პრიმერადივიზიონი. კლუბების წარდგენა - "მალიორკა" (პალმა)
ლაუდრუპის სამწვრთნელო კვერი ძნელად ცხვება. გასულ სეზონში, ბოლოსკენ, თითქოს, არ იყო სათუო, რომ ბალეარელები მომდევნო ჩემპიონატსაც ელიტაში გაატარებდნენ, მაგრამ ფინიშზე "მალიორკამ" ლამის ყველა თამაში დათმო, თუმცა გავარდნას მაინც გადაურჩა.

კუნძულელთა დანიელმა თავკაცმა მიქაელ ლაუდრუპმა ეს ჩავარდნა კლუბის ფინანსური პრობლემებით ახსნა, როცა ზამთრის პაუზისას "მალიორკამ" ვერ შეიძინა ხეირიანი ფორვარდი. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ლორენსო სერა ფერერი მიიჩნევს, რომ "მალიორკამ" აქედან შესანიშნავი გაკვეთილი მიიღო. ახლა კი საჭიროა ორი კარგი ფორვარდის შეძენა, მით უფრო, რომ გუნდში აღარაა კამერუნელი პიერ ვებო. სატრანსფერო საქმიანობა "მალიორკას" არ დაეწუნება, გუნდი ერთი-ორ პოზიციაზე მართლაც გაძლიერდა, თუმცა ერთი კარგი ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაც არ აწყენდა. დავამატებთ, რომ "მალიორკას" ინტერესებში იყო 21 წლის იბრაჰიმ ბანგურას დამატება, რომელიც შვედურ აიკ-ში გამოდიოდა.

ციტატები

ალეხანდრო ალფარო: "მალიორკაში" იმიტომ გადმოვედი, რომ აქ იციან ფეხბურთელის ფასი, მას პატივს სცემენ და ერთიანი ორგანიზმის წევრად მიიჩნევენ. ეს ყველაფერი არ იყო "სევილიაში", ამიტომაც წამოვედი კუნძულებზე".

ხოსე მანუელ ფლორესი (იგივე ჩიკო): "ჩვენ კარგი ბიჭები გვყავს, თუმცა რეალისტები ვართ და უპირველესად პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, თუმცა მეტის მიღწევაც შეგვიძლია".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში დარჩენა

გუნდის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებებია, ლაუდრუპი საწვრთნელი პროცესით კმაყოფილებას არ ფარავს და აცხადებს, რომ მეტის მიღწევაც შეუძლიათ, მთავარია, გასული სეზონის შეცდომები არ გაიმეორონ - არ შეიძლება ბოლო ტურამდე გაუგებრობაში ყოფნა. ქულები თავიდანვე უნდა დააგროვონ.

ტრანსფერები

მივიდნენ: ჯანი ზუიველროონი (ვესტ ბრომვიჩი, თავ. აგენტი), ტომერ ჰემედი (მაქაბი ჰაიფა, თავ. აგენტი), ხუან კალატაიუდი (ერკულესი, თავ. აგენტი), ალეხანდრო ალფარო (სევილია, 700 ათასი ევრო), პაბლო კასერესი (ტიგრე, 500 ათასი), ჩიკო (ჯენოა, თავ. აგენტი), ედსონ რამოსი (სან პაულუ, იჯარა).

წავიდნენ: კორალესი, რ. გონსალესი, აიოსე, ლუქსი, ტუნი, ტრეხო, ვებო, ენრიხი, ედსონ რამოსი.

დოსიე

რეალ კლუბ დეპორტივო მალიორკა

დაარსდა: 1926 წ.

სტადიონი: იბეროსტარი, 23 140

პრეზიდენტი: ხაუმე კლადერა

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

კლუბის წევრი: 17 000

26 სეზონი პრიმერაში

ესპანეთის თასი (2003), სუპერთასი (1998)

მეტსახელი: ელს ბარალეტსი, ვერმილიონსი

გასულ სეზონში: მე-17 ადგილი

ოფიციალური საიტი: www.rcdmallorca.es

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: მ. პერეირა (35), ავატე (35), ვებო (34), ნუნიეში (34), დე გუზმანი (33).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: ვებო (11), მ. პერეირა (5), დე გუზმანი (5), გ. კასტრო (5), იენაგა (2).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. ხუან კალატაიუდი 21.12.1979

13. დუდუ ავატე (ისრაელი) 17.10.1977

26. იერაი 10.06.1992

მცველები

2. ჯანი ზუივერლოონი (ჰოლანდია) 30.12.1986

4. ივან რამისი 25.10.1984

12. ხოსე ფლორეს ჩიკო 06.03.1987

15. პაბლო კასერესი (ურუგვაი) 22.04.1985

16. ჟოზე ნუნიეში (პორტუგალია) 07.03.1977

21. მარტი კრესპი 15.06.1987

22. პაბლო სენდროსი 01.04.1987

23. კევინ გარსია მარტინესი 08.09.1989

ნახევარმცველები

3. ჟოაო ვიქტორი (ბრაზილია) 07.11.1988

5. ტომას პინა 14.10.1987

6. სერხიო ტეხერა 28.05.1990

7. მიშელ პერეირა (საფრანგეთი) 08.12.1987

11. გონსალო ჩორი კასტრო (ურუგვაი) 14.09.1984

14. აკიჰირო ინიეგა (იაპონია) 13.06.1986

19. ხოსე ლუის მარტი 28.04.1975

20. ჯონათან დე გუზმანი (ჰოლანდია) 13.09.1987

24. ალეხანდრო ალფარო 23.11.1986

ალბერტო 09.03.1988

თავდამსხმელი

8. ემილიო ნსუე 30.09.1989

10. ტომერ ჰემედი (ისრაელი) 02.05.1987

18. ვიქტორ კასადესუსესი 28.02.1985

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა