იყო) ეჰაა მიდით ახლა იმ ხალხთან და უთხარით ჩამოდით აქ და ამ ამოუწრუტავ ჭაობში ჩაყარეთ თქვენი ფული ….საკუთარ ოჯახს შვილებს შვილიშვილებს წაართვი და ჩაუშვი ჭაობში მერე ვიღაც ოროსანი მსაჯი დაგღუპავს ვიღაც ფეხბურთელები ტოტალიზატირის გამო ბარათებს აიკიდებს და რა ვი მილიონი მახინაციები ….რა გაგრა აფხაზეთიდან არ არის ?! გაგრაც იყო ევროპაზე მაგრამ რა შეიცვალა რო ….ამ ჭაობში იმდენი წურბელებია რომ ვერც ფედერაციამ ვერც მთავრობამ ვერ მოუხერხა ვერაფერი ….აჰაა ფიფია გაქანებული მიშისტი თან ისეთი რომ ძმაკაცობდა მასთან ნიცაში თუ მონაკოში სტუმრადაც იყო ღამისთევით და ელარჯით სადაც მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა ( ძველ მიშისტებს ემახსოვრებათ) ელარჯის შემდეგ ვილაზე აივანზე რომ გამოვიდნენ ფიფიამ უთხრა აი ხომ ლამაზია ეგ ზღვა მაგრამ აფხაზეთისას ვეღარც შეედრებაო ( რაშიც ვეთანხმები ათასი პროცენტით) აი მას შემდეგ იყო რომ ფიფიას 1ლარად მისცეს (შეტენეს) თბილისის დინამო თავის ბაზიან ყველაფრიანად ხოლო სტადიონი კი 50წლიან არენდით და რაღაც კაპიკებში აზოტი რომლებიც პატარკაციშვილის სიკვილის შემდეგ მიშამ მიითვისა და გადასცეს ფიფიას …გავიდა დრო შეიცვალა მიშა დაიჭირეს მიშა მაგრამ ფიფია არის იქ სადაც მიშამ დასვა არ ვიცი ზუსტად აზოტზე ეხლა რა ხდება მაგრამ დინამოს კი ვხედავთ რა დღეშიცაა თან მთავრობას და ფედერაციას სტადიონით ისე აშატანჟებს ყოველთვის რომ მთავრობამ წართმევას არჩივნა ახალი სტადიონის აშენება …კიდევ ცირკი ის არის რომ იბრალებს მამარდას კვარას ზურიკოს აღზრდას რომლებიც ისე გაყარა დინამოდან რომ ერთი თამაშიც არ უთამაშია არცერთს სამაგიეროდ კვარას ტრანსფერებიდან უკვე 10 მილიონი შეხვდა თითქმის მამარდასგან 4 მილიონი ასევე ზურიკოსგანაც მილიონამდის არადა ამათი ამაგი არის ნოლიიი უბრალოდ მაშინ ქვეყანაში იყო ერთადერთი აკადემია და ყველა ნიჭიერი ბავშვი მიყავდათ იქ თან ჩაწყობით არ დაგავიწყდეთ ვისი შვილები არიან ზემოთ ჩამოთვლილები ….აბა ახლა ნახეთ როგორც კი გაიხსნა სხვა აკადემიები 16 წლამდელთა ნაკრებშუ 20 ბავშვიდან მხოლოდ 1ია დინამოდან ადრე კი 20დან 15 იყო დინამოდან ….ახლა გამოჩნდა თუ როგორ მაგრად მუშაობენ კონკურეციის დროს …მაგრაამ სანამ იყო უალტერნატივო მაგრადაც გაუმართლა ისეთი პლეადა წამოვიდა და ახლა ზის ფეხიფეხზე გადადებული და ელოდება როდის ვინ გაიყიდება მხოლოდ წელს შეხვდა კვარადან 7,5 მამარდადან 4 მილიონი ევრო კიდევ იყო პატარ-პატარა ტრანსფერებიც რა ატყვია წელს დინამოს რომ მასზე დახარჯეს 11 მილიონი ახაა 15 მილიონიანი კაირათი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა ასევე 20 მილიონიანი ყარაბახი 10 მილიონიანი პაფოსი და რა ვი ქვედა ტურნირებზე ისეთი გუნდები ითამაშებენ 10 მილიონი არც დასიზმრებიათ …ასე რომ შეწყვიტე მთავრობავ ამათი დაფინანსება და ახაა დაიშალონ ვინც გადარჩება ისინ ითამაშებენ თქო ცურვას ვერ ისწავლი თუ წყალში არ ჩაგადენ აი ვინც გაცურავს ხო და ვინც ვერა დაიხრჩობა მაგ ჭაობში და ახი მაგათაც …ო
rezo
ყველას ყველაფერი რომ შერჩა ამ ქვეყანაში, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე
ვილი
ალილუია. რახან შენ მიდიხარ დინამოდან. ტიპმა იყიდა დინამო. დედა უტირა და ეხლა კმაყოფილი ღიმილიანი სახით გვახარა რა... ფოტოც როგორი აურჩევია ჟურნალისტს..
Მამუკა.
Აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის "მუღამში" შექმნა გუნდა ყარაბაღი. Გააკეთა შესანიშნავი გუნდი და მთელ ევროპას უფიქსირებდა რომ ყარაბახი აზერბაიჯანია. Ეს იყო მიზანმიმართული პროექტი რომელმაც მიაღწია იმ შედეგს რაც ჩაფიქრებული იყო. Ჩვენ იმის მაგივრად რომ შეგვენარჩუნებინა სოხუმის დინამო რომელიც ითამაშებდა ევროპაში საქართველოს სახელით და იქნებოდა ფაქტი და არა მხოლოდ ლოზუნგი რომ აფხაზეთი საქართველოა. Თბილისის დინამო ჩემი ოცნების გუნდია. Რა თქმა უნდა გული გვწყდება რა მდგომარეობაშიც იმყოფება მაგრამ კაცი იმედით ცოცხლობს და კიდევაც დაიზრდებიან.... Მაგრამ სოხუმის დინამოს აღორძინება და საქართველოს სახელით ევროტურნირებზე ასპარეზობა უმნიშვნელოვანესი და გადაუდებელი საქმე მგონია. Თუ სახელმწიფო ვერ აკეთებს დაიწყონ პოლიტიკოსმა ბიზნესმენებმა საზოგადოებამ შექმნას ფონდი და მთელი საქართველო ვისაც ესმის რა წონის პროექტზეა საუბარი გვერდში დაგიდგებით. Ბოლო თეთრი რომ მედოს არც დავფიქრდები. Ვისაც შეგიძლიათ ამ თემის წამოწევა ვცადოთ და სტადიონზე ბანერი კი არ გვეჭირება ხელში არამედ გუნდი გვეყოლება რომელსაც ქართველები და აფხაზები ერთად ვუგულშემატკივრებთ. Აზერბაიჯანმა შეძლო ჩვენ ვერა?!
დათო
დიდი ხანია არ გამოჩენილა ფიქრობდა ახალ დასაბოლებელს მარა ვეღარ შეძლო.მინდა გავხდე ზღვის გოჭიო ესღა მოახერხა
გრიშა
ფიფია რომ ფრთიანი ანგელოზი არ არის, ყველამ ვიცთ, მაგრამ სწორი აქცენტები რომ დასვა, ეს მგონი წესით გამგებს უნდა გაეგო. ზოგს საერთოდ არ წაუკითხავს და სისულეებს ბოდავს. ზოგმა ფინანსები რა შუაშიაო, ღარიბი გუნდები უფრო სტაბილურად და ხშირად იგებენ ევრო ტურნირებსო ლამის ასე გამოაცხადეს. ერთმა სახელმწიფოსგან მეტი ფულის თქვლეფა უნდაო. რა თქმა უნდა მენეჯმენტი არც ერთ კლუბს არ უვარგა, და დროა გამოფხიზლდნენ, ერთი ადგილის ტკეპნას მორჩნენ. მაგრამ სახელმწიფო რომ წაახალისებდეს კერძო სექტორს თავის ხელში არსებული ბერკეტებით, საქმეს ნადვილად წაადგებოდა. რეკლამა და სატელევიზიო შემოსავლებიც რომ უკეთ არის ასამუშავებელი არ სჭირდება ბევრი ლაპარაკი. ნიჭიერი კადრების ნაადრევად გადინება ფინანსების ბრალი არ არის ნაწილობრივ?. ხელფასი რომ სჭირდება ფეხბურთელს ნორმალური, რომ სუსტი ლიგების მეორე და მესამე ლიგებში არ გადავიდნენ თავის გადასარჩენად რა დიდი მტკიცება სჭირდება?
nedved
ანუ კიდე უფრო მეტი ფული უნდა ჩავასხათ მაშინ როცა ამ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ხალხი შიმშილობს, ძაან დიდი ბოდიში მაგრამ კიდე ამათი შენახვის დრო არაა. ჯობია აკადემიები დაფნინასდეს და დანარჩენს პირიქით გაუუქმდეს სახელმწიფო დაფინანსება, მერე დაფაცურდებიან და მოიფიქრებენ რაღაცას

ლადო რამდენი წელია სულ მაგას ითხოვს,წაავლეთ დინამოს ხელი,მაგის საკმარისი ფული არ მაქვსო,მაგრამ არც კომპეტენტურმა და არც არაკომპეტენტურმა,ხელი არავინ მოჰკიდა.ისედაც საკმარისზე მეტი ცოდვები აქვს და ამასაც ნუ ავკიდებთ.
Giorgi
კაი რომან მესმის ძნელია არ გაშვება ფეხბურთელის გასაგებია ინგლიში მიდიოდეს პირდაპირ ან ესპანეთში რუმინეთში თურქეთში რო წავა და ლიტვაში ეგ არ ნიშნავს გაყიდვას მთავარია ფული ავიღო ეგრე არ არის. ამდენი წელია მანდ ხარ და ერთხელ როგორ ვერ გაიყვანე გუნდი ევროპის ჯგუფურში, მიდი ძმაო აკეთე ფული და იყავი თბილად
ლადო
მიხედე სხვა ბიზნესებს. ეს შენი საქმე არაა. აბრამოვიჩმა ჩელსი რომ იყიდა ვინ ასწავლიდა მართვას, გეცოდინება თუ არადა მოიძიე. თბილისის დინამო სახალხო გუნდია და ცოტა კომპეტენტურის ხელში უნდა იყოს
რაბუ
რომან გასაგებია რომ აკადემიით და ტრანსფერებიდან აღებული ფულით ხეირობ მაგრამ მოდი და ამ ერთხელ ხვალინდელი ქათამი ამჯობინე დღევანდელ კვერცხს. არ გაუშვა ნიჭიერი ახალგაზრდები, გაიყვანე გუნდი ჯგუფში და მერე გაყიდე უფრო სარფიანად
თბილისელი
ფიფიას დამცველად ნამდვილად არ გამოცდები,მაგრამ თუ საქართველოს ნაკრებს ( ყველა ასაკობრივ ჯგუფში) გადახედავ,მხოლოდ მისი სკოლის აღზრდილები თამაშობს ( თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს მთელი საქართველოს ფინანსების თუ მოსახლეობის 80% თბილისშია).500 მილიონი წყალში ( ანუ ვიღაცეების ჯიბეში) რომ გადაიყარა,ეგეც ხომ ფაქტია. სხვა მხრივ კი ერთიც არის სათქმელი- რა ეფეხბურთება ქვეყანას? მალე მთავრობის და პარლამენტარები გარდა კაცი აღარ დარჩება საქართველოში, ყველას სასწრაფოდ გაჯმა უნდა( სანამ საზღვრები სულ არ ჩაკეტეს ამ დედააფეთქებულებმა)
ოჰოჰო, ააყვავა და გააბრწყინა დინამო 2 წელში))
ერთი ერთში ბიძინაა. კიდევ კაი ქარხნებსაც აგიშენებთო არ იძახის)))))))))))
ბატონო რომან
ბატონო რომან,მე ვარ უბრალო გულშემატკივარი, ერთ ერთი ვინც ,აი დავიჯერო მინდა თქვენი, ბატონო რომან,მე არ დავიჯერებ იმას რომ, ლევადია,რიგა,კლაკსვიკი, პაიდე, ხამრუნი,ნოა, და რედ იმპსი, ვითომ მდიდარი გუნდები არიან, უბრალოდ სხვა მიდგომაა საჭირო,სხვა მენეჯმენტი უწოდებენ ასე, მე მინდა დავიჯერო თქვენი ბატონო რომან,არ მგონია რომ კაირატი,ან ნორვეგიის ბრანნი, მდიდრები არიან, თამაშობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები და თვალები უბრწყინავდათ, ერთი მაგალითი 21 წლის კაირატის მეკარე, ბატონო რომან გთხოვთ და მჯერა,დაუმტკიცეთ ყველას ვინც პესიმისტურ განწყობაზეა, კიდევ გავიმეორებ მე ვარ უბრალო გულშემატკივარი 55 წლის სტაჟით,და წარმოიდგინეთ მჯერა თქვენი, ქართველი ხალხი ხომ ვართ ჭკვიანი ხალხი, აი ბურთი და აი მოედანი, მჯერა, მადლობა წინასწარ,
ქუთაისელი
კლუბების ყველაზე დიდი პრობლემა არის რომ გათვლები აქვთ მარტო საუკეთესო სცენარზე, და როდესაც არ მიდის საქმე კარგად, შემდეგ იჭედებიან. ვურჩევ, რომ ყველანაირ სცენარზე გათვალონ ბიზნესი.
ვახტანგი
აუცილებელია ბიუჯეტიდან ყველა კლუბის დაფინანსება შეწყდეს. კერძო სექტორმა უნდა დააფინანსოს კლუბები ან იყვნენ სამოყვარულო დონეზე, ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს მხოლოდ 21 წლამდე ასაკობრივი ჩემპიონატები ანუ ბავშვთა ფეხბურთი, ეროვნული ნაკრებები, ინფრასტრუქტურა, ბავშვთა და ნაკრების მწვრთნელები, მსაჯები და ა.შ. 21-ის მერე კარგი მოთამაშე გადავადა კერძო პროფესიულ კლუბში ან უფრო უკეთესი უცხოეთში დღევანდელი სისტემა ხელფასების და შეკრებების არის ე.წ. ატკატების და ნეპოტიზმის წყარო და შედეგად 55 ევროპული ქვეყნიდან უეფადან მხოლოდ 3-ზე წინ ვართ, ესენია სან-მარინო, გიბრალტარი და უელსი. მალე ეგეინც გაგვისწრებენ და ბოლოზე ვიქნებით. ჩვენზე წინ არიან სამოყვარულო კლუბები ფარერებიდან და ა.შ. ასევე, ჯუჯა “ქვეყნები”: ანდორა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, კოსოვო და ა.შ.
Levani
საქმე ფინანსებში არ არის. 50x მეტი ფული რო მისცე ამ კლუბებს შეიძლება მერე 2 ეტაპი გაიარონ და მაინც გავარდებიან. აგერ ტორპედო მაგალითად-გადაყვა სპონსორი და დაშლილ ბათუმს ვერ უგებს,ვერ უგებს კი არა მეორე ტაიმში გახია ბათუმმა-უბრალოდ იმ ბავშვებს კლასი არ ეყოთ. ქაირათი ხატიას დონის ფეხბურთელებით თამაშობს-ზარია ერთი-ერთი საუკეთესოა,არადა აქ დინამოშიც და ბათუმშიც ხშირად სკამზე იჯდა. ანუ არა თქვა მთლად ტყუილი კობიაშვილმა,საქმე გუნდების მმართველებში და მწვრთნელებშია.
q
დამეზარა წაკითხვა ერთი ვიცი არაფერს აზრი არ აქვს და ამის მიზეზი არის ერთადერთი უბრალოდ არ აქვთ სურვილი. არ არის ამათი მიზანი ძლიერი გუნდის თუ გუნდების შექმნა როგორც კი ოდნავ პერსპექტიული ახალგაზრდა გამოჩნდება კლუბში მაშინვე ტრანსფერზე აყენებენ რა შედეგზეა საერთოდ საუბარი
fan1
წლებია დინამოს დიღმის (ერთადერთი ნორმალური საქართველოში) ბაზის ჩაკორპუსებაზე ჩალიჩობს და ამისისგან ელით რაიმე სიკეთეს?
Qomagi
ისევ ფინანსებზე მიდის ლაპარაკი, ამოიღეთ ხალხო ვისაც შეგიძლიათ პასუხი გასცეთ იმ ჩემპიონატების გუნდების ფინანსები რომლებიც კონფერენს თუ ევროპა ლოგის ჯგუფებში მოხვდა. მაგ. ფარერები ლიტვა, ლატვია ლუქსემბურგი მალტა და ა.შ. მერე მიხვდება ყველა რო მარტო ფინანსებში არაა საქმე, მარა ფულის ჭამა ყველას უყვარს რაც მეტი მით უკეთესი:))

კონკრეტულად არაფერს ამბობს,მაგრამ რაღაცას გვპირდება!ეს რას უნდა ნიშნავდეს,აზოტის დაბრუნებას?ბევრი ცრუ დაპირება ვნახეთ და ნდობა აღარ აქვს,მაგრამ ვნახოთ,მეტი რა დაგვჩენია.თუ ფული მოიტანა,ხომ კარგი,თუ არა და სადაც არიან,ისევ იქ დარჩებიან.ქვეყნისათვის მთავარი, მაინც აკადემიის გამართული და ხარისხიანი მუშაობაა!
სიმართლე
კიდევ ერთი დაბოლოება ხალხის!!!!!!
ალექსანდრე
ანუ რა იბოჟიალა ვინმემ გაიგეთ? კონკრეტული გეგმა,იდეა,ხედვა ამოიკითხა ვინმემ? ისევ და ისევ რაღაც ქართული აბსტრაქტული სადღეგრძელო, თავის ქება და სახელმწიფომ მოგვხედოს უფრო მეტი ფინანსებით..
Geo
ვაკო რო დღესდღეობით,ყველაზე მაგარ ფორმმშია ქარსველ ფეხბურთელებში და ფედერაცია ნაკრებს როარ აკარებს რატო არ წერთ?? კობიაშვილ იაშვილისაა ქართული ფეხბურთი?!
ქართველი
ვააა ეს კაცი კიდევ დინამოს პრეზიდენტია? :) :) :)
kesha
60% გაყიდა რამოდენიმე დღის წინ და კიდევ მართველობაში დატოვეს კაცო?
Pepelu
რომანა ფიფია მთელი თავისი ბრწყინვალებით!! :))))
napoleoni
ეს ნაძირალა კიდევ აქაა კაცო?
ჯონი
აფერისტების მეფე … ტოტალიზატორის მეფე
ზაზა
ერთი კითხვა ფიფიას,ევროპაში დარჩა ქვეყანა რომლის გუნდსაც მოუგებს შენი დინამო?
დათო
წადი ! ! ! დაანებე დინამოს თავი .სხვა კლუბი იყიდე და რაც გინდა ის ქენი შეეშვი დინამოს დანგრევას!
Zuka
სიტყვა "არაფელი"-ს რომ იტყვი, მანდ მთავრდება შენი ჯანსაღი აზრი. P.S. მართალია იმაში, რომ ტრანსლაციები და გარეკლამება მეტი სჭირდება ეროვნულ ლიგას. სპონსორების გარეშე აზრი არ აქვს არაფერს.
გიორგი
მომდევნო ტყუილი. მაგარი აფერისტი ვინმეა დღსაც მახსოვს მოსვლიდან მისი დანაპირებები :)) რაღაც x შემოსავალზე საუბრობს მარა კონკრეტული არაფელიი
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
[VIDEO] "თუ "კაირატი" "რეალს" დაამარცხებს, ყველა ფეხბურთელს მანქანას გადავცემ" - ყაზახი ბიზნესმენი
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
ოფიციალურად: პსჟ-სა და "მარსელის" მატჩი გადაიდო
crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა
გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და "მილანთან" განადგურებული "უდინეზე"
არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
კიტეიშვილი დაბრუნდა - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგს" მოუგო
გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? - ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს
დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი