სერია A-ს მეშვიდე ტურში „კრემონეზე“ და „უდინეზე“ დაზავდნენ 1:1.

მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველ დაჩი ლორთქიფანიძეს, რომელიც 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სტუმართა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„კრემონეზე“ 10 ქულით მეათე ადგილზეა და 25 ოქტომბერს „ატალანტას“ უმასპინძლებს, „უდინეზე“ კი 9 ქულით მეთერტმეტე პოზიციაზეა და იმავე დღეს საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“

კრემონეზე - უდინეზე 1:1

გოლები: 1:0 ტერაჩანო (4), 1:1 ძანიოლო (51)

ვაჟა
უ21 ში აშკარად ჯერ ვერ გამოიყენეს ამ ბიჭის პოტენციალი და იმედია შემდგომ თამაშებში ზუსტ პოზიციას მოუძებნიან,ისევე როგორც უ19 ში იყო.შეტევით ფაზას ალაგებდა ანაწილებდა და ამწვავებდა.
ქომაგს
გუშინ კრემონეზეს თამაშს თუ უყურე შეამჩნევდი რომ უდიდეს ფართობს ფარავდა დაჩი როგორც დაცვით ისე შეტევით ფაზაში და ბურთთანაც ძალიან კარგადაა,უდიდესი ნდობაა ასეთ დროს გამოყვანა და უ19 ნაკრებშიც ასე იყო, ყველგან იყო და რა ვნახეთ უ21ში?აშკარად მწვრთნელის დავალებას ასრულებდა,იდგა მცველებთან ახლოს და შეტევით ფაზაში მისი პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ,აშკარად აკრძალული ჰქონდა ბევრი რამ და გუშინ გამოჩნდა რომ მშვენიერ ფორმაშია,კარგი სისწრაფეც აქვს და ბრძოლებსაც იგებს,შეტევებშიც ერთვება.ახლა დასკვნა თქვენ გააკეთეთ რატომ შეიზღუდა ნაკრებში? და რამდენად სწორი იყო მისი მცველებთან დაბმა? ეგოიანიც კლუბში ნახეთ სად თამაშობს და რითი იყო დაკავებული ნაკრებში.წარმატებები ბიჭებს.
Lelo
Უნდა დამკვიდრდეს და ბევრი იმუშაოს, ძალიან საინტერესო ნახევარმცველია.
საინტერესოა
ლორთქიფანიძეს წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანი შევსება იქნება ნაკრებისთვის, განსაკუთრებით მაშინ თუ 4 მცველიან სქემაზე გადავდივართ, სადაც გამოკვეთილი საყრდენი ნახევარმცველი აუცილებელი გყავდეს. ახალგაზრდულში ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად ითამაშა, სხვები უფრო ჩანდნენ,შესაძლოა იტალიური ფეხბურთიდან გადმორთვა გაუჭირდა.
კახას
კარგია ცენტრში კონკურენცია იზრდება,იმედია ათამაშდება ლუკა გაგნიძე და უკეთეს ეროპულ კლუბს მოძებნის ნიკა გაგნიძე.
jo
ოცნებამ, ოცნებამ...
chaach
ლორთქიფანიძე, იეგოიანი და ლაცაბიძე, ეს სამი კაცი მალევე ნაკრებში!

ვულოცავ დაჩის,სერია აში დებიუტს!ვუსურვებ წარმატებულ და ხანგრძლივ კარიერას.ანგარიში 1-1 იყო,როცა გამოუშვეს და გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა,გამარჯვებისათვის.ამ დროს რომ გამოგიშვებენ,თანაც ნახევარ საათს მოგცემენ,ეს უკვე დიდ ნდობას ნიშნავს და ბევრი თუ არაფერი გააკეთა,არც არაფერი გააფუჭა.თავის პოზიციას იჭერდა და ავსებდა შეტევაშიც და დაცვაშიც.ორივე მხრიდან,ბურთი უფრო ფლანგებით მოძრაობდა და ბურთთან კონტაქტი არ უწევდა,მაგრამ ნანახი გვაქვს და ვიცით,რომ ბურთზეც კარგად მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში არ შეგვარცხვენს.რაკი ასეთ მატჩში ენდნენ,დარწმუნებული ვარ,ამის შემდეგ ხშირად მოგვიწევს,მისი თამაშის ყურება!დებიუტი შედგა,მომდევნო შემოსვლაზე გაცილებით დაწყნარებულიც იქნება და აქტიურიც.კეთილი იყოს დაჩი,შენი მობრძანება,დიდ ფეხბურთში!შენი სწრაფი პროგრესი,სისხლის გადასხმასავით იქნება,საქართველოს ნაკრებისათვის.ასე რომ დაუჩქარე!
შალერ ბახოიძე
წარმატებები,გოგლიჩიძემ რა შეფასებები მიიღო არ იცით?
lasha
ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი არის ნახევარდაცვა. საერთოდ თანამედროვე ფეხბურთში. აგებ ცენტრს. აგებ თამაშს. სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. გამოიცადოს ახალი სახეები. მე მიმაჩნია ნაკრებმა უნდა იტამაშოს 4-5-1 სისტემით. პრინციპში ასე თამაშობს პსჟ და კიდევ უამრავი დიდი გუნდი. რომელიც ბრაზილია და არგენტინა ჩვენ ვართ 3 შემტევით ვთამაშბდეთ. ბევრი საერთოდ თავდამსხმელის გარეშე გამოდის. მაგალითად დემბელეც არაა თავდამხსმელი. უფრო ცრუ 9-იანია. ასე უნდა ვითამაშთ ჩვენ. მაქსიმალური სიმჭირდროვე შუახაზში. 5-6 მოთამაშე. რათა არ დაიტვირთოს დაცვა და მოწინააღმდეგეს გაუჭირდეს საჯარიმომდე მისვლა
ქომაგი
2 წლის წინ 19 წლამდელთა ელიტ რაუნდის თამაშებში მაგრად მომეწონა, აშკარად ყველასგან გამორჩეული იყო, ახლახან 21 წლამდელთა ნაკრებში ორივე თამაში ჩააგდო და გამიკვირდა. მაღალი, ფიზუკურად ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველია 20 წლის ასაკში სერია ა-ში დებიუტიც იმის მიმანიშნებელია, რომ მოწონს მწვრთნელს. ვულოცავ დაჩის დებიუტს და წარმატებებს ვუსურვებ❤️
აბა რაა
დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ახალგაზრდა შემოანგრევს ნაკრების კარებს, როგორც თავის დროზე ქოჩორამ და გოგლიჩიძემ შემოანგრიეს. წარმეტებები ჩვენს ბიჭს. ძალიან მომეწონა.
მერაბი ჩხოროწყუ
წარმატებებს ვუსურვებ ყველა ჩვენს ბიჭებს, ერთი მაინტერესებს ვინ წაიყვანა ძალიან ახალგაზრდა ტალანტი ბედოშვილი პარი ნნ ში გუნდი გამოვარდება წელს1 ლიგაში და იქაც არ ათამაშებენ, ვინ ახსნის ამას
კახა
წარმატებები დაჩის,ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა გუშინ თავის კარიერაში. პატარა საქმე არა სერია ა ში დებიუტი. ჩვენს ნაკრებს ალბათ ყველაზე მეტად უჭირს დაცვის ცენტრში და ნახევარდაცვის ცენტრში,იმედია ლორთქიფანიძე მომავალში გაამაგრებს ჩვენს ნახევარდაცვის ცენტრს. ისე ამ პოზიციაზე ევროპაში რამდენიმე ახალგაზდა ფეხბურთელი გვყავს: პირველი ალბათ სიგუა, შემდეგ ლომინაძე, ეგოიანი და მამაგეიშვილი ახლა კი დაჩიც. იმედია ეს ბიჭები უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ და გამოადგებიან ნაკრებს.
გია_544
ჰოოო, დავიხსომოთ: დაჩი 48 ნომერი! ძალიან მომეწონა! წინ კარგად იხსნებოდა, ბეკენბაუერს მივამსგავსე... ზედმეტი სახელი "ლორდი' მოუხდება
წარმატება დაჩის.
ვულოცავ დებიუტს სერია A ში ძალიან სასიხარულოა 20 წ ბიჭის დებიუტი ტოპ-5 ლიგის გუნდში. როგორც მახსოვს დიდი ხანი არაა რაც გადავიდა და უკვე დაიმსახურა წუთები ძირითადში. შრომა და კიდევ შრომა, აუვცილებლად დაფასდება.
ვაჟა მასწავლებელი
ძალიან შორიდან აჩვენებენ ეს იტალიელი ოპერატორები და ვერ ვარჩევდი რომელი იყო, მაგრამ კომენტატორი ძალიან ხშირად ახსენებდნენ მის გვარს: ლორდ-ქიფანიძე, ლორდ-ქიფანიძე. წარმატებები ახალგაზრდა ქართველს!
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა" - ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია
"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
ბუდუ, "ჩაკვე", "ქოჩორა" - ქართველები ელიტარულ ლიგებთან ახლოს, თანაგუნდელი ზიდანი და ყველაზე მეტნი იტალიაში
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
გოგლიჩიძე ტრავმირებულია - "უდინეზე" "კომოსთან" დამარცხდა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
[VIDEO] გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" "ნაპოლის" მოუგო
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
"კრემონეზემ" ისევ მოიგო - ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "უდინეზემ" "ფიორენტინასთან" დიდი ანგარიშით წააგო