მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„ჯგუფში აშკარა ფავორიტი ესპანეთია, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. პირველი შეხვედრა თურქეთთან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგად დავასრულეთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ამისათვის მეტი აგრესია და სწორი დამოკიდებულება გვჭირდება. ვიცით, საიდან მოვდივართ, მიზანი და მოლოდინი დიდია. ამის დამტკიცებას შევეცდებით. მოგება? რატომაც არა. ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება. გვაქვს ზოგიერთი განსაკუთრებული მიღწევა. გასულ წელს პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული შედეგი იყო.

რა ვუთხარი ფეხბურთელებს ესპანეთთან დაპირისპირების შემდეგ, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ეს ჩვენი შიდა საქმეა. მარცხენა მცველის პოზიციაზე ჯერ სწორი გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. ესპანეთისგან განსხვავებული თამაში გვექნება. ბიჭებს ბევრი ველაპარაკე და დარწმუნებული ვარ, ისინი მოტივირებული და მობილიზებული არიან“.

შეხვედრა იზმითის „ქოჯაელის“ სტადიონზე 14 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Გენა
Ოო შენც ძაან გაღმა ხარ
ემიგრანტი
ფ3ხბურთელებს როგორ არჩევენ იქნება ვინმემ.ამიხსნას ?!.. ლომინაძე თამაშ9ბს პორტუგალიის ჩემპიონატში ძირითადის ფეხბურთელია მექვაბიშვილი რუმინეთში და უთამაშებელია გადახედეთ მის თამაშ3ბს რამდენი წუთი აქვს ნათამაშები ?!.. მგონი პორტუგალიის ჩემპიონატი უფრო.მაღალი დონის არის ვიდრე რუმინეთის... ასე არ შეიძლება როცა უთამაშებელია ფეხბურთელი მის პოზიციაზე გყავს ისეთი ფეხბურთელი რომელიც ჩაანაცვლებს არ უნდა გამოიძახო თუნდაც იმიტომ რომ თავისი კლუბში სასტარტოში მოსახვედრად იბრძოლოს ...
Გენა
Დიდი ანგარიშით წააგებენ და დავიწყებთ მერე წრუწუნს.
ჯაგლაგი ფეხბურთი
მთელი გუნდი კარში რომ ჩადგეს სან მარინო იქნება თუ გიბრალტარი შეიძლება გოლი ვერ გაუტანო!! ამიტომ მთავარია შეტევა და შეტევითი ფაზაში პასებს რომ აგვიანებენ ჩვენი ფეხბურთელები იმიტომ ვერ გავუტანეთ ესპანეთს...
კახა
რეალურად თურქეთი ჩვენზე ძლიერი ნაკრებია,მათ უნდა დაუშვან რაღაც დიდი და უაზრო შეცდომები რომ ჩვენ თუნდაც ფრეს მივაღწიოთ. ჩვენ კი უნდა ვითამაშოთ თითქმის უშეცდომოდ რომ რეზულტატი გქონდეს,რისიც სამწუხაროდ ძალიან ნაკლებად მჯერა. ჩვენ თუ რაიმეს პრეტენზია გვქონდა თბილისში არ უნდა წაგვეგო,ახლა კი სასწაულის იმედად ვართ დარჩენილი!
კონტე
ერთი რამე უნდა ავიჩემო და გთხოვთ, შემეხმიანოთ. ელემენტარულ რამეზე... კუპერის (კალაძის) დროინდელ ნაკრებში აუტიდან ჩვენების მიერ მოწოდებულ ბურთს თითქმის ყოველთვის (80 პროცენტზე მეტი!) მოწინააღმდეგე ეუფლებოდა! კურიოზამდე იყო მისული საქმე და ვერავინ ამჩნევდა! მერე ცოტათი გამოსწორდა საქმე. ახლა ნახეთ ბოლო მატჩი ესპანეთთან. აქაც იგივე. ვისაც არ გჯერათ, გადაახვიეთ და ნახეთ. ყველაფერ სხვას თავი რომ დავანებოთ, ეს რა ჭირი გვჭირს, ადამიანო!
Angoras
Cota tvini tuar gichrus fexburtshi sul egeti mondomebuli darchebi asea es
დვალიშვილს.
მინდა ნაკრებში მოვხვდე, ვარ 57 წლის ვიხდი $55 000 თუ წლოვანება პრობლემაა შემიძლია კიდევ $ 20 000 დავამატო, მინდა საქართველო წარვადგინო სანიოლთან ერთად.
Toricheli
Turkey - Georgia 0-3 ესე მორჩება. ხვალ სასწაული ხდებაააა. ერმა უნდა გავიხაროთ.
პატრიოტი1994
მექვაბიშვილს ძირითადში საერთოდ არ ათამაშებს ხვალ , რაღაცას მალავს ვილი აბა ვნახოთ რას
კონტე
ერთი რამე უნდა ავიჩემო და გთხოვთ, შემეხმიანოთ. ელემენტარულ რამეზე... კუპერის (კალაძის) დროინდელ ნაკრებში აუტიდან ჩვენების მიერ მოწოდებულ ბურთს თითქმის ყოველთვის (80 პროცენტზე მეტი!) მოწინააღმდეგე ეუფლებოდა! კურიოზამდე იყო მისული საქმე და ვერავინ ამჩნევდა! მერე ცოტათი გამოსწორდა საქმე. ახლა ნახეთ ბოლო მატჩი ესპანეთთან. აქაც იგივე. ვისაც არ გჯერათ, გადაახვიეთ და ნახეთ. ყველაფერ სხვას თავი რომ დავანებოთ, ეს რა ჭირი გვჭირს, ადამიანო!
მამუკა ბათუმი
არც მასეა საქმე. თუ ვუგებთ თურქეთს ერთი ბურთით, ესეიგი ბულგარეთს ორი ბურთით რომ მოვუგოთ საქმეა და თან თურქეთს გასვლა აქვს ესპანეთთან სადაც სამი ბურთით წაგება არ გაგიკვირდეს, ესეც 6 ბურთიანი უპირატესობა და ბულგარეთი კვლავ ექვსი ბურთით წააგებს თურქეთთან? ჩვენ ჩვენი ვეცადოთ
დათო ბოდიში.🙏❤️გთხოვ გვაპატიო ქართველებს. 🥲
მექვაბიშვილი წარადგენს საქართველოს ნაკრებს. ბოდიშისი მოხდით მის საგვარეულოსთან, მე ამ გვართან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. მე მწყინს და მეცოდება ჩემი ნაკრები თუ მეტი ფეხბურთელი ვერ ნახეს წარსადგენი, ეს უნიჭო ბავშვი რა შუაშია საერთოდ?
ნაღდ ქომაგს!
მართალი ხარ მეგობარო!
მარცხენა მცველის პოზიციაზე ჯერ სწორი გამოსავალი ვერ ვიპოვეთო
ჩივაძე დააყენეთ, ჩივაძე))))))))))))))))))
მამუკა ბათუმი
სადღაც გეთანხმებით, ანუ თუ ვერ მოვიგეთ თურქებს. მაგრამ თუ მოვუგეთ თურქეთს უკვე თანაბარ პირობებში ვრჩებით და ბურთებზე თუ წავა საქმე აქ რეალურად შეგვიძლია მაგათზე უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს რადგან ერთბურთიანი სხვაობით მოგება უკვე მინუს ერთს უხდით მაგათ, პლიუს ესპანეთთან გასვლა აქვთ სათამაშო, ჩვენ თუ ბულგარეთს ორბურთიანი უპირატესობით ვაჯობებთ ესეც აქტივში პლიუს სამი მაგათთან და ესპანეთმა თურქეთს სამი ბურთით მოუგეს პლიუს ექვსი ბურთი. ეს საკმაოდ რეალურია და დიდი უპირატესობაა. სხვა შემთხვევაში გეთანხმებით, უნდა წავიდეს ვილი.
მირო
თურქეთს რომც მოვუგოთ,ბურთების სხვაობით მაინც გაგვისწრებს.ბულგარეთს გასვლაზე ჩვენ 6 და 7 ბურთს ვერ გავუტანთ,თუ საერთოდ მოვუგეთ.ასე რომ უბრალოდ ვუყუროთ ხვალინდელ თამაშს,ვუსურვოთ კარგი თამაში ჩვენებს და მსოფლიოზე გასვლა ჩავთვალოთ, წელს არ გამოგვივიდა და ვიყოთ მომავლის იმედით.სანიოლი კი სასწრაფოდ გასაშვებია.
ნაღდი ქომაგი!
ბიჭებო! ხვალ რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს თამაში, თქვენს გვერდით გვიგულეთ ნაღდი გულშემატკივრები! არ ვართ ის ხალხი, რომ დაგიწყოთ "ლანძღვა-გინება" ,ეს ჩვენთვის მიუღებელია! წარმატებები ბიჭებო!!!!!!!!!
კოფე გნებავთ?
ამ მექვაბიშვილს ვინ მფარველობს ასეთი რომ უკვე პრესკონფერენციებზე იჩითება? დაესვა მაგალითად გაგნიძე ან ქოჩორა, რითი არიან ნაკლები. აქაც ჰაბიტუსით არჩევენ?)))))))))))
ტაქტიკოსი
ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს, გინდაც მოვიგოთ და მსოფლიოზე გავიდეთ. უპატიებელია ესპანეთთან უსახური თამაში!!!!
ვილის
წახვალ და გაგვიფრინდები, კიდევ დაგაცდით გგონია? ო ამოდენა პრაქტიკანტს რა ჩიტის გული გქონია...)))
Lelo
Დიდი მადლობა მაგრამ უნდა წავიდეს სანიოლი დაგვიანებული არის უკვე რადგან ეს ციკლი დააკარგვინა ნაკრებს. Საქართველოს ნაკრებს ჭირდება კრეატიული და შემოქმედებაზე ორიენტირებული მწვრთნელი, ასეთებს მოძებნა და მუშაობა უნდა, ისე კარგი სამწრთელო სკოლაა სამხრეთ ამერიკაში კერძოდ, არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია, ეცადა ფედერაციას იქ აქტიურობა, იმათი სტილი და მენტალიტეტი ძალიან ახლოა ქართულთან.
FaBro
მორალურ მხარეზე თუ ვისაუბრებთ, ამ შეხვედრაში ვერ გამარჯვება და/ან სამარცხვინოდ დამარცხება შენი წასვლით უნდა დასრულდეს ვილი ბატონო. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, კარგი იქნება ამას თუ გააცნობიერებ და თუ ვერ ახერხებ, ეგებ ქართული ფეხბურთის მესვეურებს ეყოს გონება და ამ თაობას შემდეგი შესარჩევი ციკლის ფარგლებში მაინც მიეცეს შანსი უკეთ გამოსვლის. მადლობა იმ ისტორიული შედეგისთვის, რასაც შენი მწვრთნელობისას მივაღწიეთ, თუმცა წარსულის წარმატებამ არ უნდა გადაფაროს აწმყოსა და მომავლის წარუმატებლობა. არ ვიცი ფრანგულში არის თუ არა ექვივალენტი, თუმცა ქართულად რომ ვთქვათ - როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარე.
მალხაზ ჯობავა
რას ეტყოდი არა. რას ეტყოდი და ყოჩაღ ჩემი დავალება რომ შეასრულეთ, ყვითლები რომ არ მიიღეთო.
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია