საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარმა პსჟ-ს ფეხბურთელის, უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პსჟ-ს აღშფოთება იმის შესახებ, რომ სანაკრებო მატჩებში დემბელეს თამაში არ შეიძლებოდა, უსაფუძვლოა.

"ისედაც ვიცოდით, რომ დემბელე ტრავმას ხშირად იღებს, ის, რაც მას ნაკრებში შეემთხვა, უიღბლობაა, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ პსჟ მას მხოლოდ მაშინ ათამაშებს, როდესაც ჯანმრთელადაა. პსჟ-ს ხელმძღვანელობა იტყუება და ის, რასაც აკეთებენ, დაუჯერებელი მანიპულაციაა.

ეროვნული ნაკრები ყველაფერზე მაღლა დგას. პსჟ-ს ლიგა 1-ზე ისედაც დიდი გავლენა აქვს და ახლა ეროვნული ნაკრების საქმეებშიც ერევიან?", - განაცხადა დიუგარმა RMC Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, დემბელესთან ერთად სანაკრებო მატჩებში ტრავმა პსჟ-ს მეორე შემტევმა, დეზირე დუემაც მიიღო. დუემ კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, კოჭლობით გავიდა გასახდელში და შესვენებაზე დემბელემ შეცვალა, თუმცა 81-ე წუთზე მასაც მოუწია მოედნის დატოვება. „ეკიპის“ მტკიცებით, დუეს 3-4 კვირა მოუწევს უქმობა, დემბელეს კი დაახლოებით 6 კვირა.

ნუგზარი
ეტყობა ფეხბურთს არ უყურებ. ჩაკვეს არათუ თამაში, თავის გუნდთან არც უვარჯიშია თვეებია. კტე კიდევ შუა თამაშიდან გაიყვანეს. "სვარკას" უყურე უფრო გაერთობი!!!!
ჯუსიფრუტ
არა მგონია ამას სერიოზულად წერდე. ჩაკვეს და კიტეს თავდადება და ნაკრებოს თამაშებში მომდომება, რომ არ აკლიათ ყველამ იცის. ყველამ ვინც ნაკრების თამაშებს სტადიონზე ესწრება, ან თუნდაც ტელევიზორში ადევნებს თვალს.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი,რომ პსჟს ზეგადატვირთული წინა სეზონის შემდეგ,სრუფასოვანი დასვენების და ძალების აღდგენისათვის დრო აღარ დარჩა.გუნდის ბირთვს ეს დაღლილობა აშკარად ეტყობა და გუნდის ხელძღანელობა ცდილობს დატვირთვების სხვებთან გადანაწილებით ისინი ნელ ნელა გამოიყვანოს მდგომარეობიდან და ლიგის მატჩებისათვის სათანადო კონდიციებამდე მიიყვანოს.დამზოგავ რეჟიმში ათამაშბენ დემბელესაც და დუესაც.ბოლო თამაშში,ტულუზასთან,დემბელე,სულაც 70 წუთზე შეცვალეს.ჩვენ კვარასაც როგორი პრობლემები ჰქონდა ეგეც ხომ ვიცით.ასე რომ პსჟს ექიმების რეკომენდაცია,გადაღლილია და სჯობია არ ითამაშოსო,სრულიად გასაგებია.ახლა,პსჟმ ერთბაშად ორი შემტეი დაკარგა,ლიგის წინ და სრულიად გასაგებია მათი ემოციები.გუნდს ხომ ლიგაზე ურთულესი მეტოქეები შეხვდა და არავითარი გარანტია არ აქვს,რომ პლეი ოფში გააღწევენ.ნაკრების მწვრთნელმა დუე ათამაშა სასტარტოში და ტრავმირებული,შესვენებაზე დემბელეთი შეცვალა,თუმცა მანაც ტრავმა მიიღო.ეს ამტკიცებს,რომ პსჟს ფეხბურთელები,მართლაც გადაღლილები იყვნენ და სჯობდა დაესვენებინათ.ის ფაქტი,რომ დემბელე სასტარტოში არ იყო,ნაკრების მწვრთნელსაც ამართლებს.სანამ არ გაუჭირდა,არ გამოიყვანა,მაგრამ დიუგარს რა უნდა,ეგ არის საკითხავი!თან სიცრუეში სდებს ბრალს.აშკარად არაობიექტური მიდგომაა!
ჭინჭრაქა
მაგათთან ითამაშეს მაინც. ჩვენთან საერთოდ არ ჩამოდიან. არსაიდან ხმა, არსით ძახილი, ჩაკვე სანიოლს არას ეტყოდა....))))))))))))))))) იდუმალებით მოცული ტრავმირებულები გვყვავს. არა უშავს, მაგათ შემცვლელებსაც მოვძებნით!
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ..." - პეტიმ დემბელე გააკრიტიკა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა