დღესს ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩი კვლავ ერთმანეთს ემთხვევა. 23:00 საათზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს, 5 წუთის შემდეგ კი საფრანგეთში (მე-6 ტური) ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ - "ოსერს".

"ესტადიო დე ლა კერამიკაზე" "ვილიარეალი" წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება, რის გამოც "რეალსა" და "ბარსელონას" შემდეგ მესამეა, გიორგი მიქაუტაძე კი შედეგიანობის გაზრდას (უკვე გოლი და საგოლე პასი აქვს).

"ყვითელ წყალქვეშა ნავს" "ატლეტიკთან" გამარჯვების კარგი სტატისტიკა არ აქვს, ბოლო 56 მატჩიდან მხოლოდ 18 მოიგო (ფრე ხშირია), უკანასკნელ ოთხ დაპირისპირებაში კი არ გაუმარჯვია(2 ფრე, 2 წაგება).

"ვილიარეალში" ტრავმები არის. შეტევაში მიქაუტაძე და პეპე იქნებიან, ბოლო შეხვედრაში დასვენების საშუალება მაქსიმალურად რომ მიეცათ, ფლანგებზე კანადელი ბუშანანი და წინა მატჩში ქართველის პასით გოლის ავტორი, სოლომონიც (ისრაელი) უნდა ვიხილოთ. "ბილბაოს" მხარეს მთავარი სიახლე ტრავმირებული ნიკო უილიამსის დაბრუნება იქნება, ვის გარეშეც აშკარად უჭირთ.

პსჟ-მა წააგო და ლიდერობა დაკარგა, ეს კი ხშირად ნამდვილად არ ხდება. ლუის ენრიკეს გუნდი ცოტათი გაბრაზებული იქნება, ამავდროულად კი უსმან დემბელეს მოპოვებული "ოქროს ბურთის" შემდეგ ფეხბურთელებმა ოჯახის წევრებთან ერთად წვეულება გამართეს და კარგ ხასიათზე მოვიდნენ.

პარიზელებს პრობლემები შემადგენლობაშიც აქვთ. ლაზარეთს კაპიტანი მარკინიოსიც შეუერთდა. დემბელე და დუე კვლავ არ იქნებიან, ჟოაო ნევეშის დაბრუნება კი შესაძლებელია. ბოლო მომენტში განაცხადში არც ფაბიან რუისია.

"ოსერი" ის გუნდია, რომელსაც 17 მაისს ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეუსრულა, ჯერ ფაბიან რუისის პასით გაუტანა, ბოლოს კი - მაიულუს. "კვარამ" იმ შეხვედრაში საუკეთესო შეფასება, 8.9 მიიღო. ასეთი ფაქტები მოწინააღმდეგეებს სულ განსაკუთრებით ახსოვთ, ქართველ ფეხბურთელზე კი ახლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

"პარკ დე პრანსის" სტუმრები ამ სეზონზე უკვე სამ შეხვედრაში კაცნაკლულნი დარჩნენ და იმედია, არბიტრის მხრიდან უხეშობას დიდი ყურადღება მიექცევა, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში განსაკუთრებით შეიმჩნევა.

ბოლოს, როცა პარიზელები "ოსერთან" შინ დამარცხდნენ, 2009 წელი იყო, ასე რომ, სტუმრებს სასწაულის იმედი თუ ექნებათ.

პსჟს აქტიური გულშემატკივარი,მხოლოდ კვარას იქ გადასვლის შემდეგ გავხდი და რასაც ვუყურებ,ის შევამჩნიე,რომ შარშან პსჟს ფეხბურთელებზე,გაცილებით ნაკლები უხეშობა იყო,ვიდრე ამ სეზონშია.არ ვიცი,ტიტულოვანი გუნდი რომ გახდა,ამის გამო ეთამაშებიან ასე ზეხისტად თუ შარშან იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ კლასში,რომ მათთან თამაშში უხეშობას და ბარათების აკრეფას,აზრი აღარ ჰქონდა,წელს კი,უარეს ფორმაში არიან და რაკი ქულების მოპოვების შანსები გაუჩნდათ,უფრო მეტადაც იმეტებენ.არც მსაჯებისაგან იგრძნობა ზღვარგადასული სიხისტის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილის გაძლიერება და ამით,პირველ ყოვლისა ტექნიკური ფეხბურთელები ზარალდებიან.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან