საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითშვილი, გიორგი გულიაშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრები სრული შემადგენლობით ხვალ, 2 სექტემბერს შეიკრიბება.

ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ნაკრების შანსებზე და მოახლოებული მატჩებზე ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კაშიასთვის მეხუთე შესარჩევი იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების წევრი): "ჯგუფში ესპანეთის ნაკრების სახით ძალიან რთული და ჩვენთვის უხერხული მეტოქე გვყავს. რაც შეეხება თურქეთს და ბულგარეთს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში თამაში ყველა ნაკრებთან რთულია, თუმცა ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურ დონეზე უნდა ითამაშოს წარმატებას რომ მივაღწიოთ. თურქეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. მეტოქეს კარგად ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატიდან. ჩვენი მეზობლები არიან და განსაკუთრებული თამაში იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, კარგ გარემოს შექმნიან, დაგვეხმარებიან და კარგ სტარტს ავიღებთ.

რთული იქნება ბულგარეთთან მატჩიც. მოკლე დროში გვიწევს ორი თამაშის ჩატარება. თუმცა, პირველ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, მეორე თამაშს დადებითი ემოციებით შევხვდებით და უნდა მოვახერხოთ გამარჯვების მოპოვება.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ძალიან კარგია, რომ ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობენ. სანაკრებო დონეზე გამოცდილება აუცილებელია და სწორედ ევროტურნირებზე თამაშით იძენენ ამ გამოცდილებას. ნაკრებისთვის ძალიან კარგია, რომ ტოპ ლიგებში გვყავს ფეხბურთელები. ამიტომ, კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვიგოთ თამაშები და მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რაც ძალიან რთული გზა იქნება".

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

NAKREBI.GE

მათე
ეგრე თუა სულ არ დააყენოს გუარამი არ ჯობია ვიდრე კაცი მიამაგროს🤣
q
ნახევარ დაცვა მოიგებს თამაშს. არიან ახალი სახეები ნაკრებში ვფიქრობ რომ ნახევარდაცვაზე გააკეთებს ვილი აქცენტს. 5 ნახევარმცველი უნდა დააყენოს აქედან ერთი გურამას უნდა მიუმაგროს. პენსიონერია ერთი დამხმარე ჭირდება მაგას. სასტავში რო არ დააყენებს მაგის იმედი არ მაქვს. ამიტომ ერთი შუახაზელი სულ უკან უნდა იყოს კონცენტრირებული გურამა რო ვერ დაეწევა მეურვეს ამან დააზღიოს :)
გია
ძალიან რთული თამაში იქნება, ცუდ დროს გამოგვაკლდნენ კიტე და ჩაკვე, დაცვაშიც არ გვაქვს საქმე კარგად. უნდა ვითამაშოთ სხვა ტაქტიკით. ალბათ 5-3-2 , კონტრშეტევაზე გავაკეთოდ აქცენტი.დებიუტანტებზე არ უნდა ვთქვათ უარი. ბოლომდე უნდა დავიხარჯოდ.
gio
ხვიჩა შენ უნდა აიღო თამაში თავზე, რთული იქნება მაგრამ შენ შეგიძლია კიდევ ერთხელ გაახარო ერი.
amataki
რათქმაუნდა არ იქნება ადვილი ამ თურქეთთან გამკლავება, არავისთვის იქნება იოლი უაღრესად მოტივირებულ მაღალი კლასის გუნდთან მისაღები შედეგის მარტივად დადება. სიტუაციას ჩვენი გუნდისათვის კიდევ უფრო ართულებს ისეთი სისტემაშემქმნელი ფეხბურთელების ტრამვები, როგორებიცაა ჩაკვე და კიტე. ეს ფაქტორი შეიძლება ითქვას მოცემულობას კარდინალურად ცვლის. ამ ბიჭების არყოფნა სანიოლს ასპარეზს უმცირებს, მეტიც - შუა ხაზში თითქმის მთლიანად აცლის მანევრირების სივრცეს და კრეატივს. მეორე მხრივ ამ დანაკლისს თავისი პარადოქსული "სიკეთეც" აქვს, თუ მაინცდამაინც აუცილებელია რაღაც პოზიტივის მოძიება ამ ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციაში: ამ თამაშის მოცემულობა სანიოლს აიძულებს მეტ სიმარტივეს. პარადოქსულია ისიც , რომ ჩვენი შანსი სწორედ იქაა, სადაც დიდად არასოდეს გამოვირჩეოდით: ბურთის სწრაფი გადაადგილება, ფლანგებზე სივრცეების სწრაფად ათვისება,ხაზების კონტროლი, პრინციპულობა და შემართება. ამათ დამატებული ტრადიციულად ძლიერი მხარე; კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური შესრულების, ტექნიკის მაღალი დონე. ჩვენ მთავარ კოზირად უნდა იქცეს ახალგაზრდული სულისკვეთება და შემართება. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს სანიოლის სიძლიერე, თუ როგორ შეძლებს გუნდის საბრძოლველად განწყობას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ თამაშის ბედი გადაწყვეტილია, მას ფეხბურთში ალბათ ყველაფერი ჯერ არ უნახავს. ამაზე ბევრად რთული მოცემულობა ამოყირავებულა და სწორედ ამიტომაცაა ფეხბურთი უნიკალური და ძაან მაგარი სპორტი. შიშველი შემართების ამარა დადებულა უდიდესი შედეგები. ცინცხალ ამის მაგალითად არცთუ დიდი ხნის წინანდელი ისლანდია გაგახსენდება კაცს. და ბოლოს როგორი შეიძლება იყოს უშუალოდ შემადგენლობა? მოცემულ სიტუაციაში ჩემი აზრით ღირს გარისკვა და ამჯერად ახალგაზრდებზე აქცენტირება:3-5-2 , დაცვისას 5-3-2 მამარდაშვილი კაკაბაძე გოგლიჩიძე ლოჩოშვილი გოჩოლეიშვილი ქოჩორაშვილი მექვაბიშვილი წიტაიშვილი აზაროვი მიქაუტაძე კვარაცხელია ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობით.
ლომინაძე, აბუაშვილი და გოგლიჩიძედან ორს ძირითადში ველოდები.
საწყენია კიტეს და ჩაკვეს არ ყოფნა. დაგვაკლდებიან საგრძნობლად. სახლში ვთამაშობთ და ბიჭებს გულშემატკივრობა ძალას ასევე მონდომებას შემატებთ. მგონი დროა რომელიმე დებიუტანტი ძირითადში ვიხილოთ. ახალგაზდული სხა დონეა მარა დიდი მონდომების ხარჯზე იქნებ გაამართლოს.
რაბუ
ეს ერთი ლაიქი შენივე დაწერილ კომენტარს გაუკეთე)) რა საწყალი ხარ ვიღაცა ხარ ))
რაბუ-ს
რა არის აქ სასიამოვნო პირადად შენთვის? თურქეთთან მატჩის შემდეგ დაგავიწყდება ვინ სად თამაშობს
რაბუ
ვკითხულობ და მსიამოვნებს იმ კლუბების დასახელება სადაც თამაშობენ ბიჭები. დიდი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული ამ მხრივ. მეტი ფეხბურთელი ტოპ 5 ში მომავალში
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
კანტე შესაძლოა, სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
10 მილიარდი დოლარი - "ლეიკერსი" გაიყიდა
ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "შარლოტ ჰორნეთსთან" დასრულდა
დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ - ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია
სენსაცია მწიფდება - მოახერხებს "ბარსელონა" ოსიმენის შეძენას?
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა