პრიმერადივიზიონი. კლუბების წარდგენა - "ხეტაფე" (მადრიდი)
ამ, დედაქალაქის გარეუბნის გუნდის ისტორიაში აპრილში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - "ხეტაფე" არაბთა საამიროების ფირმა "როიალ ემირეიტს კომპანიმ" შეიძინა. მეტიც, პროექტის მენეჯერმა სულეიმან ალ-ბუტიმ საზეიმოდ დადო პირობა, რომ ორი სეზონის შემდეგ "ხეტაფე" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

სეზონის დაწყებამდე არაბებმა განაცხადეს, რომ ახალ შენაძენებზე ფულის დახარჯვას არ მოერიდებიან. მათი პირველი ნაბიჯი კი უცნაური იყო - ხოსე მიგელ გონსალესს, ანუ ლეგენდარულ მიჩელს კონტრაქტი აღარ შესთავაზეს და მთავარ მწვრთნელად "ლევანტეს" თავკაცი ლუის გარსია პლასა მოიყვანეს.

ასე გაჩდნენ გუნდში ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორც როდრიგესი, ლასენი, დიეგო კასტრო და სხვები, თუმცა ყველაზე სოლიდური მაინც დანი გუისას დამატება გვგონია. კლუბის სპორტული დირექტორი ტონი მუნიოსი ამტკიცებს, რომ "ხეტაფეს" 3-4 ფეხბურთელი კიდევ ესაჭიროება, ანუ კომპლექტაცია ჯერ არ დასრულებულა. კლუბს კი ასეთი პოლიტიკა აქვს: გამოცდილ ფეხბურთელებს გვერდში ნიჭიერი ახალგაზრდები ამოუყენოს და კონკურენტიანი გუნდი შექმნას. ხეტაფელებს ძალიან უნდათ "რეალიდან" პედრო ლეონი დაიბრუნონ, რომელმაც "სამეფო კლუბში" თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა.

ციტატები

მარკოს მიჩელი: "ბოლო წლებია, "ხეტაფე" სულ სხვა გუნდი გახდა".

ლუის გარსია: "მე ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ მჭირდება, რომელსაც შრომა ეზარება, ჩემს გუნდში ბოლომდე იხარჯებიან".

დანიელ გუისა: "ვიმედოვნებ, რომ ჩემთვისაც და გუნდისთვისაც ეს სეზონი პროგრესისა იქნება".

სეზონის ამოცანა - ცხრილის ზედა ნახევარში დამკვიდრება

ლუის გარსია ამბობს, რომ "ესპანეთში 8 კლუბია, რომლებიც სხვებს აშკარად სჯობნიან. აი, მათ შემდეგ კი "ხეტაფე" საუკეთესო უნდა იყოს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ მეტიც შევძლოთ". მოკლედ, გუნდი ფინანსურად წელგამართულია, მას ამბიციური მწვრთნელი ჰყავდს და, ვინ იცის, იქნებ მართლაც შემოგვთავაზოს "ხეტაფემ" სიურპრიზი...

ტრანსფერები

მივიდნენ: დიეგო კასტრო ("სპორტინგი", თავ. აგენტი), მეჰდი ლასენი ("რასინგი", თავ. აგენტი), ალბერტო ლოპო ("დეპორტივო", თავ. აგენტი), ხუან როდრიგესი ("დეპორტივო", თავ. აგენტი), დანიელ გუისა ("ფენერბაჰჩე", თავ. აგენტი), პაბლო სარაბია ("რეალი ბ", 3 მლნ. ევრო), ხუან ვალერა ("ატლეტიკო"), მიჩელი ("ბირმინგემ სიტი"), ცეპო მასისელა ("მაქაბი", 300 ათასი), მიგელ ანხელ მოია ("ვალენსია", იჯარა), მიკელანჯელო ალბერტაცი ("მილანი ბ").

წავიდნენ: ალვარესი, პარეხო, ბოატენგი, დელ მორალი, ალბინი, პალიარდო, კაში, არისმენდი, ბორხა.

დოსიე

ხეტაფე კლუბ დე ფუტბოლ

დაარსდა: 1983 წ.

სტადიონი: კოლისეუმ ალფონსო პერესი, 17 700

პრეზიდენტი: ანხელ ტორესი

მწვრთნელი: ლუის გარსია

კლუბის წევრი: 10 500

8 სეზონი პრიმერაში

მეტსახელი: ასულონესი, ელ ხეტა

გასულ სეზონში: მე-16 ადგილი

ოფიციალური საიტი: www.getafecf.com

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: პარეხო (36), დიასი (35), ბოატენგი (32), მ. ტორესი (32), მანე (31).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: დელ მორალი (9), კოლუნგა (8), რიოსი (7), პარეხო (3), ბოატენგი (2).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. ოსკარ უსტარი (არგენტინა) 03.07.1986

13. ხორდი კოდინა 27.04.1982

25. მიგელ ანხელ მოია 02.04.1984

მცველები

2. დანიელ კატა დიასი (არგენტინა) 13.03.1979

3. მანე ხიმენეს ორტისი 21.12.1981

4. ალბერტო ლოპო 05.05.1980

5. მიკელანჯელო ალბერტაცი (იტალია) 07.01.1991

15. რაფა ლოპესი 09.04.1985

20. პაბლო პინტოსი (ურუგვაი) 01.07.1987

24. მიგელ ტორესი 28.01.1986

ცეპო მასისელა (ს. აფრიკა) 05.05.1985

ხუან ვალერა 21.12.1984

ნახევარმცველები

6. ბორხა ფერნანდესი 14.01.1981

8. ხაიმე გავილანი 12.05.1985

10. დიეგო კასტრო 02.07.1982

11. პაბლო სარაბია 11.05.1992

14. მიჩელ მადერა 09.11.1985

16. პედრო რიოსი 12.12.1981

18. მეჰდი ლასენი (ალჟირი) 15.03.1984

19. ხუან როდრიგესი 01.04.1982

21. პედრო მოსკერა 21.04.1988

22. ფრანსისკო კასკერო 11.03.1976

ალბერტო ესკასი 28.02.1989

თავდამსხმელები

7. ნიკოლას ფლორეს მიკუ (კოლუმბია) 19.08.1985

9. ადრიან კოლუნგა 17.11.1984

17. დანიელ გუისა 17.08.1980

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა