ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 79:93 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი. მთავარი ამოცანა მეტოქისთვის პერიმეტრის გადაკეტვა, მარკანენის და მათი სხვა ლიდერების ნეიტრალიზება იყო, რაც ვერ მოახერხეს. თავიდან თამაში თანაბარი იყო, თუმცა „სუომიმ“ სამქულიანების ხარჯზე გაქცევა მოახერხა და პირველი მეოთხედი 15:28 წავაგეთ. მეორე პერიოდის შუაში სხვაობა 9 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე სწრაფ კონტრშეტევაზე უკეთ მოქმედებდა, შანსებს უზადოდ იყენებდა, ორი ტექნიკური მივიღეთ და პირველი ტაიმი 57:40 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ თავიდან თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბოლდუინი ისევ ვერ ირჯებოდა სათანადოდ, ქართველი კალათბურთელებიდან მხოლოდ რამდენიმე აგროვებდა ქულებს, ფინელები 20 ქულით დაწინაურდნენ, სანაძის ძალისხმევით სხვაობა შევამცირეთ, ბოლო პერიოდის წინ კი ტაბლოზე 71:62 დაფიქსირდა. დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში ჩამორჩენის 6 ქულამდე დაყვანა შევძელით, ვიზავის მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო. მერე ბითაძემ არასპორტული მიიღო, მოედნის დატოვება მოუწია, რაც „სუომიმ“ გამოიყენა, ისევ გაგვექცა, რასაც მამუკელაშვილის სამიანი, შენგელიას და ბოლდუინის ზუსტად შესრულებული საჯარიმოები მოჰყვა. ვალტონენმა ორი სამქულიანით გვიპასუხა, შენგელია არასპორტულით და ტექნიკურით დაისაჯა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ჩვენს გუნდში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო, სანაძემ 19 ქულა ჩააგდო, შენგელიამ 18, ბითაძემ 14, ბოლდუინმა, შერმადინმა და ბურჯანაძემ 2-2.

ფინელთაგან 19 ქულა იანტუნენმა ჩააგდო, 17 მარკარენმა, 15 მაქსუნიმ, 14 სალინმა.

საქართველოს ნაკრებმა ფინეთის ძლიერი გუნდის ძლევა ვერ შეძლო, მაგრამ მეოთხდფინალში გასვლით ისტორიულ შედეგს მიაღწია.

A
არ ვარ კალათბურთის ექსპერტი, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი. გუნდის კაპიტანი როცა ხარ ასეთ მნიშვნელოვან დროს ასე არ უნდა მოიქცე. უკვე მეორე შემთხვევა იყო ამ ტურნირზე. კაპიტანი ბევრად გაწონასწორებული უნდა იყოს. ბითაძე კი ასეთ დროს არაფრისგან იგდებს თავს. გამოუცდელობა მგონია მე... შენგელიას შემთხვევაში უფრო არაპროფესიონალი, როგორც კაპიტანი.... თუ ვცდები შემისწორეთ..
ბს
ეხ! რისიც მეშინოდა! დაწყევლილი ბ დივიზიონი გამახსენდა, იქაც ასე გვაწამებდნენ ხოლმე ესენი, მაგრამ მერე ვუპოვეთ წამალი. აი დღეს კი ისევ ამოგვავსეს და ჩაისვარა ბოლდვინმა და ვინც ეგ მოგვიყვანა იმან!
ჟორა
ვერ გავიგე ასეთ ბოლდუინებს სად ვშოვილობთ? ერთმა არ გაგიმართლა, მეორემ, მაგრამ მეათემაც არ უნდა გაგიმართლოს? გამოდის, რომ სულ ერთია ვის ავიყვანთ, ოღონდ ვიღაც ავიყვანოთ?
რვა საუკეთესოთა შორის ვართ
3 ქულიანი ბოლო წამზე რომ ჩაგვიგდეს, დრო უმთავრდებოდათ და საიდანღაც ნასროლი ჩავარდა. ამან გატეხა ბიჭები. უკვე 6 ქულამდე დაქაჩული იყო.

გივი,ბექა ბურჯანაძეს უსამართლოდ მისცეს ჯარიმა და ხმა რომ ამოიღო,ეგრევე ტექნიკურიც მიაყოლეს.ჯარიმები ფინელებმა ჩაგვიგდეს და სანამ ბექა მსაჯებთან ურთიერთობებს არკვევდა,კიდევ ორი სამქულიანი მივიღეთ.მათ სიჩქარეებს ვეღარ მივყვებოდით და არასპორტულებს,მე მგონია უძლურების გამო იღებდნენ.როცა დევნის თავი აღარ გაქვს,უხეშად აჩერებ,თუმცა მსაჯებიც ჩასაფრებულები იყვნენ.თორნიკესაგან გინება,არ დაავიწყდებოდათ და როცა საშუალებას წესები აძლევდათ,სიამოვნებით იყენებდნენ,ჩვენ წინააღმდეგ.აქაც და წინა თამაშებშიც.წლების წინ,ჩეხებმა გადაგვირბინეს,სწრაფი თამაშით.წვალებით ჩავუგდებდით ბურთს და სანამ უკან დავბუნდებოდით,სწრაფ შეტევაზე გაქცეულ ჩეხებს,5-10 წამში უკვე ჩაგდებული ჰქონდათ,ჩვენ კალათში.მთელი თამაში ასე წავიდა.იან ვესელი იყო მაშინ, მათი ახალგაზრდა ლიდერი
aburjga
მე მხოლოდ პირველ 2 მეოთხედს ვუყურე! რა ვქნათ? დღეს ბოლდუინმა ვერ ივარგა და ასეთი გამთამაშებლით კალათბურთ არ მოიგება? მაგრამ რომც ევარგა მაინც ვერ მოვუგებდით. ფინეთს რომ ბოლომდე მოეკლა თავი სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა! ის კი არა ფინელების სამიანებს რომ ვუყურებდი ჩემდა უნებურად ვფიქრობდი რომ ასეთი ფინეთი ჩიკაგო ბულსს შაკილის და კობის დროს რომ იყო,, იმ ბულსსაც დაამარცხებდა! საკვირველია ამ ფინელებმა როგორ ისწავლეს ასეთი მაღალი დონის კალათბურთი?! ისე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კალათბურთი არაფერი თამაში არ არის, მაგას ფრენბურთი და ხელბურთიც კი სჯობია!

44 ჩაუგდიათ,ჩვენი 4 ქულის საწინააღმდეგოდ!ახლა დავთვალე სტატისტიკაში.ბოლდუინმა 8 ესროლა თამაშიდან და ყველა ააცილა,არც თამაშში ერთვებოდა,თითქოს განზე იდგაო.შეიძლება რაღაცა მიზეზი ჰქონდა ასეთ ინერტულობას.
S.K.K.
მეც, როგორც ბევრი თქვენთაგანი გადავვარდი ილუზიებში. მაგრამ შვიდი კაცით???!!! (არც სხვებს დავუკარგავ შემართებას, მაგრამ ეტყობა მეტი არ შეუძლიათ). დიდი მადლობა ბიჭებს!

ახალი გუნდი ახალი კალათბურთელებით?სადმე თუ გეგულება ახალი,ნიჭიერი, თუნდაც 5 კალათბურთელი,გვითხარი და ამ საიტიდან ერთი 10 კაცი მაინც გიკისრებს,მაღარიჩს.რომ უნდა,გასაგებია,მაგრამ რომ არ არიან?ამერიკაში ვინმე თუ თამაშობს,ისინი შესარჩევ თამაშებს ვერ ითამაშებენ(ვერ ჩამოვლენ) და დიდ ტურნირზე შესარჩევი ჯგუფი თუ არ გადალახე,ძირითად ტურნირზე ვერ მოხვდები.ახლა დავაზუსტე,ფინელმა სათადარიგოებმა 44 ქულა ჩაგვიგდეს,ჩვენებმა კი,მხოლოდ 4(!) ქულა!აქ რა გამარჯვებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი?
მედოლეთა სასტავს
რამდენი ხართ ეს დივან- ექსპერტ უსაქმურები.. დროზე ეხლა გადაბრუნდით მეორე მხარეს და დაიძინეთ. ხვრინვას მიმიხედეთ
A
თამაში წააგო ჯიკიჩმა 1 მეოთხედში უაზრო როტაციით, ოჩხიკიძე მანამდე ყავდა სანამ 20ქ არ გაგვასწრეს.
გივი
კიდო ბოლდუინის ორმაგი სტანდარტი თუბრაც გინდათ.ასეთი არასტაბილური მოთამაშე რაში გვჭირდება. ევროპაზე გამოჩნდა ნატურალიზილებული კალათბურთელების სტაბილურიბთამში.ჩვენ კიდო არ გვყავს და ფედერაცია რატო არ იმატებს ისეთს რომელიც ამინდს შექმნის.ისე ჩანდა ბოლდუინი არ თამაშობდა შეგნებულად ან დაბალი დონეა ძალიან რომ ფინეთმა გააჩერა.
გივი
ვიძახდი სპორტული ფსიქოგი ჭირდებათთქო გოგას და დანარჩენებსაც. პირდაპირ იმოქმედეს გოგაზეც და შენგელიაზეც რომ გაეღიზიანებიათ და მიაღწიეს კიდეც საწადელს. მარტო ამ ორი კალათბურთელის არასპორტული და ტექნიკურით 11 ქულა ჩაგვიგდეს.როცა პროფესიონალი ხარ არ უნდა აყოლოდნენ პროვაკაციებს და წავაგეთ ამით.თორნიკეს კიდო ჯამრთელობის რაღაც პრობლემის გამო ეტყობა განერვიულებული იყო და შედეგიც სახეზეა.
იკა
მეგონა რომ ფინეთს მოვუგებდით
აკიმარებდა კამარა
კამარას აკიმარებდა. რომ გამოფხიზლდა, თამაში უკვე დამთავრებული იყო. ))) ნახევარი გუნდით რა მოგებაზეა ლაპარაკი? 6 თამაშობდა, აქედან 3 კაცი საშუალოდ 35 წლის ასაკისა.
დავითს
აბა რისთვის პრიჩოსკისთვის ზოგიერთებს , წარმატება დაჯილდოვდა შესაბამისად .

4 კალათბურთელი როცა აგროვებს მხოლოდ ქულებს, ძირიათაი გამთამაშებელი 2 ქულით ასრულებს თამაშს, იქ რაიმეს განხილვა ზედმეტია. უბრალოდ სამწუხაროა რომ ეს ჩვენივე მოპივებული ოთხეულის შანსი გავუშვით, მაგრამ ფაქტიურად სათადარიგოების გარეშე ან ამას როგორ მივაღწიეთ. სამწუხაროდ ცვლა არ მოდის ნაკრებში.
მერაბი ჩხოროწყუ
მადლობა ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ ჯიგრები ხართ, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ, საქართველოს გაუმარჯოს,
გოჩა
ამ დალოცვილებს რათ უნდოდათ ლატვიაში ჩასვლა,პირდაპირ ფინეთიდან ესროლათ ბურთები.
ეჰ....
კარგია რომ ასე წავაგეთ, ვიდრე მერე წავაგებდით 50 ქულით. ერთი რამე მაოცებს: ანდრონიკაშვილს და ოჩხიკიჩეს ფარისკენ გახედვაც კი აკრძალული აქვთ? ბიჯო, ზრდილობის გულისთვის მაინც გესროლათ თითო სამქულიანი...სიბერეში შვილიშვილებთან გექნებოდათ მოსაყოლი/))
ემიგრანტი
იგივე პრობლემა რაც ფეხბურთში, საფუძვლიანი, სტაბილური და შესაბამისად გრძელვადიანი წარმატება რომ მოვიდეს ამ დონის კორუმპირებული მთავრობა არ უნდა გყავდეს, შესაბამისად ფედერაციაც უნდა გაიწმინდოს და მიეხედოს ეროვნულ ჩემპიონატებს და ბავშვთა ფეხბურთებს, გერმანიაში ვცდილობ ეხლა C ლიცენზიის აღებას და ლამის დრაკონის დამარცხებაც მომთხოვონ და საქართველოში ყველა მეორე მწვრთნელი როგორ არის ვერ ვხვდები, როგორ და კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ნეპოტიზმით სავსე ფედერაცია და შედეგიც სახეზეა. ბიჭებს ყველა შემთხვევაში მადლობა და ყოჩაღ! არსებული რესურსიდან მაქსიმუმზე მეტი დადეს!
მეღვინე
ეს ბითაძე როდის უნდა დაღვინდეს?

ნიკი ვერ გაქვთ მთლად მოსაწონი,მაგრამ კომენტარი საუკეთესოა.
zura222
ბოლდუინის გარდა ყველა ძირითადი ნორმალურად ისროდა 79 ქულა ჩააგდეს (საფრანგეთთან 80 ესპანეთთამ 83 იტალიასთან 62 საბერძნეთთან 53! ბოსნიასთან 76 კვიპროსთან 93) უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ იყო ფინელებს ქონდათ სასწაული პროცენტი სროლების და პირველ რიგში სამქულიანების
ბორია წიფურია
დიდი მადლობა ბიჭებს, მაგრამ იპოლიტე ხვიჩას ფეოლასი არ იყოს დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას... კარგი დაცვა ითამაშეს მესამე ტაიმში, მანამდე ძალიან ცუდად თამაშობდნენ უაზრო ჯარიმებს იღებენ, თან უმეტესად დაცვაშიი დაბრუნებისას დაგვიანების გამო. თავს ზემოთ ახტნენ და და გადახტნენ. ასე შაჰის ცოლობსაც უნდა გამოეკრად ხელი მაგრამ ეჰ, ახტა დერიუგინი მაგრამ ახტომას დახრტომა ამჯობინაო - ეგრე გამოვიდა. მართლა დიდი მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო ბანაკს. ეხლა გუნდი მამუს და ბითაძის გარშემო უნდა აშენდეს. სკამი სკამად დარჩა და ვერ ითამაშა ვერავინ. ახალგაზრულებმა მოისუსტეს ძალიან. სამწუხარო ის არის რომ უკანა ხაზი და გარედან მტყორცნელები არ გვყავს და ვერც სწრაფ კონტრშეტევაში გადავდივართ და დაცვაშიც მოვისუსტებთ. ე.წ. "ბრასოკის წასვლაზე" არ შეიძლება იმედების დამყარება როცა საჯარიმოს ჩაგდება გვიჭირს. ღოგორც ვიცი არიან ამერიკის სკოლებში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა და იმედია მათ დროზე შეხედავენ და გამოიყენებენ. ფაჩულიას ბიჭებს აქვთ ხელი კარგად დაყენებული. დავლოდოდთ...
ვეტერანი ბადროსმტყორცნელი
ვამბობდი წაიყვანეთ დერიუგინი მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა? უყურეთ ეხლა ბითაძის სიცანცარეს.,,, ეჰ, აფსუს ხურცილავა, ძოძუაშვილი, საშა და თენგიზა, რა სამიანებს ისროდნენ.....
დავით 67-ს
მართლა გჯერა რომ მილიონი მოგების გამო მიცეს? )))))))))))))
ირაკლი აფხაიძე
მადლობა და მომავალი წარმატებები ჩვენ ბიჭებს!
თემური
2-3 დღის წინ ვწერდი, სადაც ჯიკიჩის საქმიანობას არც ისე დადებითად ვაფასებდი. დღეს ამას დავუმატებდი, რომ მისმა ვითომდა ოპტიმალური როტაციის მცდელობამ მეტად ცუდი გავლენა იქონია მთელ თამაშზე - კერძოდ პირველ მეოთხედში შენგელიასა და ბითაძის მოედნიდან გაყვანამ, როდესაც ორივეს თამაშის რიტმი დაჭერილი ჰქონდათ, ფინელების ისეთი გაქცევა მოჰყვა, რისი აღმოფხვრა შემდგომში ვეღარ მოხერხდა. P.S. აქ გამოხმაურებაში გაიჟღერა ბითაძის კრიტიკამ, რასაც ვერ დავეთანხმები - პირველ რიგში 14 ქულიანი წაგების შემთხვევაში გოგა ერთადერთია, ვისაც +/- პლიუს 4 აქვს, საფრანგეთთანაც მას ყველაზე მეტი +14 ჰქონდა (სხვათაშორის ორლანდო მეჯიკშიც მას ამ მხრივ ყოველთვის კარგი მაჩნებელი ახასიათებს); და მეორე - გოგას უნარების სწორი გამოყენება ესაჭიროება, მაგრამ ჩვენ პლეიმეკერებს ეს არ ეხერხება (თუ ისევ დავუბრუნდებით ორლანდოს ამბავს, გოგას შესანიშნავად ასისტირებდა ჯალენ საგზი, რომელსაც სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა, რაც უარყოფითად დაეტყო როგორც გუნდს და პირველ რიგში გოგას თამაშს). და ბოლოს, როგორ უნდა მოგვიბრუნდეს მწარე ენა იმ 4 ლიდერის მიმართ, რომლებმაც 73 ქულა ჩააგდეს, ხოლო დანარჩენმა მოთამაშეებმა მხოლოდ 6 (!!!) ქულა დააგოვეს! აი ,ტავარი პრობლემა, რომელსაც სასწრაფო გადაჭრა ესაჭიროება!
დდდ
ფსიქოლოგისა რა გითხრა და ერთი სამამულო წარმოების გამთამაშებელი ნამდვილად არ გვაწყენდა... ნაკრების მაისური რომ გაცვია და ჰიმნს მღერი ( თუ მღერი), ფსიქოლოგმა რაღა უნდა დაგიმატოს?!...
თემური
მადლობა ჩვენ კალათბურთელებს ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის!მოხვედრისათვის, იმ სიხარულისთვის რაც მოგვანიჭეს ესპანეთთან და საფრანგეთთან გამარჯვებით! მომავალ ევრობასკეტზე ნბა-ს გადაწყვეტილება კალათბურთელების გამოშვებაზე იცვლება! დიდი ალბათობით რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი დაამთავრებს სანაკრებო გამოსვლას! ეს დიდ პრობლემას შრუქმნის ჩვენს ნაკრებს! იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენს ნაკრებში გამოჩნდებიან ნიჭიერი, პერსპექტიული კალათბურთელები! წარმატებები ჩვენ ყველას!

რა პრეტენზიებია . არასწორად მსჯელობთ . მთავრობამ რეაგირება მოახდინა წარმატებაზე , წარმატება დააჯილდოვა .პირველად გავიდნენ 1/8 ფინალში . მთავრობის გასარჩევი არაა , რომ 3 -4კაცის მეტი თამაშის აზრზე არაა, საკალათბურთო წრეში თუ არ გაარჩევენ პლიუს - მინუსს, და ისევ ისე გააგრძელებენ , ეგ კი გასაკვირი იქნება .
ყაველა პრიბალტებმა არ მიასანქცირეს? ჩავიდა და დათარსა ბიჭები!
რა ქონდა ამისთანა გაჩხერილი ბოლდუინს, ფეხებს ვერ ძრავდა ადგილიდან. გვყავს ოთხი პროფესიონალი, ფსიქოლოგიურად მყარი, გაწონასწორებული და მდგრადი კალათბურთელი: სანაძე, შერმადინი, სანაძე და მამუკელაშვილი. მამუ აუცილებლად ითამაშებს დიდ კალათბურთს. ბითაძე დარჩება დიდ ბავშვად, ერთთავად გაკვირვებული თვალებით და უკონტროლო ემოციებით. შენგელია ცალკე მოვლენაა, ვერც ეგ უმკლავდება ნერვებს როცა გუნდი აგებს. დანარჩენები სრულიად ბალასტი და გამოუსადეგარი მოთამაშეები არიან ნაკრებისთვის. რომ არასდროს გამოიძახო, აბსოლუტურად არაფერი დააკლდება გუნდს. არადა შეგვეძლო მოგება. 6 ქულაღა იყო სხვაობა, როცა ფინელები აიჭრნენ, დროც ბლომად იყო დარჩენილი და სწორედ მაშინ უღალატათ ჩვენებს ნერვებმა. აქ ჯიკიჩის სისუსტეც გამოჩნდა. ვერ მომართა ბიჭები გადამწყვეტი დარტყმისთვის. ეს თამაში ჩვენ უფრო წავაგეთ, ვიდრე ფინეთმა მოიგო. გერმანია შეჭამს მაგათ ზეგ. მოკლედ ახალი გუნდია გასაკეთებელი, ახალი მწვრთნელითა და ფედერაციით.
zura222
ადრეც დავწერე--ჩემი ყცელაზე დიდი ნატვრაა რომ 3 ქულიანები გააუქმონ ! წაგებების 99% 3 ქულიანების გამო წავაგეთ@ ყველა გუნდს ყავს სტაბილური 2-3-4 მსროლელი და ჩვენ კი არცერთი უკვე რამდენი ხანია@ სანაძეც ბოლდუინიც გურჯანაძეც ხასიათის მოთამაშეები არიან --ერთი სროლა თუ არ წაუვიდათ მორჩაა ჩააფლავებენ @ ერთელ გაგვივარდა ყარაულის თოფივის 3 ქულიანები და საფრანგეთს მოვუგეთ ! 3 ქულიანები რომ არ ყოფილიყო ალბათ 3-4-5 ჯერ საპრიზო სამეულში შევიდოდით მსოფლიოზე და ევროპაზე !
რაბუ
მანამდე ახალი სახეები, რომელიც არა და არ სჩანს
დდდ
ფინეთი ყველაზე უხერხული მეტოქე აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან სწორედ ფინელებთან გამოჩნდა ჩვენი ნაკრების მთელი სიმძიმე - რეაქტიულ ფინელებთან შედარებით შენელებული კადრებივით მოძრაობდნენ... შესაძლოა, სწორედ ამანაც განაპირობა ჩვენი ბიჭების ამდენი არასპორტული საქციელი, თორემ ფინელებთან რა გვაქვს სასაყვედურო - ევრობასკეტზე სწორედ მათი წყალობით მოვხვდით - შესარჩევში ორივე წააგეს ჩვენთან და ორივე მოუგეს ჩვენს უშუალო კონკურენტი დანიას... სხვათაშორის, ამ ყველა საზომით ჩვენოდენა ერისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ქართველებს - სამშობლოს სიყვარულით დაწყებული და ღირსეულად წაგების უნარით დამთავრებული ( ნუ, ბედნიერების ინდექსზე არაფერს ვამბობ - ეგ არ ისწავლება)... ისე, ეგენი ყველაზე დიდმა ქართველმა ვერ დააჩოქა თავის დროზე და გაქართველებულმა ამერიკელმა და გაამერიკელებულმა ქართველებმა თუ ვერ მოუგეს, არც უნდა გავიკვირვოთ და არც უნდა ვიტკიცოთ...
davit
ფინეთი საუკეთესო სამქულიანების ნაკრებია ამ ჩემპიონატზე(ეტყობა ღამეებს ათენებენ სროლაში). ესეცაა ჩვენთან წაუვა ყველას ეს ოხერი სამქულიანები და როცა ჩვენი გუნდიდან 4 კალათბურთელი თამაშობს მხოლოდ ვერ მოუგებ ასეთ ნაკრებს. ოთხი ეთამაშებოდა თორმეტს და შედეგი სახეზეა.ალბათ ეს მაქსიმუმია. რვა გუნდში მოხვედრა მაგარი შედეგია თუმცა ოთხ თამაშს რომ წააგებ შვიდიდან რა ვიცი. ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა ხელშეწყობა და წინ წამოწევა თორემ ცოდვები არიან თოკო, მამუ და გოგა.
ზაზა
ობიექტურად ჩვენზე ღრმა შემადგენლობა ყავდათ როგორცკი დააჯინა ჯიკიჩმა პირველი ხუთეულის ხალხი ეგრევე 13 ქულიანი გაქცევა მოგვიწყვეს და იქ მორჩა ყველაფერი ფინეთი ეგეთი ყაიდის გუნდია თუ გაგექცა მორჩა უფრო თავისუფლად თამაშობენ.ამ თაობამ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა მერე რა იქნება ეგაა საფიქრალი და სადარდებელი.

რა ვთქვათ?პირველი ტაიმი,მთელი ფინეთის ხუთეული,სტეფ კარად იყო გადაქცეული და სრულიად თავისუფალი პერიმეტრის ფონზე,აუცდენლად ბომბავდა ჩვენს ფარს.მეორე ტაიმში მათაც დაიწყეს აცდენა და ჩვენც საკმაოდ კარგად ვესროდით,მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში რამდენიმე არასპორტული და ტექნიკური ფოლი მივიღეთ,რასაც ჩაყრილი საჯარიმოები მოჰყვა და გაძევებული ბითაძის და თორნიკეს გარეშე,შანსები ნულს ქვემოთ დაეცა.ლაივ ბალზე ვუყურებდი,რუსულენოვან რეპორტაჟს და მათი სიტყვებით,მეოთხე მეოთხედის შუაში,სათადარიგოების წვლილი,40-4 იყო ფინელების სასარგებლოდ.ასეთ პირობებში,ბევრის იმედი რა თქმა უნდა არ უნდა გვქონოდა.ერთი რამე მაინტერესებს,საქართველოს მთავრობამ,მეოთხედფინალში გასვლისათვის გუნდი რომ დააჯილდოვა,ჩვენი ამერიკელი კალათბურთელი სიის გარეთ ხომ არ დაარჩინა?ბოლდუინი,წინა თამაშისაგან განსხვავებით,თავი რომ მოიგიჟიანა და დიდწილად განაპირობა ჩვენი გამარჯვება,დღეს სრულიად გამოთიშული იყო თამაშიდან.წავაგეთ,მაგრამ მეოთხედფინალში გასვლასაც არავინ ველოდით და შეუძლებელია წლევანდელი გამოსვლა,წარმატებულად არ ჩავთვალოთ.ნოემბერში მსოფლიოს შესარჩევში,გიო შერმადინი კიდევ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს და ამის შემდეგ,შერმოს და ამერიკელების გარეშე დარჩენილ ჩვენ ნაკრებს,ძალიან გაუჭირდება წარმატებების მიღწევა.თუ რა თქმა უნდა, რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი უახლოეს პერიოდში არ გაიხსნა და სანაკრებო დონეზე არ ათამაშდა.
დავით 67
რუსმა კომენტატორებმა დაგვცინეს. მთავრობამ მილიონ დოლარზე ცოტა მისცა გუნდსო და ის მომენტი იყო როცა შენგელიამ ჩააგდო და მხოლოდ მას უნდა უფრო მეტიო სხვები კმაყოფილები არიან ამითაცო. დასკვნა ასეთია სხვის დასაცინად არ უნდა გაიხადო საქმე, მითუმეტეს რუსის. მთავრობას ვგულისხმობ რა თქმა უნდა. რა საჭირო იყო ეს ჟესტი. ისტორიული შედეგი არა ისა. ფინალი რომ ყოფილიყო კიდე ჰო.
გეგა
პერიმეტრის დაცვა უნდა! ჯიგარო
ელიასი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს არასდროს, არასდროს კარგად არ უთამაშია ზედიზედ ორჯერ. ყოველ მნიშვნელოვან გამარჯვებას ყოველთვის მოჰყვებოდა კრახი. როგორც ჩანს, მოგება ამ ვაჟკაცებს ტვინს უხურებს და შეხურებულზე ფსიქობას და ძველბიჭობას იწყებენ. ევრობასკეტის მეოთხედფინალისტობა საკმაოდ მაღალი შედეგია, თუმცა მგონია, რომ ეს ამათ უმაღლეს მიღწევად დარჩება ამ საუკუნეში.
toy
ფსიქოლოგი სჭირდება ნაკრებს,
912
საქართველო, კარგ კერძს გავს რომელსაც მარილი არ აქვს და გემოს ვერ ჩაატან...
სამართალი
თქვენ რომ ერთ ამბავში ხართ, მაშინ ესპანელებმა და ფრანგებმა ვენები უნდა გადაიჭრან.
Irakli
საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც შეგიძლია დღეგამოშვებით როგორც აქო ადიდო მაგარი თამაშისათვის, ისე პირიქით ადო მოწაში საშინელი თამაშისათვის:)
სტალინი
არც ერთ გუნდურ სახეობებში საქართველო დიდ ტურნირებზე ნახევარფინალში არ ყოფილა. სამწუხაროდ ვერც 🏀 შეძლეს
Gio
Bitazes ra unda enbeashi an bolduins baiernshi.6tamashi 1tamashs tamashoben.3mianebs icit ro agdeben da mainc ver ketav,kmayofiëdebi ukve mixweylit finetan romelsac naxevar finalshi naxet ras uzaven.
ალექს
მადლობა ბიჭებს ამ ისტორიული შედეგისთვის. მადა ჭამაში მოდისო და რათქმაუნდა გულდაწყვეტილები ვართ,თუმცა ფინელებს მართლა მაგარი გუნდი ყავთ. ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდით და რეალურად თუ შევაფასებთ ყველაფერს გასაოცარი შედეგია. სერბეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ლატვია დარჩა ჩვენს უკან. წარმატებები ნაკრებს!
მამუკა
ბოლდუინმა უსუსტესი თამაში ჩაატარა, არა და შეიძლებოდა მოგება მიუხედავად ფინელების ამდენი სამქულიანისა. მაინც მადლობა ბიჭებს, მგრად იბრძოლეს, რომ არა ბითაძის გაძევება, იქნებ გარდატეხაც შეეტანათ.
ირაკლი
რა ვთქვა არვიცი. ჩასაფრებული ნამდვილად არ ვარ ნამდვილად. მემგონი პროფესია დაავიწყდა ზოგიერთს დღეს (პროფესიონალიზმზე არ ვამბობ) შეცვლებმა წააგო 41-4 ხალხნო. ან გინახავთ ასეთი რეგრესი მოთამაშის 5 დღეში? ბურთს ვერ აგდებდეს კალათში? და კიდევ ფსიქოლოგი არ ჰყავს ნაკრებს?
zura222
ნუუ რა გინდა რომ ქნა ? ბურთს არ აცილებდნენ ის ჩემანალები @ ასეთი სროლებით გერმანიასაც მოუგებენ და ფინალში საბერძნეთსაც !
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა
კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა
რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა