სინგაპურში, ფორმულა 1-ის რიგით მე-18 ეტაპი გაიმართა. გამარჯვება "მერსედესის" ლიდერმა, ჯორჯ რასელმა მოიპოვა. ბრიტანელმა პილოტმა კვალიფიკაციის დამაჯერებლად მოგების შემდეგ (მეორე ადგილოსან მაქს ფერსტაპენს +0.182 წამით აჯობა) რბოლაც ჩინებულად წარმართა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სტარტზე დიდი ინტრიგა იყო, რასელი საშუალო ტიპის რეზინით გამოვიდა, მაქსი კი - რბილით ანუ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გათვლა სწრაფ და აგრესიულ სტილზე გააკეთა, თუმცა ბრიტანელმა ჩინებულად დასტარტა და ლიდერობაც არ დაკარგა. ამასთან ერთად ჩემპიონატის 2 ლიდერი, "მაკლარენის" წარმომადგენლები, ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი მე-3 და მე-4 ადგილზე იყვნენ და როგორც მოსალოდნელი იყო მცირედი კონტაქტი ვიხილეთ ("მარინა ბეის" ტრასა ვიწროა, ამასთან ერთად სეზონი დასასრულს უახლოვდება და თითოეული ქულისთვის ბრძოლაა გაჩაღებული). კონტაქტის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, თუმცა FIA არ ჩაერია და სარბოლო ეპიზოდად შერაცხა.

მაგარი რბოლა ჩაატარა 19 წლის იტალიელმა, კიმი ანტონელი, რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ დასრულებამდე რამდენიმე წრით ადრე "ფერარის" ლეგენდარული პილოტი, ლუის ჰამილტონი არა ეტაპობრივად, არამედ ძალიან მაღალი სიჩქარით ეწეოდა, თუმცა მუხრუჭები დაუზიანდა და არა თუ გადაასწრო არამედ პოზიციაც დაუთმო თანაგუნდელ შარლ ლეკლერს.

უკვე დღეს, მე-18 რბოლის დასრულებისას ცნობილი გახდა კონსტრუქტორთა გამარჯვებული. "მაკლარენმა" ზედიზედ მეორედ მოიგო გუნდური ჩათვლა. ამ მომენტისთვის ისტორიულ გუნდს 650 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან "მერსედესს" 325 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე "ფერარი" იმყოფება, ხოლო მეოთხეზეა "რედ ბული" 290 ქულით. "მაკლარენმა" გუნდური ჩათვლა მეცხრედ მოიგო.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩათვლას:

1. ოსკარ პიასტრი - 336 ("მაკლარენი"), 2. ლანდო ნორისი - 314 ("მაკლარენი"), 3. მაქს ფერსტაპენი - 273 ("რედ ბული"), 4. ჯორჯ რასელი - 237 ("მერსედესი"), 5. შარლ ლეკლერი - 173 ("ფერარი"), 6. ლუის ჰამილტონი - 127 ("ფერარი"), 7. კიმი ანტონელი - 88 ("მერსედესი"), 8. ალექს ალბონი - 70 ("უილიამსი"), 9. ისაკ ჰაჯარი - 39 ("რეისინგ ბულსი"), 10. ნიკო უილიამსი - 37 ("კიკ საუბერი").

ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული "მაკლარენი" - სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა