საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს.

სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორივე შეხვედრას სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბება, სადაც 11 ოქტომბერს, ესპანეთთან ელჩეში გასამართი მატჩისთვის მოემზადება.

ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი თურქეთში გაემგზავრება. 14 ოქტომბერს, ჯგუფის მეოთხე შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, იზმითში ჩავატარებთ.

მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

წყარო: Nakrebi.ge

კახა
ჯემალ ტაბიძე აუცილებლად უნდა გამოეძახა,ტიპს 100 % იანი პრაქტიკა აქვს და რა დააშავა ასეთი? უკვე ძალიან გამოცდილი და ჩამოყალიბებული ბიჭია.
Kakhaber
ყაზაიშვილი სადაა?რა დააშავა ამისთანა ამ კაცმა?
მდააა
აუეეე მეეე რატომ გამომტოვეთ თუ ….სადაც კაშიაა მაგდენი მეც შემიძლია რაა მერე რომ 50-ს ცოტათი გადავცდი ცოტა წნევები და დიაბეტი მაწუხებს …?! თორემ ეგ არ მყავდეს ეხლაც სრულად ჯანმრთელი ჭკუადმყოფელი …( ოკ სინდისს შევეშვათ ) …. და თუ ცოტათი სერიოუზალად ყაზაიშვილი სად არის ან ტაბიძე ტაბიძეზე გამოცდილი და თან კარგ ფორმაში მყოფნი არავინ დარჩა …ა ხოომ ღრუსეთში თამაშობს ის კი ჩინეთში და რაო ამერიკის საელჩომ დაბლოკაა … ევროკავშირის …ვინ არ უშვებთ ამ ხალხს საქართველოს ნაკრებში …?!?! ვაკოც საჭიროა კონკურეციისთვის მაინც და ცენტრალურ მცველებში გოგლიჩიძეს ( ჯერ ახალგაზრდაა მაინც ) ვინ გყავთ ტაბიძეზე ძლიერი ..?! პენსიონერა …?! თუ რა დვალს არ ჭირდება კონკურენტი ან თუნდაც შემცვლელი …?! 3 კვირის წინ დაიწყო თამაში …არა რა ეგ უსამართლობის შეგრძნება აღარ მთავრდება რა ამ ნაკრებებში…
Givi
სხვას არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ სუპერ ფორმაში ფეხბურთელი ნაკრებს მიღმა დარჩეს... ყაზაიშვილს ვგულისხმობ, მას ნამდვილად შეუძლია გოლების გატანა.... ჩვენ გოლები ძალიან გვჭირდება...
ჟორა
მსოფლიოს შესარჩევია და ნახევარძალით თამაშს არავინ მოიწონებს. არადა ესპანეთთან სწორედ ნახევარძალით უნდა ვითამაშოთ, თურქეთს კი უნდა შევასკდეთ. სამწუხაროდ იცით რა იქნება? საქართველოს ნაკრებს უყვარს ძლიერ გუნდებთან თავის გამოჩენა, ამიტომ დავიხოცებით ესპანეთთან და მაინც წავაგებთ. მერე მგზავრობა წაიღებს დროს და ვერანაირ დასვენებას ვერ მოასწრებენ ბიჭები, ეს გადაღლილი ხალხი გავა თურქეთში სტადიონზე და რაც დატრიალდება ამის გაფიქრებაც არ მინდა.
zaza -s
შენ რამ შეგაშფოთა? მე ჩემი აზრი გამოვთქვი რისი უფლებაც მაქვს და შენი რეალობიდან და რავ მთვარია სუბიექტურობით სავსე ნაწერი იქიდანაც ჩანს როგორც აზაროვს და გოჩოლეისვილს მოიხსენიებ. :) შენ გამოთქვი სენი აზრი არავინ გიშლის. და ეგ მოთამაშეები არიან გამოზახებული ნაკრებში და არავიზე ნაკლები შნსი არ აქვთ მოხვდენ ძირითადში. მითუმეტეს რომ ერთი ბუნდესლიგაში თამაშბს და მეორე უკრაინის ძალიან ძლიერ კლუბში

ამ გულიაშვილს ინერციით იძახებენ, წინა სეზონის ნახევარი აღარ არის. არ არის სანაკრებო დონის. სამართლიანად უშალეს ბოლოს ხელები, და პატარა დაძაბულობისკენ ნუ უბიძგებთ ნაკრებს.
სანიოლ, როდის გამოიძახებ ჩივაძეს?
ბიჯო, იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა მაგ ვითომ-მწვრთნელს: ნუ გადაღალა გულშემატკივარი მაგ გურამათი და კაკაბაძით. 15 წელია ვუყურებთ და შედეგი ნოლია. დააყენოს ძირითადში ახალგაზრდობა, თუნდაც ესპანეთთან, გამოცდილებას მაინც მიიღებენ სათურქეთოდ. აზრი არა აქვს რამდენით წავაგებთ ესპანეთთან. მთავარია თურქები გადავხნათ თურქეთში და თანაც დიდი ანგარიშით. ეს ჩვენ ბიჭებს შეუძლიათ. არა სანიოლს და გურამას, არამედ დანარჩენებს, ახალ სისხლს. 40 წლის ხალხი უბანში დომინოს უნდა თამაშობდნენ.
zaza
აქამდე მეგონა რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სანიოლი იყო და თურმე ვიღაც ლაშა ყოფილა.რას ბოდიალობ და რას პროფესორობ.მიდი რა დაიძინე გაფიცებ გოჩალას და აზარას.ამდენ სულელს რა ეშველება.საიტს კი წარმატებები.მაგრები ხართ ბიჭებო.

ამ ორ თამაშში,ორი ქულის აღება,ყველაზე ძნელად მისაღწევი შედეგია და თან ყველაზე არაფრისმომცემიც.თურქები მაინც ჩვენზე წინ იქნებიან და ბულგარეთს ვერ მოუგებენ?არა მგონია!ეგეც არ იყოს,ესპანეთთან თუ ვიომეთ და ქულა ავიღეთ,იმდენ ენერგიას წაიღებს,იმდენ ბარათებს მივიღებთ,რომ თურქეთში არაფრის რესურსი აღარ გვექნება,თანაც იქაც თუ ქულა ავიღეთ,მაინც მათზე უკან ვიქნებით და თანაბარი ქულების პირობებში,ისინი ჩვენზე წინ აღმოჩნდებიან,ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო.ამას დაამატე თურქეთში მიღებული ბარათებიც და შესაძლოა ბულგარეთთანაც შმადგენლობის დანაკლისი გვქონდეს,ისინი კი,ახალი მწვრთნელით,ყოველნაირად შეეცდებიან,ჯგუფიდან ვინმე გაამწარონ და ამით,ადგილების განაწილებაზე გავლენა მოახდინონ.ახლა თავად განსაჯე,გვაძლევს თუ არა რაიმე სარგებელს!რაც შეეხება თურქეთში მოგებას,ეგ რა თქმა უნდა საუკეთესო გამოსავალი იქნება,ჩვენთვის.ესპანელებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდებათ და ფეხბურთელების გადატვირთული კალენდრის გამო,შესაძლოა ენერგიის დაზოგვით ითამაშონ და დიდი ანგარიშით ჩვენ დამარცხებაზე არ გააკეთონ აქცენტი.მათთან ორი თამაშის ჯამში,თურქებზე უკეთესი ბურთების სხვაობა თუ გვექნება,თურქეთში გამარჯვება,მეორე ადგილის დაკავების ტოლფასი გახდება.ასეა თუ ისე,თურქეთში გამარჯვებაა ჩვენი შანსი და ეს როგორი გასაკეთებელია,მგონი მაგის ახსნა არავისთვის არ უნდა იყოს საჭირო.
lasha
მამარდა - გოჩალა - დვალი - საბა - აზარა - გაგნიძე- კიტე - ქოჩორა - ლომინაძე - კვარა - ჟორჟი. მეორე ტაიმში დავითაშვილის შემოშვება. ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითმაშოს 4 მცველით და 4 გამოკვეთილი ჩამშლელი შუახაზით, ნუ კიტე როგორც შემოქმედი. დავითაშვილს მეორე ტაიმში ვხედავ. თამაშის გასაძლიერებლად. საეთოდ ჩვენი ნაკრების ნაკლია ეგ. ვერ ხერხდება მეორე ტაიმში თამაშის შეცვლა, რიტმის შეცვლა.
lasha
ყველა გამოიძახა ვისი იმედიც უნდა გვქონდეს ხოდა ჰა ბურტი და ჰა მოედანი მე მაქვს იმედი რომ თურქეთში მოვიგებთ ყოველშემთხვევაში 2 ქულა თუ ავიღეთ ოქტომბერში შანსები კიდევ დაგვრჩება
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია