ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე ჩემპიოშიფის ბინადარი "საუთჰემპტონი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. საწყის წუთებში "საუთჰემპტონი" აქტიურობდა, მამარდაშვილამ მე-6 წუთზე ახლოდან ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. 43-ე წუთზე ალექსანდერ ისაკმა ანგარიში გახსნა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში "მერსისაიდელებს" მომენტების შექმნა შედარებით გაუჭირდათ, 76-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა შეა ჩარლსმა ვატარუ ენდუს შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, ამ გოლში "ლივერპულის" ქართველ მეკარეს ვერ დავადანაშაულებთ. 85-ე წუთზე კიეზას ბრწყინვალე პასით ეკიტიკემ "ლივერპული" წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ფრანგმა ფორვარდმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა, მას ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა, შედეგად მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და მსაჯმა თამაშიდან გააძევა.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, whoscored 6.9, flashscore 6.9.

მომდევნო შეხვედრას „ლივერპული“ 27 სექტემბერს გამართავს - პრემიერლიგის მეექვსე ტურში ლონდონში „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - საუთჰემპტონი 2:1

გოლები: 1:0 ისაკი (43), 1:1 ჩარლსი (76) 2:1 ეკიტიკე (85)

გაძევება: ეკიტიკე (86, ლივერპული)

*-ს.თუ შეუძლია,რატომაც არა?!დიდი მნიშვნელობაც არა აქვს,მეკარე შეცდება თუ მცველი.ამ თამაშში ლივერპულის მცველმა არ გაუკეთა საგოლე პასი,მეტოქე?მეკარე მთელ მოედანს ხედავს და პასის ტექნიკა თუ ეყოფა,ყველაზე კარგ გაგრძელებას დაინახავს.ამ თამაშში,ბურთს რომ დაეუფლებოდა,იმ წამსვე წინ გარბოდა,რომ კონტრშეტევაზე ხელით გაშვებული პასით გაეშვა პარტნიორი.სამწუხაროდ,კარგი შეთავაზება,საკმაოდ იშვიათი იყო.როცა ბურთს მეკარეს უგორებ,მოედანსაც ხედავს,თავისუფალი პარტნიორიც ერთით მეტი უნდა ჰყავდეს წესით,რადგან მისი გუნდის ათივე მოთამაშე,თავისუფალია,მეტოქეს კი,ერთი კაცი მაინც მეკარეს უნდა აპრესინგებდეს და შესაბამისად მოედნის ერთი ფეხბურთელი,თავისუფალი რჩება.თუ შესძლებ და ამ მეტობას სწორად გამოიყენებ,უკვე მეტოქის კართან შეიძლება ზედმეტობის შექმნა.ამიტომ რისკავენ მწვრთნელები,რომ მეკარეებს ავალებენ პრესინგიდან ბურთის ამოტანას და შეტევის გაშლას.მსაჯები დღეს იმდენის ნებას აძლევენ ფეხბურთლებს,ფიზიკურ ორთაბრძოლებში,რომ ბურთის დაკარგვის რისკი,საკმაოდ მაღალია,თუმცა ესეც უღირთ,იმდენად დიდია შესაძლო სარგებელი.
კოტეს
ვაახ ამ გოლშიც თუ ვინმე მეკარის ბრალეულობას დაინახავდა აღარ მეგონა რა.დდდ. ამოიგდეთ ეგ თავიდან სულაც შუაზე, რომ გაიხას მამარდა, ალისონი სანამ თავისით არ წავა ვერავინ ამოაგდებს, თუნდაც ბუფონი კასილიას და ნოიერი ერთად გახდეს.
მალხაზ ჯობავა
მამარდაშვილს ცუდად არ უთამაშია, პირიქით კარგი იყო. თამაშის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე 7.3 ქონდა შეფასება და იმ ერთმა, არასწორად დაგორებულმა პასმა დაუგდო შეფასება და საბოლოოდ 6.9 მიიღო. არა უშავს რაც მთავარია სწორ გუმდში და სწორ გზაზე დგას, და ჩვენი ნაკრების კარიც უსაფრთხოდ იქნება. მომავალი მისია.
ვაჟა მასწავლებელი
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ როგორც კი მამარდა ბურთს შეეხებოდა მაყურებელი ტაშს უკრავდა და შეძახილებით ამხნევებდა - ეს დიდ რამეს ნიშნავს: ე.ი. პუბლიკამ "მიიღო" და შეიყვარა ჩვენი მამარდა!
კოტე
გაშვებული გოლის ეპიზოდში მამარდას შეეძლო უფრო აგრესიულად ეთამაშა თავის ხაზის წინ. ჩაწოდების მომენტში წინ სივრცე შეზღუდული ჰქონდა და კარიდან ცოტა ადრე რომ გამოსულიყო მგონი არ მისცემდა კარში დარტყმის შესაძლებლობას. რა ვიცი შეიძლება ვცდები თუმცა მეტი გამბედაობა და ამბიციაა საჭირო ალისონის დონის მეკარე რომ სკამზე დასვა.

მხოლოდ ეკიტიკეს გაძევება იყო უცნაური?გოლის ეპიზოდში ენდუმ რა გააკეთა?საჯარიმოს გადაცდენილი ბურთი,კარის წინ ჩააბრუნა და თამაშიდან უკვე გამოთიშული ლივერპულის სხვა მცველები,სახტად დატოვა.კთხურზე რომ გადაეგდო,კიდევ გავიგებდი,მაგრამ იდეალურად ჩაუგდო ბურთი იქ,სადაც მხოლოდ საუთჰემპტონის ფეხბურთელები იყვნენ.მამარდას მხოლოდ პრესინგის პირობებში ფეხით არაზუსტი პასის გაკეთება შეიძლება ვუსაყვედუროთ.კიდევ ერთ მომენტში,კარის გასწვრივ ჩამოწოდებული ბურთი ნახტომში ხელით მოიგერია,მაგრამ პირდაპირ კარის წინ მოიგერია,თუმცა იქ,მოგერიების მიმართულების მიუხედავად,ყველგან იქნებოდა ბურთის ჩაჭრის რისკი და პირდაპირ მოგერიება,შესაძლოა უკეთესიც კი იყო.

მცველისგან ძლიერი პასის დამუშავება მოუწია და დაიბნა მაგის გამო... საერთოდ მეკარეების ფლეიმეიკერობას არ ვეთანხმები, გაუშვი რა ბურთი შორს როცა გაპრესინგებს მიწინააღმდეგე.
უფროსი: ლივერპულის დაცვა არ ვარგა
https://www.youtube.com/watch?v=MOcQFjRiirw
ალისონი
ამ ბურთს მეც ვერ ავიღებდი.

კარგი და საიმედო იყო მამარდაშვილი, სადღაც 70 წუთზე დაშვებული შეცდომა რომ არა (საკუთარი საჯარიმოდან არაზუსტი გადაცემა გააკეთა და საბედნიეროდ მეტოქემ ვერ ისარგებლა) შეფასება გაცილებით მაღალი ექნებოდა.
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"