ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • UFC
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • ლელო

საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა

საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა

<p>UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოსთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის წინ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა.</p> <p>&nbsp;</p> <p>თოფურია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ ლუსანს, ეროვნული გუნდის მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს და ფეხბურთელებს მადრიდში შეხვდა და წარმატებები უსურვა.</p> <p>&nbsp;</p> <p>მან "ფურია როხასთან" ერთად სურათი გადაიღო და პირველნომრიანი მაისური გადასცეს.</p>

  • ჰაჯან-ს

    ალბათ ილიას ძმა - ალექსანდრე იგულისხმა.ალექსანდრე ცნობილი მებრძოლია .ვამბობთ ილიას-ვგულისხმობთ ალექსანდრეს.ვამბობთ ალექსანდრეს-ვგულისხმობთ ილიას. ) ხდება ხოლმე. :)

  • ლშა

    ესოანელებთან რო იყო პირდაპირ გამოჭიმეთ სტატია და ქართველებთან რო მივიდე მაგას რატო არ წერთ?

  • ჰაჯან

    აბა ალექსანდრე?

  • gia jashi

    რომელი თქვენგანი ესწრებოდით იმ შეხვედრას, მე მგონი არც ერთი?! ღირდა კი ამხელა აჟიოტაჟის ატეხა ვიღაცა ესპანელი ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფზე?ნახეთ რამდენი კომენტარია,ნამდვილად არ ღირდა!ალექსანდრე კარგი ქართველია!სხვა რამ ვიდარდოთ!

  • დათო

    მივიდა ჩემპიონი ჩვენს ბანაკშიც და ქართული მაისურიც მოირგო! ასე რომ მორჩა კინო, წაით სახლებში :) მადლობა ილიას! გამარჯვება ჩვენს ბიჭებს დღეს!

  • ბადრი

    საქმეც მაგაშია, საქართველოს დროშას რომ აფრიალებს და ქართველებთან მეგობრობს ისიც უნდა ესმოდეს,რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმატება არავის არ უსურვო, პატარა ბავშვი არ არის, მაგასის ცოდნას წიგნების კითხვა არ უნდა. ქართველი კაცის ნათქვამია “ თუ ძმა ხარ, ძმა იყავი “.

  • DATA

    ასეთი კაი კაცი იყო მამაჩემი ბიკი ყუფარია ნამეტანი.... როცა ნახავ ფეხბურთის თამაშ იწყებენ ქართველები და ესპანელები , მიდი ესპანეთის ბანაკში გაამხნევე, წარმატება უსურვე მაგრამ მთალდ წარმატებულადაც არა.. მერე წამოდი ქართველებთანაც ესენიც გაამხნევე ამათ მთლად ხმამაღლა ნუ უსურვებ წარმატებას არავინ გაგიგოს მაინც იქ ხარ ესპანეტში და ისე ჩაილაპარაკე ჩუმად.... მერე წადი სახში ჩართე ტელევიზორი და უყურე მარა მთალდ ბოლომდეც არ უყურო...... აი ასეთი კაცი იყო ბიკი ყუფარია.. ნაწყვეტი ფილმიდან ,,DATA TUTASHXIA,,

  • ბადრი-ს

    ბიჯო, განსხვავებას ვერ ხედავ? გადამრევთ რა. რა სისხლში და ხორცზე გამჯდარზე საუბრობ? შენ შეიძლება 31 წელია რაც ცხოვრობ რუსეთში, მაგრამ ერთი მაგდენი საქართველოში გქონდეს გატარებული, ამ ბიჭს კი ერთი დღეც არ უცხოვრია აქ, გერმანიაში დაიბადა. რა უნდა შეიგრძნოს? შეიძლება 2 წიგნიც არ ჰქონდეს ქართულად წაკითხული. არ გამიკვვირდება რომ მენტალურად სულაც ესპანელი იყოს. რის გამო ვუწყრებით, ზრდილობიანად მიმართვისათვის? აბა დედას ხო არ აგინებდა თავისი ქვეყნის ნაკრების ბიჭებს? მადლობა ვუთხრათ რომ საქართველოს დროშას აფრიალებს ყველგან, ქართულად ცდილობს საუბარს და ქართველებთან მეგობრობს. ცოტა გინახავს თუნდაც მაგ რუსეთში გადაჯიშებული ქართველი, ან იმათი შვილები, რომლებსაც წარმოდგენაც აღარა აქვთ საქართველოზე და ქართველობაზე? მე ბევრი მინახავს, ამიტომაც სისხლიც კარგი აქვს ილიას, ჯიშიც და ჯიგარიც. თუ რამე აკლია, ეს არა მისი, არამედ უფროსი თაობის ბრალია. რა? ჩვენ აქ საქართველოში იდეალურად ვზრდით მომავალ თაობას? არაა საჭირო ელემენტარულ ლაფსუსებზე ამხელა აყალმაყალის ატეხვა.

  • ვააჰ

    რა ვიდეო, გადაირევა კაცი! მხარდაჭერისთვის, პოზიტივისთვის. საბრძოლო გსნეობის ამაღლებისთვის მიდიან გუნდთან თამაშის წინ, ამას ემსახურება ეს ჟუსტი ყველგან! აბა, დასათარსად და საჩხუბრად მისულ კაცს გუნდთან ვინ მიუშვებს?

  • ბადრი

    31 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ რუსეთში, მაგრამ საქართველოსთვის და ქართველებისთვის არასოდეს მიღალატია.კაცს სისხლში და ხორცში თუ არ აქვს სამშობლოს სიყვარული გამჯდარი იმას არაფერი ეშველება სადაც გინდა იქ ცხოვრობდეს.

  • ბეშკა

    რა ამბავი ატეხეთ? კაცმა დაალაგა თემა, მაინც ჩემები არიანო უთხრა და თავს ნუ მოიკლავთო, მაინც გასულები ხართო, პატივისცემა ჩემზე იყოსო:)

  • ლაშა

    Შეიძლება ორივე მაგისი სამშობლოა მაგრამ ესპანეთისთვის ილია ესპანელი ვერასდროს იქნება!!! Არასდროს დაივიწყო ფესვები!!! Ჯერ მისულიყავი ჩვენ ბიჭებთან და მერე შეგეძლო ესპანელებთან მისვლა არაუშავს ქუთათელაძე დაგტუქსავს

  • ავთანდილი

    არ მჯერავს რომ ილიას ჩვენი ნაკრების მარცხი გაუხარდეს. პირიქით ილიამ დათარსა ესპანელები რომ ჩვენთან დამარცხდნენ და დამარცხდებიან კიდეც. მე ასე ვფიქრობ ასეც იქნება.

  • უფროსი

    ილია დაესწრება თამაშს. საქართველო 2 გოლს გაიტანს. ესპანეთი - ერთს. მიქაუტაძე რომ გაიტანს, ილია სიხარულს ვერ დამალავს. კვარაცხელია რომ გაიტანს, ილია სიხარულს ვერ დამალავს. ესპანეთი რომ გაიტანს, ილია არ იზეიმებს.

  • ანდრო

    ორივე მისი სამშობლოა და ორი დროშით გამოსდის ყველა შეჯიბრზე. როგორც მოვისმინე ზოგადად წარმატება უსურვა და არა საქართველოს წინააღმდეგ. ან რატომ უნდა გაეკეთებინა საქართველოს წინააღმდეგ განცხადება. საქართველოს სახელი გააქვს ყველგან და გვასახელა ამდენჯერ. იქნებ ეომ მოვიგებთ მერე მივიდეს გუნდთან და მიულოცოს.

  • !!!

    თავის ლათინოს ცოლს მართლა დაშორდა?

  • M

    კარგით ნუ იცით ხაზის გადასმა ყველა წვრილმანზე, ადამიანი გამოდის ესპანეთის სახელით, კონტრაქტშიც შეიძლება ეწეროს ვალდებულება, რომ თამაშების წინ მივიდეს ესპანეთის სხვადასხვა ნაკრებებთან მხარდაჭერისთვის. + ესპანეთის მოქალაქეა და დარწმუნებული ვარ საქართველოს გუნდებთან ერთად ესპანურებსაც გულშემატკივრობს.

  • უფროსი

    ვილიკ-ჯან! შენ გეტყობა, რომ ქართველი არ ხარ.

  • უფროსი

    თოფურიაზე ნეგატიურ კომენტარებს რომ დაწერ 🤦‍♂️

  • ნინო

    ღმერთო როგორ მინდა დღეს ჩვენმა ბიჭებმა მოუგონ ესპანეთს,ვილოცებ ბიჭებო თქვენზე და საქართველოზე!წინ გამარჯვებისკენ!✊❤️

  • ყველაფრის გამპრავებლებს

    აქ ზოგიერთი წერს,რომ ზრდილობის საკითხია წარმატების სურვილი თურმე და მასე არ უთქვამს ასე თქვა და აშ....სულ რომ ხმა არ ამოეღო და ჩუმად მისულიყო ხელი ჩამოერთმია და უკან წამოსულიყო საქართველოსთან მატჩის წინ მაშინ ,მაშინ არაუშავს თუ? ჩვენთან თამაშის წინ იქ მისვლა ტეხავს... ასეა ეს!!!

  • დდდ

    მაინც რა მაქსიმუმს ვითხოვთ, შენი აზრით?!.. ტიპმა მილიონი შეირგო გაბედრანგებული ქვეყნის ბიუჯეტიდან და წარმატება ამ ქვეყნის მეტოქეს უსურვა.. აბა, დაფიქრდი, ეგ რისი მაქსიმუმია?!...

  • Კეკე

    Ანუ გამოდის, ილიასთვის საბოლოოდ ყვლაფერი დოლარებში კონვერტირდება. Ხვალე უცებ მისთვის საქართველოში დადგეს მომგებიანი სიტუაცია აქეთ გადმოპორტირდება?))))) მასეთებს ქართველები რას ვეძახით თუ იცი.კ/ფ ფესვები ეყურებინა აქამდე,ჯობდა.ახლა დაგვიანებულია.

  • ცისკარა

    საეჭვვოდ დაემთხვა ერთმანეთს ორი მებრძოლის სტუმრობა ნაკრებებთან. ალბათ ერთმანეთში მოილაპარაკეს და ასეთი თვითპიარი განახორციელეს. აბა მაშ რატომ არ ესტუმრნენ მაგალითად ჩოგბურთელები, მხატვრები ან თუნდაც მომღერლები? მე თუ მკითხავთ, სანიოლის ადგილას საერთოდ დავხურავდი კარს, რომ ბიჭები სრულ კონცენტრაციაში და მობილიზაციაში ყოფილიყვნენ. თორემ რა გამოდის? დღეს მებრძოლები ეწვევიან, ხვალ ცნობილი მთამსვლელები და ზეგ კიდევ სულაც კოსმონავტები გამოთქვამენ სურათების გადაღების სურვილს. როდისღა უნდა მოემზადოს გუნდი? რაც შეეხება ილიას, ეს ბიჭი კარგად მუშაობს თვითრეკლამაზე (როგორც მრავალი სხვა ცნობილი თუ საზოგადო ან პოლიტიკური მოღვაწე) და დარწმუნებული ვარ რომ წარმატება სიმბოლურად უსურვა ყველას და არა კონკრეტულად ჩვენთან შეხვედრაში. ნუ გამოვიყვანთ ბუზისგან სპილოს, ილიას უყვარს თავისი ისტორიული სამშობლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ დროშას ნამდვილად არ ააფრიალებდა. მეტი რა უნდა ქნას სხვა ქვეყანაში დაბადებულმა და სხვა გარემოში გაზრდილმა ქართული გვარის მატარებელმა ბიჭმა, რა მივეცით, განათლება, აღზრდა, სამშობლოს სიყვარული და თავდადება, რომ მაქსიმალურს ვითხოვთ მისგან? დავანებოთ თავი, ვუსურვოთ ჩვენც წარმატება და იმედი გამოვთქვათ, რომ ბევრს გააკეთებს კიდევ საქართველოსთვის.

  • Ვილი

    Კომენტარის შინაარს ეტყობა რა თავცარიელი და უსამშობლო ხარ. Ყველა ქვეყანაში შენნაირ ბალასტს იყენებენ უცხო ქვეყნის აგენტები.

  • გაგა

    ესპანურენოვანი ცოლების მოყვანაც ბიზნესმენური გათვლა იყო ილიას მხრიდან!

  • irakli

    თამაშის დაწყებისას როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს ართმევენ მაშინაც კი ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ ასე რომ არაფერია დასაძრახი.👌

  • ოტია იოსელიანი

    "ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა,იქ სამშობლო ეგონა"!!

  • პეკე-ს

    დედამისი ყველაფერს აკეთებს რომ იქართველონ,მარა ბიჭები არ ემორჩილებიან ორივემ უცხოელი ცოლი მოიყვანა და მათი შვილებიც შესაბამისად არ ქართველობენ,არ გაგიგიათ?"მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველა"!!

  • უფროსი

    რუსი ბოტები ყველა სოციალურ ქსელში ამტკიცებენ, რომ თოფურია ქართველი არ არის. დაეხმარეთ მათ, ცრუ პატრიოტებო.

  • ემიგრანტი

    არ არის ლამაზი ეს ყველაფერი როცა შენს სამშობლოს წინააგმდეგ წარმატებას მოწინააღმდეგეს უსურვებ ნაკრებს საწყენია და ეს კრიტიკა უნდა მიიღოს

  • eeu

    რომ გადახტები ჰოპლა მერე უნდა დაიძახო

  • Კეკე

    Ყველგან სადაც გაგაძღობენ, სამშობლო არ უნდა გეგონოს. Ეგ ვერ ასწავლეს ოჯახში კარგად. Მადლიერებასა და უთავმოყვარეობას შორის დიდი ზღვარია და ზოგ ქართველს ეგ ზღვარი საერთოდ ამოშლილი აქვს.

  • Კეკე

    Კომენტარებს რომ გადახედავ, მიხვდები რომ ზოგს თავმოყვარეობის არსებობაზე საერთოდ არაფერი გაუგია. Ამ გაბღენძილმა ტიპმა ნათლად გაგრძნობინათ ქართველები ჩირად არ უღირს(სერხიო რამოსთან და პიკესთან მეგობრობს, ჩვენ სად შევწვდებით ცაში ვარსკვალავებსDD)და თქვენ მაინც რატომ აპრავებთ? Კარგი ის ღამურაა, თქვენ თავმოყვარეობა სად დაკარგეთ.

  • ვანო

    სრულიად მართალს ბრძანებთ...

  • !!!

    როგორ წონით კატეგორიაშიც გამოდის,საქციელიც იმისი შესაბამისი აქვს.

  • ფეოლა

    ლებრონ ჯეიმსი რომ ლებრონ ჯეიმსია, ისიც კი მუშაობს თავის პიარზე და დღე და ღამ ინტერნეტში ზის. არადა კაცი მილიარდერია. რატომ გიკვირთ, რომ ილია უბრალოდ მუშაობს თავის პიარზე, უნდა რომ უფრო ცნობადი და შემოსავლიანი იყოს? რა მოხდა რომ ამდენ ვარსკვლავებით სავსე ესპანეთის ნაკრებთან მივიდა და გამოიყენა თავისი მიზნებისათვის? თუნდაც ცოდნოდა რომ წინ ქართველებთან თამაში ელოდათ(რაც ჯერ კიდევ გასარკვევია) და ზოგადად წარმატება უსურვა ნაკრებს, რაა ამაში მიუღებელი ან მით უმეტეს საგინებელი? ძირითადად, მწვრთნელები ერთმანეთს წარმატებებს უსურვებენ ხოლმე მატჩისწინა პრესკონფერენციებზე და ეს მიღებული ჟესტია. ეს ბიჭი საქართველოშიც კი არ დაბადებულა, შეიძლება ერთი ქართული ზღაპრის წიგნიც არ ქონდეს წაკითხული, ისტორიაზე აღარ ვლაპარაკობ და რას ითხოვთ მისგან, რომ საქართველო დააყენოს ესპანეთზე წინ? რატომ? სადაა ლოგიკა? იცით რომ უცხოეთში წასული მეორე თაობის ქართველების 80-90% საერთოდ ვერ საუბრობს ქართულად? რა მივეცით მათ ჩვენ ან სამშობლომ? არაფერი. მილიონი მივეცით როცა ცნობილი გახდა. რატომ არ ვურიგებთ სხვვებს, ვინც ქვეყნიდანაა ილიას მშობლებივით გადახვეწილი? იმიტომ რომ არ გვჭირდებიან პიარისთვის. მილიონს კი არა 10 ლარსაც არავინ გაიმეტებს, თუ ხეირი არ იქნება იმათგან. ასე რომ ნუ დავაყვედრით ილიას იმ მილიონს, მას ჩვენთვის ის ფული არ უთხოვია, ჩვენ შევეტენეთ! მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ილიასთვის, მილიონჯერ მირჩევნია სოსო პავლიაშვილისნაირ ქართველობაზე რომელიც პუტინს უმღერის და საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს. მადლობა ილიას რომ ქართულ დროშას აფრიალებს ყველგან, რომ მეგობრობს ქართველებთან როგორც შეუძლია. ვუსურვებ წარმატებებს როგორც რინგზე, ისეთ პირად ცხოვრებაში.

  • უფროსი

    ფეხბურთელებთან მივიდა. ხელი ჩამოართვა. ეს ნორმალურია. კაცი ესპანეთში პოპულარულია. https://www.instagram.com/reels/DPoR6ICiCVR

  • დავით 67

    ყოველდღე ვრწმუნდები რომ ამ ქვეყნის საშველი არაა. პირველ ადგილზე დგას ბოროტება და შური. პატრიოტიზმი სადღაც მე-100-ზე. ნამდვილ პატრიოტიზმს ვგულისხმობ. ყველაზე რთული მაინც შვილების აღრზდა და მათთვის განათლების მიცემა ყოფილა. აბა ფულს ყოველთვის იშოვი კაცი, ცოტა ტვინს და ხელ-ფეხს თუ გაანძრევ არც მინდა ვინმეს კომენტარს გამოვეხმაურო. აზრს ვერ ვხედავ. ვხედავდი ერთს, როდესაც ილიამ ვოლკანოვსკი დაამარცხა თბილისის დროით 7 საათი იყო და ნახევარ საქართველოს არ ეძინა. ამ მოკლე ხანში რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ვინც ესპანური იცის ყველა აღნიშნავს რომ ილიას არ უთქვამს მისთვის კონკრეტულად საქართველოსთან წარმატებებს გისურვებო. ზოგადად უთხრა. რაც ჩვეულებრივი ფორმაა დამშვიდობებისას. მე ფრანგული ვიცი და ესპანურზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასე გავიგე მათგან ვინც ესპანურად საუბრობს. ისინი ვინც წერთ რო,საშვალო, ტვალეტი სპორცმენი სახში და ა.შ.თქვენ რა გეშველებათ? თუმცა არც არაფერი. დადიხართ ჭორაობთ, წარმატებულ ხალხს შეურაცხყოფას აყენებთ, ისიც შორიდან, თქვენთვის მოუგონიათ სოციალური ქსელი. აბა თქვენ თვითონაც ხომ კარგად იცით რომ ილიას ამას პირში ვერ ეტვით.

  • მალხაზ ჯობავა

    ძმაო სიბერეში გაცხადებული მონანიება არავის ჭირდება როცა უკვე საბედისწერო შეცდომა დაშვებული გაქვ და არაფრის გამოსწორება არ შეგიძლია. მონანიებით ნოდარ ნათაძემ, ირაკლი წერეთელმა და სხვებმაც მოინანიეს გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა მაგრამ შედეგი? საქართველო ისევ რუსის ინტერესებში მოექცა.

  • Shako

    ვახ რამდენი ენაჭარტალა ჩასაფრებული ყოფილა აქ :) ზოგადად კარგი სპორცმენობა არ ნიშნავს კარგ ადამიანს მაგრამ ამ სემთხვევაში მართლა ზედმეტი მოგდით. არ ქართველობის რომ გაიძახით კაცი საქართველოს სახელით გამოდის და საქართველოს ეთვლება მისი გამარჯვებები და არა ესპანეთს მატერიალისტი რომ იყოს გამოვიდოდა ესპანეთის სახელით და კიდე ორმაგად დააფასებენ იქ. და როგორ ფიქრობთ რატომ მივიდა მაინდამაინც ახლა ესპანეთის ნაკრებთან როცა ეს ნებისმიერი სხვა მატჩისას შეეძლო? მემგონი მარტივი მისახვედრია რომ როცა გაიგო საქართველო ჩამოდიოდა გადაწყვიტა რომ მივიდეს საქართველოს ნაკრებთან და გაამხნევა და სწორედ ამიტომ მივიდა ესპანეთთანაც რომ ესპანელებს არ დაწყდეთ გული. მ

  • ირაკლი

    ევროპის ჩემპიონატზე მახსოვს ჩვენი ნაკრების სპორტული ელჩი იყო, ყოველი თამაშის წინ სტადიონის დიდ ეკრანზე აჩვენებდნენ თოფურიას ჩვენი ნაკრების წარდგენისას, მათ შორის ესპანეთთან თამაშის წინაც. შე კაიდედმამიშვილო ამას ხომ აქვს მნიშვნელობა, არაფერში არ ჯდება მისი ეგ საქციელი. თითქოს ჩვენ დიდიან პატარიანად ვეტენებით თავით და ის კი ამაყად დგას პოზაში, ჰო კარგი მოდით შემომიძვერითო ჯანდაბას თქვენი თავიო. გულწრფელი სიყვარული არ იგრძნობა. ამას ობიექტური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მაშინ მეგობარო ქვეყნის სპორტულ ფორუმზე ელჩობაზეც ლამაზად უარი უნდა თქვა. მიხედე რა შენს ესპანეთს.

  • უფროსი

    1. ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ ქართული კარგად იცის. ქართველობს და უყვარს საქართველო. 2. თამაშზე ორი დროშით მოვა. 3. ესპანეთში ცხოვრობს და ესპანელ ფეხბურთელებთან მეგობრობს. ეს ბუნებრივია. რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელები (მაგალითად, სერხიო რამოსი და პიკე) მასთან სტუმრად დადიან. მეც ვიმეგობრებდი მათთან და თქვენც. 4. მან არ უთხრათ, რომ საქართველოსთან თამაშში უსურვებს წარმატებას. უბრალოდ უთხრათ "buena suerte" - წარმატებები. ზოგადად მეც წარმატებას ვუსურვებ ესპანეთს. ესპანეთი მირჩევნია ინგლისს, გერმანიას, შვედეთს ან თურქეთს.

  • ეეეჰჰჰჰჰ

    ეს არც ესპანელია და არც ქართველი... ამას საქართველოში გამომზევებული ქვია ბატონებო.... იმ სპორტის სახეობაში რაშიც მოღვაწეობს რა თქმა უნდა უძლიერესია...

  • ზუგდიდი

    ბიკი ყუფარიას შთამომავალია.... არც გამკვირვებია

  • დათო

    ან როდის იყო ქართველი? ასე რომ გაგიტყდათ სასტავს? უბრალოდ გულს იკეთებდით და თავს თავადვე იტყუებდით, ეს კაცი არის ქართული გენის ქურდი .

  • რა გაგიკვირდათ

    სწორად მოიქცა- ესპანელია,მანდ ცხოვრობს და მოღვაწეობს და მათი სახელით გამოდის. თქვენ რას ეტენებით??

  • საქართველოსთვის

    ეს კაცი მთლიანად გაესპანებულია. საქართველო ესპანეთს ხვდება და ესპანეთს გულშემატკივრობს გაცხადებულად. სირცხვილი, დიდი სირცხვილი!!!

  • კნოპსი

    ესპანელობს, რადგან უფრო სარფიანია მისთვის.

  • პატრიოტი1994

    მიეცით ამას კიდევ ბიუჯეტის 1 მილიონი ლარი .

  • მოცლილი

    გამიკვირდა და გული დამწყდა ცოტათი.ილიამ თავისი ცხოვრების მეტი დრო ესპანეთში გაატარა და ამ ქვეყნის მადლიერია,ეს მისი ნებაა ვის უგულშემატკივრებს,მაგრამ რა ვქნა,არ მომეწონა ეს საქციელი. მე ყოველთვის საქართველოს ვგულშემატკივრობ მაინც,მიუხედავად იმისა,რომ მადლიერი ვარ რა ვაფასებ,რა ცხოვრებაც სხვა ქვეყანამ მომცა.

  • მამუკა

    ილიას ინსტაგრამი თუ იცით დაწერეთ ვინმენ, პირადში მსურს მივწერო ის რასაც ვფიქრობ, არ მჩვევია ზურგს უკან ვინმეზე საუბარი.

  • დდდ

    თუ გაუკეთებია, თავისთვის გაუკეთებია და ჩვენთვის კი ის გააკეთა, რუსები რომ მოსკოვებში და ტაგანროგებში იწვევდნენ ჩვენს მომღერლებს და რატომღაც 25 თებერვალს ემთხვეოდა ხოლმე მაგათი კონცერტები. ხვალ რომ ჩვენ ბიჭებთან მივა, მაგას რაღა ფასი ექნება, ჯობია, არც მივიდეს...

  • ვოოტ

    ილია თოფურია გერმანიაში დაბადებული და ესპანეთში გაზრდილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართული წარმოშობის ესპანელი "მატადორია" და საკუთარ თავს თუ ჯერ ესპანელად მიიჩნევს და შემდეგ ქართველად, ეგ ჯერ ჩვენი ქვეყნისა და ერის ბედი და უბედობაა და მხოლოდ შემდეგ - თავად ილიასი... ჰოდა, ყველამ თავის მკვდარი იტიროს... ჩვენი ხასიათისა და მენტალიტეტის თავისებურებებიდან გამომდინარე, მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება მეორე ერი, რომელიც ჩვენებრ ძნელად და მტკივნეულად აღიქვამდეს ისეთ მარტივ ჭეშმარიტებას, როგორიც გახლავთ საყოველთაოდ მიღებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანი იმ ერის წარმომადგენლად უნდა ჩაითვალოს, რომელისადაც თავად მიიჩნევს საკუთარ თავს... მაგალითად, იოსებ ჯუღაშვილი რუსი უფრო იყო, ვინემ ქართველი, ხოლო გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომლის მამაც ოსიაურში ჩასიძებული რუსი ოფიცერი გახლდათ, სულითა და ხორცით საამაყო ქართველი იყო და რაღათქმაუნდა, ვერც ვახტანგ გორგასალი იქნებოდა სპარსი, როგორც მავანნი გვიმტკიცებენ დიდის გულმოდგინებით... ჯაყელთა მსგავსად ბევრ გვარს არ უქნევია ხმალი ჩვენი ქვეყნისთვის, სხვა რომ არაფერი, სარგის ჯაყელმა გიორგი ბრწყინვალე აღუზარდა საქართველოს და მისი შთამომავლები კი ახალციხის ფაშებად ესხდნენ ქვეყანას და იმდენ ქართველს ჰყიდდნენ სტამბულის ბაზარზე, რომ ქართველი ტყვე აფრიკელზე იაფად ფასობდა უკვე... ჰოდა, ვინ იყვნენ ჯაყელები - გულანთებული ქართველები თუ ღვაწლმოსილი თურქები?!... იგივე თოფურიები,- გააფხაზებულიც ბევრია და შორს რომ არ წავიდეთ - ჩვენი საამაყო ხვიჩას მოგვარეები სისხლს უშრობენ გალელ ქართველობას და რა ვქნათ ახლა - ის გააფხაზებული კვარაცხელიები ვიგლოვოთ თუ - ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობა?!... საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თავმომწონე თავადური გვარის - დადეშქელიანების წინაპრები კი, მათივე უხუცესების გადმოცემით, სულაც ყუმიყები ყოფილან და ახლა რომ რომელიმე დადეშქელიანს შეაპარო - სვანი კი არა, თურქული მოდგმის თათარი ხარო, - ხომ დაგხანჯლავს იქვე და მართალიც იქნება?!... ამდენს იმიტომ ვლაყბობ, რომ ჩემის ღრმა რწმენით, თუ ქართველს ქართველობა არ სურს, ძალად ვერ ვაქართველებთ და ნურც ვაქართველბთ - კაცი რომ ერთხელ უარს იტყვის თავის მოდგმაზე, მერე სისხლმაც რომ უყივლოს, თუ ვაჟასა და მის "მოკვეთილ"-ს დავჯერებთ, უკვე ახალი თვისტომნი აღარ აპატიებენ ემაგ სისხლის ყივილს... ეგეთ კაცს ნუ გავეტირებით, რადგან ჩვენთვის დაკარგულია და თავის თავისთვის კი ნაპოვნიც არის და როგორც წესი - ნაშოვნიც... აჯობებს, ვინც დავრჩით, ისინი ჩავეხუტოთ ერთმანეთს და ყველანი ერთად კი - ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანას...

  • ილიავარარმესროლოთ

    ილია კაი ტიპია და ამ თითიდან გამოწოვილი ამბით ნუ ვიშვიშებთ გურჯები! იმის მე100 გააკეთეთ რაც ამ ბიჭს გაუკეთებია ცხოვრობაში! გაუმარჯოს ილიას!

  • Კეკე

    Ხოდა თუ ესპანელობენ, არ არის საჭირო დედიკომ პირი მოწმინდოს და მათ მაგივრად ილაპარაკოს ტყუილები. Ღამურებს კიდე იმის ქონიათ გზა.არც პირველია და არც ბოლო ქართული გვარის მქონე მაგრამ არაქართული მენტალიტეტით.

  • სამაჩაბლო

    "მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა"!

  • 100%

    ჩიმაევი.

  • საქართველო

    ქართველებს იმდენად პატარა მეხსიერება გვაქვს, რომ მოვა ამისი ბრძოლის დღე და ისევ დაიწყებთ "მიდი ქართველო ლომო",ოხ შე გენაცვალე მგელო"და ასეთი ფრაზები!🤦

  • გურულო

    დაღლევებულა როტა?! კი ეტყობა საუბარზე რა ხვითოცაა, მარა ქართველია და ვგულშემატკივრობდი. ახლა, თუ ეს სიმართლეა, მის მეტოქეს ვუბალეშიკებ!

  • დავით

    მიჩირს აზრის გამოხატვა იმიტო რომ არ მგონია ტოფურიამ ესპანეთს უგულსემატკივროს.

  • გულმავიწყ-ს

    მაგ მახაჩევის ძმა და მეგობარია ქუთათელიძე,რომელიც მახაჩევს თან ახლდა საქართველოში,ასევე ილიას და მისი ძმის ახლო მეგობარი!იმისთვის ესაყვედურა მე და უმრავლესობას ქართველებისა არ გვიმასპინძლია მაგ მახაჩევისთვის,უმასპინძლა ვიწრო ბობოლა ტიპებმა,რომლებსაც ქართველებს ვერ ვუწოდებ!!!

  • გიორგი

    საერთოდ რაზეა მსჯელობა? საქართველოს მეტოქეს უსურვა წარმატება, ე.ი. საქართველოს წარუმატებლობა. ამის მერე უჯიშოთა რიგებში გადავიდა ავტომატურად.

  • "გივი" = "ქართველო"

    ნამეტანი შეურაცმყოფელი კომენტარები გამოგივიდა და აშკარად ძაან აჩქარდი და ნუღარ გაასამებ, საკმარისია! არანაირი საფუძველი არაა ილია თოფურიას კარგ ქართველობაში და საქართველოს პატრიოტობაში დაეჭვების.

  • ლევანი

    ღმერთო შენ უშველე ყველა გონება ჩლუნგს. რას ნერვიულობთ, ყველას თავისი გზა აქვს, რაც უნდა ის უქნია. დიდება საქართველოს!

  • ბევრისმომსწრე

    ასე, "გაზეთში" დაწერილი ორი აბზაცის საფუძველზე, მრავალმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება და ქართველი კაცის "შეურაწყოფა" არ შეიძლება !!! ------ პ.ს. "ხვალ" რომ გაირკვეს, "ცოტა სხვანაირად ყოფილა საქმე" ?!

  • საქართველო უპირველესად

    ბიჭებო!ეს ყველაფერი მოტივაციისთვის გამოიყენეთ დაამარცხეთ ესპანეთი თოფურიას თვალწინ, ასე იძიეთ შური,წინ გამარჯვებისკენ!💪🙌

  • მირო

    ამან პირველად რომ მოიგო ჩემპიონის ქამარი,მაშინვე არ დამევასა,რომ საზეიმოდ პირველად ესპანეთში ჩავიდა და იქ წაეადგინა თავისი ქამარი და არა საქართველოში.იასნი იყო,რომ სამშობლოდ ესპანეთი მიაჩნდა და საქართველო უბრალოდ მშობლების და წინაპრებისთვის ანგარიშგაწევის მიზნით მოინახულა უფრო.ჩვენ კიდევ ეგრევე ჯილდო ჩამოვკიდეთ.რაღა საქართველოსთან მატჩში უსურვა წარმატება ესპანეთს,ბულგარეთთან თამაშის წინ რომ მისულიყო დაუგვიანდებოდა???

  • დდდ

    პირველნომრიანი მაისური რატომ გადასცეს, მეკარეებიც გაეტრავმათ?!...

  • !!

    მშობლები და დები კი ქართველობენ,მარა ძმები თოფურიები არ ქართველობენ!

  • 77777

    არამი იყოს შენთვის ქართული სისხლი!

  • გ.ხ.

    ძალიან მეწყინა! ძალიან! როგორ ვეცადე როგორმე გამართლება მეპოვნა, იქნებ ესპანეთის სიყვარულის გამო ინსტიქტურად წამოცდათქო… მაგრამ ჩვენი ბიჭებისთვის არ უსურვებია წარმატება

  • ეგროში

    თუ იცოდა საქართველოსთანაა თამაში,მივიდა წარმატებები უსურვა და ახლა ქართველებთანაც არ მივიდა, აი მაშინ ჩაიჭრა და გჯეროდეთ რომ ორთაბრძოლაშიც იბრიდება. ისე ილიამ რაც არ უნდა თქვას, ესპანეთს რომ ვერ მოვუგებთ განა არ იცით? ჩვენი ბიჭები ევროპაში რომ თამაშობენ ისე თავდადებით აქ არ თამაშობენ! ასე რომ ილიას გინდა უთქვამს გინდა არა

  • ნუ ჩავქოლეთ ილია

    მთელმა მსოფლიომ იცის,რომ ილია ქართველია.თავისთავად ესპანეთმაც. ჩემის აზრით,სწორედ ამიტომ მოუნდათ მასთან შეხვედრა ჩვენებთან შეხვედრის წინ. რა არის ამაში გასაკვირი? ეტყოდნენ-რა ხართ ეს ერთი ბეწო ხალხი,რას გვერჩით რაგბში,ძიუდოში და კიდევ ათას რამეში?! ეს ფეხბურთი მაინც დაგვიტოვეთ,რა იქნებაო? ) ისიც თავმდაბლურად გაიღიმებდა და წარმატებას უსურვებდა. როცა წარმატება უსურვა,ვინ იცის,რა იგულისხმა ილიამ? შეიძლება იგულისხმა,რომ ყველანი ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნებოდეთ საყვარელ ოჯახებსო. ) ჩვეულებრივი ადამიანური მოქმედებაა.ამის შემდეგ,სავარაუდოდ მივა ჩვენებთანაც და უკარნახებს მოგების საიდუმლოს.(როცა თამაშობ,ყვავებზე არ უნდა იფიქრო,თავი არ დაზოგო და გამარჯვების იმედი გქონდეს).

  • ვაი სირცხვილო

    ეს რა იკადრე ილია, ინგლისს, ან სომხეთს ხო არ ეთამაშება ესპანეთი რო წარმატება უსურვე. აღარ მაინტერესებს ვის მოერევი და ვისთან იჩხუბებ. შენ საქართველოს შეაფურთხე ამ საქციელით.

  • თენგო

    თუ თავის მოწინააღმდეგეებსაც წარმატებებს უსურვებს ჩხუბის წინ მაგ შემთხვევაში ვუგებ. კარგად ქონია დასცდილი

  • TT

    ხალხს აქვს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა: სად ნახეთ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი სადაც თოფურიამ ესპანელებს უსურვა წარმატება კონკრეტულად საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ? ზოგადად კი უსურვებდა წარმატებას აბა რას იზამდა , მაგ ქვეყნის მოქალაქეა ილია.

  • გულმავიწყებს.

    ყველას დაგავიწყდათ საქართველოში რა მეფურად მიიღეს ჩეჩენი მახაჩევი, რომელსაც ფერარი აჩუქეს. ეს ყველაფერი ძალიან არ მოეწონებოდა თოფურიას და ესაა პასუხი.

  • toy

    და რა მერე? ასე დაპირისპირებული გუნდის მწვრთნელები ერთმანეთ, რომ ესალმებიან ერთმანეთს მატჩის წინ წარმატებას უსურვებენ და რა მართლა უნდათ მეტოქის წარმატება? ეტიკეტია უბრალოდ.

  • თენგო

    ნეტა თავის ოპონენტებს უსურვებს წარმატებებს? მაგ შემთხვევაში უგებ კარგად დაცდილი ქონიააა

  • !

    კვარა!შენც აღარ უგულშემატკივრო ილიას!

  • ედინიო

    ზუსტად იმიტომაც არის ის პიმბლეტი ამას წარამარა რომ ახსენებს ვინ ჩემი დიშ... ხარო ბოლობოლო ქართველი ხარო თუ ესპანელიო. აი ასეა თავში რომ უვარდებათ ხოლმე

  • გაგა

    ეს და ბასილაშვილი როგორ გვანან ერთმანეთს!

  • Ასეა ეს

    Თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ხვალ ჳვენ ნაკრებს ესტუმრება თამაშის წინ მარა ეგრე თუ არ ქნა მართლა დაახვიოს სამუდამოდ

  • მალხაზი

    სამწუხაროდ, დვალიშვილმა არანაკლები იკადრა: ვისაც სტალინი უყვარს, ყველას გავკარიო რა, ღირსეული სქციელი იყო?

  • Musenbezi

    ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო იქ ეგონაო!!!

  • ეეჰ

    ვინც ვიდეო ნახა და ესაპანური იცის, ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოუსმენდა, რომ მაშინ როცა არავინ ეკითხებოდა განაცხადა: “ხშირად მეკითხებიან რომელ გუნდს ვუქომაგებ, ესპანეთს თუ საქართველოსო. ესპანეთში უფრო მეტი წელი მაქვს ნაცხოვრები, ასე რომ…” არ ვიცი და არ მესმის რა საჭირო იყო ამ განმარტების გაკეთება, თან როცა არავინ ექაჩებოდა ენაზე მაგრამ, ან მასე სჭირდება ან მასე გრძნობს და მასე თქმა ჩათვალა საჭიროდ. ქართველებო, მესმის გულისდაწყვეტა, მაგრამ მე ყველას მოგიწოდებთ მაინც სიყვარულით, ისე როგორც ჩვენ ვიცით და გვეკადრება ვუქომაგოთ ილიას ! არ გავრიყოთ ამ ამბის გამო. ბევრს აბნევია გზა, თავზე რაღაც წარმოდგენა შექმნია, შეშლია… მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზის შესაძლებლობა ყველა ქართველს უნდა ქონდეს! მოვა დრო, როცა შეიძლება ჩემპიონი ვეღარ იყოს და ზოგი ესპანელისგან მოუწევს მოსმენა, რომ აღმოსავლეთ ევროპელი ქართველია და არა ესპანელი. ჩემპიონი ყველას უნდა. ჩვენ კიდევ დასაკარგი სისხლი და ხორცი ქართველი არ გვყვავს. წარმატებება გისურვებ ილია და უამრავ გამარჯვებებს!!!

  • ბს

    სურენამ გადაწყვიტა ესარგებლა შემთხვევით! ცარუკიანს შენ და შენმა პუტინმა უქომაგეთ! აი თოფურიას რაც შეეხება ვიცი რომ მოუწევს პასუხის გაცემა ამ ქცევასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე და ამიტომ ჯერ მაინც თავს შევიკავებ შევიკავებ შეძასებპსპშან. ფაქტია რომ არ მომეწონა მაგრამ ვნახოთ რას იტყვის!

  • Nugzari

    ჩვენი ლომები მოიგებენ და ილიას მაგრად შერცხვება თავის საქციელის!

  • MIRO

    არ მეხატებოდა გულზე თავიდანვე რატომღაც,ტიპაჟი არ დამევასა.მართალი აღმოვჩნდი.ჩემპიონი რომ გახდა პირველად,ესპანეთში ჩავიდა პირველად საზეიმოდ და არა საქართველოში.მაშინ იასნი იყო,რომ საქართველო მეორე ადგილზე ეყენა.შვც...

  • Patrioti

    საქართველოს ნაკრების ბიჭებს უნდა შეხვედროდა და არა ესპანეთის ნაკრებს...მაგრამ დღეს ფული წყვეტავს ყველაფერს...გამიტყდა ილიასგან

  • ტეხავს

    Ufc-ის ესპანელი ჩემპიონი, შემდეგში ამ რეგალიით მოიხსენიეთ ეს ბიჭი თუ მისთვის სტატიის მიძღვნას გადაწყვიტავთ.

  • თბილისელი

    გულით და სულით "ნამდვილ" ქართველს ქალაქის მერმა ფერარი აჩუქა. გაახსენდა ძველი ანეგდოტი: გორში ჭიდაობის ტურნირზე რომ მე2 და მე3 ადგილზე გასულ გორელ მოჭიდავეებს "ვოლგები" აჩუქეს,ხოლო ტურნირის გამარჯვებულ რუს ივანოვს ლენინის ბიუსტი....ასეთი გაგების ხალხი ვართ,მხოლოდ რუს- ჩეჩენისათვის არ დაინანეს,არამედ ილიას და მერაბას მთავრობის სიგელები. არ დაიწყოთ ეხლა ნწუ-ნწუ,ასეთია რეალობა.

  • toti

    მესმის რატომაც აპრავებ, მაგრამ კაცს იმიტომ გაბია მხრებზე თავი რომ მეტი ჭკუა დაატანო.. ზუსტადაც წარმატება უსურვა მომდევნო ორ მატჩში და მასე გაშუქდა ესპანურ მედიაშიც.. იმედია მიხვდება რა შეცდომაც დაუშვა მაგრამ მე ამისთვის ღამის გამთენებელი აღარ ვარ

  • 1234

    წარმოიდგინეთ ჩვენი ბიჭები ამ კადრებს რო ნახავდნენ დღეს. გთხოვთ გამოიყენეთ ეს მოტივაციისთვის. ჩემთვის ილია როგორც ქართველი ჩემპიონი აღარ არსებობს, ის ესპანელი ჩემპიონია

  • ქართველი

    ისეთი რაღაც გააკეთა რაც არ “პრავდება”, თან ძაან გავბრაზდი და თან მეწყინა. ჯერ ხო ჩვენი ბიჭების როგორი დიდი შეურაწყოფაა და მერე მთლიანად ჩვენი ქვეყნის. არააქვს მნიშვნელობა აწი რას გააკეთებს ეს ბიჭი და რამდენ ქამარს დაიცავს, გულწრფელად აღარ მაინტერესებს რაც უნდა ის უქნია. ვენაცვალე მერაბ დვალიშვილს არასდროს საქართველო არავიწყდება და არც არასდროს დაავიწყდება. როგორც ჩანს, საქართველოს ufc-ში ერთი ჩემპიონი ყავს და ის მერაბია.

  • Გივი

    Ამას არ ველოდი. Ჩემს თვალში განულდა ეგ მამლუქი. Ნეიტრალური პოზიცია მაინც დაეჭირა. Არამგონია დვალიშვილს ეკადრა

  • მარადონა

    აქ, ერთ-ერთი კრიტიკული კომენტარის ავტორი მეც ვარ, მაგრამ ვფიქრობ ილიამ არ გაუშვა შესაძლებლობა ესპანეთისთვის წარმატება ესურვა - ქვეყნისთვის რომელმაც მისცა მას ბევრი რამ.., მაგრამ ვფიქრობ ბოლო სიტყვა საქართველოს ნაკრებისთვის შემოინახა! ვნახოთ. არ ვარ ჩასაფრებულის პოზიციიდან ღმერთმა მაშოროს და ყველა ქართველს ღმერთმა გვაშოროს ამდენი ურთიერთ შუღლი.

  • ვაჟა

    რა გვეირს ვინ დაგვეყევლა ქართველები, ან რა ცოდვა გვადევს ასეთი, ვიღას უნდა ენდო ან ვიღასი იმედი უნდა გქონდეს კაცს, სიტყვები არ მყოფნის მაგის საქციელი რომ შევაფასო, ღმერთო დალოცე ჩვენი საქართველო და ერი ჩვენი, ამინ!

  • ცარუკიანი

    აი ზოგიერთები რომ ყველას და ყველაფრის გამოწმენდაზე ხართ რა უბედურებაა... ეს საქციელი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ არაა სასიამოვნო და ზოგიერთებმა იცხოვრეთ და აპრავეთ ყველაფერი ...

  • ქუთაისს

    აზრი არ აქვს მეგობარო მაგის ახსნას. ვინც ვერ ხვდება ისედაც ვერ გაიგებს რაც არ უნდა აუხსნა

  • 100%

    ილია, რა გჭირს ბიჭო?

  • ლაშა

    ტიპმა რა იკადრა მთელი საქართველო ბალეშიკობს და ამერთი უტაქტო საქციელით მთლად აამღვრია ყველაფერი ან საერთოდ არაფერი ეთქვა ან ორივე ნაკრებს წარმატებები ესურვებინა ეე ილლო ილო ჩაიჭერი

  • *

    ღირსები ხართ ძალიან კაციანად რო იგლეჯავდით ყველაფერს თოფურიას გამო,ამასწინათ სოც ქსელებში დაცხეს ერთმანეთს ქართველებმა თოფურიას და თავისი ვენესუელელი ცოლის გამო!

  • ხვიჩა მაგარია!

    ე ბიჯო, რა გაუხურეთ კაცს საქმე. იცოდა საერთოდ რომ ჩვენთან აქვთ თამაში? ნაკრებს ესტუმრა ბაზაზე და შეიძლება საერთო წარმატება უსურვა? აბა რა უნდა ეთქვა, სულ წაგებით გევლოთო? არ ჯობია ჯერ გავიგოთ სინამდვილეში რა და როგორ იყო და მერე დავაყაროთ ქოქოლა თუ იმსახურებს?

  • გოგა

    კაცი მატერიალისტია და საკუთარ თავს უკეთებს პიარს,ჩვენ ნაკრებში, რო მისულიყო რას მოიგებდა მაგით? ხო არაფელს და მივიდა იქ სადაც უფრო თბილა, სულ ესა

  • გრუზინი

    ეს და ბასილაშვილი ერთნაირი უჯიგრო,არა ქართული მენტალობის ტიპები არიან!

  • სოსო

    ზოგადად გვარით ქართველ სპორტსმენებს ვისაც უცხოელი ცოლი ან გელფრენდი ყავს არც ერთი არ ქართველობს!

  • ქუთაის-ს

    თურქეთთან ან ბულგარეთთან ესურვებინა წარმატება და არა საქართველოსთთან

  • კიეზა

    ნამდვილად არ მწყენია და პირიქით კარგია რომ ამით ყვეკას დაანახა რომ ის ქართველი არაა..აი ვინც ქართველად გრძნობს თავს სადაც არ უნდა იყვეს..იმისგან ნაღადად მეწყინებოდა..ქართული გვარის ან სისხლის არ ნიშნავს ქართველობას..ეს დიდი ტვირთია.დიდი პასუხისმგებლობა..სულით და გულით ყველა ქართველს გაუმარჯოს..წარმატებები ჩვენს ნაკრებს

  • მერაბი ჩხოროწყუ

    ილია არა ხარ მართალი,თუ საქართველოს ნაკრებში არ მიხვალ, მინდა ვუსურვო წარმატებები ჩვენს საყვარელ და ლამაზი სამშობლოს,გინდ ესპანეთი, თუ ვინც გინდა ის იყოს,წინ ძმებო გამარჯვებისკენ, საქართველოს გაუმარჯოს,

  • ლადო

    კოჭებში ეტყობოდა როგორი უმარილო და უჯიგრო ტიპი იყო,თუ რამეს ქართველობდა ეგეც მშობლების დაძალებით!!

  • rigiti

    კიდე კაი გაამხნევა თორემ სულ მუხლები უკანკალებდათ აქამდე და ცოტა დაწყნარდნენ ( ისიც ხო არ გაუმჟღავნა ნეტავ, ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთო? )

  • დარასელია კაკო

    ეჰ, ილო ილო სირცხვილია თუმცა შენ ამ ქმედები^თ საბოლოოდ დაადასტურე შენი არა ქართველობა. არავინ გამოხტეთ აი ყველაფერი ესპანეთმა მისცა რა ქნასო რა მისცა? პირიქით ხომ არ არის ეგ საქმე? 4 ადგილზე მუშაობდა რო დარბაზის და მწვრთნე;ლის ფული გადაეხადა შემდეგ უეფცის ორგანიზაციამდეც საკუთარი ხარჯებით დადიოდა უფრო მეტიც როდესაც ორგანიზაციაში მოხვდა და რამდენიმე შეხვედრა მოიგო სადაც ესპანეთის დროშა და მათი ენით მეტყველებდა არც მაშინ ჩააგდეს არაფრად როდესაც ქამარი მ,ოიგო მერე როგორც იქნა დაინახეს და მოქალაქეობა მიუგდეს აი მის მერე სულ აიღო თავმოყვარეობაზე ხელი ილომ. არის ასეთი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ქართველი აპოლონი რა ვაჟკაცი რა პატრიოტი რა ადამიანი რამდენჯერმე ასახელა ესპანეთი იმათმა რა არ აჩუქეს რა არ გაუკეთეს მადრიდში სულაც ერთერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი უწოდეს და აი ეს კაცი როდესაც საქართველო ხვდება ნებისმიერ სპორტის სახეობაში ესპნაეთს მუდამ საქართველოს და ქართველების მხარეს დგას! აი ეს არის ადამიანი ეგ როგორც საქართველოს ასევე ესპანეთს გამაოადგება რადგან ღირსება და მორალი გააჩნია

  • Lobotka

    როგორ დავიჯერო რომ ასე კიდია საქართველო? სხვა რა ქვია ამის ქცევას?

  • გიო

    მგონი ორიანი მოგვაქვს საქმე ჩაწყობილია🤭🤭

  • ქუთაისი

    ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები რომ მასაში აზროვნების დონე საშუალოზე დაბალია...თქვენ გგონიათ,რომ უცებ მოუნდა თოფურიას ესპანელების გამხნევება,ჩაჯდა ტაქსში და მიაკითხა ბაზაზე?...თოფურია უბრალო ვინმე არ არი და მასთან შეხვედრა წინასწარ იგეგმება...დიდი ალბათობით,ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თხოვა ეს შეხვედრა ერთი ორი თვით ადრე...თოფურიაც რა თქმა უნდა დათანხმდა...და როდის შეიძლებოდა რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა?...თოფურიას მალე გეიჯთან ჩხუბის მოსამზადებელი პერიოდი ეწყება...ესპანეთის ნაკრებს კი ეხლა ქონდა შეკრება მადრიდში...ანუ ორივე მხარისათვის საუკეთესო დრო ეს იყო...ესპანელებს საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის წინ სპეციალურად კი არ მიუწვევიათ თოფურია და საქართველო ესპანეთის მატჩი არც კი არაფერ შუაშია...ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სურვილი იყო თოფურია შეხვედროდა ნაკრებს და ყველა მხარისათვის სასურველი დრო შეირჩა...ნაკრებს აქვს შეკრება საქართველოსა და ბულგარეთთან თამაშებისთვის...და თოფურიას გეიჯთან მოსამზადებელი ეტაპი ჯერ არ დაწყებია... გარკვევით წერია სტატიაში,ფეხბურთელებს წარმატებები უსურვაო...და არ უნდა ესურვებინა?...საქართველოსთან მატჩში უსურვა წარმატებაო წერია სადმე?...ეს შეხვედრა უბრალოდ დაემთხვა ჩვენს მატჩს ესპანეთთან,იმიტომ რომ ეს დრო იყო მოსახერხებელი ყველაზე მეტად ყველა მხარისათვის...და არანაირ კავშირში არ არის ესპანეთი საქართველოს თამაშთან.

  • ნიკა

    ამ ყველაფრის მერე რო კიდე უგულშემატკივრებს მთელი საქართველო,ჩემთვის მერაბი და გიგა ჭიკაძე არის ნამდვილი ქართველი მებრძოლები და მათ ვგულშემატკივრობ სულ!!

  • გიგო პაპა

    რატომ ვმკითხაობთ? ვინმემ დაუსვას ეს შეკითხვა პირდაპირ და გაგვცეს პასუხი. ოღონდ მკაფიოდ უნდა ახსნას ყველაფერი. თუ ხვალ ჩვენს ბიჭებსაც ესტუმრება და იგივეს გააკეთებს, მაშინ შეიძლება დღევანდელი საქციელი უბრალოდ ეტიკეტად და ფორმალობად ჩავუთვალოთ. შეიძლება მართლაც გულშემატკივრობს ესპანეთის ნაკრებს, ესპანეთმა მიცა ყველაფერი მაგის ოჯახს და არაა გამორიცხული რომ ჩვენთან დაპირისპირებისას მართლაც გაუხარდეს მაგათი წარმატება.

  • Კეკე

    Დედამისმა ძალიან კი გამოიდო თავი ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუსას, ჩემი შვილები სადაც არ უნდა დაიბადონ ქართველები არიანო, მარა როგორც ქუხს ისე არ წვიმს როგორც ჩანს. Თავიდანვე რომ არ მესიმპატიურებოდა, მთლად მტყუანიც არ ვიყავი.

  • ჯორჯო ბიძია

    ორი წიგნი არააქ წაკითხული..აბა რა გეგონათ!!!

  • AL

    ზედმეტად მატერიალისტი ყოფილა

  • გაგა

    ესპანელმა ესპანელებს უსურვა წარმატება😠

  • ნინო

    რა სამწუხაროა!💔

  • L.J.

    Dzalian ar momewona am kacis saqcieli :(

  • A

    ძაან სისულელე იყო მაგისთვის მილიონის ჩუქება მთავრობიგან, არ იყო ეგ ღირსი, არასდროს ახსენებს საქართველოს. ამ ნაბიჯს არ გადადგავდა რომ ქაეთველობდეს

  • სოსო

    თავის ძმასაც ესპანელი ცოლი ყავს

  • SOS

    ჩვენი ნაკრების ბიჭები როგორ გულშემატკივრობენ მას ყოველი ბრძოლის მერე და ამან რა გააკეთა,ბიჭებო!თქვენც ჭკუა ისწავლეთ!

  • გენადი

    ნუ ღრიალებთ!

  • SS

    მიდით ეხლა მოუძებნეთ ” ფორტოჩკები” და წმინდეთ ტ…კი

  • მამუკა

    რა კარგი დრო შეურჩევია წარმატების სასურველად. ყოჩაღ). საკვირველი და გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთან თამაშის წინ, ასეთი უტვინო და უპასუხისმგრბლო ნაბიჯი გადადგა.

  • papai

    ძალიან ტეხავს... თუ ვერ გააცნობიერა რას აკეთებდა მით უფრო

  • !!!

    მივხვდი! იცის რომ ამოვტენით და წინასწარ გაამხნევა:D

  • იკა

    ყოველთვის ვფიქრობდი რომ ილიას ქართული ჯიგარი არასოდეს ქონია. (ერთხელ ვერ მოახერხა ჩასულიყო და მერაბისთვის ექომაგა, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი მისი გამართლება მეპოვნა, - ვერ მოახერხა, პირადული მიზეზი ქონდა და ა.შ. მერაბი მაგის ძმის მხარდასაჭერადაც ჩავიდა ჩემპიონი კაცი. რაღაც ამპარტავანი ტიპია, ის ერთხელ არ ჩამოსულა საქართველოში მის გულშემატკივრებთან ჩასახუტებლად. ძალიან საწყენია ეს ყველაფერი თუმცა იმედი მაქვს ჩვენს ბიჭებსაც "უსურვებს წარმატებას. დავამატებ, რამდენიმე დღეა ვცერდელა სოც. ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილია დაშორდა მეუღლეს, თუ ეს მართალია ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თუ დაშორდა და კიდევ არაქართველი ყოლი მოიყვანა, მაშინ მართლა უჯიგრო ყოფილა და მხოლოდ გვარით ქართველი

  • გიორგი

    მაინდამაინც ჩვენთან შეხვედრის წინ მოგინდა მათი მონახულება და წარმატებების სურვილი??

  • ვასილიჩი

    გაჩნდა ბზარები ვსო

  • zura222

    აუუ მაინც და მაინც ჩვენთან შეხვედრის წინ "გაამხნევაა"? @ ჩვენებთანაც თუ არ მივა მაშინ იმ ცურუკიანს უნდა ვუქომაგოთ ყველამ რომ გაასილაქოს ეს "ესპანელი" @@@

  • საბა

    ასე მგონია,რომ მშობლების გავლენით ქართველობდა,ეს არის და ეს!

  • Napoleoni

    მაგას დიდი ამია გარკვეული აქვს. . .ეგ აქაურმა ე.ქ პროწვროპწლწბმა ვერ გაარკვიეს Თორემ მაგისᲗვის საქარᲗველო არ არსებობს. ..მენტალობიᲗ არაა ეგ ბიᲭი ქარᲗველი და დაამებეᲗ Თავი რა. . ქარᲗველია ნიკოზ ᲨერაზადიᲨვილი,მიუხედავად იმისა რომ ორი მსოფლიოს ოქრო მოიტანა ესპანეᲗს. ..Თოფურია არაა ქარᲗველი არა. . .საქაᲦᲗველოს ნაკრებᲗან მივიდა?. .არც მივა და მორᲩიᲗ ამ უცხოელის გაპიარებას

  • გიორგი

    ესპანელებს ქართველებთან უსურვა წარმატება?! 🤨

  • სოსო

    ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად მივა?

  • ირაკლი

    ესპანელებს თუ კიდე გამხნევება უნდათ🤷

  • ბადრი

    ამან ვეღარ გაარკვია ქართველია თუ ესპანელი?

  • კიგანი

    ეს სიმართლეა? თან ჩვენთან თამაშის მერე მაინც გაეკეთებინა თუ მართალია? არადა როგორი გულით ვქომაგობდი…!!

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია

ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს

[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა

[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა

ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს

გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო

კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე

"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ

"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

"ილია თოფურიას სახეს დავუნგრევ" - პიმბლეტის მორიგი განცხადება "ელ მატადორზე"

"შემდეგი აუცილებლად ის იქნება" - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

სანიოლის კაპიტულაცია

სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

"მადალენას საქართველოში წასვლა სჭირდება, მახაჩევი კი..." - თოფურია დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა

მახაჩევმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ილია თოფურიასთან ბრძოლას თავს არიდებს

"თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება" - დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა

თოფურია: კლასიკოში "რეალი" გაიმარჯვებს - ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის რაღაც უნიკალურს მძენდნენ