„ბეშიქთაში“ იანვარში მინიმუმ სამი ფეხბურთელის დამატებას აპირებს და კლუბის მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილია, - იტყობინება Sporx-ი.

გამოცემის ცნობით, სტამბოლური გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, მარცხენა ფლანგზე ქრონიკული პრობლემის მოსაგვარებლად მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა 24 წლის დავითაშვილის დამატება მოითხოვა და თავად ქართველი მოუთმენლად ელის „შავ-თეთრებში“ გადასვლას.

აღნიშნულია, რომ კლუბის პრეზიდენტი სერდალ აიდალი ნაახალწლევს „სენტ-ეტიენს“ დაუკავშირდება და ზურიკოს ხელში ჩასაგდებად თანხას არ დაზოგავს, რამეთუ ის ეფექტური დრიბლინგით და ერთი ერთზე თამაშით გამორჩეულია.

დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ლიგა 2-ის 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 9 მილიონი ევროა.

„ბეშიქთაში“ მიმდინარე სეზონში წარმატებულად ვერ ასპარეზობს, 8 ტურის შემდეგ (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) 13 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „გალათასარაის“ 9 ქულით ჩამორჩება.

არ გადავა!თუ გადავა,სადმე ტოპლიგაში და საკმაოდ ძლიერ კლუბში.სენტ ეტიენი ისე მიდის,რომ დაბრუნდება ლიგა 1-ში და ადგილსაც შეინარჩუნებს.გუნდის ლიდერია და ძალიან კარგი ვარიანტი უნდა გამოუჩნდეს,ხელფასითაც და გუნდის კლასითაც,რომ აქედან გადავიდეს.ზაფხულში სხვა საკითხი იყო,წასვლა ერჩია,მაგრამ რაკი დარჩა,ახლა უკვე ასეა.
მერაბი ჩხოროწყუ
გადავა ზურიკო ლიგა 1 ში სენტ ეტიენთან ერთად ,ეს გუნდი 10 გზის ჩემპიონი არის წარმატებები ზურიკოს,ახლა რაც შეეხება ურუგვაის, გეთანხმებით მეგობრებო,ამ პატარა ქვეყანაში მეცხვარეობა არის განვითარებული,შიდა ჩემპიონატში ყავთ უძლიერესი გუნდები პენიაროლი, ნაციონალი, დეფენსორი, უონდერერსი,და ასე შემდეგ,ეს გუნდები წინააღმდეგობას უწევენ ბრაზილიის და არგენტინის გრანდებს, კარგი იქნება შევისწავლოთ როგორ ახერხებენ ამას,რა უნდა გაკეთდეს რომ იმათ შედეგს მიუახლოვდეთ, კარგი აზრია,კი დანია, ავსტრია, შვეიცარიაც არიან მაგალითი ჩვენთვის, მაგრამ ურუგვაი მიმაჩნია სამაგალითო,
c, ცოტა ობიექტურობა არ გაწყენდა
ეტყობა ხვიჩას არ მიწოდებულ რამდენიმე პასს ვერ ხედავ თან მადლობას უხდი და ზურიკოს ერთხელ არ მიწოდებული პასის გამო ღორს უწოდებ.ალბათ ვერ დაინახე გოჩალეიშვილი ფრთაზე რამდენჯერ გაიხსნა და ხვიჩამ იგნორი გაუკეთა და ბურთი დაკარგა.სამაგიეროდ ზურიკომ უფრო მაღალი შეფასება მიიღო.
ასეა ეს
რაღა ურუგვაიში და სადღაც დასაკარგავში მიდიხარ შე კაცო, ნიდერლანდები, ბელგია, დანია და ხორვატია აქ არ არის?
ასეა ეს
მაგი ღორობის ბრალი კი არ არის, არამედ თავაწეული თამაში რომ არ იცის და ვერ ხედავს, პარტნიორი უკეთეს პოზიციაში რომ დგას, იმისი ბრალია. ანუ, კლასი აკლია, კლასი.
მალხაზ ჯობავა
მაშინ ვინ ჭამოს?
გიორგი
როგორ თუ იყო დაგვიბრუნა ტერიტორიები?
Lelo
Ფეხბურთზე მინდა ვთქვა, წავიდნენ სპეციალისტები შესაბამისი სამსახურების მიერ მხარდაჭერილია ურუგვაიში და გავიგოთ როგორ ახერხებს ეს პატარა ქვეყანა არცთუ მატერიალურად მდიდარი თან ჰყავდეს ძლიერი ეროვნული ნაკრები და ამდენი ტალანტი, გავიგოთ საქართველოსათვის პატარა ურუგვაი თან ჩვენ მენტალიტეტთან ძალიან ახლოს მყოფი როგორ ახერხებს მუდმივად გრანდების გვერდით იყოს, გავიგოთ ბავშვთა ფეხბურთს როგორ ავითარებენ, როგორი სამწვრთნელო სკოლა აქვთ, როგორი ინფრასტრუქტურა აქვთ, როგორი აკადემიები აქვთ და იქ როგორი მწვრთნელები მუშაობენ, როგორ და რა დონეზე აქვთ ფეხბურთის განვითარების გეგმა, ნახონ იქ ჩასულმა სპეციალისტებმა ეს ყველაფერი, რაღაცეები მაინც გადმოვიღოთ ასეთი დიდი ტრადიციების ქვეყნიდან თუმცა ტრადიციები არც ქართულ ფეხბურთს დაეწუნება, ამაში ცუდი არაფერი იქნება ვისწავლოთ გადმოვიღოთ როცა ჩვენი არ ვიცით ან ვიცით და არ ვაკეთებთ. Ზოგადად ურუგვაის ფეხბურთი და მისი სტილი მგონია რო ქართულ ფეხბურთთან და მენტალიტეტთან ყველაზე ახლოა მსოფლიოში. Ზოგჯერ უაზროდ ფეხბურთში აღარ გავაგრძელებ, როგორი ხელფასიანი მწვრთნელები ჩამოყავდათ უახლოეს წარსულში და ის ფული საბოლოოდ წყალში გადაყრილი გამოდიოდა ხოლმე, ამას ხო ჯობია ღირებულ საქმეებში და სწორად დაიხარჯოს თანხები, კიდევ ერთხელ ვიძახი ურუგვაის მაგალითი ძალიან გამოადგებოდა ქართულ ფეხბურთს.
c
aq davwer da კარგი თუ გაიგონებს ეს კაცი, ზურიკოს ვგულისხმობ! ესეიგი ნაკრების თამაშში რაც კი მეგობარი მყოოლია, ვინც მიღალატა, რაც კი ისტორია მიკითხია ქართველებზე ვინც გადამწყვეტ მომენტში ის არ გააკეთეს რაც საჭირო იყო, ყველაფერი გამახსენდა იმ უნამუსო მომენტისას, როცა ზურიკომ პასი არ გააკეთა!!!!! 4 ი ორზე რმ ავედით და ასეთ გადამწყვეტ თამაშში თავისი ვე მეგობარი ხვიჩა რომ დაიკიდა, კაცი ცარიელი იყო და თვითნ დაარტყა ! ეს მარაზმი იყო კიდეც იმ წაგების მთავრა ი მიზეზი, მარა ამას ვინ მიხვდება? ის კომენტატორები თუ ის დებილი გულშემაკტივარი, რომლისთვისაც მხოლოდ ფაქტია საჭირო რომ რამე დაინახოს? ზურიკოს მინდა ვუთხრა, ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ, ძალიან მომწონს, უნიჭიერესია მარა აზრზე არაა ფეხბურთის, და ვერც ვერასროს გახდება კარგი ფეხბურთელი, სანამ ამ ელემენატრულ რამეს ვერ გაისიგრძეგანებს, რომ შენი ძმაკაცი რომ გვერდზეა და 4:2 ზე რომაა შეტევა შე კაი კაცო!@!! პასი უნდა მისცე, ან სცადო მაინც შე მართლა სულელო კაცო რა. ჯერ ევროპის ჩემპიონატიდან დაწყებული და ამ თამაშით გაგრძელებული, არასდროს არ ვათამაშებდი ნაკრებში, მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ნიჭიერია! რადგან ღორია და მარტო საკუთარი თავის დამტკიცებაზე ფიქრობს და ფეხებზე კიდია ყველა და ყევლარფერი!!! აი ესაა ქართული ხასიათის მარაზმი და ეხლა თქვენ თუ დაბლოკავთ, ჩათვალე რომ მარტო ზურიკოს კი არა მთელ ქართულ ფეხბურთს გამოუტანთ განაჩენს, რადგანამას თუ არ დავძლევთ, კაპიკია ჩვენი ფეხბურთის ფასი. ხვიჩას კი დიდი მადლობა და რაც დამენანა ამ თამაშში იყო მხოლოდ და მხოლოდ ხვიჩა!!! მთელი ოჯახი ვუყურებდით და ბავშვებმა ვერ გაიგეს ჩემი რეაქცია, რადგან საკუთარ ნაკრებს ვგულშემატკივრობდ ა თან ვხვდები რომ ამ არაკაცობის და ღორობის გამო ღირსი იყო ნაკრები ამ წაგების. ზურიკო- კაპიკი აქვს ფასი შენს ნიჭს, მეგობრისვის და ნაკრებისთვის თუ არ იღვაწე,- პასი ბიჭო , პასი!!!!!
TT
თურქეთი იყო ოკუპანტი. ახლა რუსეთია ოკუპანტი
დიმიტრი
ალბათ მართლა გადავა. 2-3 ჯერ მეტს მაინც გადაუხდიან და ძნელია გაუძლო ცდუნებას. რა აზრი აქვს მეორე ლიგაში თამაშს, თუ უმაღლესიდან არა აქვს შეთავაზებები? ბოლო-ბოლო ოსიმენი გადავიდა და რამდენი სხვა ცნობილი კიდევ. წარმატებები ზურიკოს!

თურქეთი ოკუპანტია!!!!!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
"ბეშიქთაში" დავითაშვილთან ერთად ტერ შტეგენის, სანჩოს, სალიჰის და გიულის დამატებას აპირებს
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა