<p>საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან და თურქეთთან წაგებულ შეხვედრებს საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე გამოეხმაურა.</p> <p> </p> <p>პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!" - წერს კვარაცხელია.</p> <p> </p>
ანუს
აზრის გამოთქმა ერთია და შეურაცხყოფის მიყენება მეორე.მეცხვარეებზე ნათქვამიდან,მე მგონი გასაგებად ვთქვი,რომ იმაზე მეტი არ უნდა მოსთხოვო ვინმეს,ვიდრე მას შეუძლია,გააკეთოს.კრიტიკასაც არავინ კრძალავს,ვერც აკრძალავს,მაგრამ კრიტიკასაც თავისი ეთიკა აქვს და ყველაფრის თქმა თუ დაწერა არ შეიძლება,რასაც გულში გაიფიქრებ.ტრავმირებულმა მაინც ითამაშა და სრული ძალით რომ ვერ ითამაშა,მაგიტომ შეურაცხყოფა უნდა მიაყენო?იმდენი შეურაცხყოფა და ბულინგი მიდის ფეხბურთელებზე,ყველამ რომ ერთად განაცხადოს,კარგი.წავალთ და სხვები ნახეთ,ვინც ჩვენზე უკეთესად ითამაშებსო,მოძებნით ან თქვენ,ან ისინი,თქვენზე გაცილებით უარესი გამოთქმებით რომ ახსენებენ სპორტსმენებს?ბევრია,ვისაც მართლაც გაუხარდება საქართველოს დამარცხება,მაგრამ ისინიც კი,აქეთ დაუწყებენ ისევ გინებას,არ უნდათო საქართველოსათვის ბრძოლა.კაცი მოედანზე ჯანმრთელობას რომ ტოვებს და მაინც აუგად ახსენებ,რა გულით უნდა გამოვიდეს მოედანზე,მომდევნო თამაშზე?უმადურობა არის ენთუზიაზმის ყველაზე ძლიერი და სწრაფმოქმედი იარაღი და ამ ბიჭების წინააღმდეგ მუდმივი ბრძოლა მიდის,სწორედ იმათგან,ვინც დღესაც მათ ლანძღავს.ისინი იტყვიან რაღაცას და სხვები ასდევენ,ისე რომ ვერც კი აცნობიერებენ,რამხელა ტკივილს აყენებენ ბიჭებს.ჯაბა კანკავა კაპიტანი იყო და იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს,ევროპის ჩემპიონატზე წასვლაზე უარი თქვა და ნაკრებიდან წავიდა,ახლა გურამ კაშიაზე არიან მიმდგრები,რომელიც მიუხედავად სისწრაფის სერიოზულად დაკარგვისა,პოზიციის შერჩევით,დაცვის ხელმძღვანელობის უნარით,გასახდელში ავტორიტეტით და საარაკო პროფესიონალიზმით,გუნდში დიდი როლი აკისრია.დღეს უკვე კვარაცხელიაზე გადავიდნენ,კაპიტნად არ ვარგა,მოაშორეთო!არადა კაპიტანი,ჯერაც გურამ კაშიაა!ყველაფერს აკეთებენ,რომ გუნდში ენთუზიაზმი ჩააქრონ და ვითომ არაფერ შუაში არიან,იქით ლანძღავენ.ამ საიტზე მართლაც ბევრი ისეთი შემოდის,რომელსაც ბირჟაზეც კი არ ამოაღებინებენ ხმას,მაგრამ აქ აფრქვევენ სიბილწეს,სისულელეს,ბოროტებას,სიძულვილს და მიუხედავად იმისა,რომ ტექსტის დაბლა წითელი ასოებით წერია გაფრთხილება,მაინც დაუბრკოლებლად ატარებს საიტის ადმინისტრაცია.ეს ნაკრები ჩვენია,ჩვენი სისხლი და ხორცები თამაშობენ და ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით,სხვას უფრო ფეხებზე არ ჰკიდია?!სხვათა შორის,საქართველოც ზუსტად ასეა,ვიღაცას უცხოელს რომ ვუსმენთ,მას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ქვეყანა და როგორც მას აწყობს,ისე აფასებს აქაურობას.ესე იგი,თავისი ქვეყნის სასარგებლოდ და არა საქართველოს სასარგებლოდ.თქვენ ის კაცი არა ხართ,საქართველოს ნაკრები ფეხებზე რომ ჰკიდია,მაგრამ ემოციებმა დაგძალეს და ცუდად დაწერეთ.მგონი სჯობია,მათი თვალითაც შეხედოთ ყველაფერს და ასე წერა,ნამდვილად აღარ მოგინდებათ.
-
ხო, აბა რა, კვარა არაა, ათონელზე ღობე რომ გადაანგრიეს , ისინი არიან. საიდან მოდიხართ ასეთი დიაგნოზის დამსმელები.
aba
სულ მატონიკა აკეთებს ყოლიფერს, ეს ქალის მაჩალკა. ფუი!
Მანამდე მაკედონიას არ დაუწვნენ?
Მაკედონიასთან არ დაწვნენ, ფედერაციის ბრძანებით? Ვითონ არა გულშემატკივარი, ვითომ გამოგონილი კოვიდი, მაინდამაინცც ხვიჩას და ხურდაში შენგეკია მიაყოლეს, ასეაა, ჩვენ კიდევ გული გვტკივა, მაკედონიას თუ, უკრაინას თუ თურქეთს რატო არაა, ოროვე თამაშში ერთი სცენარი იყო, უაზრო გოლები ზედიზედ, დასაწყისშივე, და... Კაი რა კიტეიშვილს 2 მეტრიანი მცველი როგორ უ და გაეჩერებინა და მაინდდამაინც ორივეჯერ მას მოუხდა ბრძოლა ჰაერში, ყვეალზე დაბალს ((((( ტეცავს, 50-60 ათასი კაციაა, გუგუნებს, თვეობით ემზადება და..... Ერთი ადგილის თამაში
ანუ
აბა რაღას იჭაჭებით და თამაშობთ საერთაშორისო ტურნირებში? მე კი წავიყრი ნაცარს და დავდუმდები, მაგრამ ეს ბიჭი არის ღირსი გუნდის კაპიტნობის? ან არ შეიძლებოდა ჯიგრიანი თამაში? თავად ამბობენ მუხტი არაა წინანდებურიო? რაის კომუნისტები, ცხვრები და დამკვრელი ბრიგადები? რას აბდაუბდობთ საერთოდ? ბნელა? გვეკრძალ;ება აზრის გამოთქმა ინფანტილურ განაცხადებზე? ან არ შევაფასოთ ქვეყნის ნაკრების სამარცხვინო ფაფხური? გვიკრძალავთ? აბა გავიხაროთ ერდოღანის გახარებით?
ანუს
კვარა არასოდეს იყო ლაპარაკის კაცი,ის ყოველთვის საქმით ამბობდა სათქმელს!კარგად იცი,რომ ტრავმირებული იყო და პსჟ მოითხოვდა,დასვენება სჭირდება,არ გაიწვიოთო.ვერ ითამაშა საუკეთესოდ,მაგრამ რაც შეეძლო,მაინც ითამაშა და რომ არ ეთამაშა,უკეთესი იქნებოდა?მისი ჯანმრთელობისათვის ნამდვილად უკეთესი იქნებოდა,მაგრამ,ნაკრებისათვის?!ეხლა თვითონვე დაარქვი სახელი შენ პოსტს,ვინ წაიგდო ენა,შენ თუ მან?კომუნისტების დროს,სოციალისტური ვალდებულებების აღება იყო ხოლმე,მოდაში.მოწინავე მშრომელი ვალდებულებას იღებდა,ვთქვათ ჰექტარზე მოსავალს,5 ტონას კი არა,როგორც გეგმაა,არამედ 6 ტონას ავიღებო.ძალიან აქეზებდა მთავრობა ამ ყველაფერს და ზომას ვეღარ იგებდნენ.მწყემსებსაც სთხოვდნენ სოცვალდებულების აღებას და ისინიც,100 ნერბზე(ნერბი დედა ცხვარია),102,103 ბატკანს გავზრდიო!ბოლოს 110 ბატკანზეც კი ავიდნენ და ვეღარ შეასრულეს.ცხვარი ჩვეულებრივ ერთ ბატკანს აჩენს და იშვიათად,ორს.არ აჩენდა 100 ნერბი 110 ბატკანს და როგორ შეასრულებდნენ ვალდებულებას?აქაც ამ მდგომარეობაში ვართ,არ აქვს ქართულ ფეხბურთს ჯერ ისეთი ძალა,რომ მსოფლიოს მოწინავე ნაკრებებს ვაჯობოთ და როგორც არ უნდა მოვთხოვოთ,ზოგჯერ შეიძლება რომელიმეს ვაჯობოთ,მაგრამ სისტემატურად მათზე გამარჯვების პოტენციალი ჯერ არ გვაქვს.ნუ მოვითხოვთ იმას,რაც შეუძლებელია და იმედგაცრუებულებიც არ დავრჩებით.კი,იზრდება საქართველოს ნაკრები,128 პოზიციიდან 70 საუკეთესოში შევედით,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს მოსამატებელი,აღმასვლა რომ ჩქარი ტემპით გავაგრძელოთ.მეტოქეებიც ხომ სულ უფრო ძლიერები გვხვდებიან.
.
ჩვენი ნაკრების პოკი,ევროპის ცემპიონატზე იყო და თურქებმა იქაც დაგვამარცხეს.საფეხბურთო ქვეყანაა,მათი ნაკრები რეიტინგში 40 ადგილით წინ არის და უნდა გვესმოდეს,რომ მათი ნაკრების კლასი,ჩვენზე მაღალია.ჩვენ ვიზრდებით,სანაკრებო ბაზას ვაფართოებთ,მაგრამ ჯერ არც საკმარისი სიღრმე გვაქვს და არც სათანადო ხარისხი,რომ თურქეთი დავამარცხოთ.ეს არც ფეხბურთელების ბრალია და არც მწვრთნელების.რაღაცის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება,ზოგჯერ საკუთარ თავსაც შეიძლება გადაახტე,მაგრამ სისტემატურად რომ სარეკორდო სიმაღლეზე ახტე,მთლიანად უნდა ასწიო დონე.
.
ვარჯიშებზე უკეთესად ვისაც გამოსდის,ის შეასრულებს სტანდარტებს.სხვა საქმეა,რომ სტანდარტებს არ ვამუშავებთ.ძალიან ბევრ გუნდს,სტანდარტების მწვრთნელი ცალკე ჰყავთ.ჩვენ 30 წელია,აუტის შემოტანა ვერ დავამუშავეთ.
Nodo
უზუსტესი დაკვირვებაა. კვარას დონის ვარსკვლავები თავს იკლავენ ეროვნულებში. კვარა სამწუხაროდ პსჟ-ში მეტს დარბის. კარიერა კარიერად, ხელფასი ხელფასად, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა პირველ რიგში ქართველ ხალცს უნდა მოაწონოს თავი და მხოლოდ მერე - ლუის ენრიკეს ან პსჟ-ს მეპატრონე არაბს.
სოსო
თავი შეიკავეთ ზედმეტი ემოციებისგან და რეალობას შეხედეთ და დავიკმაყოფილოთ ეგო იმით რომ ბევრი გვაქვს საშრომი. ეროვნული ჩემპიონატის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება და ვერაფერს მივაღწევთ ალბათ. თავი შეიკავეთ სირცხვილია. თქვენი სიტყვები ადამიანებზე მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში უმადურობას და არაადეკვატურობას ამჟღავნებს.
სოსო
ერთი რამ მინდა გითხრათ ჩემო მეგობრებო. ეროვნულ ნაკრებს კვებავს ქვეყნის ჩემპიონატი და არა მარტო ლეგიონერები. ეროვნულ ჩემპინატებს გადახედეთ ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდებში. და მერე გააკეთეთ დასკვნები. კიდევ აკრიტიკებთ ბიჭებს ალბათ საჭიროა მაგრამ უფრო აუცილებელი მგონია მხარდაჭერა და გამხნევება. წააგეს ძლიერ ესპანეთთან და თურქეთთან. დახედეთ თურქეთის ჩემპინატს. თურქულმა გუნდმა ლივერპულს მოუგო. ბოლოს რომელმა ქართულმა გუნდა მოუგო ლი ერპულს? ხე ფესვებითაა ძლიერი. სანამ ეროვნული ჩემპიონატი არ იქნება ძლიერი მანამ აუცილებლად ვიქნებით გამართლების იმედად.
Levani
და ჩვენმა 4 გუნდმა რო ითამაშა საკვალიფიკაციო და ერთი ფეხბურთელი ვერ მისცეს ნაკრებს ვისი ბრალია? თავის დროზე თბილისის დინამომ არ მისცა ნაკრებს ამისულაშვილი,შაშიაშვილი,კვირკველია? ტორპედო აშვეთიებს და ასათიანებს ზრდიდა. ახლა რა ჭირთ? ყველა გუნდი შეკრებებს გადის,ხელფასები აქვთ და ფეხბურთელის მომზადება ევალებათ მარტო. რაღაც წურბელები შიგნიდან ღრღნიან ფეხბურთს. ისე კიდევ დავამატებ- უკრაინაზე თამაში არ უნდა მიგეცათ ბიჭებო,ეგ ნაგლი ხალხი მაინც არ დაგვიფასებს- უკრაინას თამაში მიეცით,ივაჟკაცეთ და ახლა თქვენი გაგჭირვებიათ. ვიქნებოდით ახლა ფლეი ოფში ჩეხეთის ადგილზე.
moshe
ოპააა, ამან ფეხბურთს თავი დაანება და მენტორობაში გადაეშვა?
ბუჯანგა
შანსი რომ გქვონდა წარმატების არ მაშინ ჩანდა რომ რამე დასკვნები გამოგეტანოთ და უშანსოდ რომ დარჩით ხომ მერე რა აზრი აქვს....წლები გადის და ფეხბურთის თამაში კი არა თამაშის არსი ვერ შეგიმეცნებიათ...მახსოვს წლების უკან ფრაიბურგის მწვრთნელის ფინკეს სიტყვები....ერთი წელი დამჭირდაო რომ კობიაშვილის და იაშვილისთვის ამეხსნა თუ რა არის ფეხბურთიო...მგონი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ფეხბურთელების მენტალური და ფსიქოლოგიური თემებია..მერე ფიზიკური მომზადება...ეს თემები თუ არ ჩამოყალიბდა ფეხბურთელში პროფესიულ დონეზე ვერანაირ სათამაშო ტაქტიკურ სტრატეგიულ საკითხებში ვერ გაერკვევიან..და ვერც მოემზადებიან...ფედერაციის პირველი დონის საზრუნავი..საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან პარალელურად უნდა იყოს ბავშვთა ფეხბურთი...სწორი მიმიმართულების მიცემა..თანამედროვე საფეხბურთო განათლების და საწვრთნელი პროგრამების შემშავება.... ჩვენი ფეხბურთელების ერტ და იგივე პრობლემებს ვხედავთ 30 წელზე მეტია...დგეს რა მინუსები აქვს ჩვენს ფეხბურთელს ზუსტად იმ პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა იყვეს საგანმანათლებლო პროგრმაების შემუშავება და რეალიზაცია...რომ სწორად აღიზარდოს და განვიტარდეს ბავშვები და ახალგაზრდები...
სიმართლე
ხვიჩა, ასეთი მარტივი რამის თქმას (რაც უფრო სადღეგრძელოს წააგავს), ის სჯობია რომ სტანდარტულების შესრულება შენს თანაგუნდელებს დაუთმო! თორემ ვხედავთ ერთი და იგივეს: კუთხურებზე ხშირად ბურთს მაღლა ვერ ჰკიდებ, ჯარიმებს უხეიროდ ასრულებ და ამის შედეგად, მე პირადად აღარც მახსოვს ბოლოს ნაკრებმა გოლი როდის გაიტანა სტანდარტული მდგომარეობიდან. მეტოქეები რასაც გვიშვებიან ამ კუთხით, თურქეთის მაგალითზეც კარგად ჩანს. ამიტომ, იქნებ მოთოკო ეგოიზმი და გუნდურობა დააყენო წინა პლანზე?!
ანუ
ენის ჭარტალში მაგრები ხართ და ახლა თქვენ დაიწყეთ ჩვენი დაბოლება, ხომ? ფეხი გაგენძრია ჯობდა, ენის წაგდებას.
ცისკარა
მწვრთნელი შეიცვალეთ ხვიჩიკო. კაპიტანი ხარ და მეტიც მოგეთხოვება. გასაგებია რომ არ გინდათ გული ატკინოთ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ გამოვა. მალე მონღოლეთიც და ტაილანდიც აქეთ მოგიგებთ.
დდდ
ჰო, ახლა ეგეც ხვიჩას მოჰკითხეთ, 0:0-ზე მიქაუტაძეს რომ თავის აწევა დაეზარა და კვარას მაგივრად დავითაშვილს შეაყოლა ბურთი, რომელსაც მცველი ფეხზე აჯდა... უდავოდ, ხვიჩას ბრალია ისიც, რომ ჩაკვეს ტრამვა აქვს და უეჭველად ხვიჩას მოთხოვნით ხდება, რომ სანიოლი მას და აზაროვს ერთად არ ათამაშებს... არადა, ხვიჩას არავინ სჭირდება, თავისუფლად შეუძლია, გენადი ევრუჟიხინივით თავად უკეთოს პასები საკუთარ თავს და მარტომ მოუგოს ხოლმე ისეთ ფარჩაკ გუნდებს, როგორიც თურქეთი და ესპანეთია, მაგრამ არ ინდომებს თურმე...
Lelo
Როცა გუნდში ყველა თავის საქმეს ვერ აკეთებს ეს შედეგი დგება. Ახლა გუნდს ახალი იდეები და ახალი ხედვები ჭირდება ეს კი ვინ უნდა გააკეთოს? Ახალმა მწვრთნელმა. Ამაზე ფედერაცია ვფიქრობ უკვე მუშაობს, მერე კი კვარაც, მიქაუტაძეც, და სხვებიც დაგლიჯავენ ყველას და ყველაფერს ამაში დარწმუნებული ვარ. Საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს უბრალოდ მას ჭირდება განსწავლული მწვრთნელი შესაბამისი მიდგომით. არა ისეთი, ფეხბურთელებისკენ რო იშვერს ხელს და თავის პასუხისმგებლობას არ გრძნობს. Ვინ დამაჯერებს რო კვარა, მამარდაშვილი, მიქაუტაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი და ჩაკვეტაძე თუ კარგ სათამაშო ფორმაში იქნებიან, ამათ თამაში არ შეუძლიათ თურქეთის დონის გუნდებთან? Ეს არის ტყუილი ხალხო ამ ბიჭებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ თან ძალიან მაგრად, ამას უბრალოდ კარგი წინამძღოლი და მათზე მზრუნველი მწვრთნელი სჭირდებათ. Როგორ დაიჯერო ლივერპულში, ვილიარეალი, სპორტინგში,შტურმში, სენტ ეტიენში და პსჟეში უცოდინარი ხალხი მუშაობს რო მამარდა, მიქაუტაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი და კვარა წაიყვანეს, ეს ბიჭები თუ ფეხბურთს ვერ თამაშობენ ამ კლუბებში ვერ მოხვდებოდნენ.ასე რომ მწვრთნელია საჭირო მწვრთნელი, და ეს სიტუაცია ბევრად უკეთესობისკენ შეიცვლება ფედერაციას მინდა უთხრა ეს.
პაშალიჩი
ეს ტრაფარეტული გამართლებები არ გინდა კვარა , ჩვენი პოლიტიკოსებს ემზგავსები , არ გეკადრება შენ ასე , გაუფრთხილდი რეპუტაციას და მოედანზე ამტკიცე საქართველოს სიყვარული
კვარას
გადი პენსიაზე ჯობია. არაფერი გამოგდია და ყველაფერს აფუჭებ. მიეცი გზა ახალ თაობას!
გია
სადღეგრძელო კვარასგან, რომელიც უდავოდ ჩვენი ერთადერთი ნამდვილი ვარსკლავია, მაგრამ დიდი ნაკლით - არ არის მებრძოლი და მოედანზე დანარჩენი მოთამაშეებისთვის მაგალითის მიმცემი
უფროსი
სანიოლი თავის პირად ბრძოლას ოპონენტი მწვრთნელის წინააღმდეგ ვერ იგებს, სიურპრიზებს ვერ უმზადებს და სხვა გუნდის მწვრთნელის სიურპრიზების განეიტრალებას ვერ ახერხებს. ფეხბურთელები იგებენ თამაშებს, როდესაც კარგ ფორმაში არიან და მეტოქეს ჯობნიან კლასით.
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" მორიგი მატჩი მოიგო
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
"იუვენტუსში" მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს" - ლუჩანო სპალეტი
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური - "ეკიპი" მაინც თავისას ამტკიცებს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა