ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება და ნახევარფინალში გასვლას შეეცდება.

მეტოქე ზედმეტად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. მათი კალათბურთის ფედერაციის საიტი წერს, რომ ფინეთი და საქართველო ერთად 20 წლის წინ ევროპის მეორე დივიზიონში ასპარეზობდნენ, ახლა დიდ წარმატებას მიაღწიეს, მათ სენსაციურად სერბეთს სძლიეს, ქართველებმა კი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ საფრანგეთს.

ფინელები იმედს გამოთქვამენ, რომ „მგლები“ (გუნდის ზედმეტსახელია) გამარჯვების მოპოვებას შეძლებენ.

ფინელთა ერთ-ერთი ლიდერი, 34 წლის სასუ სალინი, რომელიც გიორგი შერმადინის თანაკლუბელი იყო, თანამემუმულეებს მხარდასაჭერად ლატვიაში ჩასვლისაკენ მოუწოდებს:

„იმის გასაგებად, რასაც მივაღწიეთ, გარკვეული პერიოდი დამჭირდა. გარკვეულწილად ეს სხვადასხვა სტილის გუნდების შეხვედრა იქნება. საქართველო გაბარიტული გუნდია, ნელ ტემპში თამაში ურჩევნია, მისი კალათბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან, ჩვენ, ცხადია, სწრაფად შეტევას ვცდილობთ. ისევ ჭკვიანურად მოქმედება, ერთმანეთის თანადგომა და ბურთის კალათში კარგად სროლა გვმართებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰელსინკიდან რიგამდე ჩაფრენას ერთი საათი სჭირდება, ხოლო ტალინიდან მანქანით ჩასვლას დაახლოებით ხუთი საათი, ეს ჩვენი გულშემატკივრებისთვის სავსებით შესაძლებელია. აქტიურად გვიქომაგეს სერბეთთან, ეს შესანიშნავი იყო, იმედი მაქვს, „რიგა არენაზე“ ჩვენთვის საშინაო ატმოსფერო კიდევ უფრო მეტად იქნება და ჩვენი გმირობა ამით არ დასრულდება“.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად რიგაში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. ევროპირველობაზე წარმატებულად ასპარეზობისათვის საქართველოს ნაკრები მთავრობისგან 3 მილიონ ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო გამარჯვებისთვის ამდენივეს მიიღებს.

საქართველოს და ფინეთის ნაკრებები ერთმანეთს პირველად 2004 წელს დაუპირისპირდნენ, ჯამში 9 მატჩიდან 5 მოვუგეთ, მათ შორის ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ტურნირზე ორივე.

გრაფი დუკუ
რა პოდლობაა :D :D ;D წესით, არ უნდა გახდეს საჭირო. თუმცა,, :D :D გამარჯვებულებს არ ასამართლებენ
გრაფი დუკუ
გილოცავთ!!! ამ - "უვარგისია ნაკრების შემადგენლობა, არ ვარგა"-ს ძახილში ქე შემოგვებრდღვნენ შარშანდელი ფინალისტები :)) აწ და მარადის ასე ყოფილიყოს!!! {მე ამას დავარქმევდი - "ძლევაი საკვირველი 2.0"} (იმიტომ, რომ ყველა ლოგიკით უნდა განადგურებულიყავი და ამ დროს მოიგე) :D ახლა საქმიანი საუბარი - თუ ვინმემ წაიკითხა ჩემი პოსტი ესპანეთთან მოგებასთან დაკავშირებით, ახლაც მიხვდება, თუ რაზე მაქვს აქცენტი - ორიანებში ჩვენს ბიჭებს რომ არ უჭირთ, ეგ ცხადია და ამაზე არც გავჩერდები. საჯარიმოები გამოსწორებულია და ეგ კარგია. აი სამქულიანები კი მინდა შევაქო. ეს იყო სასწაული - ასეთი პროცენტით სროლა თვით "გოლდენ სტეიტსაც" კი არ შეეძლო ყოველთვის თავისი ზეობის პერიოდშიაც კი (თუ არ გჯერათ, აგერ NBA-სა და გინდა ნებისმიერი score-საიტი). ისიც გადავქექე, თუ როგორ და რანაირად დავამარცხეთ შარშან ფინეთი. მივედი ერთ დასკვნამდე - markkanen-ი არაა საფრთხე, გაუშვი, ითამაშოს.. მთავარია ჯარიმები არ აგვკიდოს. მთავარია დანარჩენებს გადავუკეტოთ პერიმეტრი. (უეჭველი ვიცი, ბევრს გაეცნება - რა სისულელეაო, მაგრამ, ეს დედაძაღლი მათემატიკა მაინც ყველაფერს შვრება. მარკანენის თუნდაც 40, 50 55 ქულა ამინდს ვერ შექმნის). ჩემი პირადი დასკვნა ასეთია - თუ ვიცავთ პერიმეტრს, თუ სტანდარტულად მაინც ვითამაშებთ, თუ ოჩხიკიძე (მაპატიოს, მაგრამ, უნდა ვთქვა) თავს გამოავლენს როგორც კალათბურთელი, მაშინ ჩვენ პირდაპირ 4 საუკთესოში ვართ!!!
1972
ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წელს ფინალში შეგნებულად იყო თუ არა ქორქიას ჩხუბი მოუვიდა ამერიკის გუნდის ლიდერთან და მსაჯმა ორივე გააძევა და ამის შემდეგ საბჭოთა ნაკრებმა ტოლ სწორად გააგრძელა და ბოლოს მოუგო კიდევაც, ფინეთი ერთი კაცის გუნდია, დაფიქრდით იქნებ ეს პრაქტიკა გამოდგეს
toy-s
მე მეშინია მაგ გნიდა ბავშვმა, თოკო ან გოგა პროვოკაციაზე არ წამოაგოს და არ გააგდდებინოს, მაქსიმალური თავდაჭერა მარდებს ბიჭებს,
gel-100
რო შემოვარდი კომენტარებში სტატია წაიკითხეე?? თუ არ იცი სუბსიდირებული რეისი რას ნიშნავს?? აეროპორტების გაერთიანებამ კიდევ ერთი რეისი დაამატა სუბსიდირებულიო ესეიგი შეგიძლია საბუთები მოაწესრიგო და გნაცელეს რიგაში, ოღონდ ნაკრების საგულშემატკივროდ და არა საქართველოდან უფასოდ გაქცევის მიზნით
tngh
რთული თამაში გველის... ფინელები 36 სამქულიანი სროლიდან 30-ს არ "გამაზავენ". ძნელია არ ასროლინო!!!
lasha-ს
პასპორტში ჩაგიწერს კიდევ სანიკიძე...)))
მამუკა
ფინეთთან არ უნდა გაგვიჭირდეს, მე უკვე ნახევარფინალზე ვფიქრობ გერმანიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს.
პაპა
ბევრი ფინელი გადმოვა საგულშემატკივროდ რიგაში, სულ რაღაც 4-საათია ფინეთიდან ავტომანქანით რიგამდე, მაგრამ მე მჯერავს ჩვენი ბიჭების, აბა თქვენიცით გაახარეთ ერიც და ბერიც, წარმატებები.
აზრი
ძლივს “საქმიანი” კომენტარები კალათბურთზე და არა პოლიტიკაზე გეთანხმებით უმეტესობას. სულ სხვა თამსებია შესარჩევის 2 და ეს. დავამატებდი,რომ ნერვები უნდა მოვთოკოთ და რაღაც უაზრო ფოლები არ ავიღოთ. იმათი გუნდიც საკმაოდ ნერვიულია. მიიკა მუურინენი მაგალითად. ჯობს პირიქით, ისინი წამოეგონ. და ბოლოს, როგორც უკვე თქვეს, მთავარია ლაირი მარკანენის გაჩერება, ისე, რომ პერიმეტრი არ დავკარგოთ. ისროლოს შიგნიდან ორიანები ჯობს.
საოცარია
პირველ 5 წუთში თუ გავარდნენ წინ, მერე თამაში წაუვათ და ვეღარ დაეწევი.
ალექს
და იმ პირველ ხუთ წუთში რომ დიდი ალბათობით ამოგვტენიან მერე რას ვშვებით? არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ დიდი გაქცევის საშუალება,როგორც ბოსნიელებს მივეცით. მოგვწონს თუ არ მოგვწონს არ აქვთ ჩვენს ლიდერებს მაგდენი ხნით დასვენების ფუფუნება. არ უნდა ვიყოთ მდევრის როლში. ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად ეგ და პრაგმატულადაც რომ მივუდგეთ ძალიან რთულია მსგავსი კალიბრის გუნდს დაუქაჩო დიდი სხვაობა.
Toy
Ის უზრდელი ნაგლი ბავშვი، რ ყავთ، ისიც მაგარია.
გიგო პაპა
სწრაფები თუ არიან, მაშინ უკან ჩამოსვლა უნდა დავასწროთ. ეს პირველ რიგში ანდრონიკაშვილს, ბოლდუინს და ოჩხიკიძეს ეხებათ. შერმადინი გასაგებია რომ ვერ ჩამოასწრებს. ლაურა როგორმე უნდა ამოვკეტოთ და გასაქანი არ მივცეთ ფარქვეშ. მე მაგალითად პირველ 5 წუთს მეორე შემადგენლობით დავიწყებდი, დავაკვირდებოდი როგორ თამაშობენ, თან ძირითადის ბიჭებსაც ავაცილებდი პერსონალურებს, გავაკეთებდი დასკვნებს და მერე შევუშვებდი. წარმატები ბიჭებო, ისროლეთ თამამად!
lasha
საქართველოდან ხო არ იგეგმება ფრენა გულშემატკივრების? აქვს ვინმეს იმფორმაცია?
R. M.
სწრაფ გათამაშებებს, პერიმეტრზე თავისუფალი მოთამაშის დატოვებას და სროლას შეეცდებიან (ყოველთვის გვიჭირს მსგავს სტილთან გამკლავება), + მარკანენის ინდივიდუალიზმი. ალბათ ჯიკიჩი შეეცდება კონტრ გეგმა დადოს და მთავარია შემართებით-ცოტა აგრეესიით და კონცენტრირებულები იყვნენ ბიჭები 100%. მერე უკვე ჩვენ თამაშს მოვახვევთ თავს და... გერმანია vs საქართველო
დათო
ლიტვა-საბერძნეთი თურქეთი-პოლონეთი
ალექს
სწორი შეფასებაა. ჩვენ ნელი ტემპით ვუტევთ და ფინელები, პირიქით,ძალიან სწრაფად. სიზუსტეში პროცენტულად ვერ გვჯობნიან, მაგრამ სწრაფი გათამაშების და ბევრი სროლის ხარჯზე ახერხებენ წარმატების მიღწევას და მაგიტომაც თამაშში საშუალოდ ჩვენზე 10-ით მეტ ქულას აგდებენ. თუ იმის იმედად ვიქნებით რომ საფრანგეთის მსგავსად არ წაუვათ სროლები დიდი ალბათობით წავაგებთ. როგორც კვიპროსთან ვითამაშეთ ისე უნდა ვითამაშოთ ახლაც. ასევე ძალიან ბევრ ბურთს ხსნიან მეტოქის ფარზე, თამაშში საშუალოდ ჩვენზე 4-5ით მეტს. ამიტომ ფარის არ დათმობა მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მესამე რასაც ასევე ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ფინელები ლიდერობენ ბურთის მოპარვით და მარკანენი ამ მხრივ არის ნამდვილი მელია. აი ამ კომპონენტებს განსაკუთრებით თუ მივაქცევთ ყურადღებას გამარჯვებაზე შეგვიძლია ვიფიქროთ. წარმატებები ნაკრებს!
alexandre
ბოლო ორი კი მოვიგეთ ბოლო შესარჩევში, მაგრამ ნბა-ს მოთამაშეები არცერთს არ გვყავდა. არა და ეს მაკკინენიათუ ვითაცა, ძალიან მაგარია. თუ მას ამოვკეტავთ, მოვუგებთ. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს!
ვაჟა მასწავლებელი
ევრობასკეტ2025 განრიგით თამაში 10 სექტემბერსაა დანიშნული და დღეს, ანუ 9 სექტემბერს ვიღა თამაშობს?
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა