ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოცნების გუნდი

ოცნების გუნდი

13 აგვისტოს, ამერიკის 1992 წლის საკალათბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით შეიყვანეს კალათბურთის დიდების დარბაზში.

13 აგვისტოს, ამერიკის 1992 წლის საკალათბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით შეიყვანეს კალათბურთის დიდების დარბაზში. თუ ოფიციალური სიტყვებით ვილაპარაკებთ, ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო დარბაზში შევა გუნდი სახელად - "აშშ-ის მამაკაცთა ნაკრები კალათბურთში". მაგრამ გულშემატკივრებს ის სულ სხვა სახელით ახსოვთ. ამ სახელწოდებას მაისურებზე არ აწერდნენ, მაგრამ 1992 წლიდან დღემდე ყოველთვის იყენებდნენ ამერიკის ნაკრების დასახასიათებლად (თუმცა 18 წლის განმავლობაში ხშირი იყო შემთხვევა, როცა ამერიკელთა გუნდი არ შეესაბამებოდა ამ განმარტებას). Dream Team - ოცნების გუნდი.

ეს გუნდი ფანების ოცნება იყო - ოცნება იმაზე, რომ NBA-ის ყველაზე ნათელი პერიოდის საუკეთესო წარმომადგენლები ერთ გუნდში გაერთიანდებოდნენ. გულშემატკივრებს ამ კალათბურთელების ხილვა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფერენციების ნაკრებებშიც შეეძლო, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მათ სურდათ. ჯერჯერთი, "ოლ სტარზე" ვარსკვლავები ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილნი - თავიანთი კონფერენციების მიხედვით და მეორე - მართალია ამ მატჩს ვარსკვლავური სტატუსი აქვს, მაგრამ ის ამხანაგურია და ოლიმპიადას ვერ შეედრება.

ეს იყო ყველა დროის საუკეთესო გუნდი. იმ შემადგენლობის 12 კალათბურთელიდან ათი NBA-ის ისტორიაში 50 უდიადეს მოთამაშეს შორის შეიყვანეს და შემდეგ თითოეული მათგანი დიდების დარბაზშიც მოხვდა (აქამდე გამონაკლისები იყვნენ სკოტი პიპენი და კარლ მელოუნი, რომლებიც ასევე 13 აგვისტოს დააფასეს).

პი ჯეი კარლესიმომ, რომელიც 1992 წელს მთავარი მწვრთნელის ჩაკ დეილის ასისტენტის მოვალეობებს ასრულებდა, ამ გუნდს "სრულყოფილება" უწოდა. "შეუძლებელი იყო ეს გუნდი არ შეგყვარებოდა და არ დამტკბარიყავი მისი თამაშით", - ამ სიტყვებს კალათბურთის ნებისმიერი გულშემატკივარი მოაწერდა ხელს.

სასაცილოა, მაგრამ ამერიკელებმა, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელთა მთელი თანავარსკვლავედი ჰყავდათ, საბოლოო შემადგენლობის შედგენისას მაინც შეცდომები დაუშვეს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ საოლიმპიადო განაცხადის მიღმა აღმოჩნდა აიზია ტომასი, ხოლო შაკილ ო'ნილის ნაცვლად ბარსელონაში კრისტიან ლეიტნერი წაიყვანეს. სამაგიეროდ, სხვა მოთამაშეების ჩამოთვლა არც ღირს - მათი გვარები და მეტსახელები ისედაც ყველამ კარგად იცოდა. მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, მაიკლ ჯორდანი, ჩარლზ ბარკლი, კარლ მელოუნი, სკოტი პიპენი, ჯონ სტოქტონი, კლაიდ დრექსლერი, კრის მალინი, პატრიკ იუინგი, დევიდ რობინსონი - ასეთი თანავარსკვლავედი არც ერთ გუნდში და ალბათ, არც სპორტის ისტორიაში არ გვინახავს.

მონტე კარლოს ღამეების ისტორია ისეთივე ლეგენდარულია, როგორც თავად 1992 წლის ნაკრები. "დრით თიმი" აბსოლუტურად დამოუკიდებლად და ბოჰემურად ცხოვრობდა. დიადი ჩაკ დეილი მოგვიანებით იხსენებდა, ეს საწვრთნელი შეკრება იგივე იყო, რაც ელვის პრესლისთან ან "ბითლზთან" ერთად მოგზაურობა. კალათბურთელებს, როგორც როკ-ვარსკვლავებს ისე აღიქვამდნენ: დაცვა დიდი გაჭირვებით აკავებდა ფანებს მოთამაშეებიდან ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე. ნაკრები ფეშენებელურ სასტუმროში, ოლიმპიური სოფლიდან მოშორებით ცხოვრობდა - ასეთი პრივილეგიები არც სხვა ათლეტს არ ჰქონია. საწვრთნელი შეკრების დასრულების შემდეგ დეილიმ აღიარა: საფრანგეთის სამხრეთი იმის გამო აირჩიეს, რომ ბარკლისა და ჯორდანის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ - სხვა შემთხვევაში ისინი გუნდს არ შეუერთდებოდნენ. კაზინო, ღამის წვეულებები, გოლფი, პლიაჟი - ბევრისთვის გაუგებარი იყო, წვრთნისთვის ჩავიდნენ იქ თუ გასართობად? მაგრამ ამ შეკითხვას მაინც არავინ სვამდა. როგორ მუშაობდნენ იმ ნაკრების კალათბურთელები და საერთოდ მუშაობდნენ თუ არა - ეს არავის აინტერესებდა. ყველასთვის საკმარისი იყო ის სპექტაკლი, რომელსაც ამერიკელები მოედანზე დგამდნენ. ნებისმიერ მეტოქეზე უპირატესობა არანორმალურად დიდი იყო, თამაში - არნახულად ლამაზი.

ამასთან, 1992 წლის ნაკრებს მოტივაციის ნაკლებობა არ გააჩნდა. 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე ამერიკის ნაკრებმა მხოლოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ნახევარფინალში სსრკ-ის ნაკრებთან 76:82 დამარცხდა), იგივე სინჯის მედალი მიიღო მან ორი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა იუგოსლავიასთან დამარცხდა - 91:99. 1989 წელს FIBA-მ NBA-ის პროფესიონალებს საკუთარ ნაკრებებში თამაშის უფლება მისცა. ამ გადაწყვეტილებამ მაშინვე ნამდვილი ბუმი გამოიწვია პრესასა და ტელევიზიაში: ანალიტიკოსები მომავალი "დრიმ თიმის" საკუთარ ვარიანტებს ადგენდნენ. დრო იყო, ამერიკას შეეხსენებია მთელი მსოფლიოსთვის - ვინ მოიგონა კალათბურთი.

"მინესოტა ტიმბერვულვზის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა, იმ დროს კი "შარლოტ ჰორნეტსის" მოთამაშემ კურტ რემბისმა განაცხადა, რომ იმ ნაკრებს საამაყო მისია ჰქონდა - ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, რა არის კალათბურთი ამერიკულად. ისინი ჩავიდნენ ბარსელონაში და გააკეთეს ეს. "ჩვენები მთელი ძალით თამაშობდნენ, თამაშობდნენ როგორც ერთიანი გუნდი, პატივს სცემდნენ სპორტს და თავიანთ მოწინააღმდეგეებს. "დრიმ თიმის" უპირატესობა კონკურენტებზე იმდენად დიდი იყო, რომ ხანდახან გეჩვენებოდა - ოპონენტები შიშით უყურებდნენ NBA-ის ვარსკვლავებს და თამაშს წყვეტდნენ იმის ნაცვლად, რომ ბოლომდე ებრძოლათ", - ამბობს რემბისი.

თუმცა, ამერიკის ნაკრების ნებისმიერი მეტოქე სულაც არ გავდა დაჩაგრულ და გათელილ მსხვერპლს. პირიქით, მატჩის შემდეგ ისინი ერთ რიგად დგებოდნენ ფოტოგრაფების წინ და ავტოგრაფებს სთხოვდნენ NBA-ის ვარსკვლავებს. ამერიკელებიც სიამოვნებით თანხმდებოდნენ.

მთელი ოლიმპიადის განმავლობაში აშშ-ის გუნდს თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. თუ ბოლო 12 წლის განმავლობაში ამერიკის ნაკრებს ლიტვა, საბერძნეთი ან არგენტინა ამარცხებდა, ბარსელონას ოლიმპიადაზე "იანკებმა" ყველა მატჩი მოიგეს საშუალო 44-ქულიანი (!) სხვაობით. კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფაქტი: მთელი ტურნირის განმავლობაში ჩაკ დეილის ტაიმ-აუტი არ აუღია.

"სხვა გუნდები იღებდნენ ტაიმ-აუტებს და ჩვენთვის ესეც საკმარისი იყო", - იხსენებს კარლესიმო.

ამერიკის ნაკრების თორმეტმა მოთამაშემ მთელს მსოფლიოში კალათბურთისადმი უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მაიკლ ჯორდანის სიდიადე, ლარი ბერდის სიმშვიდე, დევიდ რობინსონის ძალა, მეჯიქ ჯონსონის განუმეორებელი არტისტიზმი - ყველამ რაღაც იპოვნა იმ გუნდში, რომელიც მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდა. "როცა ფიქრობ ნიჭზე, მრავალმხრივობაზე, საჩემპიონო ტიტულების რაოდენობაზე, რომელიც იმ გუნდის კალათბურთელებს გააჩნდათ, არც კი მჯერა, რომ მათ ეს ყველაფერი ერთ გუნდში გააერთიანეს", - აცხადებს რემბისი.

კარლესიმო ხშირად იხსენებს იმ ფაქტს, რომ მის მეხსიერებაში ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მატჩის შემდეგ გასახდელში არ ათვალიერებდა სტატისტიკის ფურცლებს. 40 წელი NCAA-სა და NBA-ის გუნდებში ნამუშევარი სპეციალისტი დღემდე განცვიფრებულია ამ ფაქტით: "მათ თავიანთი ვარსკვლავური სტატუსი სადღაც შორს დატოვეს. მხოლოდ ერთი რამ უნდოდათ: ამერიკა საუკეთესო გამხდარიყო". ამ ადამიანებმა არამარტო ეს ამოცანა შეასრულეს - მათ მთელს მსოფლიოს ოცნება აჩუქეს.

ლელო

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა