საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს - თურქეთს.

3 ოქტომბერს, შეკრების დაწყებამდე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ზუსტად 10 წლის წინ, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ჩვენი გუნდი ფეხბურთის ფედერაციაში. ძალიან წარმატებული პერიოდი გვქონდა და ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ეროვნული ნაკრების ისტორიული გასვლა ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებები, ფუტსალის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი, ქალთა ფეხბურთის მნიშვნელოვანი პროგრესი და ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის განვითარება და წინსვლაა. არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ მომავალში.

ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ გასვლით თამაშებზე გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის. ეს დიდი მოტივაციაა და მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის. ესპანეთშიც და თურქეთშიც ბევრ ქართველი გულშემატკივარი დაგვიჭერს მხარს და ამას ვაფასებთ.

გიორგი ჩაკვეტაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. რთული პერიოდი აქვს, თუმცა ვიცი მისი პროფესიონალიზმი და დამოკიდებულია საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება. მან იცის, რომ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძლიერი ჩემპიონატებში თამაშობენ. ვილისთან ერთად ვიყავით ბუდუ ზივზივაძესთან და ლუკა ლოჩოშვილთან. ჩვენი მიზანია თითოეულ ფეხბურთელთან რაც შეიძლება ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს. ასევე, ყველას გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყოს წარმატებული და გააძლიეროს ჩვენი ნაკრები. მთავარი მწვრთნელი დაესწრო 17-წლამდე ნაკრების თამაშს და თითოეულ ფეხბურთელს აკვირდება, ვინც წარმატებულად და მაღალ დონეზე თამაშობს".

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. ყვითელი ბარათების გამო ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს. შეკრება 6 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

. 11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი - საქართველო | 22:45

. 14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი - საქართველო | 22:45

NAKREBI.GE

მალხაზ ჯობავა
ზუგდიდში რა ხდება, ზუგდიდში! 12 წელია აშენებენ და ვერ დაასრულეს ფული კი 30 მილიონამდე შეჭმულია, რეგიონში ფეხბურთი ჩამკვდარია, პულსი ძლივს იზომება და ყველაფერი ზედაპირულია. ხობის კოლხეთი რომელიც ერთ ერთი ანგარიშგასაწევი იყო მთელ საქართველოში, ვიღაცამ იყიდა თუ რავიცი, გვარს არ დავასახელებ, იმის მერე მეორედან მესამე ჯგუფში გადავარდა და ახლა იქიდანაც ვარდება. არ დაიწყოთ ახლა ფოთიო, ფოთი ტერიტორიულად ეკუთვნის სამეგრელოს თორემ 70-იანი წლებიდან დაწყებული, ყოველთვის თბილისის მეცამეტე რაიონად იწოდებოდა.
ნუგზარი
აქ ნახეთ https://www.instagram.com/reel/C2skgW6I9TT/
ნუგზარი
ახალი სპორტის სასახლესთან ფეხბურთის ფედერაციას არაფერი კავშირი არ აქვს. იგი აშენდა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის. ძველი სპორტის სასახლე არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს რაც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცის აქვს, მათ შორის არც მაყურებელთა ტევადობის მხრივ. იქ რამდენიმე საკალათბურთო დარბაზია. კიდევ ბევრი საკალთბურთო დარბაზია საჭირო. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას - ბათუმში აშენდა მაგარი ახალი სტადიონი, (სააკაშვილის მიერ დანგრეულის სანაცვლოდ, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის მიხელი მესხის სახელობის ორ სტადიონს, გორის სტადიონს, ქუთაისის შენგელიას არენას, აშენდა სფფ-ის რუსთვის ტექნიკური ცენტრი სადაც საფეხბურთო აკადემია გაიხსნა, ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემია, რუხის საფეხბურთო აკადემია, გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია ლანჩხუთში, ქუთაისის საფეხბურთო აკადემია, ბათუმის ტექნიკური ცენტრი, ქობულეთის ტექნიკური ცენტრი, წყალტუბოს ტექნიკური ცენტრი, საგურამოს ტექნიკური ცენტრი, დავით პერტიაშვილის სახელობის სტადიონი (ამერიკის საელჩოს უკან), ტექნიკური ცენტრი ბასა, სფფ-ს ფოთის საფეხბურთო ცენტრი, კასპის ცენტრალური სტადიონი, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი, გლდანის საფეხბურთო ცენტრი, ვაკის საფეხბურთო ცენტრი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი, დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი, ანგისას ბაზა, ბენდელა, სულაქველიძის აკადემია, ხაშურის ცენტრალური სტადიონი, ფაზისი, სპაერი, სართიჭალის ცენტრალუირ სტადიონი, ავაზა და კიდევ რამდენიმე.
დდდ
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე როცა საუბრობ, ჯობია, ისე ტექნიკურად აუარო ხოლმე გვერდი მაგ საკითხს, როგორც ფეხბურთელობისას უვლიდი ხოლმე გვერდს მეტოქის მცველებს... ერთი სპორტის სასახლე ააშენეთ სამის ფულით და 100 წლის წინ აშენებული ძველი სჯობს მაგ ახალს... ახლა დინამოს სტადიონზე ილესავთ კბილებს და გულშემატკივარს ლილოში თუ ვაზიანში ერეკებით... რითი უნდა ვიაროთ მანდ 70.000 კაცმა ( როგორც ამბობთ), მეტროთი, ტრამვაითი თუ მტკვარს დაუყვეთ ხოლმე ტივებით?!...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"