მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის მეშვიდე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ბელარუსი სერგეი კასპაროვი დაამარცხა
კორინთოში (საბერძნეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის მეშვიდე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა იყოჩაღა - შავი ფიგურებით ბელარუსი დიდოსტატი სერგეი კასპაროვი დაამარცხა და 5 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულას მოუყარა თავი კონსტანტინე შანავამ, რომელიც თეთრებით ვლადიმირ ბაკლანს (უკრაინა) დაუზავდა. ლიდერებთან გათანაბრების შანსი ჰქონდა დავით ჯოჯუას, მაგრამ იგი შავი ფიგურებით სუათ ატალიკთან (თურქეთი) დამარცხდა.

რაც შეეხება მეწინავეთა პარტიებს, ისინი ასე დამთავრდა: სერგეი ვოლკოვი (რუსეთი)-დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა) 0,5:0,5, ედუარდას როზენტალისი (ლიტვა)-სერგეი ტივიაკოვი (ჰოლანდია) 0:1, დრაგან სოლაკი (სერბეთი)-სპირიდონ კაპნისისი (საბერძნეთი) 1:0, ვლადიმირ ბურმაკინი (რუსეთი)-ხრისტოს ბანიკასი (საბერძნეთი) 0,5:0,5, ვასილიოს კოტრონიასი (საბერძნეთი)-ათანასიოს მასტროვასილისი (საბერძნეთი) 0:1.

შვიდი ტურის შემდეგ 5,5-5,5 ქულით მეწინავეობენ სოლაკი, ვოლკოვი, მასტროვასილისი, ტივიაკოვი და სვეტუშკინი. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით 9 მოჭადრაკე ჩამორჩება, მათ შორის - ჯავახიშვილი და შანავა. ჯოჯუას 4,5 ქულა აქვს.

დღეს მე-8 ტურში ჯავახიშვილი შავი ფიგურებით ბანიკასს დაუპირისპირდება. ჩვენი ვაჟები თეთრებით ითამაშებენ: შანავა - ბურმაკინთან, ჯოჯუა - ექტორს აზისთან (საბერძნეთი). გათამაშების ცხრილის ზედა საფეხურებზე მყოფნი კი ასე დაწყვილდნენ: ტივიაკოვი-ვოლკოვი, სვეტუშკინი-სოლაკი,მასტროვასილისი-ბაკლანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა