პრიმერადივიზიონი. კლუბების წარდგენა - "რეალ სოსიედადი" (სან სებასტიანი)
გასულ სეზონში, პრიმერაში დაბრუნებული "რეალ სოსიედადი" ბოლომდე ელიტაში დარჩენისთვის იბრძოდა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობა მარტინ ლასარტეს მწვრთნელობით უკმაყოფილო დარჩა და ის ფილიპ მონტანიეთი ჩაანაცვლა.

არადა, თავიდან ყველაფერი ნორმალურად დაიწყო, I წრის შემდეგ ბასკური გუნდი მე-11 ადგილზე იყო, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი ჩააგდო, დაცვაში ქაოსი დაიწყო. ბოლო ტურში კი კომიკური სიტუაცია შეიქმნა, "რეალ სოსიედადსა" და "ხეტაფეს" ფრე აწყობდათ ლა ლიგაში დასარჩენად და მატჩიც 1:1 მორჩა. ამიტომაც სამწვრთნელო სავარძელში ურუგვაელი სპეციალისტი 46 წლის ფრანგმა შეცვალა. მონტანიეს, ყოფილ გოლკიპერს, მუშაობის ასეთი სტილი აქვს: ის განსაკუთრებით ენდობა ახალგაზრდობას, "რეალ სოსიედადს" კი ეს პოლიტიკა აწყობს, გუნდში ხომ 80% ადგილობრივი კადრია.

"რეალ სოსიედადი" ერთადერთი გუნდია ესპანეთში, რომელიც არ აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე, მათ აღარ შესთავაზეს კონტრაქტების ვეტერანებს (ტამუდო, რიბასი). აი, ახლების ყიდვას კი ჯერ არ აპირებენ. შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობა აგვისტოს ბოლოს ელის, როცა ფეხბურთელთა ფასები (ფანჯრის დახურვამდე) მკვეთრად დაეცემა და მაშინ ბასკები 3-4 საჭირო ფეხბურთელს შეიძენენ, ვნახოთ...

ციტატები

დავიდ ძურუტუზა: "ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თან ამბიციური".

კლაუდიო ბრავო: "მონტანიეს რომ ვუყურებთ, ვგრძნობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ის ჩვენ საკუთარი ძალების რწმენას გვინერგავს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი აუცილებლად კარგად ითამაშებს".

ვადიმ დემიდოვი: "ყველა შესანიშნავ ფორმაშია. მე მჯერა ჩემი გუნდის".

სეზონის ამოცანა - ცხრილის შუაში დამკვიდრება

სწორედ ამ ამოცანას ისახავს ფილიპ მონტანიე და არც გაემტყენება. ასეთი პასიური სატრანსფერო პოლიტიკის გადამკიდე, მეტზე ოცნებას და ღრუბლებში ფრენას რა აზრი აქვს? ახალგაზრდებმა შესაბამისი გამოცდილება უნდა მიიღონ, აი, შემდეგ სეზონში კი...

როგორც წესი, "რეალ სოსიედადი" თავიდან აგროვებს ხოლმე ქულებს, თუმცა ახლა ეს გაუჭირდება, რადგან თავიდან ბასკებს ძლიერ მეტოქეებთან უწევთ ჭიდილი.

ტრანსფერები

მივიდნენ: ლასინე კადამურო ("რეალ სოსიედად ბ"), მაკდონალდ მარიგა ("ინტერი", 1,5 მილიონი ევრო), კარლოს ველა ("არსენალი", იჯარა), ბორხა ვიგერა ("ხიმნასტიკი").

წავიდნენ: რივასი, ტამუდო, ესნაოლა, სარასოლა, სუტილი, ლაბაკა.

დოსიე

რეალ სოსიედად დე ფუტბოლ

დაარსდა: 1909 წ.

სტადიონი: ანოეტა, 32 200

პრეზიდენტი: ხოკინ აპერიბაი

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე

კლუბის წევრი: 22 000

65 სეზონი პრიმერაში

ჩემპიონი (1981, 1982), თასის მფლობელი (1909, 1987), სუპერთასი (1982)

მეტსახელი: ჩური-ურდინი, ერეალა, ლა რეალი

გასულ სეზონში: მე-15 ადგილი

ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რეალსოციედად.ცომ/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ბრავო (38), ჩაბი პრიეტო (37), გრიზმანი (37), ზურუტუზა (36), მ. გონსალესი (32).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: ტამუდო (7), გრიზმანი (7), ჩაბი პრიეტო (7), არანბურუ (5), აგირეჩე (3).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. კლაუდიო ბრავო (ჩილე) 13.04.1983

13. ენაუტ ზუბიკარაი 26.02.1984

30. ტონიო მარტინესი 23.11.1986

მცველები

2. კარლოს მარტინესი 09.04.1986

3. მიკელ გონსალესი 24.09.1985

15. იონ ანსოტეგი 13.07.1982

16. ვადიმ დემიდოვი (ნორვეგია) 10.10.1986

24. ალბერტო დე ლა ბელა 02.12.1985

31. ლასინე კადამურო (საფრანგეთი) 05.03.1988

ნახევარმცველები

4. გორკა ელუსტონდო 18.03.1987

5. მარკელ ბერგარა 05.05.1986

6. მაკდონალდ მარიგა (კენია) 04.04.1987

7. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) 21.03.1991

10. ჩაბი პრიეტო 29.08.1983

11. მიკელ არანბურუ 18.02.1979

14. ჯეფრი სარპონგი (ჰოლანდია) 03.08.1988

17. დავიდ ზურუტუზა 19.07.1986

22. დანიელ ესტრადა 03.01.1987

26. ასიერ ილარამენდი 08.03.1990

თავდამსხმელები

8. ხოსება ლორენტე 24.11.1979

9. იმანოლ აგირეჩე 24.02.1987

18. ბორხა ვიგერა 26.03.1987

21. დიეგო იფრანი (ურუგვაი) 08.06.1987

კარლოს ველა (მექსიკა) 01.03.1989

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა