22 წლის ქართველი ფორვარდი დიმიტრი ლეკიშვილი ამერიკული "ქემდენიდან" კარიერას NCAA D2-ის გუნდ "Holy Family"-ში გააგრძელებს, ლეკიშვილმა ხელი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

შემტევმა გასულ სეზონში "ქემდენის" მაისურით 14 მატჩში 11 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. ბუნებრივია, მისი შედეგიანი ასპარეზობა ამერიკულ გუნდებს არ გამოჰპარვიათ, დიმიტრიმ კი არჩევანი საბოლოოდ "Holy Family"-ზე შეაჩერა.

როგორც ლეკიშვილმა დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მისი საბოლოო მიზანი დრაფტზე მოხვედრაა, საიდანაც მოთამაშეები კარიერას აშშ-ს მთავარ ჩემპიონატში, MLS-ში აგრძელებენ.

ამჟამად ჩემი მიზანი უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრაა, სიმართლე გითხრათ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან ბევრს ვშრომობ, თუმცა მოგატყუებთ, რომ გითხრათ, MLS-ში თამაშზე არ ვფიქრობ-მეთქი. მჯერა, თუ ტრავმებმა აღარ შემაწუხა და 1-2 სეზონს სტაბილურად ჩავატარებ, დრაფტზე მოვხვდები, სადაც აშშ-ის მთავარ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელების შანსი მექნება", - აღნიშნა ლეკიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში

ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს შვეიცარიისა და პოლონეთის ჩემპიონატებშიც უთამაშია. იგი "ვიტ ჯორჯიას" აკადემიის აღზრდილია, რომლის ღირსებასაც 2016/2019 წლებში იცავდა.

ახალ გუნდში ტრანსფერი დიმიტრის სასურველ მიზანთან კიდევ უფრო აახლოებს, რადგან ამ დივიზიონიდან MLS-ში არაერთი მოთამაშე მომხვდარა.

დიმიტრის ახალ გუნდში წარმატებებსა და შედეგიან სეზონს ვუსურვებთ!

Gurulo
ნაკრებში სასწრაფოდ
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა