ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

<p>მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე თურქეთთან 2:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა:</p> <p>&nbsp;</p> <p>&bdquo;მეოთხე მსაჯმა თქვა, რომ სანიოლმა ტექნიკური ზონის ხაზი ბევრჯერ გადმოჭრაო. ვილის განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ გაფრთხილება შეიძლებოდა, გასაძევებელი არ იყო.</p> <p>&nbsp;</p> <p>თამაშის მერე გარჩევა იოლია, რომ მეხუთე ფეხბურთელიც უნდა შეგვეყვანა. ხუთმცველიანი ტაქტიკის დროს გვეუბნებოდნენ, რომ შეტევაში ცოტანი ვიყავით. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანია გვინდოდა. წაგებული თამაშის მერე ახლა ამაზე საუბარი რთულია. არ მგონია, მომავალ თამაშებზე 5 მცველზე დავბრუნდეთ. ასეთი დიდი მატჩების პირველივე წუთებიდან თამაში უნდა ვისწავლოთ. როცა პრაქტიკა არ გაქვს, ეგ შენ თამაშზე აისახება. ეს მხოლოდ მამარდაშვილს არ ეხება.</p> <p>&nbsp;</p> <p>ორი სხვადასხვა მოდელის მცველი გვყავს, ერთი ძალიან გამოცდილი კაშია და მეორე საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გოგლიჩიძე. ვილის სიტყვებს ვამბობ, რომ სამ მცველზე გადასვლას არ ვაპირებთ.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>ტაქტიკა პირველივე ტაიმში შევცვალეთ და 4-3-3-ზე გადავედით, მაგრამ ამასთან შეჩვევა იოლი არაა, დრო სჭირდება. მომავალ მატჩში შემადგენლობას იმის მიხედვით შევარჩევთ, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ&ldquo;.</p>

  • tedo-ს

    შენ ის თედო არა ხარ მანჩესტერში რო თამაშობდი ფერგიუსონის დროს?

  • კიო

    კვეკვესკირი მიხვდა კაშია ვერა!

  • გიგო პაპა

    და კიდევ: სრული სისულელეა ფლანგებიდან მაღალი ჩაწოდებები საჯარიმოში, როცა ჟორჟია მინდორზე. ბუდუზე კი ბატონო, ოღონდ ჟორჟს დაბალი პასი უნდა მიცე. ამიტომაც ვერაფერი ქნა თურქეთთან. თანაც ხვიჩასთან ვერაა იდეალურად შეთამაშებული, ამისთვის დროა საჭირო.

  • გიგო პაპა

    ამდენი წელია არის ეს ფედერაცია და მაგათი სამწვრთნელო შტაბი და რა გახდა ერთი ლობოტკასნაირი ბურთის ამომტანი ქართველი ბიჭის მოძიება. ღვთის მადლით მეკარეც კარგი გვყავს, მცველებიც, შუა ხაზიც და თავდასხმაც. ამის გამოა რომ ვთმობთ ცენტრს და თითქმის ყოველთვის გვიწევს მეორე ნომრად თამაში. გამოფხიზლებას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა მატჩის ბედი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, მოწინააღმდეგე რამდენიმე ბურთით არის წინ და გვითმობს ცენტრს. ძალიან გვჭირდება ერთი კარგი ბურთის ამომტანი ბიჭი და მერე მიხედავენ დანარჩენს. კიტე, ზურიკო, ჩაკვე, აბუაშვილი. მექვაბიშვილი გამქრალი იყო პირველ ტაიმში. და კიდევ: უნდა ვისწავლოთ ნორმალური პრესინგი მეტოქის ნახევარზე. მინიმუმ 5-6 კაციანი. მხოლოდ ხვიჩას და ჟორჟის ფაფხური უაზრობად მიმაჩნია, ტყუილად ფლანგავენ ენერგიას. ნუთუ ძნელია ვისწავლოთ იგივე პსჟ-გან ან თუნდაც ოსიმენისდროინდელი ნაპოლიდან. გასაგებია რომ არ გვყავს ანგისა, დემბელე ან პოლიტანო, მაგრამ ხომ შეიძლება თუნდაც 10 წუთი მივაპრესინგოთ თითო ტაიმში. დარწმუნებული ვარ აუცილებლად დავაკარგვინებთ ბურთს და მინიმუმ 2-3 ნაღდი საგოლე მომენტი შეგვექმნება. ამ სქემის მოსინჯვა უკვე ბულგარეთთანაც შეგვიძლია, მაგრამ არ იზამს სანიოლი და რა უნდა ქნა?...

  • tedo

    მწვრთნელი მაშინ ხარ , როცა რამდენიმე სათამაშო ვარიანტი და გეგმა გაქვს . სანიოლი რომ ევროს მერე მადლობით გაგვესტუმრებინა და მეტად კვალიფიციური მწვრთნელი მოგვეყვანა , მისთვისაც კარგი იყო და ჩვენთვისაც .ახლა არ გამოხტეთ აქ ბურთი რომ მარტო ტელევიზორში გინახავთ და არ დამიწყოთ , რა ქნას სანიოლიმ , არ ყავს ფეხბურთელები , სამი კაცი გვაკლდა და ა. შ. გვყავს საკმარისი რეზერვი , რომ უკრაინამ 5 ქულა არ წაგვართვას , ალბანეთმა სახლში არ მოგვიგოს და თუნდაც ჩეხეთმა გადამწყვეტ თამაშში არ გადაგვირბინოს ( აღარაა დღეს ნედვედის ჩეხეთი ) .მუდმივად დაცვაზე საუბარია . არადა , კაშიას ვერ შეელია-ადამიანი ვეღარ დარბის უბრალოდ . ერთხელ აიკვიატეს მთელმა სამწვრთნელო სტაფმა ერთი შემადგენლობა და ახალს თუ ვინმეს გაურევენ , სკამს ახეხინებენ . ამას გარდა , მუდმივად მეორე ნომრად თამაში რა უბედურებაა , ამას რომელიმე გუნდი აკეთებს ჩვენს გარდა ? .ჩასვრილი მენტალიტეტით გადის გუნდი მოედანზე , ეს ესპანეთიაო , ის ჩეხეთიაო , ეს თურქეთიაო და ამ აზროვნებით წარმატების მიღწევა გვინდა ??? სათქმელის მეტი რაა , მაგრამ ისედაც გამიგრძელდა . და თუ ,,რა ქნას " , მაშინ რატომ გვყავს ??? მადლობა სანიოლ , კაშიავ , ხიზანა , დვალიშვილო და მშვიდობით იყავით ! - ჩემი აზრია ეს .

  • იბერიელი

    მადლობა ჩვენს ბიჭებს,და მადლობა მწვრთნელთა სტაფს, არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა,ასეთ ფორმაში ვართ ახლა, გამოსწორდება ეს ყველაფერი, სექტემბერში ძნელია ფორმაში შეხვდნენ ბიჭები სეზონი ახალი დაწყებული არის, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ბიჭებო, ჩვენ ვართ საქართველო, ვემზადებით შემდეგ თამაშისთვის, გენაცვალეთ, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,

  • დავით სალუქვაძე

    მიხარია 4 მცველიან ტაქტიკაზე რომ გადავედით, ეს ბევრმა არ იცის და მე კი დასასწყისი არ მინახია და ვაი სირცხვილო მათ, ისედაც რო.ელთაც დასაწყიაიდან ნახეს მატჩი და ეს სიახლე არ გაითვალსიწინეს გესლიან კომენტარებში,..სიახლეს დროში შეჩ ე აც სჭირდება და ანგარიშიც დროში, ლოგიკურია.

  • დავით სალუქვაძე

    😍...მაინც ასე ვიტყვი, - "ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს!"_____________ და რატომაც არა, ხომ ნახეთ, რაც ჰქნეს, მათი შესაძლებლობის მიხედვით, საკუთარ თავს გადააბიჯეს და თამაში შემოატრიალეს და კინაღამ და ფრემდე მიიყვანეს, აქამდე წარმოუდგენელ, არნახულ შდეგამდე მივედით, მუნდიალის შანსთან ვართ და ჯერ კიდევ შეიძლება დავინახოთ გარღვევა, მაგრამ... ...მაგრამ... მაგრამ ისაა, რომ უკვე დაიწყო ხალხმა, - ცოტა ადრეც ანუ წინა დღეებიდან ცდილობდნენ გესლის დათესვას, - "ჩვენი ოქროს ბიჭების" ჩამოწერა, - ხალხი იგივეა იერუსალემში მეფესავით შესულ იესოს, რომელიც ეგონათ ტახტზე დაჯდებოდა და რომ ისე არ მოხდა, როჯორც ეგონათ, მერე დამცირებით გამოსულს იერუსალიმიდან, სასიკვდილო განაჩენს რომ უსურვებდნენ, - "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვიო!..." - უკვე გადავიდნენ მათს დაცინვა და ამფერებზე, არავის ინდობენ, არა და მაგარი თამაში ჰქონდათ,..და რაც მთავარია, თუმცა ჩავვარდით ასე ვთქვათ, ამას რომ მოვესწარით და ასეთ, ერთ დროს წარმოუდგენელს მივეახლეთ, ეს განა იმ ბიჭების წვლილი არაა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ყველანი, - "ჩვენს ოქროს ბიჭებს ვეძახდით?" ხოდა იმის მაგიერ, რომ ვუთხრათ, - "გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი!" - "კიდევაც დაიზრდენიან.." იმედები და "ივლიან" "ჩვენს ქუჩაზეც" გაზაფხულის მომსწრე თაობა, - "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი" ჩვენიაო? აბა რისთვის გვინდა ეს სიტყვები, ოქროს ასოებივით რომ ჩაიწერა ჩვენს ყოფაში, თუ ასეთ დროს არ შემოვუძახეთ ამ ჩვენს მართლაც და "ოქროს ბიჭებს"ა და ჩვენსავე თავს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა ა? არა, ისე გამოდის, რომ აქამდე, ფეხბურთელებსა და ფედრაციას კი არა, თურმე სახლებში მოკლათებულ, ჩიპსებით გამძღარ, ტელეფონის კლავიშებით მოცეკვავე ხალხს მოვუყვანივართ და მათს აზრსა და ჭკუას ეკითხება თურმე ფედერაცია და მწვრთნელებიო, ასე უნდა გვეგონოს ხომ? გინება, ლანძღვა, ბილწსიტყვაობას ხომ იოლად ვიყენებთ, - კაცსაც შეგრცხვება წაკითხვა და ქალებიც არ თაკილობენ, - ხოდა ცოტა შეგნება და მადლიერებაც რომ მივახმაროთ საქმეს, საერთო საქმეს წაადგებოდა. ღმერთმანი, სათნოება წამოგვწეოდეს წინ და ბოლოს და ბოლოს ქრისტეანობა, რაცა გვქვია და საუკუნეთა სიღრმიდან მოგვდგამს.#დსს

  • რეალისტი

    თამაში წარიმართა ისე, როგორიც ძალთა ბალანსი იყო, ჩაკვეს, კიტეს და დვალის არყოფნამ ძალიან დაგვასუსტა, მეორე ტაიმში იმიტომ ავთამაშდით, რომ თურქბმა მოგვცეს ამის საშუალება. მართალია გოლები ჩვენი შეცდომებით გაიტანეს, მაგრამ რომ არ გაეტანათა ნებისმიერ დროს გაგვიტანდნენ. ამ შემადგენლობით შანსი არ იყო, არც მოგების არც ფრის. ჰაქანსაც დაუკვირდა: უკეთეს თამაშს მოველოდიო

  • BOSS

    პირველი ტაიმი საშინელი!კაშიას ჯობია გაცილება მოვუწყოთ ბულგარეთთან-ისე არ წავა თავისით ნაკრებიდან!ვინმემ ამიხსნას რატომ არ შემოიყვანა ბოლო 20წუთის სათამაშოდ მაინც ბუდუ-მოეხსნა ერთი ცენტრმცველი(კაშია)თურქებს ცენტრფორვარდი აღარყავდათ და ვერც შემოიყვანდნენ,ასეც აგებდი და ისეც(არვარ ბუდუს ფანი)უბრალოდ 2 სართულზე მაინც ვიზავდით რამეს

  • მაქსი

    მიქაუტაძე თამაშობდა გუშინ? საერთოდ არ ჩანდა.. დაცვაში მაინც ათაშონ ჟორჟი, აბა შეტევაში არაფერი გაუკეთებია

  • Maxo

    კაშიას გამოვდილებაზე საუბრობს ხიზანა. მართლაც დაუგროვდა გამოცდილება საკუთარ კარში გოლების გატანის...

  • გიორგი

    როგორ ტყუილუბრალოდ ლანძღავთ ფეხბურთელებს მწვრთნელებს ჯერ ჩვენი გუნდის შესაძლებობების მაქსიმუმი დაადგინეთ და მერე მაგის მიხედვით მოთხოვეთ რა ქნას სანიოლმა საფრანგეთის ნაკრებიდან დაიმატოს დუე და ბარკოლა თუ თავად გაიხსენოს ახალგაზრდობა

  • ლავაშ-ოღლი

    და სად დაიმალა სანიოლი, თამაშის მერე არ უნდა ეთქვა გულშემატკივრისთვის რამე? არ შედის მაგის მოვალეობაში? თუ მარტო ის იციან როგორ ეხვეწონ ხალხს რომ მივიდნენ სტადიონზე და მხარი დაუჭირონ? არ ჯობია რომ ბულგარეთთან თამაშამდე ხიზანიშვილთან და კაშიასთან ერთად დაახვიოს და გუნდი ხვიჩამ გაიყვანოს თამაშზე როგორც მოთამაშე-მწვრთნელმა? მერე კი ჩამოვიყვანდით ძლიერ და კვალიფიციურ სპეციალისტს.

  • ხვიჩა მაგარია!

    "ასეთი დიდი მატჩების პირველივე წუთებიდან თამაში უნდა ვისწავლოთ." აი ამ სიტყვების მერე ამათ მწვრთნელობაზე საერთოდ როგორ შეიძლება ლაპარაკი? გამოდის რომ საერთოდ არ შეუსწავლიათ თურქეთის ნაკრები. მაგიტომაც იყო, რომ გამოვიდნენ ბიჭები და არ იცოდნენ რა ექნათ, არც ტაქტიკა ქონდათ და არც სტრატეგია. სანამ პირველ ნომრად არ დავიწყებთ თამაშს, სულ მდევრების როლში ვიქნებით. სასწრაფოდ გვჭირდება ძლიერი მწვრთნელი, კიდევ გვაქვს დრო რომ შევძლოთ გასასვლელად ბრძოლა.

  • N

    ეეჰ! "ეხლა გინდა შაიტანე და გინდა გამაიტანე ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავვანი!" :(

  • კიო

    შემადგენლობა ვერ დააყენეთ ოპტიმალური როგქრც ყოველთვის და ახლა რაღაცეებს ნუ იგონებთ.ჰიმნზე რო. დგას გუნდი უკვე მაშინ ეტყობათ როგორი განწყობით არიან და მოიგებენ თუ წააგებენ! ფრანგი კაცი ვერ დამუხტავს ფეხბურთელებს სათამაშოდ. ხიზანა კიდე რისი დამმუხტავია?!ფეხები უკანკალებდათ თავიდან. შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. უძახეთ ახლა კაშია გამოცდილი.ქე გაიდირკა დაა.ზოგადად დამცველები აღარ გვყავს. გუნდებიც ძაან მოიკოჭლებენ და ნაკრებსაც ეტყობა უკვე.დაცვას მიხედე ხიზან დაცვას!)

  • კახა

    აზაროვი ძირითადში უნდა იყოს!. გოჩოც ძირითადში. ლობჟანიძე უნდა შემოეყვანა სისწრაფეებზე გადაერთვებოდნენ. მოკლედ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. პარალელურად როტაცია აუცილებელია 21 წლამდელებიდან უნდა ამოიყვანოს ბიჭები. კარგად იბრძოლეს ბიჭებმა. ყოჩაღ!!!✊✊✊

  • შეეშვი აზარტულ თამაშებს

    გაფიცებ ტოტალიზატორში სათითაოდ დადე ფსონი ამათ თამაშზე და რას იზამდნენ ხო:))))

  • რაგბის ფანი

    ხიზანიშვილო, ნათქვამია: - ჭკვიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს, სულელი საკუთარზე. შენ კი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სეავლობ.

  • ალფა

    იქნებ როგორმე მიხვდეს, რო ცოდოა კვარა ფლანგზე მარტო და შეუწყვილოს აზაროვი. ისიც იმედია დააღწევს თავს უკრაინას.

  • პაატა

    და რომ გააძევა სანიოლა რა მერე?! რამე დაშავდა?:))) ეგ გინდა ტრიბუნა მჯდარა და გინდ მინდორთან, შედეგი მაინც ერთია, ტიპი აზრზე არაა და იძახეთ ეხლა მაგარი მწვრთნელიაო:)))

  • გუჯა

    შეტევაში რაღაც პოტენციალი მაინც გვაქვს, შემტევებს არა უშავს. აი დაცვა და ნახევარდაცვა კატასტროფაა და კიტეიშვილის გამოსვლამაც არა მგონია რამე უშველოს. ამას თუ მეკარის უთამაშებლობა დაემატა მერე არ ვიცი...

  • .

    ტელევიზორში არაფერი უჩვენებიათ და თუ ტექნიკური ზონის დატოვებისათვის გააძევა,ეგ მართლაც შარის მოდებას ჰგავს.ჯერ ერთი პირდაპირ გაძევება მაგის გულისათვის რომელ კანონში წერია და მეორეც,მაგ დროს,თურქმა ფეხბურთელმა ისე იუხეშა,რომ გასაძევებელი შეიქმნა,მსაჯმა კი თვალები ისე დაიბრმავა,ჯარიმაც არ დაინახა და მწვრთნელმა ხმა რომ ამოიღო,იქით დასაჯა?!ეგ იმას ნიშნავდა,რაკი მაიძულებ თურქის გაგდებას,შენც ზედ მიგაყოლებო.ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე,თურქებთან მატჩში, აშკარად ჩანდა,რომ ორივე გუნდის თავდასხმა მაგრად სჩაგრავს დაცვას.ცუდი ის არის,რომ ჩვენ კიდევ უფრო დასუსტებული შემტევი პოტენციალით მოგვიწია ნახევარდაცვაში თამაში და დაცვიდან ბურთის ამოტანას ვერ ვახერხებდით.საყვედურს ვერავისზე ვიტყვი,ყველა ბოლომდე დაიხარჯა,მაგრამ კიტე ჩაკვეს დონის შემქმნელები საქართველოში სხვა არავინ გვყავს.მხოლოდ ერთი რომ დაგვკლებოდა,კიდევ ჰო,მაგრამ ორივეს ერთდროულად მონაკლულებას,უკვე ვეღარ ვფარავთ,ამას მამარდას აშკარა ნერვიულობა და თამაშიდან გამოთიშული მიქაუტაძეც დავუმატოთ და ისე გამოვიდა,რომ პირველ ტაიმში უშანსოდ დავრჩით.გუნდური მოძრაობა,აშკარად დაულაგებელი იყო და ამის გამო,მათი პრესინგი,მთლიან პარალიზებას უკეთებდა ჩვენ კონტრთამაშს.დაცვა ბურთს რომ იღებდა,ნახევარდაცვა თავს ვერ ითავისუფლებდა,რომ პასი მათზე გაკეთებულიყო და ეს უხეში შცდომები,ძირითადში ამის ბრალი იყო.ვერც შეტევაში ვახერხებდით ამის გამო გაქცევას და ვერც პრესინგის მსგავსი რამის გაკეთებას.კლასში სხვაობა საგრძნობი იყო.მიქაუტაძე დიდებულ ფორმაში იყო ლიონში,მაგრამ გუნდიდან იძულებითმა წასვლამს და მასთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა,ეტყობა მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა.აშკარად ნერვიულობდა და ვერც გუნდურ თამაშში ჩაჯდა გუნდში.ასე სხვებსმოწყვეტილი გიო, მხოლოდ მისი ნაკრებში სადებიუტო მატჩის დროს მახსოვს,მამარდას,რამდენიმე შეცდომა ჰქონდა ფეხით ბურთის გამოტანის დროს,გამოსვლაზე და ვერც ერთი სეივი ვერ გააკეთა.ეტყობა არც მას ულხინს ლივერპულში და ამ თამაშის შემდეგ,კიდევ უფრო გაუჭირდება,ძირითადისათვის ბრძოლა.სანიოლს არ სურდა,დაცვითი 3-5-2 ეთამაშა,უფრო აქტიურ 4-4-2 დააყენა,მაგრამ უჩვეულო სქემა და დასუსტებული შემადგენლობა,აქტიური შეტევის საშუალებას არ აძლევდა.აშკარაა რომ ჯერ ამ სქემისათვის გუნდი მზად არ არის.თურქებს შეტევაში უფრო მეტი მაღალი ხარისხის ფეხბურთელი ჰყავდათ და მეტი გოლიც გაგვიტანეს,თორემ არც ისინი ჩამოგვრჩებოდნენ უხეშ შეცდომებში.იმედია ნოემბერში ყველა ჯანმრთელად და ფორმაში გვეყოლებიან.მიუხედავად სტამბულში ძალიან მძიმე მატჩისა,იქ ჩვენც გვექნება შანსი.ჩვენ შეგვიძლია იქ გამარჯვება,თუმცა ეს უძნელესი საქმე იქნება.ახლა მთავარია ბულგარეთისათვის წესიერი მომზადება მოასწრონ და იქ მაინც გავიმარჯვოთ.თბილისში იმ ორი გოლის გატანამ,თურქეთში გასვლაზე თამაში,ჩვენთვის იმედიანი გახადა.იქ გამარჯვება,ჩვენ შანსებს გაათანაბრებს.ბულგარეთში კი,აუცილებლად მოსაგებია და იმედია გავიმარჯვებთ!

  • უვიცი

    ესენი საერთოდ რამდენი მცველით თამაშობენ, ან რას აკეთებენ საერთოდ ნეტა თუ ხვდებიან. ვინ სად დგას მე პირადად ვერ ვგებულობ, სრული ქაოსია.

  • უვიცი

    ლოჩოშვილზე არ გეთანხმები, ძაან გაასწორე მიწასთან, ჩემი აზრით სხვების ფონზე ნორმალური იყო, თან სხვა პოზიციას თამაშობს. სხვა ყველაფერში 100%

  • Vili Sagniol out

    მამარდა >>>>>>> 3 გოლები მისი ბრალი არ იყო, მარა არც სეივები ჰქონია და ფეხით ცუდათ ითამაშა მომენტებში. კაკაბაძე >>>>>>> 2 ამან თუ პირველი პასი ცუდად გააკეთა დედა აღარ ყავს მერე მთელი თამაში. მოკლედ კარგად იხმარეს ჰაერშიც და ხმელეთზეც გოგლიჩიძე >>>> 4 მცველებში საუკეთსო იყო მარა უჭირდა მაინც ორთაბრძოლებში კაშია >>>>>>>>>> 1 შენელებულია სასტიკად და დროა გადაჯდეს სკამზე ან საერთოდ კვეკვეს გზას დაადგეს. ლოჩოშვილი >>> 2 როგორც ყოველთვის დასტრესილი თამაშობს კაცი აზის თუ არა და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს ზურიკო >>>>>>> 7 მომენტებში ქრებოდა მარა საუკეთსო მოთამაშე იყო. ყველაზე მეტად ეგ ამწვევებდა და გოლიც დაიმსახურა. მექვაბა >>>>>>>> 0 ერთი ლარის ღირებულების არაფერი გაუკეთბია. 38 წლის კაშიას ტემზე მეტის აწევა არ შეუძლია ქოჩორა >>>>>>>> 5 მარტო ცდილობდა ცენტრში სიტუაციის დალაგებას მარა გვერძე არ ყავდა ნორმალური არავინ და ბუნებრივია ცდებოდა რიგ შემთხვევებში. წიტა >>>>>>>>>> 1 ეტყობოდა რომ დონეს არ შეესაბამებოდა კვარა >>>>>>>>> 6 ვიცით რომ მეტი შეუძლია მარა გვერძე ცოცხალი ფეხბურთელებია საჭირო ჟორჟი >>>>>>>> 0 ღირებული არაფერი გაუკეთებია გაგნიძე >>>>>>> 2 მონდომებული ჩაერთო მარა კლასი აკლია აზაროვი >>>>>> 2 კლასი აქვს მარა მეტი მოეთხოვება გულიაშვილი > 1 მონდომებული კი იყო მარა აშკარად სხვაგან ბანაობს გოჩო >>>>>>>>> 3 ნორმალურად ჩაერთო, ჯობია ბულგარეთთან კაკაბა ჩაანაცვლოს ძირითადში.

  • ბანანაშვილი

    ეს იდიოტი დაგვცინის კიდეც

  • L.J.

    Vaa sagol xizan!!!cotac da vilis chaanacvlebs :)))

  • jjjjjj

    exla დავრწმუნდი მამარდაშვილი რატომ არის უქნარა კაშია ბებერი კვარა გათამამებული ბავშვი კაკაბაძე ლოჩოშვილი ქოცების შაიკა/././. ეს ბირთვი წარმოადგენს საქართველოს სანამ კობიაშვილი იქნება წუწურაქი და კალაძე მანამ არაფერი გვეშველება

  • ალფა

    4 მცველის გამო კი არა, კაშიას და ცენტრში 2 ნახევარმცველის დაყენების გამო წავაგეთ. 3 ნომინალური ცენტრ ნახევარმცველია საჩვენო ფორმაცია.

  • azri

    ერთი ეს არის რა კაშიას რას ახსენებს სამივე გოლში მისი წვლილია პირველი გადააფრინდა ბურთი და 2 საგოლე პასი მისცა თურქებს და იმათაც გამოიყენეს

  • ლევანი

    ყოჩაღ! ამომწურავად ისაუბრა, რას ერჩი. ვაიიი...

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის

კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა

ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს

იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული

"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო

[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | "ტენერიფემ" "ჰერცლია" დაამარცხა

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

[VIDEO] ესპანეთი შეუჩერებელია - ბულგარეთს ადვილად მოუგო

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება

[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა

[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა

თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე

"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით

თურქეთი - საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის

"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?

ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში

კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა

ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება

2027/28-წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულად დაიწყება

სერიოზულ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს - სანტუშის გაშვება აზერბაიჯანელებს ეს თანხა დაუჯდებათ

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ზურა ხიზანიშვილის გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]

თურქეთი - საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის

თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება

[VIDEO] სრული კატასტროფა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან განადგურდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...