ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე რუსეთმა ისრაელში ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონეთის ნაკრები 80:76 დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე რუსეთმა ისრაელში ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონეთის ნაკრებთან დიდი გაჭირვებით - 80:76 გაიმარჯვა. პოლონური პრესა კმაყოფილი იყო თავიანთი ნაკრების თამაშით და წაგების ფაქტს აინუნშიც არ აგდებდა - მთვარია, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და ბოლომდე ბრძოლა შეუძლიაო.

რუსები ანდრეი კირილენკოს გარეშე თამაშობდნენ. პირველი მეოთხედი პოლონეთმა 25:19 მოიგო, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ალეშ პიპანის გუნდი 2 ქულით ჯაბნიდა რუსებს. მესამე მეოთხედში რუსეთმა უპირატესობა მოიპოვა და პერიოდი 23:19 მოიგო, თუმცა პოლონელებმა ბოლო მეორედში მოინდომეს და თამაში ბოლო წუთამდე თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. გადამწყვეტ წუთებში დაცვაში კარგმა თამაშმა და ზუსტად შესრულებულმა საჯარიმოებმა რუსებს გამარჯვება მოუტანა.

საყურადღებო ფაქტია, რომ რუსეთის ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი ალექსეი შვედი გახდა. ეს მოთამაშე სათადარიგოა და აქამდე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა. ყველაზე ხშირად სპარინგ-მატჩებში კირილენკო და ვიტალი ფრიდზონი გამოირჩეოდნენ, თუმცა ბომბარდირები შედარებით უკანა პლანზე მდგომი კალათბურთელებიც ხდებოდნენ - ნიკიტა შაბალკინი, ანტონ პონკრაშოვი. ეს ფაქტი რუსეთის ნაკრების დაბალანსებულობაზე მიუთითებს. მათ კი ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი კირილენკოს სახით, თუმცა სხვა კალათბურთელებიც საკმაოდ საშიშნი არიან და ნებისმიერს შეუძლია ლიდერობა იკისროს.

პოლონეთმა ამით დაასრულა ევროჩემპიონატისთვის მზადების ციკლი, ხოლო რუსეთი ამხანაგურ მატჩებს აგრძელებს. დევიდ ბლატის გუნდი დღეს ისრაელს შეხვდება.

ამხანაგური მატჩი. თელ ავივი. 23 აგვისტო

რუსეთი 80:76 პოლონეთი

19:25 16:12 23:19 22:20

რუსეთი: შვედი (22), ხრიაპა (12), მონია (10), მოზგოვი (8), ფრიდზონი (8), ბიკოვი (6), შაბალკინი (6), ვორონცევჩი (5), ანტონოვი (2), პონკრაშოვი, ვიალცევი, ვორონოვი

პოლონეთი: ბერიშა (21), შევჩიკი (12), ჰრიშანიუკი (8)

gbf.ge

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა